ჩემპიონთა ლიგის მეორე ტური გრძელდება. დღეს, 14 სექტემბერს, ტურნირზე ორ ქართველს ვიხილავთ. მათ ერთმანეთის პარალელურად არ უნდა ეთამაშათ, თუმცა, მოგეხსენებათ, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედის სამგლოვიარო ღონისძიებების გამო გლაზგოში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ერთი დღის დაგვიანებით ითამაშებს, დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" კი, რომელმაც ტურნირი დორტმუნდის "ბორუსიასთან" მარცხით (0:3) დაიწყო, ასევე ქულის გარეშე მყოფ "სევილიას" დანიაში დაუხვდება.

ნეაპოლური კლუბის წინა ხაზში სერიოზული დანაკლისია. ვიქტორ ოსიმენის საკმაოდ ხანგრძლივ ტრავმაზე ისედაც მოგეხსენებათ და ვირუსის გამო გლაზგოში ვერც ირვინგ ლოსანო ჩაფრინდა. მარჯვენა შემტევის პოზიციაზე მატეო პოლიტანოს თამაშს უკვე შევეჩვიეთ, ცენტრფორვარდად კი, ჯაკომო რასპადორის მიერ უკანასკნელ შეხვედრაში გატანის მიუხედავად, ჯოვანი სიმეონეს ვარაუდობენ, არგენტინელმა ხომ "ლივერპულის" კარი ხვიჩა კვარაცხელიას მშვენიერი თამაშის შემდეგ აიღო.

ფაქტია, სასტარტოს წევრებად მიჩნეული სამეულიდან მწყობრში მხოლოდ ქართველი გარემარბია. ლუჩანო სპალეტიმ უახლოეს მატჩში დაცვაში თამაშის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მხრივ ხვიჩასაც შეეხო. "კვარა" ართმევის კომპონენტშიც რომ გამორჩეულია, ეს კარგად ვიცით და ნელ-ნელა თავს ამ მიმართულებითაც ავლენს. რა თქმა უნდა, ყველაფერ ამას დიდი ფიზიკური მომზადება სჭირდება.

შოთა არველაძისა და ზურაბ ხიზანიშვილის ყოფილი კლუბი "რეინჯერსი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს 12 წლის შემდეგ უბრუნდება. ამ გუნდმა ბევრი რამ გადაიტანა, მათ შორის, ქვედა ლიგაში დაქვეითება. ლეგენდარულმა სტივენ ჯერარდმა გლაზგოურ კლუბში დიდი სამუშაო გასწია, ახლა კი მის გზას ნიდერლანდელი ჯოვანი ვან ბრონხორსტი აგრძელებს, რომელიც საფეხბურთო კარიერისას გამორჩეული მარცხენაფლანგელი იყო.

"რეინჯერსს" უკანასკნელ უქმეებზე არ უთამაშია, ბოლო ორი შეხვედრა კი ერთნაირი ანგარიშით (0:4) დათმო, მათ შორის, უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე, "აიაქსთან". გუნდი მუდმივად 4 უკანახაზელით თამაშობს, სადაც მარჯვენა მცველის პოზიციაზე (კვარაცხელიას პირისპირ თამაში მოუწევს) 30 წლის ინგლისელი ჯეიმს ტავერნიე გამოდის. სხვათა შორის, ჩემპიონთა ლიგის წინა დაპირისპირებაში ის ცუდი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს და 18 წლის ლეონ კინგი ვიხილეთ.

თუკი სპალეტის სიტყვებს დავუბრუნდებით, რომელიც დაცვაში თამაშს ეხება, "კვარას" ფლანგზე "რეინჯერსს" ძალიან სწრაფი და აქტიური შემტევი ჰყავს - 20 წლის ამერიკელი მალიკ ტილმანი, რომელიც "ბაიერნის" საკუთრებაა და მიუმხენური გრანდის წევრი 2015 წლიდანაა. შესაძლოა, ამ პოზიციაზე "მანჩესტერ სიტისა" და "შალკეს" ყოფილი ფეხბურთელი, 22 წლის უელსელი რაბი მატონდოც ვიხილოთ.

პირველ ტურში "ნაპოლის" მიერ ძლეულმა (4:1) "ლივერპულმა" "აიაქსის" დამარცხება შეძლო და იტალიელებს ქულებით წამოეწია. ნეაპოლელებს რთული გასვლითი მატჩი ელით, სადაც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ფრე მიუღებელი შედეგი არ უნდა იყოს, თუმცა ლუჩანო სპალეტის გუნდისგან კარგ თამაში და გამარჯვება გვსურს. ხვიჩა კვარაცხელიამ ლივერპულელთა წინააღმდეგ მაღალ დონეზე ითამაშა, სამ გოლში აქტიური მონაწილეობა მიიღო, ერთი საგოლე პასი ჩაიწერა და ქართველი გულშემატკივრები "კვარას" მორიგი სასიამოვნო საღამოს მოლოდინში არიან, რომელიც თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი
რას ქვია გაზარდა.. ))))) ეს ბიჭი, როგორც ფეხბურთელი, გაზარდა შრომამ და იმ ტრენერების, ვისთანაც უმუშავია.. რა ქოცი-ნაცი :D
დდდ
სხვაგან მოხვდით... ტუ-ტუ-ტუ....
დავით 67
რა თქმა უნდა ყველა თამაშს ვერ მოიგებს ნაპოლი, მაგრამ დღეს ნაღდად არ წააგებს! რეინჯერსაც ბევრი ფეხბურთელი აკლია ტრამვის გამო. ფრეზე მათ უნდა ითამაშონ! 1-2-ს ვვარაუდობ
გივი
ამ სტატიაშივე წერია, რომ ბოლო ორ თამაშში 8 ბურთი გაუშვა რეინჯერსმაო და რანაირად თამაშობს დაცვაში მშვენივრად?
ako
ეგ და კიდევ ვირუსი არ გადასდონ ცუდათ გვაქვს დაცდილი

არვიცი რატომ მაგრამ,დღეს მგონია წააგებს ნაპოლი. საკმაოდ ძლიერია რეინჯერსი, დაცვაშიც მშვენივრად თამაშობს და შეტევი გუნდიც არის. ისე თუ წასაგებია სერია ა ში წააგოს მირჩევნია ვიდრე ჩემპ. ლიგაზე. აქ ყველა მატჩი გადამწყვეტია, მარა მაინც მგონია, დღეს წააგებენ.
იკო
ქოცბანდამ გაზარდა ახლა ეს ვარსკვლავი რო იბრალებენ?
დავით
ხვიჩას გახსენებაზე სულ ერთიდაიგივეს ვიმეორებ ჩემთვის: ღმერთო დაიფარე ტრავმებისგან და დანარჩენს ეს ბიჭი თვითონ შექმნის!
ვანჩოპე
ჯერარდი დაწინაურდა პრემიერლიგა სჯობია შოთლანდიის ჩემპიონათს
ILIA
მადლობა ჟურნალისტს საინტერესო სტატიებისთვის!
დ
ამ ბიჭის მოძრაობებს და გასაოცარ ფინტებს ცრემლების გარეშე ვერ ვუყურებ, ეს რა ბრილიანტი გვყავს ხალხო. შენ გაიხარე ხვიჩა, როგორ დღესასწაულად გადაგვიქციე ყოველი მატჩის დღე.
გოგა
დღეს ნაკრებს უნდა ულიდერო
მერაბი
მიდი ხვიჩა,გენაცვალე,ინავარდე შენებურად, ყველას ჩვენდა გასახარად - ლამაზად,ეშხიანად,შედეგიანად!
რრრ
რა თქმა უნდა ხვიჩას გოლები და ასისტები გამაბედნიერებს, მარა მთავარი მაინც ისაა ნაკრებში ჯანმრთელი ჩამოვიდეს.
ქ. გ.
ყველაფერი ხვიჩას სასარგებლოდ არის დალაგებული. კარგ თამაშს და კარგ შედეგს ველოდებით.
მერაბი
მიდი,ხვიჩა,ინავარდე შენებურად,- ლამაზად,ეშხიანად,შედეგიანად!უფალი გფარავდეს!
ქუთაისელი
ჯერარდი რეინჯერსიდან რატომ გაათავისუფლეს, რა შესცოდა?
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა