20 წლის დავით ნინიაშვილმა "სტად ფრანსეს" ორი ლელო და ერთი ჯარიმა გაუტანა და "ლიონს" ტოპ 14-ის მეოთხე ტურში 33:27 მოაგებინა.

კლუბში მწვრთნელებმა ის პირველად დააყენეს ფულბეკის პოზიციაზე და ქართველმაც ისეთი შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა, რომ CANAL+Sport-მა ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

ნინიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ანგარიში პირველსავე წუთზე გახსნა. ის ხელდახელ შეტევას მიყვა და სწრაფი პასით თანაგუნდელი ცარიელ სივრცეში მიიყვანა, მერე მეტოქის 5-მეტრიანში რაქიდან აიტაცა ბურთი და ლელოში გადადო. მე-7 წუთზე მან საკუთარი ნახევრიდან ჯარიმა უნაკლოდ შეასრულა. ბოლოსწინა წუთზე დავითი სწრაფად გათამაშებულ ჯარიმა მიყვა, თანაგუდელმა მას პასი არ დაუგვიანა და ნინიაშვილმა ლელო ძელებსუკან გაიტანა, რითაც საკუთარ გუნდს გამარჯვება დაუბევა. განვლილ 4 ტურში დავით ნინიაშვილის ანგარიშზე უკვე 3 ლელოა.

"ლიონის" სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58 წუთი ითამაშა მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ. " სტად ფრანსეს" რიგებში ჯერ პირველი ტაიმის მიწურულს, გასინბინებული თანაგუნდელის ნაცვლად 6 წუთი ითამაშა გიორგი მელიქიძემ, 53-ე წუთზე კი სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა.

"პერპინიანმა" "ტულონი" მიიღო და 19:13 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში შესვენების შემდეგ გამოჩნდა ბურჯი გიორგი თეთრაშვილი.

"ბეიონმა" "ბორდო" მიიღო და 20:15 დაამარცხა. ორივე გუნდის შემადგენლობაში თითო ქართველმა ითამაშა. "ბეიონის" რიგებში შეცვლაზე 62-ე წუთიდან შევიდა მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე, ხოლო "ბორდოს" შემადგენლობაში 48-ე წუთზე გამოჩნდა ბურჯი ლექსო ყაულაშვილი.

"მონპელიემ" "პოს" 6 ლელო გაუტანა და ბონუსით, 43:17 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 57 წუთიდან ითამაშა გელა აფრასიძემ. სტუმართა მარქაფაში იყო და მოედანზე 42-ე წუთზე გამოჩნდა გურამ პაპიძე.

"რასინგ 92" ლიდერ "ტულუზს" ეწვია და 10:37 დამარცხდა. პარიზელთა რიგებში 47-ე წუთიდან ითამაშა გია ხარაიშვილმა.

დუდუ ქუბრიაშვილი, რომელიც "კლერმონს" ახლახანს შეუერთდა სამატჩო განაცხადში იყო, თუმცა "ლა როშელთან" 22:13 მოგებულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

პრო დე2

პრო დე2-ის მეხუთე ტურში "ბიარიცმა" "კარკასონს" დაძაბულ მატჩში 32:23 მოუგო. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62 წუთი ითამაშა თორნიკე ჯალაღონიამ. ლუკა ჭელიძე შცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა. მარქაფაში იყო, მაგრამ არ უთამაშია ლაშა ტაბიძეს. სტუმართა შორის პირველიდან 46-ე წუთამდე ითამაშა ვახტანგ ახობაძემ.

"მონტობანმა" "მონ-დე-მარსანს" უმასპინძლა და ბონუსით, 43:19 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში 50-ე წუთზე გამოჩნდა ბურჯი მირიან ბურდული და 2 წუთში მისმა გუნდმა საჯარიმო ლელო გამოიმუშავა. სტუმართა შორის პირველი 50 წუთი ითამაშა ლაშა მაჭარაშვილმა.

"ნევერი" "ოიონას" ეწვია და 6:23 დამარცხდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ორი ქართველი იყო – მეორეხაზელმა ლადო ჩაჩანიძემ 49, ხოლო ბურჯმა თორნიკე მატარაძემ 56 წუთი ითამაშა.

"ანგულემმა" "ბეზიეს" დასკვნით 5 წუთში 10 უპასუხო ქულა გაუკეთა და 19:10 დაამარცხა. მასპინძელთა ძირითადში იყო და 50 წუთი ითამაშა ომარ ოდიშვილმა. თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო სტუმართა ბურჯი ჟორჟ სალდაძე.

"ორიაკი" ლიდერ "გრენობლს" ეწვია და 9:17 დამარცხდა. მასპინძელთა შორის შეცვლაზე 43-ე წუთიდან ითამაშა ზურაბ ჟვანიამ. ოთხი ქართველი იყო სტუმართა ძირითადში – მესამეხაზელმა ბექა შვანგირაძემ და ფრთა გიორგი გოგოლაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ბურჯი გიორგი ქართველიშვილი 29-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 55-ეზე მოედანზე დაბრუნდა, 55 წუთი ითამაშა მეორეხაზელმა გიორგი ჯავახიამ, ხოლო ლუკა ნიორაძე შეცვლაზე 32-ე წუთზე შევიდა.

გიორგი
დავით ნინიაშვილი რაგბისთვის არის დაბადებული. ჩვენ მგონია ჯერ სათანადოდ ვერ ვხვდებით, როგორი ტალანტის რაგბისტი გვყსვს მისი სახით. ცოტა ხანში ძმები ბარეტები (ახალი ზელანდია) არავის ემახსოვრება (ეხლავე თუ არ სჯობს დავითი). წარმატებები ნინიაშვილს !!!! ყოჩაღ !!!
გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
"კლუბზე მაღლა არავის დავაყენებთ" - ნინიაშვილი "ლიონს" დატოვებს
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"