ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ხვიჩამ გლაზგოში პენალტი, "ნაპოლიმ" კი მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

ხვიჩამ გლაზგოში პენალტი, "ნაპოლიმ" კი მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „რეინჯერსი“ 3:0 დაამარცხა.

სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს და ზილენსკის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მასპინძლები სწრაფი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და არფილდს გატანა მეკარე მერეტმა არ დაანება. შემდეგ სიმეონე მაკგრეგორთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ანგარიშის გახსნა ვერ შეძლო. ხვიჩა კვარაცხელიას ორი მცველი მეურვეობდა, ორჯერ მაინც გაექცა მოწინააღმდეგეს, თუმცა მიზანს ვერ უწია.

მეორე ტაიმი ნეაპოლელთა იერიშებით დაიწყო. ხვიჩას დარტყმული ბურთი შოტლანდიელთა ვეტერანმა გოლკიპერმა მოიგერია. 57-ე წუთზე სიმეონე საჯარიმოში შეიჭრა, სანსმა წააქცია, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, პენალტი ზილენსკის მეკარემ აუღო და პოლიტანომ დამატებაზე გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ჩათვალა, რომ წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი. ზილენსკიმ თერთმეტმეტრიანი ხელახლა შეასრულა და ისევ ვერ დაჯაბნა მაკგრეგორი. 67-ე წუთზე ხვიჩას დარტყმული ბურთი ხელზე საჯარიმოში ბარიშიჩს მოხვდა და პოლიტანომ სტუმრები პენალტით დააწინაურა. 70-ე წუთზე კვარაცხელიას მორელოსმა მაისურზე მოქაჩა, წააქცია, თუმცა არბიტრმა დაინდო და მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა. მერე ქართველი დრიბლინგისას ტავერნიემ საჯარიმოს წინ მოცელა და ყვითელი ბარათი დაიმსახურა. 82-ე წუთზე მან კუთხიდან სცადა ცხრიანში ბურთის ჩახვევა, თუმცა არ გამოუვიდა. მერე კვლავ განახორციელა დრიბლინგი, კარის წინ გაკეთებული გადაცემა კი არაზუსტი გამოუვიდა. შეცვლაზე შესულმა რასპადორიმ 85-ე წუთზე დალაშქრა გლაზგოელთა კარი და მატჩის ბედიც გადაწყდა. ქართველი მწვრთნელმა სპალეტიმ 90-ე წუთზე შეცვალა. მას ჯერ ერთ შეხვედრაში ამდენი ხანი არ უთამაშია. კომპენსირებულ დროში გლაზგოელები ნდომბელემაც დაამწუხრა და ნეაპოლურმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლი“ A ჯგუფში 6 ქულით ლიდერია და შემდეგ მატჩს ტურნირზე 4 ოქტომბერს ამსტერდამში „აიაქსთან“ გამართავს. იქამდე სერია A-ში, 18 სექტემბერს, „სან სიროზე“ „მილანს“ დაუპირისპირდება, 1-ელ ოქტომბერს კი „ტორინოს“ უმასპინძლებს.

გლაზგო. „აიბროქსი“

რეინჯერსი - ნაპოლი 0:3

გოლები: 1:0 პოლიტანო (67, პენ), 2:0 რასპადორი (85), 3:0 ნდომბელე (90+1)

გამოუყენებელი პენალტი: ზილენსკი (57)

გაძევება: სანსი (57)

• 100%

მაგას ვამბობ, არ აძლევს პასს კარგ მდგომარეობაში, აჩეჩებს მაშინ, სხვა გამოსავალი როცა არა აქვს. ისევ მაგ აზრზე ვარ. რა არის გაუგებარი?

• Gia

Ras eqpertobt,tavis saqmes aketebs da yvela tamashs mesic ki ert doneze ver atarebda roca zenitshi iyo.kai gundia da droshi ufro moumatebs.skudetoze milani tu gaejibreba.ligaze kide shors wava.am jgufidan faqturad gasulia.

• papai

დაანებეთ ხვიჩას თავი და აცალეთ პირველი ნაბიჯების გადადგმა ტოპლიგაში, ყველა თამაშში გოლი რომ შეაგდოს მასე ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.. მართლა სამარცხვინოა უკვე.. ყველა უბრალო ფოტოზე ან სტატუსზე კვარადონას წერა და ნაპოლის სხვა ფეხბურთელების ლანძღვა არის უკვე ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა.. ლამის ვინატრო რომ კვარამ 3-4 თამაში ჩააგდოს, რომ დაანებონ თავი და ბიჭმა შეძლოს წყნარად თამაში და ვარჯიში, რომ მართლა ვარსკვლავად იქცეს რამდენიმე წელიწადში. წარმატებები ჩვენს იმედს

• mmm

ჯერ ამბობდნენ მარიო რუი პასს რატომ არ აძლევსო ხვიჩას, ეხლა რატომ აჩეჩებსო. საერთოდ მარიო რუი მოედანზე ბევრ შავ სამუშაოს აკეთებს გუნდისთვის და სულ მოძრაობაშია, ხანდახან საპირისპირო ფლანგზე აღმოჩნდება. გამოუვალ სიტუაციაში ხვიჩაც უკან აბრუნებს ხოლმე მისთვის მიწოდებულ ბურთს. ეს ბუნებრივი ინსტინქტია როდესაც გავიწროებენ. რადგან პასს აძლევენ ხვიჩას ესე იგი თვლიან რომ ძლიერი მოთამაშეა.

• 100%

მარიო რუი, არ იქცევა კარგად. გამუვალი მდგომარეობის გარდა, შეტევის ფრთას ცვლის. ისე, ბურთს იშორებს და აჩეჩებს, ხვიჩას.

• სტატე

საღოლ!!!! ვერ გაგიგებენ მაგრამ მას რა!

• სოსო

წინა თამაშში ოსიმენიმ მოიპოვა პენალტი,თვითონვე დაარტყა და გააფუჭა.ვიცთ,რომ ხვიჩაც ურტყამდა პენალტებს,მაგრამ გუნდში არიან შტატიანი პენალტისტები და პენალტი მათ უნდა დაარტყან.ეს ყველაფერი თამაშის წინ არის დათქმული.გააფუჭა ზელინსკიმ,არის მეორე პენალტისტი და მან გადაიბარა.დიდი ანგარიში რომ ყოფილიყო,შეიძლებოდა დაერტყმევინებინა,მაგრამ 1-0 ზე,აღარავინ გაარისკვინებდა.ლივერპულთან,ოსიმენიზე გაუმართლათ,რომ მაინც გაიტანეს გოლები,მაგრამ ყოველ ჯერზე არ გაგიმართლებს.მეტი ნამდვილად შეუძლია,საკმაოდ ბევრი ააცილა კარს,მაგრამ მას მუდმივად ედგა სულ ცოტა,ერთი კაცი და დრიბლიორის ფუნქცია,პოლიტანოს დაეკისრა.მანაც ძალიან ბევრი იმუშავა და მართლაც ძალიან კარგი იყო.ვფიქრობ ამ ორმა ფეხბურთელმა განსაზღვრა მატჩის შედეგი.მატჩის დამთავრებიდან რამდენიმე წუთში,დაიდო ფეხბურთელთა შეფასებები,სადაც კვარას 7,0 ჰქონდა შეფასება და მასზე ნაკლები,ძირითადის მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჰქონდა.გასაგებია,რომ ხვიჩასგან უკვე ბევრს მოელიან,მაგრამ ბოლოდან მესამე ადგილზე მისი დატოვება,მართლაც დიდი უსამართლობაა.სხვა თუ არაფერი,ანგარიშის გამხსნელი პენალტი,მისი მოპოვებულია და მსაჯი ვალდებული იყო,მასზე დაჯარიმებული მორელოსი,გაეფრთხილებინა და შესაბამისად გაეძევებინა.9 კაცით გუნდის დარჩენა რასაც ნიშნავს,ალბათ ყველასათვის გასაგებია და მსაჯიც ამას მოერიდა.თუმცა ამით კვარას არაფერი არ უნდა დაჰკლებოდა,შეფასებაში.ოსიმენი რომ ჰყოლოდათ,პირველივე ტაიმში დაუმთავრებდნენ საქმეს,რეინჯერსს.სიმეონესთან აშკარად დასალაგებელია, ურთიერთ გაგება.მთელ გუნდს ვგულისხმობ.

• Devkalioni

შენ თამაში არ გინახია მეგობარო,კარში 8 ჯერ დაარტყა,რა ფეხი არ გაანძრევინეს???!!!

• თემური

თუ ხვიჩა იმას შეასრულებს და დახვეწავს რა მოთხოვნებიც აქვს სპალეტის მის მიმართ ეს ხვიჩასთვის ( და ასევე ჩვენი ნაკრებისთვისაც) ძაან მაგარი იქნება!!! ნაპოლიში ხვიჩა ყალიბდება ევროპის ერ-ერთ ძლიერ პროფესიონალ ფეხბურთელად! წარმატებები ხვიჩას!

• Გიო

სპალეტი ძალიან ჭკვიანი მწვრთნელი და ადამიანი ყოფილა,აბსოლუტურად სწორი აქცენტები და მინიშნებები გააკეთა.ეს ჩვენ გვინდა ხვიჩამ ყოველ თამაშში გოლები გაიტანოს,მაგრამ სპალეტი მთლიანად გუნდზეა პასუხისმგებელი,ხვიჩა კარში ურტყავს მაშინ როცა თანაგუნდელი ძალიან კარგ,უკეთეს პოზიციაშია და მან ეს უნდა დაინახოს,ანგისას რა არ შეეძლო კარში დარტყმა?მაგრამ მან ძალიან კარგი პასი გააკეთა უკან.ხვიჩა ამ სიტუაციაში დაარტყავდა,ძალიან ბევრჯერ დაარტყა კარში,მაგრამ ააცილა,ეფექტურობა დაბალი ჰქონდა.ზოგმა შეიძლება თქვას,რომ საჯაროდ მაინც არ უნდა გაეკრიტიკებინა სპალეტისო,მაგრამ ჩვენ არ ვიცით რამდენჯერ უთხრა ეს სპალეტიმ ხვიჩას ერთი ერთზე,როგორც ჩანს უშედეგოდ.უნდა მიიღო,განსაკუთრებით შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში,უსწორესი გადაწყვეტილება წამის მეასედში,ამას ითხოვს სპალეტი ხვიჩასგან,ხვიჩა კი მხოლოდ კარში დარტყმაზე ფიქრობს.გარდა ამისა,აშკარად ჩანს,რომ ხვიჩა დაცვაში ჩადის მხოლოდ იმიტომ რომ მწვრთნელი თხოვს ამის გაკეთებას,მაგ,პოლიტანოსგან განსხვავებით ,არ დებს ჯიგარს და მისი ეფექტურობა დაცვაში დაბალია,ანუ იმაზე კი არაა ორიენტირებული რომ ბურთი აართვას,უბრალოდ ჩადის მოვალეობის მოხდის მიზნით

• გიო

კომენტარებს რატო აქვეყნებთ შერჩევით,არ გაქვთ მაგის უფლება,მაშინ კომენტარის დაწერისას არ დაეწეროს-თქვენი კომენტარი მიღებულია და მალე გამოქვეყნდება,დააწერეთ -თქვენი კომენტარი მიღებულია და ან გამოქვეყნდება ან არა.

• ბექა

არაა ფეხბურთი შენი საქმე სხვა რამეზე წერე კომენტარები

• დ

და ვინ გითხრა, რომ კონკურენტი არა ჰყავს? ელმასი წლებია ამ პოზიციაზე თამაშობს ნაპოლიში, უბრალოდ ხვიჩამ ამოაგდო ძირითადიდან. ეგაა, რომ ხვიჩა გაცილებით უფრო ძლიერია.

• ATP 16

100% სიმართლეს ლაპარაკობს სპალეტი და ამ ყველაფერს ისევ კვარასათვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა .დღეს გუნდურ თამაშს აბსოლიტურად ყველა გუნდი ითხოვს , განურჩევლად ყველასაგან . თუ უნდა კიდევ უფრო დიდი გახდეს , მაშინ დაუჯეროს სპალეტის , ვინ თუ არა იტალიერმა იცის ფეხბურთის ნიუანსები , კიდევ უფრო უნდა განავითაროს საკუთარი ნიჭი. რაც შეეხება პასს არ აძლევენ და მასეთი თემები , ნებისმიერ გუნდში გჭირდება დრო , რომ იმ გუნდის ნაწილად იქცე. ეგ უნდა გაიაროს , გასახდელი ოთახის ადაპტაცია არანაკლებ მნიშვნელოვანია მინდორზე თამაშისა .მთავარია ყურადღება არ მიაქციოს პრესის გადამეტებულ ყურადღებას და მთელი კონცენტრაცია თამაშზე და ვარჯიშზე გააკეთოს.

• მორიელი

მაგას ქვია, ფეხი არ გაანძრევინეს. არ იყო აქტიური. თუ ასე გააგრძელა (რაც იმედია ასე არ იქნება) ადგილს დაკარგავს სასტავში. ნუ მე ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა და სხვისი არვიცი.

• მოსეხონელი

სხვა თამშს უყურეთ კაცმა 8 ჯერ დაარტყა კარშიოო 8 ჯერ პოლიტანომ ორჯე თავის მხრიდან ცადა გრძელი პასი ხვიჩაზე.თუ პასი არ მიცეს მსჯმა მიცა მეორე ბურთინურტყი კარშიოო??ვერ გავიგე რა შეთქმულების თეორაის ავრცელებთ

• მოსეხონელი

რა აქ მიხვდრელი პოლიტანომ გოლი გაიტან არ ჩაუთვალესდა ტყვილად იზეიმა დგაუსწორეს და დაარტყმევინეს სწორადც მოიქცნენ იმსახურებდა პოლიტანოც დრტყმას.პას როგორ არ აძლევენ კაცმა 8 ჯერ დაარტყა კარში.

• las

ისწავლის ნელ-ნელა თანამედროვე ევროპული ფეხბურთის თამაშს. დრო ჭირდება. აღმოფხვრის იმ ხარვეზებს რაც აქვს. ეს არის გამძლეობა, სწორი პასი. დაზღვევა და ყველაფერი ის რასაც ქართული ფეხბურთი შორს ჩამორჩა თანამედროვეობას.

• მოსეხონელი

ეგენი გახსოვთ იმასაც იძახდნენ რაგუნდი ნაპოლიოო ლიგაზეც ვერ მოხვდებაო.და ამწელსაც გამოვარდება ეგრევეო.ზოგი გორის დილას ადარებდა ტემპით:))ახლა ორი ბრიტანული საუკეთესო გუნდი განაადგურა თამაშობს ულამაზეს ფეხბურთს.თანაც ყველა პოზიციაზე ორ ორი ფეხბურთელი ყავს მაღალი დონის.წელს სკუდეტო უნდა მოიგოს აუცილებლად

• მოსეხონელი

სიდებილეს ზღავრი ხოარააქ.თუარძლევენ პასს აბა 8 ჯერ კარში როგორ დაარტყა?თავის ბურთით იყი შესული

• ნოდო

თქვენი არ ვიცი მარა გუშინს მერე ნაპოლი ჩემთვის არა პატივსაცემ კლუბად იქცა ყველამ ვიცით რომ კლუბში ერთი დამრტყმელია ლივერთან გამოჩნდა რო 2 იყო კაი ბატონო როცა ადამიანი პირველად თამაშობს ლიგაზე და პირველი გოლი რა ფსიქოლოგიური მუხტი იქნებოდა 4 პენალტიდან ერთის დარტმის უფლება როგორ არ მიცეს მითუმეტეს თავისი გამომუშავებულის? კარგ ვარიანტში მეოთხე ადამიანი პენალტის დარტყმაში ოსიმენი ზელენსკი პოლიტანო თუ გახსოვთ ლივერთან ოსიმენს რო ვან დაიკმა ფეხი დააბიჯა ტიპს კინაღამ ფეხი მოძვრა და მაინც მე დავარტყამო ზუსტად იმ ტკივილის გამო ვერ გაიტანა ასე კაი ხანია არ გავბრაზებულვარ

• დავით 67

ვკითხულობ კომენტარებს და მიკვირს იმ ხალხის ვინც წერს რომ ვითომ ხვიჩას პასს არ აძლევენ. ამითი რა გინდათ თქვათ,თანაგუნდელები არ ენდობიან თუ შურთ მისი? თუ პროფესიონალური ფეხბურთი არა ბავშვობაში სამოყვარულო დონეზე მაინც არ გითამაშიათ ? რაც ნაპოლიში გადავიდა ხვიჩა და რაც ითამაშა ყოველ სტატიაზე ასეთ სულელურ კომენტარს წავაწყდები ხოლმე, თანაც რამდენიმეს. ისე ხელზე რომ არ მოხვედრილიყო მცველს გოლი იყო 90%. რაც ითამაშა ხვიჩამ ნაპოლიში ყოველთვის კარგი იყო. თამაში არ ჩაუგდია.

• ზვიადი

ერთი რამ ზუსტათ ვიცი რომ არა ხვიჩა ვერც ლივერპურს და ვერც რეინჯერს მოუგებდნენ ყოველ შემთხვევაში ასეთი ანგარიშით

• კაპიტან გარდენბურგი

ვკითხულობ და მიკვრს, საიდან ამდენი უცნაური დასკვნა. ხვიჩამ დღეს პირველი პენალტი გამოიმუშავა სულ ყველაფერ სხვას (უმაგრეს თამაშს) რომ თავი დავანებოთ და კიდევ ერთხელ (!) მოაგებინა გუნდს. ისევ იმ პენალტმა გახსნა გოლები და ზუსტად იმის მერე ჩამოიშალა საბოლოოდ რეინჯერსი

• napoli

«პას არ აძლევდნენო» თქვენ თამაშს უყურეთ თუ კონკნრეტულ მომენტებს?! პენალტი რომ მოიგერია მაშინაც მიცეს პასი, და ბევრ სხვა მომებტში... რაც შეეხება კვარას თამაშს: ბევრს დარბოდა, დაცვაში აქტიურობდა, 1 მომენტი ქონდა გოლის გატანის. მეტი შეუძლია, ივარჯიშებს, ფსიქოლოგიურად მოძლიერდება და კიდევ მეტად ძლიერი გახდება! ფეხბურთი გუნდური თამაშია და ნაპოლი ამ ასპეკტში ძლიერები არიან, ყველა მოთამაშეები ერთნაირად კარგები არიან, და სასარგებლო გუნდისთვის. გუნდი მაში. აგებს როდესაც ერთ ფეხბურთელზე აქვს აგებული თამაში. ბრავო სპალეტის! დიდება საქართველოს!

• Spain

ძალიან კარგად ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ პერსონალურად მეურვეობდნენ, მაინც დრიბლინგები და სანახაობრივი მომენტები ჰქონდა. საკმაოდ უხეშადაც ეთამაშებოდნენ. დააყვითლა და დააწითლა მცველები :) პირველი გოლი მისი მოპოვებული პენალტით რომ გავიდა ამან გახსნა თამაში, უდიდესი წვლილი შეიტანა მოგებაში. რომ ატეხეს ახლა ერთი ამბავი, პენალტი რატომ არ დაარტყმევინაო, რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაარტყამს, მთავარია მისი მოპოვებული პენალტი გოლად იქცა. ძალიან ახალგაზრდაა და შეიძლება ფიქრობს მწვრთნელი, რომ ფსიქოლოგიურად არაა მზად პენალტებისთვის, რა არის ამაში ტრაგედია. აშკარად უნდოდა თვითონაც რომ დაერტყა. პატარა ბავშვივით ყველაფერი სახეზე ეწერება. სიხარულიც და წყენაც. თუ არ დაიგრუზება მაგის გამო უფრო უკეთესი იქნება. ისე მაგრად თამაშობს და ისეთი სილამაზის გოლები გააქვს, პენალტი არ დამარტყმევინესო მაგის გამო არ უნდა მიიღოს გაბუტული სახე ჩემი აზრით :) დააკვირდით გოლის მისალოცად რომ მიდის პოლიტანოსთან რა სახე აქვს :)) მართლა ბავშვია რაა :)

• გეგი

ხვიჩამ ითამაშა შესანშნავად და უფრო მეტი და მეტ შრომა,წინ დიდი გამარჯვებებია გენაცვალე კვარაააააა.

• რუსთავი

არავინ იძახის რომ ცუდად ითამაშა არა! ნორმალურად ითამაშა არც არაფერი გაუფუჭებია, პირიქით პენალტი მოიპოვა. ნერვები იმაზე გვეშლება რომ მეტის გაკეთება შეუძლია და უკეთესმ დგომარეობაში მყოფს პასს არ აძლევენ, თვითონაც სავარაუდოდ დაკომპლექსებულია და სადრიბლინგე და დასარტყმელი პოზიციიდან პასს აკეთებს უკან თან ძალიან ხშირად. გასაგებია სპალეტი როგორ თამაშსაც სთხოვს მაგრამ არ მგონია სპალეტის ეთქვა უარი პენალტის დრტყმაზე რომელიც 100% ეკუთვნოდა საკუთარი მოპოვებული. მეტი სითამამე და ,,სითავხედე,,!!!

• Franken

ამ საიტზე კომენტარის გამოქვეყნება რა კრიტერიუმით ხდება? უკვე მერამდენედ მიბლოკავთ :)

• დოღ ლიგა

ევროპა ლიგის ნახევარ ფინალს

• ემზარ

ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. დაცვასაც მაგრად დაეხმარა. საყრდენ პოზიციაზეც გამორჩეული იყო. მუდმივად ორი მცველი მას მეურვეობდა, რითაც სივრცეს უხსნიდა სხვებს. პენალიც გამოიმუშავა.

• G.LA

ყოჩაღ ხვიჩას, მშვენივრად ითამაშა. პერსონალურად ედგა მცველი და ხშირად მეორეც ეხმარებოდა მაგრამ მაინც კარგად ითამაშა. საუკეთესო სამეულში დაასახელეს ნაპოლის მხრიდან. ვერ მივხვდი ნაპოლში პენალს წლოვანებით უფროსები არტყავენ? ოსიმენმა გააფუჭა და არც თამაშობდა, ჟელენსკიმ ორჯერ გააფუჭა, თუმცა მეორედაც აღარ უნდა დაერტყა და როგორც მახსოვს ხვიჩამ ამხანაგურში კარგად დაარტყა. მგონი სპალეტიმ მოიხსენია როგორც პენალტის დამრტყმელად. ყველა თავის პენალტს არტყავს ხვიჩას გარდა რატომღაც.

• ბესო შიოშვილი

დავამატებდი: ვერ გავიგე, რატომ ეგოისტობდნენ მისი თანაგუნდელები მაშინ, როცა ხვიჩაზე პასის გაკეთება უკეთესი იქნებოდა და პენალტის დროსაც კი, რომელიც უდაოდ ხვიჩას ეკუთვნოდა.

• ბაჯო

უდავოდ სასარგებლო მოთამაშეა და ფიდ გავლენას ახდენს მატჩზე, ბრავო ხვიჩა

• ლომი

ვერ დავეთანხმები რომ ცუდი თამაში აჩვენა. საერთოდ პას არ აძლევდნენ და მაინც პენალი მოიპოვა რომელიც თვითონ უნდა შეესრულებინა. მაგარი ხარ ხვიჩა მიაწექი!!!

• ირაკლი

სპალეტიმ რაც უთხრა, ის გააკეთა. ხანდახან ასეა საჭირო. უფრო უკან იყო, დაცვაში.

• ჯუჯი

რატომ? ხვიჩამ მშვენივრად ითამაშა და ამ გამარჯვებას მან ჩაუყარა საფუძველი.პენალტი და რიცხობრივი უპირატესობა.

• ირაკლი

პრაგმატულ თამაშსს ითხოვს სპალეტი კვრასგან. “კონკრეტიკას”, - როგორც თავად ბრძანა… არადა ვერავინ გაამტყუნებს. გუნდი გამართულად თამაშობს და რაც მთავარია შედეგიანად. გილოცავთ ხვიჩას მორიგ წარმატებულ მატჩსს!

• ბესო შიოშვილი

ხვიჩამ დღეს პირნათლად შეასრულა სპალეტის დავალება - დაცვიდან რამდენჯერმე ამოიტანა ბურთი. მის ფლანგზე პასებს ხშირად იმიტომ არ იძლეოდნენ, რომ სხვაგან უფრო იყო თავისუფალი სივრცეები. მიუხედავად ამისა, მაინც მოახერხა ბრწყინვალე დრიბლინგები, გააზრებული პასები და საპენალტე დარტყმაც! ჩემი აზრით, ორივე გუნდში საუკეთესო იქნებოდა, რამდენიმე უზუსტო პასი ადრესატამდე რომ მისულიყო...

• mirosan

და რატო იმაზე არ დაფიქრებულხარ? პასს რო არ აძლევდნენ ნორმალურად და მარჯვენა ფლანგს რო აწვებიდენ ვერ დაინახე? და ვაბშე, კაცს რო მის მოპოვებულ პენალტს არ დაარტყმწვინებ რაღაზეა საუბარი...

• ჯეკი

ისე როგორ ფიქრობთ კვარასთვის კარგია რეალური კონკურენტი რომ არ ჰყავს? ჩემი აზრით არა...

• Გაბო

მოროგი დიდებული და შედეგიანი მატჩი ჩაატარა.მარტო გოლი ვერ გაიტანა.

• italiano

ნერვიულობა არა მარა კლასი რო ეტყობოდა ეგ ვიცი

• რუსთავი

თქვენი არვიცი მაგრამ კვარასგან უფრო მეტი მინდა, ამხანაგურებში მეტი თავდაჯერება ჰქონდა, მეტი დრიბლინგი. ნამეტანი ბევრ პასს აკეთებს და დრიბლინგზე უარს ამბობს როცა სხვები ყველა ადგილოდან და პოზიდან ურტყქმენ არავინ პასს არ აძლევს, პენალტიც რატომ არ დაარტყმევინეს ვერგავიგე მითუმეტეს რომ სურვილი გამოთქვა, ცოტა სითამამე და ,,სითავხედე,, მართებს, კომპლექსების და შიშის დრო არაა. აგერ ოსიმენი ,,თავხედია,, კონფლიქტებიც მოსდის მწვრნელთანაც კი მაგრამ ყველაფერი მოგვარებადია და სამაგიეროდ პატივისცემას იმსახურებს, კვარამაც უნდა მოიპოვოს ეს პატივისცემა გუნდში და მეტი პასი წავა მისკენ.

• Franken

კაი რა, ერთერთი საუკეთესო იყო, მიუხედავად იმისა, რომ პასებს არ აძლევდნენ ხშირ შემთხვევაში. პენალტიც მას უნდა დაერტყა. :)

• კაპიტან გარდენბურგი

დღევანდელი თამაში პირადად ხვიჩამ მოიგო! პირველი პენალტი იყო გადამწყვეტი და მერე გატყდა ნავსი, რადგან რეინჯერსი გაიხსნა. აზრზე არ ხართ ფეხბურთის ეგ კარგი და ასეთ სისულელეს სანამ დაუწერთ ამ ბიჭს, ჯერ დაფიქრდით მაინც

• zurab

თბილისის და ბათუმის დინამოელები დღეს რა ფეხბურთს თამაშობდნენ?

• გულანთებული გულშემატკივარი

ეხ პოლიტანო, პოლიტანო.. რა სადებიუტო გოლი გამოგვაცალა ხელიდან. არა უშავს უკეთესებს შეაგდებს ჩვენი სუპერ კვარა!!!

• გოჩა

დღევანდელი თამაში ხვიჩას აქტივში ნამდვილად ვერ ჩაიწერება. დღეს მის თამაშს ნერვიულობა ეტყობოდა.

[VIDEO] "იბერია 1999" "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება

[VIDEO] ორი არდანიშნული პენალტი - "იბერია 1999" სახლში "მალმიოსთან" 1:3 დამარცხდა

"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე

იაპონელებმა "ლივერპულის" ფეხბურთელი დააჯილდოვეს

დირკ შუსტერი: პირველ მატჩში მეტოქემ გვაჯობა - ხვალ სხვა თამაშს ვიხილავთ

"არსენალი" ზინჩენკოს გაყიდვას აპირებს

დუემ კითხვაზე უპასუხა - ისაა უკეთესი თუ იამალი

"ეს ზედმეტად ამპარტავნულად და უპატივცემულოდ მეჩვენა" - რაბიოს დედამ ახსნა, რატომ არ გადავიდა მისი შვილი "მანჩესტერ იუნაიტედში"

გრანიტ ჯაკა პრემიერ ლიგას დაუბრუნდა

მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაშია - სად შეგეძლებათ "ლივერპულის" თამაშის ყურება

ორტეგა "სიტიდან" წავა - მანჩესტერელთა სათადარიგო მეკარე ტრაფორდი იქნება

ისტორიის დასასრული - ოსიმენი დღეს სტამბულში ჩაფრინდება

ოფიციალურად: ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" გიოკერესის შემცვლელი დაიმატა

საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს

ქართველი მსაჯები ქალთა ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე

4.18 მილიარდი - "ჩელსი" ტრანსფერებში ყველაზე მეტს ხარჯავს

ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

ოსიმენს სტამბულში დიდებული ანაზღაურება და ცხოვრება ექნება - ნიგერიელის ახალი კონტრაქტის დეტალები

[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი

ესპანეთში VAR-ის ახალი წესი შემოდის - ლა ლიგა პირველი ტოპ ჩემპიონატია, რომელიც ამ სისტემას დანერგავს

პსჟ-ის ახალი მეკარე ეყოლება - შევალიე კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება

მაინც იყიდეს - ზაბარნი ხვიჩას თანაგუნდელი გახდება

ოსიმენს სტამბულში დიდებული ანაზღაურება და ცხოვრება ექნება - ნიგერიელის ახალი კონტრაქტის დეტალები

ოსიმენი საბოლოოდ გადავიდა "გალათასარაიში" - ოფიციალური გამოცხადებაღა დარჩა

დაიწყება თავდავიწყება - რა დავალება მისცა ლუის ენრიკემ ფეხბურთელებს?

ევროპა ლიგა. III ტური: მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ლიონის" წარმატებული სერია დასრულდა

ევროპა ლიგა. V ტური: ოდიშარიას და სილაგაძის "რიგასი" "პაოკთან" დამარცხდა

ევროპა ლიგა. II ტური: მიქაუტაძის გარეშე - "ლიონმა" "რეინჯერსს" დამაჯერებლად მოუგო

ისტორიის დასასრული - ოსიმენი დღეს სტამბულში ჩაფრინდება

"ვფიქრობ, "ინტერი" ამ გუნდებზე უკანაა" - ერნანეშმა სკუდეტოს ფავორიტები დაასახელა

გახსოვთ კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ელმასი? - მისი შეძენის სურვილი "რომას" აქვს

გამორჩეული ოდიშიარია და "რიგასის" საპატიო ფრე "ანდერლეხტთან" [VIDEO]

მაინც იყიდეს - ზაბარნი ხვიჩას თანაგუნდელი გახდება

ანჩელოტის შვილს შეთავაზებები აქვს - მან შესაძლოა დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერა დაიწყოს

ნაპოლიმ სერია B-ს "კატანძაროს" მინიმალური ანგარიშით მოუგო

"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

[PHOTO] "გირჩევთ, ხვიჩას მსგავსი ნუ იქნებით" - ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ კვარაცხელიას გავრცელებულ ფოტოზე იხუმრა

"ნაპოლიმ" 28 წლის სერბი მეკარის დამატების შესახებ გვაუწყა

"რეინჯერსი" სეზონის ბოლომდე ბარი ფერგიუსონს ჩააბარეს

პსჟ-ის ახალი მეკარე ეყოლება - შევალიე კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება