tden.ru-ს ცნობით, მახაჩყალური კლუბი დაცვის ხაზის გაძლიერებას საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "ჯენოას" 33 წლის მცველით აპირებს
თუ რუსულ საიტ tden.ru-ს ვერწმუნებით, მახაჩყალის "ანჟი" არ ჩერდება და საკუთარი დაცვის ხაზის გაძლიერებას საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "ჯენოას" 33 წლის მცველით კახი კალაძითაც აპირებს. საიტის ცნობით, მახაჩყალელები უკვე დაკავშირებიან კახას აგენტს.

რამდენად ჯდება "ანჟი" ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტნის ინტერესთა სფეროში, სხვა საკითხია, მაგრამ რუსული წყაროების ცნობით, მდიდარი დაღესტნური კლუბი მზადაა როგორც იტალიელებს, ისე კალაძეს, სერიოზული ფინანსური პირობები შესთავაზოს.

შეგახსნებთ, რომ კახამ ცოტა ხნის წინ მოსკოვის "დინამოსგან" დაინტერესებასა და ფინანსურად მომხიბვლელ წინადადებაზე ისაუბრა, რომელზეც საბოლოო ჯამში ჩვენებურს უარი უთქვამს. ეს ინფორმაცია მოგვიანებით მოსკოვური კლუბის წარმომადგენლებმა უარყვეს.

"კალაძე მართლაც შედის ჩვენი კლუბის ინტერესების სფეროში, - განუცხადა tden.ru-ს მახაჩყალური კლუბის წარმომადგენელმა. - ეს ფეხბურთელი არამხოლოდ მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ჩვენი დაცვის ხაზს, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდებოდა. ამასთან, კახა ბრწყინვალედ საუბრობს რუსულად და გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელები მისგან ბევრს ისწავლიდნენ."

გენუელებთან კახას კონტრაქტი ორი წლის შემდეგ ეწურება. ამის გათვალისწინებით, ქართველი მცველის სატრანფერო ფასი 1,7 მილიონი ევროთი განისაზღვრება, თუმცა "ჯენოას" მფლობელები ამაზე გაცილებით მეტს მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ "ანჟის" კარს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, მეკარე ნუკრი რევიშვილი იცავს.

LADO
ეს ხალხი ვეღარ არის სრულ ჭკუაზე. წაკითხულიდან შინაარსს რომ ვერ გამოიტან რა უნდა ელაპარაკო
ნიკა
@კახა "კალაძე მართლაც შედის ჩვენი კლუბის ინტერესების სფეროში - ეს ფეხბურთელი არამხოლოდ მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ჩვენი დაცვის ხაზს, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდებოდა. შენი აზრით ძირითადში ვერ მოხვდება ამ კომენტარის მერე? ან კიდევ რატოა მახაჩკალა მაგის მაქსიმუმი, კაცი სერია A-ში თამაშობს და 2 წელი აქვს კიდევ კონტრაქტი
kaxa
ძირითადში თუ ათამაშებენ მაგარია, ეს გუნდი მისთვის მაქსიმუმია
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა