ყველანი ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგის, "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის ემოციებში ვართ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს, 8 სექტემბერს, ქართველი ფეხბურთელები ევროპა და კონფერენს ლიგაზე გამოვლენ, სადაც ასევე ჯგუფური ეტაპის პირველი ტური ჩატარდება.

ევროპა ლიგა

ირაკლი აზაროვის "ცრვენა ზვეზდას" ფრანგული "მონაკოს" სახით საკუთარ მოედანზე სერიოზული მეტოქე ჰყავს (21:00 სთ). სერბეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში ქართველმა მცველმა მხოლოდ პირველ ტაიმში ითამაშა და იმედია, ახლაც სასტარტოში ვიხილავთ.

ამავე ჯგუფში გიორგი ხარაიშვილის (რომელსაც დიდი ხანია, არ უთამაშია, თუმცა ისევ ამ კლუბის წევრად მიიჩნევა) "ფერენცვაროში" "ტრაბზონსპორს" დაუხვდება.

სამწუხაროდ, ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია, მისი "შტურმი" კი დანიურ "მიტდიულანდს" უმასპინძლებს (23:00 სთ). ამ ოთხეულში სოლიდური გუნდები, "ლაციო" და "ფეიენოორდი" გამოდიან.

ლუკა გუგეშაშვილის "ყარაბაღი" გერმანიაში "ფრაიბურგს" ესტუმრება (23:00). სამწუხაროდ, 23 წლის ქართველ მეკარეს სათადარიგოთა სკამზე ველით. აზერბაიჯანელებს ფრანგული "ნანტისა" და ვეტერან მარსელოთი გაძლიერებული "ოლიმპიაკოსის" ბარიერის დაძლევაც მოუწევთ.

კონფერენს ლიგა

ქართველი გუშემატკივრების დიდი ინტერესი ბრატისლავის "სლოვანის" მიმართაა. მოგეხსენებათ, ვლადიმირ ვაისის გუნდში გურამ კაშია, ჯაბა კანკავა (ტრავმისა და დისკვალიფიკაციის გამო არ იქნებიან) და გიორგი ჩაკვეტაძე გამოდიან. სლოვაკ მწვრთნელს "ჩაკვესი" ძალიან ეიმედება. იმედია, გიორგი ევროტურნირის პირველ მატჩში თავის საუკეთესო თამაშს გვაჩვენებს. მათი მეტოქე ლიეტუვის "ჟალგირისი" იქნება. ამავე ოთხეულში სომხური "პიუნიკიცაა", ფავორიტად კი შვეიცარიული "ბაზელი" მიიჩნევა. დღევანდელი შეხვედრა ჩვენი დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

ქართველებიდან სათამაშო დღეს ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის "ლეხი" გახსნის, რომელიც სერიოზულ მეტოქეს, ესპანურ "ვილიარეალს", თბილისის დროით 20:45 საათზე ესტუმრება. "კვეკვემ" პოლონეთის ჩემპიონატში ორი ტურის წინ ბრწყინვალე გოლი გაიტანა და კარგ ხასიათზეა. ჩვენებურების კლუბის კიდევ ორი მოწინააღმდეგე ვენის "აუსტრია" და ისრაელის "ბეერ შევა" იქნებიან.

ჯერი
რა ტრავმა მიიღო ასეთი სულ სხვა ფეხბურთელი რომ გაიჩითა სტადიონზე?!
დათო
ჩაკვე ყველაფერი წინ გაქ მთავარია ტრავმა არ მიიღო და ტოპ ლიგაში შენც გელით
ჯვაროსანი
ბრავო ხვიჩას მაგრამ სწორად წერია, ჩვენები არ უნდა დავივიწყოთ. ნაკრები ერთ ფეხბურთელზე ვერ იქნება. ჩაკვე, წიტა, სხვებმა - აბა თქვენ იცით!
სოსო
ჩაკვეს 2-3 გოლის გატანა სჭირდება და თითქმის დარწმუნებული ვარ,მერე უკვე გაიხსნება.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
წიტაიშვილი შეცვლაზე და "რაიო ვალეკანოს" დამაჯერებელი გამარჯვება "სელტასთან"
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
წიტაიშვილი შეცვლაზე და სათადარიგო საზონოვი - "რაიო ვალეკანომ" კაცნაკლულ "ხეტაფეს" ვერ მოუგო
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
[VIDEO] ბუნტი მადრიდში - წიტაიშვილის "რაიო ვალეკანოს" მატჩი "ატლეტიკთან" ჩაიშალა
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა