ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების თავკაცმა გიორგი ვაზაგაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე უძლიერესებს უხმო
გაირკვა საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა, რომელიც რამდენიმე დღეში ტრაბზონში, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში იასპარეზებს:

ზაზა ხუბულური (50), ივანე მამისაშვილი (55), თამაზ კირაკოზაშვილი (60), აპოლონ ზურაბიანი (66), ლევან გუგავა (73), ბექა ღვინიაშვილი (81), შალვა ჩოჩელი (90), გიორგი ლაზუაშვილი (+90). ამათგან გაურკვეველი მხოლოდ ზურაბიანის მდგომარეობაა, რომელსაც ხელი სტკივა. თუ ძველი ტრავმა ვერ მოირჩინა, გიორგი მუზაშვილი შეცვლის, თუმცა ნაკრების თავკაცი გიორგი ვაზაგაშვილი იმედოვნებს, რომ მოასწრებს გამოჯანმრთელებას. ყოველ შემთხვევაში, სადღეისო მდგომარეობა დამაიმედებელია.

ვაზაგაშვილმა სატრაბზონედ უძლიერეს შემადგენლობას უხმო. ახლანდელი გუნდის ყველა წევრმა 24-26 ივნისს მალტურ კოტონერაში ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავა. ოღონდ მაშინ თუ ორ-ორი შემადგენლობა წაიყვანა (მოგეხსენებათ, ევროპა-მსოფლიოზე ეს დასაშვებია), ამჯერად მხოლოდ ლიდერებს დასჯერდა, რადგან ტრაბზონში წონაში ქვეყნიდან მხოლოდ თითო კაცმა უნდა იჭიდაოს. ევროპის პირველობაზე ამ ნაკრებმა ძალიან დიდი წარმატებით იასპარეზა - 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს.

მედალოსანთა უმეტესობა ტრაბზონშიც იჭიდავებს - მამისაშვილი და ღვინიაშვილი ევროპის ჩემპიონები არიან, კირაკოზაშვილმა, ჩოჩელმა და ლაზუაშვილმა ფინალური შეხვედრები დათმეს, გუგავა კი მესამეზე გავიდა. ევროპის მედალოსანთაგან ამჯერად გუნდში მხოლოდ გურამ თუშიშვილი (90) ვერ მოხვდა.

ტრაბზონში წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა გოგოების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემაც, რომელსაც იქ ოთხი შეგირდი მიჰყავს: გურანდა შოთაძე (48), მარიამ ციხელაშვილი (52), მარიამ ჯანაშვილი (57), ანი მინდიაშვილი (63).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა