"შალკეს" ახალ მწვრთნელს რალფ რანგნიკს ესპანელი თავდამსხმელად არ მოსწონს
ფელიქს მაგათის მთავარი მწვრთნელისა და მენეჯერის პოსტებიდან გათავისუფლების შემდეგ სამ თვეზე მეტი არ გასულა და „შალკეში“ ისევ დაძაბული, ფეთქებადი სიტუაციაა.

ახალი მწვრთნელი, 53 წლის რალფ რანგნიკი უკმაყოფილოა იმით, რომ ხელმძღვანელები ტრანსფერებისთვის იმდენ ფულს არ აძლევენ, რამდენსაც ითხოვს და „პროფესორ რალფს“ რაულის სახითაც პრობლემა შეექმნა.

საქმე იმაშია, რომ 34 წლის ესპანელი თავს ყველაზე უკეთ მაშინ გრძნობს, როცა თავდამსხმელის პოზიციაზე ათამაშებენ, რანგნიკი კი მის ადგილს გამთამაშებლის პოზიციაზე, 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში ცენტრალური შემტევის რანგში ხედავს. რალფი ამბობს, ორი თავდამსხმელითაც რომ ვთამაშობდეთ, ფორვარდებად მაინც რაულზე უფრო სწრაფი ფეხბურთელები მჭირდებაო. როგორც ჩანს, რალფს რაულის სისწრაფე არ აკმაყოფილებს.

„ახალი ფორვარდი მჭირდება, რომელიც აუცილებლად სწრაფი უნდა იყოს - ისეთი, კონტრშეტევებზეც რომ გამოგვადგეს. გასულ სეზონში მხოლოდ ერთი ასეთი შემტევი გვყავდა - ჯეფერსონ ფარფანი. მინდა, რომ ახალ სეზონში მინიმუმ კიდევ ერთი ასეთი თავდამსხმელი მყავდეს,“ - ამბობს რანგნიკი.

დავუბრუნდეთ რაულს, რომელიც გაბრაზებული ჩანს. ჩვენი გერმანელი კოლეგები ვარაუდობენ, რომ ესპანელმა 1000 ქომაგთან ერთად გუნდური ფოტოს გადაღება სწორედ იმის გამო გააცდინა, რომ რანგნიკზეა განაწყენებული. თუმცა ვეტერანი ესპანელი რანგნიკის ერთადერთი პრობლემა როდია. მომავალ კვირაში „შალკეში“ 29 წლის საყრდენი ნახარმცველი ჯერმეინ ჯონსი დაბრუნდება, რომელიც გასულ სეზონში „ბლექბერნში“ იყო განათხოვრებული. ცნობილია, რომ აშშ-ის ნაკრების ნახევარმცველს ფეთქებადი ხასიათი აქვს და მწვრთნელებს ყოველთვის ნერვებს უშლის, თუკი ისინი მას არ ათამაშებენ. რანგნიკს კი ნათქვამი აქვს, რომ ჯონსი არ სჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა