საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კალათბურთელი თავდაპირველად ლიტვური კლუბის ახალგაზრდულ გუნდში გაირჯება
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში უცხოეთში მოთამაშე ორი კალათბურთელი იყო - მერაბ ბოქოლიშვილი ("აველინი", იტალია) და თორნიკე შენგელია ("პეპინსტერი", ბელგია). ლეგიონერთა რიგებს დუდა სანაძეც შეუერთდა, რომელიც მომავალ სეზონში ლიტვის "ჟალგირისში" ითამაშებს.

ცხადია, 19 წლის სანაძე პირველივე წელს უმაღლესი ლიგის გუნდში ვერ მოხვდება, ითამაშებს "ჟალგირისის" ახალგაზრდებში და მომავალი წინსვლაც მასზე იქნება დამოკიდებული.

- "ჟალგირისში" გადასვლა გადაწყვეტილია. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად B დივიზიონის მატჩების დასრულებიდან რამდენიმე დღეში ლიტვაში გავემგზავრები. ამ ქვეყნის ვიზა და ყველა საჭირო საბუთი მოწესრიგებული მაქვს.

- "ჟალგირისის" ხელმძღვანელობა როგორ დააინტერესე?

- მაისის ბოლოს თბილისს სტუმრობდა ლიტველთა დელეგაცია. სწორედ მაშინ იყო საუბარი ჩემს შესახებ. შემდეგ ვიდეოჩანაწერებიც ნახეს და გუნდში მიმიწვიეს.

- რა ინფორმაცია გაქვს, როგორი გუნდია ახალგაზრდული "ჟალგირისი"?

- ახლახან, ლიტვის 19-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. იმ გუნდიდან რამდენიმე კალათბურთელი ჩემი თანაკლუბელი იქნება. კონკურენცია სერიოზული უნდა იყოს, თუმცა ყველაფრისვის მზად ვარ. ლიტვის დუბლების ჩემპიონატშიც ვითამაშებთ და, როგორც თქვეს, საერთაშორისო შეჯიბრებაშიც...

- ახლა, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებზე ვთქვათ. B დივიზიონში თქვენს მეტოქეებს რამდენად კარაგდ იცნობთ?

- ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი პოლონეთის ნაკრები იქნება. პოლონელთა სწორედ იმ შემადგენლობასთან მოგვიწევს დაპირისპირება, რომელმაც შარშან 18-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

- ზოგიერთ ამჟამინდელ მოწინააღმდეგეს შარშანაც დაუპირისპირდით.

- ვიცნობთ ესტონეთის ნაკრებს, რომელანაც ნათამაშები გვაქვს. იგივე შეიძლება ითქვას რუმინელებზე. ისინი შარშან დავამარცხეთ, თუმცა, ურიგო გუნდი არ იყო და არც წლეულს გველის იოლი გასეირნება. შვეიცარიასაც კარგი თაობა ჰყავს.

- რისი იმედი უნდა გვქონდეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ახალგაზრდული ნაკრებისგან?

- შეკრული გუნდი გვყავს. ერთმანეთის კარგად გვესმის. ძალას არ დავიშურებთ მაქსიმუმის მისაღწევად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა