ბრაზილიის ნაკრებმა პატოსა და ნეიმარის ორ-ორი გოლის წყალობით, 4:2 დაამარცხა ეკვადორი და ჯგუფური ეტაპი B ჯგუფის გამარჯვებულის რანგში დაამთავრა

ბრაზილია-ეკვადორი 4:2

ბრაზილია: ჟულიო სეზარი, მაიკონი, ლუსიო, სილვა, სანტოსი, ლუკას ლეივა, რამირესი, განსო (75. ელიასი), რობინიო, ნეიმარი (79. ლუკასი), პატო (84. ფრედი).

ეკვადორი: ელისაგა, რეასკო (81. აჩილიერი), არაუხო, ერასო, აიოვი, მინდა, ნობოა (89. მონტანიო), აროიო, მენდესი (76. მინა), ბენიტესი, კაისედო.

გოლები: 1:0 პატო (27), 1:1 კაისედო (37), 2:1 ნეიმარი (49), 2:2 კაისედო (58), 3:2 პატო (60), 4:2 ნეიმარი (71)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ალეშანდრე პატო (ბრაზილია)

„კოპა ამერიკის“ წინა გათამაშების გამარჯვებულმა, ბრაზილიის ნაკრებმა პატოსა და ნეიმარის ორ-ორი გოლის წყალობით, კორდობას „მარიო ალბერტო კემპესზე“ 4:2 დაამარცხა ეკვადორი და ჯგუფური ეტაპი B ჯგუფის გამარჯვებულის რანგში დაამთავრა.

მანო მენეზეშის ფეხბურთელებისთვის წაგება შეჯიბრებიდან გავარდნას ნიშნავდა, მაგრამ ბრაზილიელებმა ეს არ დაუშვეს, იბრძოლეს და საწადელს მიაღწიეს - ახლა, მეოთხედფინალში, საკუთარი ჯგუფის მესამე გუნდ პარაგვაის ხვდებიან. აი, ეკვადორს კი მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრებას გამოეთიშა, ქება ეკუთვნის - ფელიპე კაისედომ ორჯერ გაქვითა ანგარიში.

მენეზეშმა შემადგენლობა ორი კაცით შეცვალა. ბარსელონელი დანი ალვეშის ნაცვლად „ინტერის“ ვარსკვლავი მაიკონი გამოიყვანა და რობინიოც დააბრუნა სასტარტო თერთმეტეულში. მაიკონის გამოყვანამ განსაკუთრებით გაამართლა, მარჯვენა მცველმა შესანიშნავად ითამაშა - მეტოქე დაუსრულებელი რეიდებით დატანჯა. ბრაზილიელები თავიდანვე ფლობდნენ ინიციატივას, მაგრამ შეხვედრის პირველ მონაკვეთში სიმწვავე აკლდათ, 27-ე წუთზე კი ანდრე სანტოსმა ჩააწოდა, ხოლო პატომ თავური გოლი გაიტანა. შემდეგ რობინიომ ძელს გაარტყა ბურთი, თუმცა... შეხვედრის მეორე გოლი მოლოდინის საპირისპიროდ, ბრაზილიელების კარში გავიდა - ცნობილ გოლკიპერ ჟულიო სეზარს ბურთი გაუძვრა და კარში შევარდა.

შესვენების შემდეგ, მოედანზე დაბრუნებულმა ბრაზილიამ კვლავ გაიტანა - პატომ „სანტოსის“ ვარსკვლავ ნეიმარს გაუწია ასისტენტობა, ნეიმარმა კი დახვეწილად დაარტყა, მაგრამ შემდეგ ისევ ეკვადორმა შეაგდო. ვინ იცის, ამ მომენტში ეკვადორელებს სენსაციის იმედიც კი გაუჩნდათ, მაგრამ ჩემპიონებმა მესამეც გაიტანეს და მერე მეოთზე მიაყოლეს.

„ახლა ჩვენ უკვე მშვიდად ვიმოქმედებთ. ზეწოლა თითქოს მოგვეხსნა - თქვა მატჩის დამთავრების შემდეგ მეკარე ჟულიო სეზარმა - ვაღიარებ, რომ ეკვადორელთა ორივე გოლი უნდა მომეგერიებინა. მეორე უფრო ძნელი იყო, მაგრამ ორივე ეპიზოდში ტექნიკური შეცდომა დავუშვი“

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბრაზილია 3 1 2 0 6-4 5

2. ვენესუელა 3 1 2 0 4-3 5

3. პარაგვაი 3 0 3 0 5-5 3

4. ეკვადორი 3 0 1 2 2-5 1

მეოთხედფინალები

კოლუმბია-პერუ

16 ივლისი. 23:00. კორდობა

არგენტინა-ურუგვაი

16 ივლისი. 02:15. სანტა ფე

ბრაზილია-პარაგვაი

17 ივლისი. 23:00. ლა პლატა

ჩილე-ვენესუელა

17 ივლისი. 02:15. სან ხუანი

მაშ ასე, კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპი დასრულებულია. A ჯგუფი კოლუმბიამ მოიგო, მე-2 ადგილზე არგენტინა გავიდა. B ჯგუფი ბრაზილიამ მოიგო, ხოლო მე-2 ადგილზე ვენესუელა გავიდა. C ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო ჩილემ, მეორე ურუგვაია. ამ 6 ნაკრებს დაემატა 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი.

პერუმ 4 ქულა მოაგროვა და იოლად გავიდა პლეი ოფში. აი, კოსტა რიკამ და პარაგვაიმ 3-3 ქულა მოაგროვეს, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდებით შემდეგ ეტაპზე პარაგვაის ნაკრები გავიდა - გუნდი, რომელსაც მატჩი არ მოუგია ჯგუფურ ეტაპზე, თუმცა არც წაუგია.

საინტერესო რამ მოხდა - მეოთხედფინალში ერთმანეთს ბრაზილიისა და პარაგვაის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, ერთი ჯგუფის ბინადარნი.

ბომბარდირები

3 სერხიო აგუერო (არგენტინა)

2 ნეიმარი (ბრაზილია)

2 პაულო გერერო (პერუ)

2 ალეშანდრე პატო (ბრაზილია)

2 ფელიპე კაისედო (ეკვადორი)

2 ალვარო პერეირა (ურუგვაი)

2 რადამელ ფალკაო (კოლუმბია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის