ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რა ვნახეთ და რისი ნახვა გვსურს კვარაცხელიასა და "ნაპოლის" თამაშში

რა ვნახეთ და რისი ნახვა გვსურს კვარაცხელიასა და "ნაპოლის" თამაშში

ისეთი შეხვედრის შემდეგ, როგორიც "ნაპოლის" "ლივერპულთან" (4:1 გამარჯვება) ჰქონდა, გუნდის ემოციურ-ფიზიკური გადაღლილობა ბუნებრივია. მით უმეტეს, მაშინ, როცა არსებული გრაფიკის გამო ძალების სრულფასოვნად აღდგენა რთულია. ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, ქულები რესურსების მაქსიმალურად გადანაწილებითა და ნაკლებად დამაჯერებელი თამაშის დროსაც მოიპოვო. ლუჩანო სპალეტის გუნდმა მიზანი შეასრულა და აუტსაიდერ "სპეციას" შეხვედრის ბოლოს (1:0) მოუგო. ამჟამად ჩემპიონატის დაუმარცხებელმა ლიდერმა ქულების დაკარგვის თავიდან აცილება სხვა დროსაც რომ შეძლოს, ნეაპოლელებს კიდევ უფრო მეტის გაკეთება და დასკვნების გამოტანა დასჭირდებათ.

"ნაპოლიმ" ისე დაიწყო და გააგრძელა, რომ მათ იერიშებს მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია განაგებდა. ქართველი შემტევი გრძელ და საკმაოდ სწრაფ პასებს მოხდენილად ამუშავებდა, რასაც შემდეგ წარმატებულ დრიბლინგებსაც მოაყოლებდა. ყველაფერი ეს ძალიან ეფექტური იყო, თუმცა, სამწუხაროდ, გოლით ვერ დასრულდა. ვერავინ იტყვის, რომ ხვიჩამ ამ დროს უკეთეს პოზიციაში მყოფი თანაგუნდელი ვერ შეიმჩნია - ვიქტორ ოსიმენის არყოფნაში ნეაპოლელებს შეტევაში გახსნა და სივრცეების ათვისება უჭირდათ. ისე გამოიკვეთა, რომ შეხვედრის "გამხსნელ" გოლს ისევ ქართველი შემტევი თუ გაიტანდა, რაც აქამდეც გვინახავს და შემდეგ გუნდი უკეთესად ათამაშდებოდა. ასეთ დროს მეტოქეც, დაცვაში მშვენივრად რომ გამოიყურებოდა, იძულებული იქნებოდა, უფრო ზემოთ ამოწეულიყო. ამაზე ბევრჯერ დაგვიწერია - აუტსაიდერ გუნდებთან თამაში, რომელთა მთავარი მიზანი გოლის არგაშვებაა, რთულია.

ქართველი გულშემატკივრები გულდაწყვეტილნი არიან, როცა სპალეტის კვარაცხელია მოედნიდან ადრე გაჰყავს. ეს იყო მატჩი, სადაც ხვიჩას მეორე ტაიმში დასვენება ნამდვილად სჭირდებოდა, რადგან ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ტურიც (გლაზგოში, "რეინჯერსთან") ახლოსაა და ლივერპულელებთან იმ დასამახსოვრებელი შეხვედრიდან სულ რაღაც 3 დღე იყო გასული. თანაც, "სპეციასთან" დაპირისპირება ძლიერ სიცხეშიც შედგა. ლუჩანო სპალეტისთან პრეტენზიები, თუ ასე შეგვიძლია ვთქვათ, იმასთან უნდა გვქონდეს, რომ ის "კვარას" მრავალფეროვან რესურსს ბოლომდე მაინც ვერ იყენებს და ამაზე "ლეჩესთან" მოუგებელი (1:1) მატჩის შემდეგაც დავწერეთ.

როცა "სპეციასთან" სასტარტო შემადგენლობა გაცხადდა, მასში ჩრდილომაკედონიელი ელმასის გამოჩენის შემდეგ, რომელსაც სპალეტი მარცხენა ფლანგზე იყენებს, დარჩა განცდა, რომ კვარაცხელიას მინდვრის შუა ნაწილიდან შეტევის შესაძლებლობა უფრო ხშირად მიეცემოდა. სასტარტო თერთმეტეული ისეთი იყო, პერიოდულად ქართველის ე.წ. ცრუფორვარდად თამაშიც კი არ იყო გამორიცხული. ამით გუნდს იქნებ უფრო შეექმნა ხიფათი და ამავდროულად, ოსიმენის გარეშე თამაშისას (დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში) "ნაპოლის" მეტი არსენალი ჰქონოდა. კვარაცხელია შუაშიც იწევდა და მარჯვნივაც კი ვნახეთ, თუმცა ის ბოლომდე თავის მარცხენა ფლანგზე დარჩა, სადაც მეორე ტაიმში "სპეციამ" დაცვა გააძლიერა და ხვიჩაც თამაშს ვეღარ ამწვავებდა. მას ბურთის მოპოვების პარალელურად, რამდენიმე დაკარგვაც დაუგროვდა, რაც მოწინააღმდეგეს კონტრშეტევის საშუალებას აძლევდა.

კიდევ ერთი საკითხი სტანდარტულ მდგომარეობებს ეხება. სამხრეთკორეელ ცენტრალურ მცველს, კიმს, დასვენების საშუალება მიეცა. ის კუთხურებისა და ჯარიმების დროს ძალიან სახიფათოა და უკვე 2 გოლის ავტორიცაა, სხვა შემთხვევებში კი სპალეტის გუნდს ასეთი მომენტებიდან ხეირის გამოდნობა უჭირს. ვხედავთ გუნდის მიერ დამუშავებულ კომბინაციებს, რომელთა დროსაც კვარაცხელია შესაძლო მოგერიებულ/გადმოვარდნილ ბურთისთვის დგას, შედეგის მომტანი ნაკლებადაა. ხვიჩამ ასეთ დროს ერთხელ კარგად გაამწვავა თამაში, თუმცა ის ჩაწოდებითაც გამოირჩევა და თავითაც კარგად ურტყამს, შესაბამისად, სტანდარტული მდგომარეობების დროს მისი უფრო მეტად დატვირთვა და ზემოხსენებული როლის შეცვლა პერიოდულად მაინც ხომ შესაძლებელია?! აქაც სიახლეს ველით.

ასევე, მაინც ისე ჩანს, რომ მატიას ოლივერა ქართველთან ერთად ფლანგს შეტევაში უფრო აქტიურს ხდის, უკეთ კომბინირებს და სივრცეებსაც ქმნის, თუმცა მწვრთნელი დაცვაში უფრო საიმედო მარიო რუის ენდობა, რომელსაც გამწვავება კვლავ არ გამოუვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ პასის გაცემა უჭირს და შესაძლოა, "კვარასაც" ისე ვერ ეხსნება, როგორც თუნდაც, სიმეონე "ლივერპულთან", კარგად გამოჩნდა, რომ ოსიმენი შეტევაში მცველების დიდ ყურადღებას იქცევს, ის ძალიან სწრაფი და ტექნიკურია და მისი პირდაპირი შემცვლელი გუნდში არაა. რასპადორიმ გამარჯვების გაიტანა, თუმცა მას მეტი მრავალფეროვნება და უკეთესად თამაში მოეთხოვება. ირვინგ ლოსანო კი, რომელიც შეტევაში მაინც ყველაზე გამოცდილი და ცნობადი სახეა, საუკეთესო ფორმისგან აშკარად შორსაა. ახალწვეული ნდომბელეს როტაციამ კიდევ ერთხელ ვერ გაამართლა და კარგად ჩანს, რომ ლობოტკა-ზელინსკი-ანგისას სამეულზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული.

ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი ძალა, მნიშვნელობა და შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაგვანახა. უბრალოდ, ის ყველა მატჩის ბედს ვერ გადაწყვეტს. მთავარია, "კვარა" ყოველ შეხვედრაში ფიზიკურად უფრო ძლიერი ვიხილოთ, რათა ამ დატვირთვებს ალღო სრულად აუღოს. მომავალ კვირას ნეაპოლელებს "მილანთან" სტუმრობა ელით (რასაც სანაკრებო პაუზა მოჰყვება). ეს იტალიის ჩემპიონატში ჩვენებურისთვის ჯერჯერობით ყველაზე დიდ გუნდთან დაპირისპირება იქნება. შეგახსენებთ, ქართველი შემტევის ანგარიშზე 6 ტურში 4 გოლი და 1 შედეგიანი პასია, ჩემპიონთა ლიგაზე კი ჯოვანი სიმეონეს გაატანინა.

• კახა ქ.

აუცილებელია ენის დროზე სწავლა თანაგუნდელებთან კომუნიკაციისთვის.ბევრად გახსნის და გაუადვილებს საქმეს მოედანზე.

• სოსო

სამადლობელო არაფერია,ბატონო გუჯა.ვფიქრობ სწორად მივხვდი,მოპასუხის ვინაობას.კარგია,რომ მოსწავლეები გყავთ,მაგრამ ერთეულები საქმეს ვერ უშველის.როცა ქვეყანაში გყავს სპეციალისტი,რომელიც ასეთ რამის უნარი მაქვსო,ამტკიცებს,სახელმწიფოს სპორტის სამინისტრო,სულ ცოტა ,უნდა დაინტერესდეს მაინც,მისი სიტყვების საფუძვლიანობასა თუ უსაფუძვლობაში.აგერ ჩვენმა კალთბურთელებმა ჯგუფიდანაც კი ვერ გააღწიეს,რადგან ტრავმების გამო კიდევ უფრო დამოკლებულ სკამს ბიჭების გადაღლა მოჰყვა.წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატზე,8 საუკეთესოს შორის მოხვდნენ,მაგრამ 5-8 ადგილებისათვის ბრძოლაში,ისე გამოფიტულები ჩანდნენ,ორივე თამაშში წააგეს.თქვენი ,მეთოდის გამოყენებით,ისინი შესძლებდნენ ძალების აღდგენას და სავარაუდოდ წარმატებასაც მიაღწევდნენ,რადგან მეტოქეც ძალიან გადაღლილი ჩანდა.ჩვენი მორაგბეებიც,საშინელ ფიზიკურ დატვირთვებს უძლებენ,მოსამზადებელ პერიოდში.როდესაც რაიმე დამატებითი ხარჯების გარეშე,ძალების აღდგენის მეთოდი,შენს მოყვასს აქვს და შენ არც კი ინტერესდები,მე დანაშაულად მიმაჩნია.ჩვენ ფეხბურთელებსაც ხომ დაძაბულ მატჩებში,მოლო 15 20 წუთს,დაღლილობისაგან,თითქმის ყოველ წუთს ეჭიმებათ კუნთები და ვეღარ ახერხებენ ნორმალურ თამაშს.შედეგი კი,მიღებული კუნთის თუ მყესების ტრავმები,გაშვებული გოლები და სამარცხვინო დამარცხებებია.მუდამ აღდგენითი ტექნოლოგიების სიძვირისა და ამის გამო ხელმიუწვდომლობის შესახებ ვჩივით და სახლში,თითქმის უფასო ტექნოლოგია გვაქვს.ხომ უკვე არიან სპირტსმენები,ვინც ამ მეთოდს იყენებს და მათ მაინც შეხედონ რა!სანამ უცხოელი არ იტყვის ძალიან მაგარიაო და წაიყვანს,მანამდე საკუთარ თვალებს არ უნდა დავუჯეროთ?ენდე,მაგრამ შეამოწმეო,ნათქვამია.სცადეთ ბატონო,შეამოწმეთ და თუ მოგეწონათ,დანერგეთ რა!განა რამდენი უნდა მოითხოვოს ამ კაცმა საფასურად,რომ მიღებულმა სარგებელმა,ვერ გადააჭარბოს.

• ბ-ნო სოსო!

მადლობა ჩემი მეთოდის მომართ კეთილგანწყობის გამოხატვისათვის და გაცნობებთ, რომ უკვე - თამაშის დროს ენერგიის აღდგენას ჩემი ყველა მოსწავლე ახერხებს, რაც მაქსიმალური დატვირთვით ვარჯიშის საშუალებას მეორე დღესვე იძლევა.

• zura222

პირველ ნომრად თამაშში ვერ ამართლებს სპალეტის ტაქტიკა --ერთ აუტსაიდერთან ფრე ითამაშეს საკუთარ მოედანზე და მეორეს ძლივს მოუგეს ბოლო წუთზე ! მაგარ მწვრთნელ მინიმუმ ორი ტაქტიკური განლაგება უნდა ქონდეს მომზადებული და ზუსტად აუტსაიდერებს უნდა ეთამაშონ 3-5-1-1 ტაქტიკით

• 1.

ჩათვალე უკვე იცის

• Mamardaliusi

მშვენიერ გუნდშია და რამდენიმე წელი მანდ უნდა იდგეს ჯერ. კურტუას ამოაგდებს თუ ტერ-შტეგენს?? მესამე მეკარე დაიმატა ვალენსიამ. ლორიაზე ხო არ დაგავიწყდა რეალში და ბარსაში რო გადადიოდა და კრილია სოვეტოვში რო ამოყო თავი. აცალეთ კაცს

• gulshematkivari

ვერ დაგეთანხმებით. სეზონის დასაწყისში გადაღლილობაზე და დასვენებაზე საუბარი არ მიმაჩნია მართებულად... ხვიჩა ყოველ თამაშში უნდა იყოს სასტარტოზე! ეს იტალიაა და სუსტი გუნდები არ არსებობს! თუ ჩემპიონობისკენ იწევს გუნდი ყველა თამაშს სერიოზულად უნდა მიუდგეს.

• gulshematkivari

გეთანხმებით,მაგრამ სპალეტი ჯერჯერობით ამ ტაქტიკას არ შეცვლის,გამორიცხულია. ანუ ამართლებს ჯერჯერობით მისი ეს ტაქტიკა - ტაბლოზე... ვნახოთ მომავალი თამაშები.

• კახა ქ.

მე ვფიქრობ გუშინ საერთოდ რომ არ გამოეყვანა,ან ბოლო-ბოლო,15-20 წუთი რომ გამოეყვანა ბოლოსკენ უმჯობესი იქნებოდა.წარმატებები ხვიჩას და ნაპოლის!!!

• მამუკა

დროზე უნდა ისწავლოს იტალიური, თორემ ძალიან მორიდებულად არის თანაგუნდელებთან და მოედანზე კიდევ მეტი "სინაგლეა"საჭირო, მეტი სითამამე, სხვანაირად დაიჩაგრება.

• ანდრი

ხვიჩა სანამ მოედანზე იყო, სპეცია შეკუჭული იყო თავისთან და კონტრშეტევაზე ისე მიდიოდა ღუზა მაინც ხვიჩას მხარეს ეგდო. ნაპოლიმ მარჯვენა ფლანგზე ვერ იხეირა ამით, მაგრამ ფრეს და წაგებას კი გადარჩა გარკვეული ენერგიის დაზოგვით, და მოიგო კიდეც ასეთ სიცხეში.

• ანდრი

• ქ. გ.

ნაპოლის თამაში რეინჯერსთან 1 დღით გადაწიეს.

• ქ. გ.

ვალენსიამ ახალი მეკარე Iago Herrerin შეიძინა. ალბათ, მამარდაშვილს მალე იყიდის რეალი ან ბარსელონა.

• სოსო

კარგი სტატიაა!ყოჩაღ ღვთისავარ!ეგრე რა ბიჭებო!ვიღაცის,ხშირად სისულელეების გადმობეჭდვას,ისევ თქვენი ნააზრევის გაცნობა მირჩევნია.თუნდაც რომ არასწორად იმსჯელოთ,ის მაინც ვიცი,რომ გულშემატკივარი წერს და სიხარული თუ ტკივილი,საერთო გვაქვს.ეს კი,მართლაც კარგი ანალიზია.გუჯა კახაძის პოსტსაც მივაპყრობდი მკითხველის ყურადღებას.როგორც ყოველთვის,ახლაც სწორი შენიშვნები აქვს,ფიზმომზადების მიმართულებით.იცის კაცმა საგანი და არც რედაქციაში გაწყენდათ,ხანდახან მისგან კონსულტაციების აღება და სულაც სტატიის დაწერა.არა მგონია უარი გითხრათ.

• zura222

და ერთი შენიშვნა ამ საიტის ადმინებს-- კარგი იქნება თუ კომენტარები უცბად გამოქვეყნდება (მაგალითად "მსოფლიო სპორტის" საიტზე რომ ქვეყნდება იმავე წამს) და გინებებს და უხამს სიტყვებს რაც შეეხება იმათ რომ უყენიათ ავტომატური დამბლოკავი უცბად რომ ბლოკავს უზრდელ კომენტარებს თქვენც რომ დააყენოთ ! ამით დამიჯერეთ უფრო წინ წავა ეს საიტი და გაცილებით მეტი ხალხიც შემოვა !

• zura222

სხვა სპორტული საიტებისგან განსხვავებით აქ თითქმის ყოველთვის სწორი ანალიზის სტატიები იდება ! ესეც კარგი ანალიზია განსაკუთრებით ოლივეირასთან დაკავშირებით!კი ბატონო მარიო რუი დაცვაში კარგია მაგრამ მარტო დაცვა ხომ არაა საქმე თანაც ისეთ ამბიციურ გუნდში როგორიც ნაპოლია (ხვიჩას მოსვლის მერე ის ამბიციები კიდევ უფრო რომ გაიზარდა) გუნდი რომელსაც საჩემპიონო ამბიციები აქვს შეტევაზე უფრო უნდა ფიქრობდეს ვიდრე დაცვაზე ! შეტევაში მარიო რუის გადაწყცეტილებების 90% მცდარი და უაზროა @ ხვიჩას ძალიან ხშირად რომ აიგნორებს ეგ უკვე ბევრჯერ ითქვა და პასებს მაშინ აძლევს როცა ხვიჩასთან მინიმუმ 1 მცველი დგას ახლოს და 1-2 ც იქვე ახლოს ტრიალებენ და როცა ხვიჩას წინ მანევრის ადგილი აქვს ყოველთვის აიგნორებს @ ხვიჩას რომ თავი დავანებოთ სხვებსაც იგივეს უკეთებს @ ამიტომ კარგი იქნება თუ სპალეტი გადავა 3-5-1-1 ან 4-3-2-1 ტაქტიკაზე ან ნებისმიერ სხვაზე სადაც ნახევარდაცვაში იქნება თითო ფლანგის ნახევარმცველი და ამით ხვიჩა და ლოზანო (პოლიტანო) გათავისუფლდებიან წინ და უკან სირბილისგან და უფრო თავისუფლად და მწვავედ შეუტევენ ! ანუ მთლიანი სქემა უნდა იყოს 3-3 მოთამაშე ფლანგებზე და 4 ცენტრში და ის ფლანგის ნახევარმცველები მარტო ფლანგებზე კი არ ითამაშებენ ცენტრსაც დაეხმარებიან. ასეთ სტილში თამაშობდნენ ჯერ კიდევ ლობანოვსკის 80 ანი წლების და 90 იანების კიევის დინამო და იმავე წლების მილანი და 2000-10 ანი წლების ბარსელონა და ყველამ იცის რა მიღწევები ქონდათ მაშინ და რა მაგარ ფეხბურთს თამაშობდნენ !

• tngh

ხვიჩამ ნორმალურად ითამაშა. ყველა თამაშს მაღალ დონეზე პელეც ვერ თამაშობდა. ხვიჩა ნაკრების თამაშებისთვის უნდა მოემზადოს... წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს!!!

• aburjga

ხვიჩა შენ ხარ ყველა ჩვენთაგანის საამაყო და საყვარელი კაცი! გულშემატკივართ კი გეტყვით, ყველა თამაშში ბურთის გატანა ნოშრე ნარიაშვილსაც კი არ შეეძლო!

• მალაქია

მემგონი ჯობდა, რომ გუშინ ხვიჩასთვის დასვენების საშუალება მიეცათ. აუთსაიდერთან შეხვედრაში ხვიჩას დონის ფეხბურთელი არ უნდა ათამაშო, მითუმეტეს რომ მომავალი შეხვედრები გაცილებით რთულ გუნდებთან უწევთ. გუშინ ნათლად გამოჩნდა ხვიჩას საფეხბურთო აზროვნება გაცილებით მაღალ დონეზეა ვიდრე ზოგადად გუნდში უმრავლესობას აქვს.

• Semi

მეტნაკლებად ობიექტური სტატიაა,რომ დაგეწერათ ხვიჩა საუკეთესო იყოო ამ მატჩში მაგაშიც დაგეთანხმებოდით, მაგრამ ყველა გააკრიტიკეთ, განსაკუთრებით სპალეტი და მემგონი ყველაზე ნაკლები პრეტენზია მასთან უნდა გვქონდეს, აშკარად მწვრთნელი ორიენტირებულია გრძელ და მომქანცველ სეზონზე და ცდილობს გუნდი მაქსიმალურად ეფეტურად მართოს. ნაპოლის მთავარი მინუსი მოკლე სკამია, არ ყავთ თამაშის შეტევის არათუ გამაძლიერებელი არამედ თანაბარზომიერად შემცვლელი ფეხბურთელი. განსაკუთრებით სუსტი მარჯვენა ფლანგი და ცენტრფორვადის პოზიციაა.

• G.A.L.

ნეაპოლში ფაქტიურად ახალი გუნდი იქმნება. ახლა დუღილის პროცესი მიდის. როტაციისას ყველა ცდილობს საკუთარი თავი წარმოაჩინოს და თამაშის სქემა სულ ირღვევა. მითუფრო ისეთ გუნდებთან რომლების მიზანიც ლიგაში დარჩენაა და დაცვით ფეხბურთს თამაშიბენ. როტაციის მოთამაშეებს ინდივიდუალურად არ შეწევთ ძალა საკითხის გადაჭრის და ეპიზოდებში ერთმანეთს ხელსაც უშლიან(არ აძლევენ დროულ პასს, სივრცეებს გახსნის ნაცვლად კეტავენ, ათრევენ უაზროდ ბურთს და ა შ). ლიბოტკა და ზელუბსკი რომ შემოვიდნენ თამაში მეტნაკლებად დალაგდა. მანამდე ერთი კვარა იყო ვინც ამას ცდილიბდა. რახმანი, ერთადერთი ვინც ხედავდა კვარას! რუიც დაშტერდა რეებს აკეთებდა, განსაკუთრებით თავით მეკარისთვის პასის ეპიზოდში. ერთი სიტყვით ნაპოლუს დაღვინება უნდა კვარას ფიზიკის ძალიან მომატება!!!

• რუსთავი

ოსიმენის გარეშე ხასიათიც აკლიათ მოედანაე მოედანზე ჩემი აზრით.

• Guja Kakhadze

საინტერესო ანალიზია, მაგრამ აღდგენასთან დაკავშირებით ერთ ინფორმაციას მოგაწვდით: ადრე სრულ აღდგენას 72 საათი სჭირდებოდა და დღეს ეს დრო 24 სააათამდე არის შემცირებული. რამდენად ფლობს "ნაპოლი" მსგავსი შედეგისათვის საჭირო ტექნოლოგიებს ეს ანალიზის ავტორისათვის შესაძლოა უცნობი იყოს. რაც შეეხება ხვიჩას დაღლას - ვინც ბევრს შრომობს იღლება კიდეც და მწვრთნელმა დროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შეცვლის თაობაზე, გადაღლა ტრავმებში რომ არ გადაიზარდოს. ასე რომ - ვისაც გვახსოვთ ქართველი ნიჭიერი ლეგიონერები, რომლებსაც მწვრთნელები 90 წუთის განმავლობაში მაღალ სისწრაფეზე თამაშს სთხოვდნენ და დროულად არ ცვლიდნენ, ისიც გემახსოვრებათ როგორ დაასრულეს კარიერა. წარმატებები ხვიჩას და მის ყველა გულშემატკივარს!

• რედაქციას

იქნებ იტალიელებმა თარგმნონ ასეთი სტატიები, ძალიან კარგი ანალიზია

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ