საქართველოს ნაკრებისა და "კრასნოდარის" თავდამსხმელს, ოთარ მარცვალაძეს დღეს, 14 ივლისს 27 წელი შეუსრულდა
საქართველოს ნაკრებისა და "კრასნოდარის" თავდამსხმელს ოთარ მარცვალაძეს დღეს, 14 ივლისს 27 წელი შეუსრულდა. "სპორტალ.გე" ოთარს ულოცავს დაბადების დღეს და წარმატებებს უსურვებს!

ქართველ ლეგიონერს იუბილე "კრასნოდარის" ოფიციალუმა საიტმაც მიულოცა:

"დაბადების დღეს ვულოცავთ ოთარს. ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ოჯახურ კეთილდღეობასა და პროფესიონალურ ასპარეზზე წარმატებებს ვუსურვებთ! ოთარ, დაე ყველა ჩანაფიქრი და სურვილი აგსრულებოდეს და შენს ზუსტ დარტყმებსა და შედეგიან გადაცემებს შენი პირადი ბომბარდირული ანგარიში და ჩვენი გუნდის სატურნირო მდგომარეობა მაღლა აეწიოს."

იუბილარი ამჟამად გუნდთან ერთად 17 ივლისს "ფაკელთან" რუსეთის თასზე გასამართი მატჩისთვის ემზადება. ოთარმა საკონტროლო მატჩშიც ითამაშა და ახალი გუნდის მაისურით პირველი გოლის გატანაც მოასწრო. ქართველ ახალწვეულზე აზრი "კრასნოდარის" მთავარ მწვრთნელს, სლავოლუბ მუსლინს ჰკითხეს.

"ვარჯიშებზე ოთარ მარცვალაძის გარჯით კმაყოფილი ვარ. ის სწრაფად გაუშინაურდა გუნდს და საქმეს სერიოზულად უდგება. ოთარი ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, რომელიც ტექნიკასთან ერთად სისწრაფითაც გამოირჩევა.

გულახდილად გეტყვით, ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია, სად გამოვიყენებ მარცვალაძეს. ის ერთნაირად ბრწყინვალეა, როგორც მოედნის ცენტრში, ისე ფლანგზე. ეჭვგარეშეა, რომ "კრასნოდარს" მისი უნივერსალიზმი მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება."

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა