საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგაში წარმატებულად ასპარეზობას განაგრძობს. "მამარდას" შესახებ ესპანურ პრესაში ხშირად წერენ.

ამჯერად, გიორგის შესახებ ვრცელ სტატიას ცნობილი გამოცემა AS-ი აქვეყნებს, ესპანელი ჟურნალისტი ხულიან ბურგოსის აზრით, მამარდაშვილს შეუძლია "ვალენსიასთვის" ეპოქალურ მეკარედ იქცეს.

"ვალენსიას" ყოველთვის ყავდა მოთამაშე, რომელიც ძირითად შემადგენლობაში ადგილს დიდხანს ინარჩუნებდა, მაგალითად, სემპერე (1980-1990 წლებში), ოჩოტორენა ( 3 სეზონის განმავლობაში), ასევე სუბისარეტა 90-იანი წლების დასაწყისში, მალე მისი ადგილი კანისარესმა დაიკავა, მიუხედავად პალოპთან კონკურენციისა, ლეგენდარული მეკარე 2007 წლამდე სასტარტო თერთმეტეულის უცვლელი წევრი იყო, რონალდ კუმანის მოსვლის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა, 27 სეზონის განმავლობაში "ვალენსიას" ძირითადი შემადგენლობის მხოლოდ 4 მეკარე ჰყავდა.

კანისარესის წასვლის შემდეგ, ტრადიცია დაირღვა და ვერცერთმა მეკარემ შეძლო 2 სეზონზე დიდი ხნის განმავლობაში ძირითად შემადგენლობაში ადგილის შენარჩუნება, მხოლოდ ნეტომ მოახერხა 2017/2018, 2018/2019 წლებში თითქმის შეუცვლელად თამაში, ამ პერიოდის განმავლობაში "ღამურების" რიგებში ირიცხებოდნენ: ჰილდერბრანდი, რენანი, სეზარი, გუაიტა, სილესენი და ხაუმე, მაგრამ შეუცვლელ მეკარედ ვერცერთი მათგანი იქცა.

ფაქტია, რომ "ვალენსიას" აქვს შანსი ისტორიას დაუბრუნდეს, ამ შესაძლებლობას კი გიორგი მამარდაშვილი ჰქვია, რომელიც გუშინ 22 წლის გახდა. აღსანიშნავია, რომ ქართველს ეხმარება მეკარე, რომელიც ესპანური გუნდის კარს 27 წლის განმავლობაში იცავდა, ოჩოტორენა მამარდაშვილთან ყოველდღიურად მუშაობს. ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ გიორგიმ იგივეს გამეორება შეძლოს, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მხოლოდ მეორე გუნდისთვის დაიმატეს, გასულ სეზონში მეკარეებს შორის ყველაზე მეტი (18 მატჩი) გამართა, დღესდღეობით კი გატუზოსთვის შეუცვლელი არჩევანია, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მოედანზე 540 წუთი ჩაატარა, რაც გუნდში სარეკორდო მაჩვენებელია და რაც მთავარია, დასამახსოვრებელ შეხვედრებს ატარებს, "მამარდას" მესტალიურ კლუბში ეპოქის შექმნა შეუძლია.

სხვებისგან განსხვავებით, გიორგიმ "ვალენსიაში" დამკვიდრება 21 წლის ასაკში შეძლო, კლუბმა მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევრომდე გაზარდა, ასე რომ, "ღამურებს" ძირითადი შემადგენლობის მეკარე კიდევ მრავალი წლით ეყოლებათ, ახალგაზრდა მეკარის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს:

"მინდა აქ მრავალი წელი გავატარო და გავაგრძელო ზრდა, როგორც ფეხბურთელმა, ბევრი თამაში მსურს და ამისთვის ყოველდღიურად ვმუშაობ, "მესტალია" წარმოუდგენელია" - განაცხადა მამარდაშვილმა ახალ კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ, წერს AS-ი.

შეგახსენებთ, "ვალენსია" მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს სტუმრად "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

ფეხბურთის გულშემატკივარი.
გაუმარჯოს მამარდას!, მაგრამ, ამ დროს რომ მოსწრებოდა? რა იქნებოდა ცხონებული, სერგო კოტრიკაძე? ევროპას აჩვენებდა კლასს.
სოსო
ნიკოლოზ,ჯანზე კარგად ხარ?ახლა შენზეც უნდა ვიდარდო!ჩემს პოსტებს გადახედე,იქნებ აზრი შეგეცვალოს ჩემ პარტიულ სიმპათიებზე.არ იფიქრო,მჯეროდეს,რომ მართლაც ნიკოლოზ მჟავანაძე ხარ.არც მასზე ვარ ძალიან მაღალი აზრის,მაგრამ ასე სულელურ ბრალდებას არ გამიკეთებდა.ეს უფრო დაბალი ინტელექტის,გამოხოხებული ნაცების ტაქტიკაა,მე შენ დაგაბრალებ,რომ აქლემი ხარ და შენ დაამტკიცე,რომ არ ხარო,აქლემი.ჰო,ბოზმა ქალებმაც იციან წესიერ ქალებზე ,ბოზობის დაბრალება.ხელწერა,ორივესაგან ერთია.სახელს იგონებ და იქნებ ქალიც ხარ.შენ უკეთ იცი,შენი თავისა.
ნიკოლოზ მჟავანაძე
სოსო შე ნაციონალო, ტყუილად ნუ წერ რომ მამარდაშვილის ან ვინმე ქართველის წარმატება გიხარია. მალე დავუბრუნდებით ჩვენს ბუდეს რუსეთის სამოკავშირეო სამყაროს მერე ნახეთ წარმატებები. გარეჯს აფხაზეთს ოსეთს და კიდევ ბევრ ტერიტორიას დაგვიბრუნებს ბატონი პუტინი, უყურეთ ტვ სეზონს რომ სიმართლე გაიგოთ, სულ მთლად არ გამოლიბარლდით ეს ქართველები
დათო
…გეთანხმებით !!!
სოსო
სადღაც ორ სეზონში,გიორგი მეკარის ხელობაში ყველაფერს ისწავლის და კიდევ უფრო მეტის მიღწევა მოუნდება,იქნება ვალენსიაც იმ დონეზე,რომ მას ამბიციების დაკმაყოფილებაში გვერდით ამოუდგეს?ძალიან მეეჭვება.მენეჯმენტი ვერ ქაჩავს და ჯერ არაფერი ჩანს საიმედო,რომ ვალენსიამ,რაიმე მაღალი მიზნები დაისახოს.შესაძლოა გიორგი გახდეს ეპოქალური მეკარე,ვალენსიასათვის,მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ ვალენსიაც დაიწყებს ამბიციური მიზნების განხორციელებას.სხვა შემთხვევაში,ის გუნდის ბიუჯეტის შევსების კარგი საშუალება გახდება და სხვა,უფრო ამბიციურ კლუბში გაყიდიან.ვფიქრობ მეორე ვარიანტი უფრო შესაძლებელია და ამ შემთხვევაში,დიდი გამოსასყიდი მხოლოდ დამაბრკოლებელი ფაქტორი გახდება,გიორგისათვის და მისი ამბიციებისათვის.ისე,ჩვენთვის,სანაკრენო კუთხით,ალბათ ყველა ვარიანტში მისი ვალენსიაში თამაში გვირჩევნია,რადგან მათი დაცვის გადამკიდე,იმხელა დატვირთვას იღებს,ვერასოდეს ამოვარდება ფორმიდან.
არჩი
წინა წელს სულ გულის ფანცქალით ვუყურებდი ვალენსიას თამაშებს - მეშინოდა, ახალგაზრდა ბიჭს შეცდომა არ დაეშვა. სულ მინდოდა გიორგიმდე ბურთი არ მისულიყო, მაგრამ მაინ ვუყურებდი. ეხლა მინდა სახიფათო მომენტები იყოს მის კართან და გააკეთოს ულამაზესი სეივები, ისევე ვისიამოვნო მისი თამაშით, როგორც ხვიჩას თამაშით ვიღებ სიამოვნებას. გიორგის მაღალ ოსტატობაში ეჭვი არ მეპარება. ჩემი შეფასებით, ძალიან ბევრს შრომობს ვარჯიშებზე და ბევრის სუსტი მხარე გამოასწორა. მაგალითად, გამოსვლები და ფეხით თამაში, ხოლო კარის ხაზზე ყოველთვის მაგარი იყო.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო