საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა "ერთა ლიგის" B დივიზიონსა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაშის უფლება გაინაღდა, ახლა კი მთავარი ისაა, C ლიგის ჯგუფური ეტაპის გამარჯვებულებიდან, ნახევარფინალები როგორ დაკომპლექტდება. ოთხივე პრეტენდენტი ვიცით - საქართველოს, თურქეთი, საბერძნეთი, ყაზახეთი - თუმცა, ყველაფრის დასრულებას ველით, რათა წყვილები შედგეს. მოგეხსენებათ, საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები მეოთხეს უმასპინძლებს, მეორე კი - მესამეს. აქედან გამომდინარე, თითოეულ ქულასა და გოლს დიდი მნიშვნელობა აქვს.

მეხუთე ტურის შეხვედრა საბერძნეთის ნაკრებს ჯერ არ ჩაუტარებია. ბერძნები დღეს, 24 სექტემბერს (22:45 სთ), კვიპროსს ესტუმრებიან. ეს მატჩი ჩვენთვის კიდევ უფრო საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და სადებიუტო დაპირისპირება ექნება.

ქეცბაიას გუნდს 4 შეხვედრის შემდეგ მხოლოდ 2 ქულა აქვს და მათი მთავარი მიზანი ისაა, ქვედა დივიზიონში არ დაქვეითდნენ. ამ საქმეში მთავარი კონკურენტი ჩრდ. ირლანდიის ნაკრებია, კოსოვოელებს კი, რომელსაც ქართველი სპეციალისტის შეგირდები უკანასკნელ ტურში ესტუმრებიან, 6 ქულა აქვთ.

კვიპროსის ნაკრებში ერთი სიახლეა. ქეცბაიამ ქვეყნის ჩემპიონ "აპოლონის" 35 წლის მცველი, ვალენტინ რობერჟი გამოიძახა. წარმოშობით ფრანგმა კვიპროსული პასპორტი ახლახან აიღო.

თუკი "ერთა ლიგის" პლეი-ოფში ესტონეთის ნაკრების ძლევას არ ჩავთვლით, კვიპროსელებს ძალიან ცუდი დროება უდგათ, ისინი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში რუსეთის ნაკრებთან გამანადგურებელი ანგარიშით (0:6) დამარცხდნენ და ნაკლები დღე არც მალტელებისგან დაჰყრიათ (0:3). მათი ერთადერთი გამონათება სლოვენიის ნაკრებთან მოგება (1:0) იყო.

ასე რომ, ორმაგი მოტივაცია გვაქვს, თემურ ქეცბაიას ვუქომაგოთ, "ერთა ლიგის" ნახევარფინალის (ერთმატჩიანი) ისევ თბილისში თამაში თუ გვსურს, კონკურენტებს (ამ შემთხვევაში ბერძნებს) უნდა ვაჯობოთ. აქვე, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - თუკი "ერთა ლიგის" პლეი-ოფში გასული რომელიმე ნაკრები ევროპირველობაზე შესარჩევი ეტაპიდან გავა, მაშინ პლეი-ოფში მას სხვა ჩაანაცვლებს.

გიორგი777
კაი პროგნოზი გამოგივიდათ
უნივერსალი
რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ კვიპროსი ბერძნებს ქულებს დააკარგვინებს. ქეცბაიას ფაქტორიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ რომ ბერძნებმა საერთოდ წააგონ ეს თამაში... ჩემი პროგნოზია 0:0 ან 1:0 კვიპროსის სასარგებლოდ!
ქუთაისელი
ღმერთმა ქნას, რომ საქართველო ევროპაზე შესარჩევის ჯგუფიდან გავიდეს და ეს ერთა ლიგა არ დაგვჭირდეს. :)
pepe
ეგ ქარტველების ნამუსზე იყოს
kaka
წარმატებები ჯიგარ ყოველტვის კარგი გიკეტებია ქვეყნისტვის გააკეტებ კიდევაც ვერ გაფასებტ ისე როგორც გეკუტვნის მარა გმერტი დაგლოცავს წარმატებები
Gia
ra pleiofi,chven shesarchevidan unda gavidet pirdapir.erta liga turqebs qondet.geniosi kvara ufalma kargad gvimyofos da gamoushvit vinc gindat jgufshi.evropas naxet ras gavakvirvebt.magari taoba movida da modis.
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
მიდიი თემოო! წარმატებები,გგულშემატკივრობთ!
Გაბო
პირველი ადგილი კარგია, მაგრამ არა გადაწყვეტი, ფინალი მაინც მოგვიწევს თურქებტან ან ბერძებთან. მე ისიც მგონია რომ თურქეთი შესარჩევიდან გავა დიდი ალბათობიტ და სავარაუდოდ სხვას შევხდებით.ასე მოხდება 70% ბერძნების შემთხვევაში.
Გაბო
პირველი ადგილი კარგია, მაგრამ არა გადაწყვეტი, ფინალი მაინც მოგვიწევს თურქებტან ან ბერძებთან. მე ისიც მგონია რომ თურქეთი შესარჩევიდან გავა დიდი ალბათობიტ და სავარაუდოდ სხვას შევხდებით.ასე მოხდება 70% ბერძნების შემთხვევაში.
zura222
ბერძნებმა ამ ორი თამაშიდან 1 ფრე რომ ითამაშოს მორჩა მინიმუმ მეორე ადგილი და სახლში თამაში განაღდევული გვაქვს ! და შეიძლება პირველიც დავითრიოთ--ფარერები აღარაა ის გუნდი სახლში 5-6-8 ნოლებს რომ აგებდა და იმედი მაქვს თუ წააგებენ 1 ბურთით წაქაგებენ და ჩვენ გიბრალტარს 4 ბურთით რომ მოვუგოთ პირველზე გავალთ და სახლსი ყაზახებს შევხვდებით !
zura222
მიდი თემურ კიდევ ერთი კარგი საქმე გააკეთე საქართველოსთვის---წაართვი ქულები ბერძნებს და მერე პატივისცემა ჩვენზე იყოს ((((
Toko
სახში თამაში კარგია ჩვენთვის მაგრამ სტატისტიკის მიხედვით გასვლაზე უკეთესი შედეგები გვაქვს.ასერომ დიდი მნიშვნელობა არაქვს ჩემი აზრით სად მოვუგებთ მოწინააღმდეგეს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?