ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კვარაცხელიას მორიგი გოლი და "ნაპოლის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

კვარაცხელიას მორიგი გოლი და "ნაპოლის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

სერია A-ს მერვე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ტორინო“ 3:1 დაამარცხა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ ტურნირზე მეხუთედ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

დებიუტში მასპინძლები ანგისამ დუბლით დააწინაურა, ნეაპოლელები შეტევებს აგრძელებდნენ, კვარაცხელიამ ზილენსკის კარგი პასი გაუკეთა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა თავით მოიგერია. 37-ე წუთზე კი ხვიჩამ მოედნის ცენტრში ზილენსკის გადაცემული ბურთი მიიღო, დრიბლინგით მეტოქის კარისაკენ გაიჭრა და ანგარიში გაზარდა. თუმცა, პირველი ტაიმის ბოლოს სტუმრებმა ერთი გოლის გაქვითვა შეძლეს.

შესვენების შემდეგ ტურინელები ხშირად უხეშობდნენ და ერთი ეპიზოდის გაპროტესტების გამო მსაჯმა მათი მწვრთნელი იურიჩი გააძევა. თამაში ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ხვიჩა 81-ე წუთზე შეცვალეს და ნეაპოლელებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს..

კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 8 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

„ნაპოლი“ 20 ქულით ლიდერია და 4 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე ამსტერდამში „აიაქსს“, 9 ოქტომბერს კი იტალიის ჩემპიონატზე გასვლაზე „კრემონეზეს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - ტორინო 3:1

გოლები: 1:0 ანგისა (7), 2:0 ანგისა (12), 3:0 კვარაცხელია (37), 3:1 სანაბრია (43),

• გოჩა

ზოგიერთებს მაინც მიაჩნიათ, რომ სიომინმა და სლუცკიმ შექმნეს ხვიჩა. მე ჯიუტად მჯერა, რომ ნებისმიერ სხვა ქვეყნის გუნდში ხვიჩა უფრო წარმატებული იქნებოდა ვიდრე რუბინში იყო, სადაც ბოლოს სახვეწარი გაგვიხადეს სათამაშო დროც და არც აპირებდნენ მის გაშვებას რომ არა ომი.

• ttzz

სეტანტაზე შეგიძლია კომენტატორის ჩართვა რომელ ენაზეც გინდა. დარეკე მაგთიში და გასწავლიან

• ბაჩი

სოსოს. მეც აქ ვარ რასაც შენ ამბობ ერთის გამოკლებით,... თუ გულისხმობ რომ მეგრული და სვანური ენები დიალექტებია ეს ხომ ტყუილია? და ხალხიც ხომ სწორედაც რომ ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის მავნებლური ყალბი იდეოლოგიის მსხვერპლია? რაც შეეხება ნდობას სახელიშ გატეზვას თავის გატეხვა ჯობიაო მეგრულად წერა არ არის საძრახისი და დასადისლაიქებელი მხოლოდ იმიტომ რომ ვინმეს არ ესმის ის,ვერ გაიგე გაატარეს მარტივი პრინციპია,ხო არ გაგინებ(ზოგადად)არა?გაატარე რაა,ვინც გაიგებს ის გაიგებს... მე ამ ენის არსებობას ვაფიქსირებ წერისას თორემ ჯინაზეე კი არ ვწერ მეგრული ენით

• ბაჩი

სოსოს. მეც აქ ვარ რასაც შენ ამბობ ერთის გამოკლებით... თუ გულისხმობ რომ მეგრული და სვანური ენები დიალექტებია... ეს ხომ ტყუილია? და ხალხიც ხომ სწორედაც რომ ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის მავნებლური ყალბი იდეოლოგიის მსხვერპლია?

• დავით 67

ხუთმა დებილმა ვერ გაიგო ჩემი ხუმრობა ან ფიქრობენ ანგისას დონის ნახევარმცველები გვყავს

• სოსო

თამაშებს,მაგთის ინტერნეტ ტელევიზიით ვუყურებ,ხოლმე.ეს ამ სეზონში დაიწყეს,მაგრამ აჩვენებენ სეტანტას არხებს და თანაც კომენტარების გარეშე,გადის კიდევ სილქ უნივერსალიც,სადაც ძალიან შემცირდა სპორტული გადაცემები,ხოლო პროგრამებში კი,სასაცილოდ გვიგდებენ.საერთოდ ვერ გაიგებ,გადაცემათა პროგრამას,ერთი სწერია და სულ სხვა რამეები გადის.რაც შეეხება სეტანტებს,აქ თამაშს აჩვენებენ,ყოველგვარი კომენტარის გარეშე და მიუხედავად იმისა,რომ ადრე,აჭარა სპორტზე საშინელი კომენტირება იყო,იმას მაინც ვიგებდით,ვის ჰქონდა ბურთი.რაკი სეტანტა უჩვენებს,რა ენაზეც არის კომენტარები,იმ ენაზე მაინც ჩართონ.თავის დროზე,ბავშვობაში,რუსული ენა,უმეტეს ნაწილად,სპორტული რეპორტაჟებიდან ვისწავლე და ამიტომ ვიცი,ცოტა ცოტაობით,ყველა ენაში შეიძლება გარკვევა.როცა რუსულ არხებზე ვუყურებ ხვიჩას თამაშებს,რუსულ სეტანტაზე და საერთოდ სპორტულ არხებზე,კვალიფიციური სპეციალისტები მუშაობენ და კარგი რეპორტაჟებიც გამოსდით.ასე რომ მირჩევნია თუნდაც რუსულ,თუნდაც უკრაინულ,თუნდაც ინგლისურ ენაზე გადმოსცენ(თუ ინგლისურ ენაზეცაარეპორტაჟები) კომენტარები,რადგან ყველა სჯობია ასე უსიტყვო და უემოციო რეპორტაჟს. რაც შეეხება თამაშს,მაკრების ფეხბურთელები დაღლილად გამოიყურებოდნენ,არც ხვიჩას მოუკლავს თავი,დრიბლინგების მცდელობებით,მაგრამ გასაკეთებელი სწრაფადვე გააკეთეს და ენერგიის დაზოგვის რეჟიმში გადავიდნენ.წინ ხომ მძიმე თამაშებია.ისე პირველად ვნახე,როცა ხვიჩამ ასე გაქცევით,სისწრაფის ხარჯზე,მხოლოდ დარტყმის ფაზაში,იუველეირის სიზუსტის დარტყმით გაიტანა გოლი და სარკისებურად გაიმეორა,ანგისას საპირისპირო ფლანგიდან საგოლე იერიში.ეს ნიშნავს,რომ ეს კომბინაცია წინასწარ იყო მოფიქრებული და ორივე ფლანგიდან გაამართლა.პირველი გოლის ეპიზოდშიც,ხვიჩამ მარიო რუისაგან მიღებული პასი,მასვე გაუგრძელა,.თავისუფალ სივრცეში და მარიო რუის ჩაწოდებულმა ,დასწრებაზე გამომხტარი ანგისას თავი იპოვა და ლამაზი გოლიც გავიდა.საწყენია,რომ პოლიტანომ ტრავმა გაიახლა,იმედია სერიოზული არაფერია.

• სოსო

სახელის გატეხვას,თავის გატეხვა გერჩიოსო.ძლივს ერთხელ, სწორად მიუდექი მეგრული ენის საკითხს,მაგრამ ნდობა აღარ გაქვს და მგონი ამიტომ დაგიწერეს,დისლაიქები.ადრეც იკითხე,რატომ მიწერენო,დისლაიქებს და გიპასუხე,მაგრამ შენ,შენი გააგრძელე და ეს დისლაიქებიც,ამის დამსახურებაა.არადა ამ პოსტს,მეც მოვაწერდი ხელს.ერთიანობის და მეგრულის ენის გადარჩენის გამოც.ბევრს ჰგონია,რომ მეგრული ენის(ასევე სვანურისაც) გაქრობის საფრთხე არ არსებობს,არადა დღეს,უკვე ძალიან ბევრი მეგრული ოჯახი,სახლშიც ქართულად,ან სხვა ენაზე საუბრობს.ეს უკვე სოფლებშიც მკვიდრდება და სწორედ ესაა ენის გაქრობის საფრთხე.თუ სახლშიც არავინ საუბრობს,დღევანდელ ბავშვს,კიდევ ეცოდინება მეგრული,მაგრამ მის შვილს,უკვე აღარ,რადგან სკოლაში არ ასწავლიან,სახლში აღარ საუბრობენ და სადღა უნდა შეისწავლოს?!არადა მეგრული,სვანურთან და ქართულთან ერთად,კიდევ ერთი სამებაა,ქართველური მოდგმის,რომელიც ასევე ერთარსება და განუყოფელია,ღვთიურ სამებასავით.კახელი კაცი ვწერ,ამას.აღარც პატარა ბიჭი ვარ და უკვე იმ ასაკში ვარ,როცა ტყუილიც დამეჯერებაო,არა,მაგრამ რაღაცას რომ ვამბობ,უნდა მომისმინონ მაინც.ენას კი,მართლაც მოვლა სჭირდება და ჩვენს მეტი,არავინ მოუვლის.ეს სამივე ენა,ჩვენი მოსავლელ მოსაფრთხილებელია,ერთმანეთს ამდიდრებს,ამაგრებს და ზურგს უმაგრებს.შემთხვევითი არ არის,რომ დღევანდელი ახალგაზრდობის ლექსიკა,ძალიანაა გაღარიბებული.ინტერნეტმა მოიტანა ეს ყველაფერი.წიგნს აღარ კითხულობს ადამიანი,ეს კი,სიტყვათა მარაგსაც აღარიბებს.ინგლისურმა ტერმინოლოგიამ და ინგლისურის მასობრივად გამოყენებამ კი,უკვე ქართული სიტყვის გამოდევნაც დაიწყო ქართული სალაპარაკო ენიდან.რადგან ქართული სიტყვების მარაგი აღა აქვთ,ისევ ინგლისურ სიტყვებს იყენებენ და კიდევ უფრო აღარიბებენ ქართულ ენას.არადა შესათყვისი ქართული სიტყვის არქონისასაც კი,შესაძლებელი იქნებოდა,მეგრულიდან,ან სვანურიდან შესაბამისი სიტყვით ინგლისურის ჩანაცვლება და ეს მაინც ჩვენი,ყველასათვის ჩვენი,ქართული იქნება.ამას თუ გავითავისებთ,ყველა მოგებული დარჩება.ქართულიცვ,მეგრულიც,სვანურიც,ბაჩიც და მთელი დანარჩენი საქართველოც.ძალიან ვისურვებდი,ეს ჩემი პასუხი,ბევრმა წაიკითხოს და გულთან მიიტანოს.მეგრელმა ბავშვმა მეგრული,კარგად უნდა იცოდეს, სვანმა კიდევ,სვანური და ყველამ ქართული,თავის დიალექტთან ერთად,რადგან დიალექტებიც, ასევე ენის საკუჭნაოა.

• 123

ხვიჩას გამოაწრთობს სპალეტი, კიდევ მოამატებინებს, სერიოზული მწვრთნელია

• თენგაბი

მთელი იტალია გადარეულია, რუსი კომენტატორები საქებარ სიტყვებს არ იშურებსნ, ისე როგორც ინგლისელი მიმომხილველები. მხოლოდ ზოგიერთი ქართველი ჯიუტად აგრძელებს ხვიჩას არაობიექტურ შეფასებებს. გასაოცარია პირდაპირ?!

• სოსო

ტელევიზიას თუ ვინმე ადანაშაულევს ეს ვაკო იქნება ეს თემა რომ გაუბაზრდა დარწმუნებული ვარ ცდილობდა მოგვარებას რა გაემიჯნა რის გაემიჯნა ასეთ რამეს რომ გაგიკეთებს შენი იჯახის წევრი ესეიგი შენ არაფლაგ გაგდებს წადი რა შენით სანამ გაგაგდებენ მაგ ნაკრებიდან

• "კიპიანი იგრაეტ ვ სტილე გავრილოვა"

მირანჩუკით რომ აშინებდნენ ხვიჩას. მირანჩუკებმა და კოკორინებმა რახან ვერ გაქაჩეს ხვიჩასაც ვერ უნდა გაექაჩა თურმე. რუსების ლოგიკა. აჰა გამოჩნდა განსხვავება, ქართველია როა ხვიჩა. გოლიც გაუტანა და მოუგო კიდევაც მირანჩუკის ტორინოს. *უკრაინული გვარი აქვს მაგრამ რუსეთის ნაკრებში თამაშობს. ასევე ვლაშიჩი, ხვიჩაზე მაღლა რომ აყენებდნენ მაინც რუსები და ვლაშიჩი იყო რუსეთში საუკეთესო ფეხბურთელი. მაგრამ გაიტანა აგერ ტორინოში ხვიჩამ ეგ ვლაშიჩიც და მირანჩუკიც ერთმანეთზე გადაბმული. ეხლა რაღას იტყვიან. ეხლა ხომ გამოჩნდა რომ რუსებს საერთოდ არ უნდა შეადარო ქართველი

• Macbeth Sibaya

გვქონდა ჩანსი ნაკრებში აგვეყვანა ზუსტად ეგეთი ფეხბურთელი. რუბინში თამაშობდა ქართველი ზანგი მამით ქართველი მაკბეტ სიბაია (სიბაძე იყო მამამისი ქართველი, დედა სამხრეთ აფრიკელი) სამხრეთ აფრიკის ნაკრებში იყო ერთერთი ლიდერი ძალიან მაგარი ტექნიკური ფეხბურთელი. რუბინში სალუქვაძეებთან და ბევრ ქართველებთან ერთად თამაშობდა, მაგის თამაშის ვიდეოები რომ ნახოთ ზამბო ანგისას ნაირი მოთამაშე იყო სუფთა

• ბაჩი

მოდისლაიქეებს ვეკითხები,რომელი ასპექტი არ დაგევასათ ჩემს კომენტარში,სად ვარ არასწორი?

• jgiri

რაის "ნაცარწაყრილი მეგრელობა" ნეტა ვის გულისხმობ, პირიქით ამაყია ყველა მეგრელი და ყოჩაღად არიან ყოველთვის

• Frank Andre Zambo Anguissa

ანგისა ვიღაცაში არ შეგეშალოთ, ძალიან მაგარი ფეხბურთელია რასაც ქვია მამაა ნაპოლის. ამ გუნდის, უნდა გიხაროდეთ რომ ხვიჩას ნაპოლიში დახვდა და ყავს ეგეთი თანაგუნდელი, თან გამოცდილი თორე გუნდი არ იქნებოდა ეხლა ნაპოლი. ხვიჩა ჯოკერია თან ეხლა იწყებს ახალგაზრდაა ჯერ

• ბაჩი

,,ხვიჩას ეფექტზე" ვიტყვი კიდევ. დღეს რუსთაველის დონის პოეტი რომ გვყავდეს, ის ვერ შეუქმნის მსოფლიოს იმხელა წარმოდგენას ჩვენზე, რამდენსაც ხვიჩა ახდენს. მისი მეშვეობით საქართველოს კიდევ მილიონობით ადამიანი გაიცნობს. ზოგადად უნდა ითქვას, რომ დღეს მსოფლიოს არასწორი ორიენტირები აქვს, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, დღეს ვარსკვლავი ფეხბურთელი პრეზიდენტის და თუნდაც გენიალური პოეტის მაღლაც დგას.ეს ასე არ უნდა იყოს, მაგრამ ასეა. ასევე ხვიჩამ ერის შეკავშირებაც უნდა მოახერხოს და საზოგადოების ერთმანეთთან შედუღაბებაც, თუმცა ამ მხრივ სახარბიელოდ არ გვაქვს საქმე. ,,ხვიჩას ეფექტმა" იქნებ, ,,ნაცარწაყრილ მეგრელობასაც" რამე უშველოს, იქნებ მეგრელ კაცს რაღაც სიამაყე გაუჩინოს საკუთარი გენეტიკისადმი და თავისი მომაკვდავი ენისკენაც შემოაბრუნოს მისი განგებ დანისლული ცნობიერება. ვნახოთ ეს ენერგია სანამდე გაწვდება.. ამდენად ჩვენთვის მოედნის გარეთაც მრავალმხრივია ,,ხვიჩას ეფექტი."

• ბაჩი

,,ხვიჩას ეფექტზე" ვიტყვი კიდევ. დღეს რუსთაველის დონის პოეტი რომ გვყავდეს, ის ვერ შეუქმნის მსოფლიოს იმხელა წარმოდგენას ჩვენზე, რამდენსაც ხვიჩა ახდენს. მისი მეშვეობით საქართველოს კიდევ მილიონობით ადამიანი გაიცნობს. ზოგადად უნდა ითქვას, რომ დღეს მსოფლიოს არასწორი ორიენტირები აქვს, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, დღეს ვარსკვლავი ფეხბურთელი პრეზიდენტის და თუნდაც გენიალური პოეტის მაღლაც დგას.ეს ასე არ უნდა იყოს, მაგრამ ასეა. ასევე ხვიჩამ ერის შეკავშირებაც უნდა მოახერხოს და საზოგადოების ერთმანეთთან შედუღაბებაც, თუმცა ამ მხრივ სახარბიელოდ არ გვაქვს საქმე. ,,ხვიჩას ეფექტმა" იქნებ, ,,ნაცარწაყრილ მეგრელობასაც" რამე უშველოს, იქნებ მეგრელ კაცს რაღაც სიამაყე გაუჩინოს საკუთარი გენეტიკისადმი და თავისი მომაკვდავი ენისკენაც შემოაბრუნოს მისი განგებ დანისლული ცნობიერება. ვნახოთ ეს ენერგია სანამდე გაწვდება.. ამდენად ჩვენთვის მოედნის გარეთაც მრავალმხრივია ,,ხვიჩას ეფექტი."

• dato

ხალხო წარმოგიდგენიათ სულ რაღაც სამი თვის წინ სად უწევდა თამაში კვარას ..? და სად მოხვდა და ყველაზე სასწაული ისაა რომ სერია ა თამაშში ერთი გოლი გვეცოტავება ასე სენსაციურად და ჯანმრტელად განვლოს ღვთის წყალობით იტალიის ჩემპიონატი .

კაზაიშვილთან დაკავშირებით რაც მოხდა არის უდიდესი სირცხვილი. ტელევიზიებს ვინც ადანაშაულებს, საინტერესოა, რომელიმე ნაკრების წევრს რაიმე რომ მოსვლოდა მერე უნდა გაეგო პუბლიკას ეგ ამბავი? ტელევიზიის მოვალეობაა თუ რაიმე ხელში ჩაუვარდება გაასაჯაროვოს! იქნებ ამით ნაკრების ბიჭები დაიცვა! ძლივს ნორმალურ ნაკრებს ვეღირსეთ და ვაკოს თუ არ ათამაშებენო ფეხებს დავალეწავ ევროპაში იმათო? ვის გულისხმობდა ნეტა... მკვლელობის მუქარაც იყო. მიხარია ვაკოს ბოდიში და გამიჯვნა მაგრამ უდიდესი შავი ლაქაა ეს მისი კარიერისთვის. ქვეყანა კი არა საგიჟეთია რა

• Las

არ გესმით ფეხბურთი და არც ვაპირებ კამათს :) მეორე ტაიმის შუაში სულ ცვლის. რატო? იმიტომ რომ ბოლომდე ვერ ძლებს ჯერ მაღალ ტემპში თამაშს. ბუნებრივია. უნდა მიეჩვიოს. დრო ჭირდება. მახსოვს კალაძე რო გადავიდა კიევის დინამოში. იხსენებდა. ისეთი ვარჯიშები ქონდა ლობანოვსკის ლოგინამდე მისვლის თავი არ მქონდაო.

• ATP 16

უბრალოდ სასწაულია ეს ბიჭი ! ხალხო , მსოფლიო დონის ვარსკვლავის თამაშს ვუყურებს , რომელიც ქართველია და ჭკუიდან გადაიყვანა მტელი საფეხბურთო სამყაროო . ეს რა ბედნიერება გვეღირსა ქართველებს , საოცარებაა და იმედია ტრავმების გარეშე დაამთავრებს კარიერას , ამის სკამზე ჯდომა საცოდაობაა ფეხბურთისათვის .

• gurulo

l.g. :))რატომ გიკვირს?სპალეტის აღიზიანებს ხვიჩას ინდივიდუალიზმი,ასეთი მწვრთნელია, უნდა ყველა მის სქემას მოერგოს,რობოტები უნდა იყვნენ.ხვიჩა კი ძირითადათ ამ რობოტიზაციიდან ამოვარდნილია,არადა ყველა თამაშში ან გოლი გააქვს,ან პენალტს ითრევს,ან საგოლე გადაცემას აკეთებს და სპალეტი მაინცდამაინც ვერ აკრიტიკებს.ხოდა გულზე სკდება,სხვას რომ გაეტანა სხვა რეაქცია ექნებოდა,ანგისას ტაში დაუკრა, ხვიჩამ ვითომ მამა მოუკლა.

• გოგი

დღეს ისე ითამაშა როგორც სპალეტის უნდოდა - თუ დასარტყავი არ იყო არ ურტყავდა და პასს აკეთებდა! სხვა ქართველი ფეხბურლებისგან მენტალობითაც განსხვავდეება - შრომა არ ეზარება, კრიტიკას იღებს, დაუღალავია - მაგიტომაც გადადგავს მთებს!

• მწრთვნელი

მირანჩუკი გამოაღვიძე კომენტატორ! ჩაეძინა ცენტრში ხვიჩას გოლის დროს!

• roma bejanidze

დარწმუნებული ვარ რომ არა 4 ში აიაქსის თამაში ბოლომდე იქნებოდა მინდორზე. ღმერთი შენსკენ კვარა. ძალიან გაგვახარე და ასე გააგრძელე გთხოვ. სიხარულისგან არ ვიცი რა გავაკეთო. 4 ში შენებურად მიაწექიიიი.

• L.J .

Yvela shetevis dros pass ver micemen gaigudeba...11 kaci tamashobs da yvela chartulia gundis warmatrbis misagwevad,ar tkva axla aignorebeno,angisas ro ver gaetana meore ikneboda kitxva magram sheagdo

• L.J .

Ar gauxarda xo...sheni azrit magrad gautyda goli rato gaitanao??reebs wer ar gitydeba??

• დავით 67

რა კარგი იქნებოდა ჩვენი ნაკრებისთვის ნახევარდაცვაში ანგისა. ვთხოვოთ კამერუნს იქნებს დაგვითმონ. ბათუმში რომ ვიყავი იქ აღმოვაჩინე რომ მანდ არის ანგისას ქუჩა! ამიტომ მიზეზიც გვაქვს გადმობირების) )

• მოსეხონელი

შენ გაგიმარჯოს ღმერთმა ფეხბურთელია ხვიჩა მოჭიდავე კაირა კაცი ჩამოეკიდა და ვერ გააჩერა მეტ ფიზიკურად რაუნდა ქნას

• L.J .

Angisas kamerunis nakrebshi ar utamashia da dasvenebuli iyo(dzalian magaria)yovel tamashze umatebs tipi,xvichas rac sheexeba tavisi sakme gaaketa da zedmetad agar gadaigala

• Las

ფიზიკურად მაინც ვერ არის ჯერ რაც მოეთხოვება. ნახევარი სეზონი დაჭირდება რო დარწიოს სხვებს. ზშირად არის საყვედური რომ თითქოს პასებს არ აძლევენ. მაგრამ ასე არ არის ეს. უბრალოდ არ მოძრაობს ისე როგორც საჭიროა. შეხედეთ სცევს ანგისა თუნდაც როგორ დარბის რა აქტიურია. არაუშავს მიჩვევა უ და მეორე წრეში უკვე ყველაფერი რიგზე იქნება

• დავით 67

ეხლა ახლოს ხარ! ))

• Skeleton

ხო იძახდა იმათი მწვრთნელი, ოღონ კვარაცხელია გავაჩეროთო, ხოდა შემოახიეს მაისური და მაინც ვერ გააჩერეს, მაგ გოლს რომ თავი დავანებოთ ანგისას გოლებშიც მიუძღვის წვლილი. მთელს დაცვას ზედ იკრავს და რამხელა თავისუფალ სივრცეს უტოვებს სხვებს. საოცრებაა ეგ ბიჭი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესოა. რა კარგად თქვა, ყველასი მადლობელი ვარ ვინც ჩემზე წერსო, მარამ არ ვკითხულობ არაფერს, რადგან რასაც ვაკეთებ ეგ ჩემი მაქსიმუმი არ არისო. პიროვნებაც ჩამოყალიბებულია უკვე და ზუსტად იცის რა უნდა, დალაგებული აქვს გეგმები თავში და იმას მიჰყვება. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ძალიან მაღლა უნდა ავიდეს, ერთეულებმა რომ შეძლეს მხოლოდ ისე მაღლა. ამისთვის მას ყველაფერი აქვს და რაც მთავარია ამას იმსახურებს. ჩვენც ვიმსახურებთ დიდ სიხარულს, ვისაც ასე ძალიან გვიყვარს, გვიხარია და ცუდ პერიოდშიც გვერდით ვედექით. ყველას არ ვგულისხმობ რათქმაუნდა

• თენგო

ერთდროულად ასეთი ნიჭიერი და ასეთი შრომისმოყვარე ქართულ ფეხბურთში მე არ მახსენდება. ხვიჩა მოვლენაა, ერთადერთია, განუმეორებელია!!!

• ლომი

პას რომ აძლევდნენ კიდევ შეაგდებდა. მაგარია ხვიჩა

• gurulo

კვირას გოლის მერე სპალეტის ისეთი როჟა ქონდა,გეგონებოდა ხვიჩამ ავტოგოლი გაიტანა,თუ მომეჩვენა?

• შაკო

რაც ყველაზე მეტად მახარებს, კვარა რაც დრო გადის უფრო და უფრო იხოდება ფიზიკურად. უფრო მეტ დროს თამაშობს თან სისტემატიურად. ეს შრომისმოყვარეობის დამსახურებაა და რეჟიმის დაცვის, თორე ბევრი ქართველი ტალანტი გვახსოვს, სიზარმაცისაგან და არასწორი რეჟიმისაგან ღიპი რო დასდებია და მინდორზე რომ დალასლასებდნენ ისეთ ასაკში, როცა უნდა ბდღვნიდე ყველაფერს. ეს იმის გარანტია, რომ კვარა დიდხანს და ძლიერად გაგვიხარებს გულებს მისი მაგარი თამაშით.

• შოთა-მილანი

მგონი გაიწევს ბომბარდირობისკენ ჩვენი კვარანტინიო))

• aburjga

ღვთისგან დალოცვილმა ხვიჩამ ისე გაგვალაღა, რომ ერთი გოლი მეცოტავა! ))) წარმოგიდგენიათ რამხელა წარმატებული კაცი გვყავს სერა ა-ში?!

• ქართველი

ეს მეხუთე და სხვა მრავალი,წარმატებები და წინსვლა ჩვენს ბრილიანტს!!! ყოჩაღ!!! უფალი გფარავდეს!!!

სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?

[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა

კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან

"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო

ერთ დროს კვარაცხელიას კონკურენტი ელიფ ელმასი "ნაპოლიში" დაბრუნებასთანაა ახლოს

[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო

"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა

რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია