„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა „ნიუ ინგლანდ რევოლუშენთან“ მატჩის შემდეგ, ეშლი იანგი შეაქო
იანგით კმაყოფილი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა „ნიუ ინგლანდ რევოლუშენთან“ მატჩის შემდეგ, ეშლი იანგის თამაშს გაუკეთა კომენტარი:

„იანგი უნივერსალური ფეხბურთელია. „ასტონ ვილაში“ ნახევარმცველად შეუცვლელად თამაშობდა და მხოლოდ ბოლო სეზონში შეაცვლევინეს პოზიცია - თავდამსხმელი გახადეს. გუშინდელ მატჩში ის ფანტასტიკურად გამოიყურებოდა და წარმოაჩინა ის, თუ როგორ ძალუძს მშვენიერი გადაცემების გაკეთება. პრობლემა მხოლოდ ერთია - ბოლომდე მისი შესაძლებლობები არ გვინახავს, მაგრამ იმედია, მალე ვიხილავთ“.

მე ბედნიერი ვარ!

დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველმა შინჯი კაგავამ უკვე მერამდენეჯერ განაცხადა, რომ ბუნდესლიგის ჩემპიონი კლუბიდან წასვლას არ აპირებს. აი, რა თქვა იაპონელმა „ბილდთან“ ინტერვიუში: „მე უკვე არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: „დორტმუნდში“ ბედნიერი ვარ! სხვა კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით გაფიქრებაც არ მქონია. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები გვყავს. არ მესმის, რატომ მგზავნიან გაუთავებლად სხვადასხვა კლუბში. რატომ არ შემიძლია, დავრჩე აქ?!“

მიზანი - ტიტულები

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი სიმონე პეპე მომავალს ოპტიმიზმით უყურებს და ამბობს, რომ ტურინელთა თამაშის მანერა გამოსწორდება. „ტურინის „იუვენტუსი“ დიდი ისტორიის მქონე კლუბია, რომელიც დიდხანს იყო იტალიური და ევროპული ფეხბურთის მოწინავე პოზიციებზე, - ამბობს პეპე „გაძეტა დელო სპორტთან“ საუბრისას - მჯერა, რომ მომავალ სეზონში ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ შეიცვლება და ტიტულებსაც დავისაკუთრებთ“.

ზიდანს ბევრი აქვს სასწავლი

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გუნდის სპორტული დირექტორის ზინედინ ზიდანის შესახებ ისაუბრა: „რასაკვირველია, ყველას გვიხარია, რომ ასეთი ადამიანი მუშაობს ჩვენთან. ის წარსულში უდიდესი ფეხბურთელი გახლდათ, ამ კლუბის ერთ-ერთი ლიდერი და ბუნებრივია, აქ რომ არჩია დარჩენა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მას კიდევ ბევრი აქვს სასწავლი, რადგანაც ამ პოსტზე მუშაობის გამოცდილება არ გააჩნია. მე მჯერა, რომ იგი ყველაფერს წარმატებით გადალახავს“.

კვირის გმირები

კვირის გმირებად ჩვენ ბრაზილიის ნაკრების მოთამაშეებს ვასახელებთ, რომლებმაც კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ჰაერივით საჭირო სამი ქულა მოიპოვეს - დაამარცხეს რა ეკვადორი ანგარიშით 4:2. დუბლი გაახერხეს „მილანის“ თავდამსხმელმა ალეშანდრო პატომ და „სანტოსის“ შემტევმა ნეიმარმა. ეკვადეროლეთაგან თავი კაისედომ გამოიჩინა - სხვათა შორის, მანაც დუბლით, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ორივე ეს გოლი ჟულიო სეზარის შეცდომის შედეგად იქნა გატანილი.

გიორგი ფულარიანი

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა