„შტუტგარტის“ ხელმძღვანელებს მოთმინების ფიალა აევსოთ და ჩიპრიან მარიკას კონტრაქტი ნაადრევად გაუწყვიტეს
„შტუტგარტის“ ხელმძღვანელებს მოთმინების ფიალა აევსოთ და როგორც მოსალოდნელი იყო, რუმინელ თავდამსხმელ ჩიპრიან მარიკას, რომელმაც გერმანულ კლუბში იმედები ვერა და ვერ გაამართლა, 2012 წლის 30 ივნისამდე გაფორმებული კონტრაქტი ნაადრევად გაუწყვიტეს.

შესაბამისად, რუმინელი უფასოა, თუმცა „შტუტგარტისთვის“ არც ეს წარმოადგენს პრობლემას, რადგან შვაბები რუმინელს 2.5 მილიონი ევროს სახით, წელიწადში ძალიან მაღალ ხელფასს უხდიდნენ. „შტუტგარტი“ სპორტული დირექტორი ფრედი ბობიჩი ამბობს, ჩიპრიანს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებო.

შეგახსენებთ, რომ მარიკა, რომელიც წლის დასაწყისში მთავარ მწვრთნელ ბრუნო ლაბადიას ეჩხუბა, „შტუტგარტში“ 2007 წლიდან თამაშობდა. ოთხი წლის წინ შვაბებმა დონეცკის „შახტარს“ მის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო გადაუხადეს და რუმინელმა ამ თანხიდან ერთი მილიონის საქმეც კი ვერ გააკეთა.

ბუნდესლიგის 93 მატჩში მის ანგარიშზე მხოლოდ 19 გოლია, რაც, დაგვეთანხმებით, ცენტრფორვარდისთვის ძალიან ცუდი შედეგია. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 25 წლის თავდამსხმელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა