გუშინ, 14 სექტემბერს, გერმანიის ქალაქ ბერლინში ევრობასკეტის მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა.

სლოვენია პოლონეთს დაუპირისპირდა და მოულოდნელად 87:90 დამარცხდა. ალექსანდრ სეკულიჩის გუნდმა 23-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, წინაც გავიდა, თუმცა საუკეთესო ოთხეულში ადგილი მაინც პოლონეთმა დაიკავა.

მარცხის მიზეზი "დალას მავერიკსის" სუპერვარსკვლავის, ლუკა დონჩიჩის არაშესაფერისი თამაში იყო. ლუკამ 35 წუთში გუნდს 14 ქულა (5/15), 11 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ერთიც დაფარება შესძინა. უნდა ითქვას 6 უნებლიე შეცდომა და 5 პერსონალური ჯარიმა, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა.

სლოვენიელთა მხრიდან გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ვლატკო კანჩარმა. "დენვერ ნაგეთსის" მოთამაშემ 21 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

გამარჯვებულთა შემადგენლობიდან საუკეთესო იყო მატეუშ პონიტკა. "ზენიტის" კალათბურთელმა თავი 26 ქულით, 16 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ პოლონელი კალათბურთელის ეს სამმაგი დუბლი ევრობასკეტის ისტორიაში მესამეა.

Video

ევრობასკეტი. სლოვენია - პოლონეთი

მეორე მეოთხედფინალური შეხვედრა საფრანგეთსა და იტალიას შორის შედგა.

გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის ჩატარება გახდა საჭირო. მატჩი საფრანგეთის გამარჯვებით, 93:85 დასრულდა.

ფრანგების მხრიდან საუკეთესო ტომა ერტელი გახდა. გამთამაშებელმა 20 ქულა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა მიითვალა.

ჯანმარკო პოცეკოს გუნდიდან კარგი შეხვედრა ჩაატარა სიმონე ფონტეკიომ, რომელმაც 21 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ნახევარფინალური მატჩები პარასკევს გაიმართება, 19:15 საათზე პოლონეთი საფრანგეთს დაუპირისპირდება, ხოლო 22:30 საათზე გერმანია ესპანეთს უმასპინძლებს.

Video

ევრობასკეტი. საფრანგეთი - იტალია

ირაკლი
ესპანეთი გახდება ჩემპიონიი!!
დიმა
გერმანიაა ჩემპიონი.
რრრ
კარგია, რომ ყველა თითო კალათბურთელზე დაკიდებული გუნდი გამოვარდა, კალათბურთი გუნდური თამაშია და არა ინდივიდუალური.
Master
23 ქულიანი ქამბექი საქართველომ დადო თავის დროზე პორტუგალიაში,ალბათ ფაჩულიას საუკეთესო თამაში იყო ის ნაკრებში.

პოლონეთმა ჩვენ რაც დაგვმართა, ფაქტია შემთხვევით არ მომხდარა. გუნდს აშკარად რესურსი აღმოაჩნდა და ტურნირის ყველაზე დიდი სენსაცია გამოაცხო. ძალიან საინტერესო ნახევარფინალები გველის და არ არის გამორიცხული ფინალში არაფავორიტმა გაიმარჯვოს
ვატო
ბაიბაი ლუკა
ირაკლი
მოკლედ, ყველამ რაღაცას მიაღწია ევრობასკეტზე,საქართველოს გარდა!!!
გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] დონჩიჩმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა - "დალასს" დევისის დაბრუნებამაც არ უშველა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
მატჩის შემდეგ დონჩიჩს გასახდელთან ელოდებოდა და ლუკაზე თავდასხმა სცადა - NBA-მ შროდერი დასაჯა