ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რა შეიცვალა ხვიჩას თამაშში იტალიაში გადასვლის შემდეგ? - ის ისევ კეთილ ბიჭად დარჩება...

რა შეიცვალა ხვიჩას თამაშში იტალიაში გადასვლის შემდეგ? - ის ისევ კეთილ ბიჭად დარჩება...

სანამ ახალი საფეხბურთო სეზონი დაიწყება, ჩვენ პერიოდულად ჯერ კიდევ ძველი გავიხსენოთ, როცა ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპა გააოცა. 2022 წლის 1-ელ ოქტომბერს ნეაპოლელებმა "ტორინო" (3:1) დაამარცხეს. ქართველი გარემარბის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გოლი იყო, თუმცა ყველა საგოლე ეპიზოდში დიდი წვლილი შეიტანა. კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც გასული წლის 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა...

როცა ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიური კარიერა შთამბეჭდავად (საწყის 2 ტურში 3 გოლი და 1 საგოლე პასი) დაიწყო, ქართველი გულშემატკივრები ხშირად ობიექტურად, ზოგჯერ კი ნაკლებად, "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის მიმართ სხვადასხვა მიზეზით იყვნენ უკმაყოფილო - "კვარას" ნაადრევი შეცვლა, მისი საჯარო კრიტიკა, პენალტის არშესრულება... გავიდა გარკვეული დრო და ვხედავთ, ქართველი გარემარბი ყველა კომპონენტში უკეთესი ხდება და ამაზე ყოველთვის მივანიშნებდით - იმხელა ნიჭისა და შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელისგან, როგორიც ხვიჩაა, მწვრთნელები მუდამ სხვაზე ცოტათი მეტს მოითხოვენ. ლეონიდ სლუცკის ინტერვიუთი კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ კვარაცხელიას განვითარებაში მას თავისი სოლიდური წვლილი მიუძღვის.

თუკი ხვიჩა ვინმეს მხოლოდ დრიბლინგის ხარჯზე გამორჩეული ეგონა, "ტორინოსთან" მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ "კვარას" ბევრი სხვა რამ შეუძლია ისეთი, თანამედროვე ფეხბურთში ასე რომ ფასობს. ჩვენ კი აქამდეც ვიცოდით და უშუალოდაც გვენახა, მაგრამ სპალეტი ახლა დანამდვილებით დარწმუნდა, რომ ქართველ შემტევს პასის კარგი კულტურა აქვს. ინდივიდუალისტ მოთამაშეებს ყოველთვის მოუწოდებენ, რომ პარტნიორი "შეიმჩნიონ". ყველაფერთან ერთად, დრიბლინგისას დაკარგული ბურთი, შესაძლოა, გაშვებულ გოლად დაგიჯდეს, მაგრამ აქ მთავარი კითხვა ისაა, ამა თუ იმ ფებურთელის მიერ თამაშის საკუთარ თავზე აღება, გამწვავება და გატანა რომ არა, გამარჯვება მხოლოდ რისკის მინიმუმამდე დაყვანით მოხერხდება?!

ტურინელებთან დაპირისპირება იყო ის მატჩი, სადაც კვარაცხელიას თითქოს მაქსიმალურად კარგად იცავდნენ. ქართველს წარმატებული დრიბლინგები, თვით "ლივერპულის" მცველებს თავბრუ რომ დაახვია, არ გამოუვიდა, მაგრამ თამაშის ბედი მნიშვნელოვნად განსაზღვრა. ტაქტიკურ ნიუანსებში აშკარად უკეთ განსწავლულ ჩვენებურს ვხედავთ, რომელიც გუნდურ მექანიზმში ძალიან კარგად ჯდება.

"ნაპოლის" პირველი გოლი - კლასიკური ნიშანი იმისა, როგორ უნდა გამოიყენოს გუნდმა, როცა კვარაცხელიას განსაკუთრებით მეურვეობენ. კოტდივუარელი ცენტრალური მცველი ჯიჯი ხვიჩას ისე "გადაჰყვა", დაცვაში სივრცეები დატოვა, უკანახაზელებსაც გადაწყობა მოუწიათ და ამით ანგისამ ისარგებლა.

მეორე გოლი - როგორც მოწინააღმდეგის მცველები, ასევე თანაგუნდელები და გულშემატკივრები ელიან, რომ შეტევა კვარაცხელიაზე გაგრძელდება. ხვიჩა ძალიან სწორად მოძრაობს, ერთი მხრივ, მცველების ყურადღებას იქცევს, რათა ანგისას მეტი სივრცე დარჩეს, ამავდროულად კი მზადაა, პასი მიიღოს და დააგვირგვინოს. მართალია, ამ დროს ტურინელთა მცველი კამერუნელს ზანტად მისდევს, თუმცა "ტორინოს" ფეხბურთელები სათანადოდ დაზღვევას ვერ ახერხებენ - ქართველი შემტევი ხომ საჯარიმოშია.

მესამე გოლი - ტურინელებმა თითქოს მთავარი მიზანი შეასრულეს, კვარაცხელიას ბურთი საკუთარი კარიდან რაც შეიძლება შორს მიაღებინეს, საიდანაც იერიშის გოლით დაგვირგვინება რთული იქნებოდა, მაგრამ ერთხელაც გამოჩნდა, "კვარა" როგორც უნდა "ჩაკეტო", მას მაინც შეუძლია "გაგექცეს". უკვე წარმოუდგენელი ამბავია, ყველა ტურნირზე ერთად მას 33 წაუგებელი შეხვედრა აქვს, სადაც 20 გოლი გაიტანა და მატჩი, ფაქტობრივად, არ ჩაუგდია, ყველგან გამორჩეულია...

იტალიური ამბების დაწყების შემდეგ კვარა უფრო და უფრო მშვიდი და თავდაჯერებული ხდება. შემთხვევითი შეიძლება იყოს, რომ მისი შეცვლის დრომ ასე გადაიწია? სანაკრებო პაუზის შემდეგ მოთამაშეები გადაღლილები არიან და ამ დროს ხვიჩას ტიპის ფეხბურთელის ადრევე დასვენება ყველაზე ლოგიკურია ხოლმე, მაგრამ მწვრთვნელი ყველაზე კარგად გრძნობს, კვარაცხელიას ფიზიკურად კიდევ უფრო მეტი რომ შეუძლია. ისიც ვიცით, მოთამაშეები შეცვლას თავად ითხოვენ. ჩვენებურის შემთხვევაში ასეთი არ გვახსოვს, თავადაც დიდ ენერგიას გრძნობს.

ადრეც დავწერეთ, კვარაცხელიას ართმევები იგივე ესპანეთის ნაკრებთანაც გვინახავს და მალე ამ მხრივ სასაყვედურო არავის ექნებოდა და ხვიჩასგან მასაც შევეჩვიეთ, ისევე, როგორც მას მინდვრის ცენტრში და მარჯვნივ. ობიექტურად დავუშვათ, რომ საპირისპირო ფლანგზე მოთამაშე მატეო პოლიტანო იქნებ უფრო მეტი ბურთის მოპოვებას ახერხებს, შეტევაში ის ისეთივე პროდუქტიულია, როგორც ხვიჩა? შეცვლაზე შემოსული ირვინგ ლოსანოსგანაც საოცარი ვარდნა ვნახეთ, მაგრამ ლორენცო ინსინიეს წასვლის შემდეგ ლიდერად მოაზრებული მექსიკელი საკუთარ ფლანგზეც კი უალტერნატივო აღარაა...

მაინც ვილი სანიოლის ნათქვამს დავუბრუნდეთ და ხვიჩა "ცაში" ბოლომდე არ ავიყვანოთ. რატომ გვგონია წარმოუდგენელი, "ნაპოლიმ" სკუდეტო მოიგოს და ქართველი ჩემპიონატის საუკეთესო გახდეს? - ჰოდა, თუკი ასე არ მიგვაჩნია, მაშინ სეზონის განმავლობაში კიდევ უფრო მეტია საჭირო. ვხედავთ, რომ კვარაცხელიას თანაგუნდელებთან კომუნიკაცია უკვე გაუმჯობესებული აქვს, ცოტა ხანში უფრო თამამსა და კარგი გაგებით, სპორტულად "თავხედს" ვნახავთ, ძირითადი კი არ შეიცვლება - ის ისეთივე თავმდაბალ, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულ და კეთილ ბიჭად დარჩება.

• დავით 67

ძმურად მიმითითე რა წყარო სადაც მიხეილ მესხი უფროსი 6 ჯერ იყო დასახელებული საუკეთესოდ სსრკში. თუ 33 საუკეთესოში იყო დასახელებული ეგ სხვა ამბავია. მსოფლიო ნაკრებში რომ არ გაუშვეს ეს ყველამ ვიცით

• ამაშია საქმე

ხვიჩას მაგრად გაუმართლა სპალეტის შესანიშნავად მოთამაშე ნაპოლიში რომ მოხვდა.საოცრად ლამაზი ფეხბურთი ითამაშეს ამ ნაკლებად ცნობილმა ფეხბურთელებმა მათ შორის ჩვენმა ხვიჩამ.ვნახოთ ახალი მწვრვთვნელი რას იზავს.

• გიორგი

ვეთანხმები სტატიის ავტორს. ჩვენი ყველა დროის საუკეთესო მარცხენა გარემარბი იყო და არის მიხეილ მესხი. ზედიზედ 6-ჯერ იყო დასახელებული საუკეთესოდ საბჭოთა კავშირში (პირველ სეზონში საუკეთესო სამეულში შეიყვანეს). შედარებისთვის, ვლადიმერ გუცაევი 3 ჯერ იყო დასახელებული საუკეთესოდ ამავე პოზიციაზე. ყიფიანის გარდა ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი იყო ვინც მსოფლიო ნაკრებში მიიწვიეს, მაგრამ არც კი შეუტყვია ამის შესახებ; რუსებმა მის ნაცვლად იაშჩინს გაუწიეს რეკომენდაცია და მხოლოდ იმან ითამაშა სსრკ-ს მხრიდან უემბლიზე. ხვიჩა ძალიან ძლიერია ფლანგზე, მაგრამ ეს მაგის ერთადერთი კოზირი არ არის. ფლანგიდან ფლანგზე მაგის ბურთის გადანა პირველად რომ ვნახე გასაგები გახდა რომ პოტენციალურად მისი გავლენა მოედანზე გაცილებით ფართეა ვიდრე მხოლოდ მარცხენა ფლანგი მოედანის ერთი მესამედზე მეტოქის კარებთან. აქვს პოტენციალი გუნდის ლიდერი გახდეს და თამაშის წარმართვა თავის თავზე აიღოს. დროის და გამოცდილების ამბავია მხოლოდ.

• ქ. გ.

კომენტარს რომ კითხულობთ, მის თარიღს დააკვირდით.

• ჩემი აზრით

ვაღიაროთ არსებობს ორი ხვიჩა მარტამდე როდესაც ბრწყინავდა და მთელი საფეხბურთო სამყარო გააოცა და მარტის შემდეგ როცა აშკარად სხვა ხვიჩა იყო და ეს პირად ცხოვრებაში ცვლილებების გამო მგონია.ახლა იმედით ველოდები რომ ისევ მარტამდე ხვიჩა დაგვიბრუნდება.

• MARGALONA

ხვალე ყულმეფც ვაუორა ხვიჩა

• სოსო

ავთანდილ ღოღობერიძე!თბილისის დინამოს ლეგენდარული კაპიტანი!საბჭოთა და შესაძლოა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაშიც ერთადერთი ფეხბურთელი იყო,ვის წინააღმდეგ უხეშობასაც,თვითონ,მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელები უკრძალავდნენ,საკუთარ ფეხბურთელებს.ეს პატივისცემა დაიმსახურა უაღრესად ტექნიკური და ამავე დროს, კორექტული თამაშისათვის.

• emigrant

მარგალ-იტს წარმატებები Goooolუაფირო❤️

• Semi

ძლივს ადეკვატური სტატია დაიწერა ამ გვერდზე :)

• ვახო...

ყველაფერთან ერთად, განსაკუთრებით მომეწონა ბოლო სიტყვები,(კეთილ ბიჭად დარჩება) მასე გააგრძელე ხვიჩა... უდიდესი წარმატებები ჩვენს მარგალიტს!

• tngh

ხვიჩა ჯერ ახალგაზრდაა... ვეთანხმები ვილი სანიოლს. ცაში" აყვანამ ხშირად "ვარსკვლავური" დაავადება იცის. ფრთხილი უნდა ვიყოთ ყველა შეფასებაში... და წარმატებები ვუსურვოთ ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს!!!

• ქ. გ.

ნაპოლის დღევანდელი ვარჯიშის ვიდეო https://www.youtube.com/watch?v=dcGnxPgcybw

• კაპიტან გარდენბურგი

შემთხვევით დისლაიქზე დამეჭირა, ლაიქს ვწერდი. ამაში გეთანხმებით, უბრალოდ ემოციებია მაგარი და ჩანდა, თვითონ შეცვალა ეგრევე :)

• გადადექი

უნაკლო სტატია,ვერაფერს დავამატებ აი ჟურნალისტი,ყოჩაღ.

• G.LA

მომეწონა კარგი სტატიაა ნამდვილად. მჯერა უფრო უკეთესებსაც წავიკითხავთ რადგან უკვე ყველანი დარწმუნებული ვართ მწვერვალზე ხვიჩა უნდა ვიხილოთ. ეს ჩანს ყოველ ახალ ტურში და რაც უფრო მეტი დრო გადის უფრო გვიმტკიცდბა ეს აზრი. ჯერ სრულად მე-5-ც არ უთამაშია იმ დიდი მარათონისა რაც სერია A-ში და ლიგაზე იქნება.

• ვოოტ

თანამედროვე ფეხბურთი იმ უამრავი წვრილმანი მამაძაღლობისგან შედგება, რომელსაც ფეხბურთელთა აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან ხშირად მიმართავს, იქნება ეს მსაჯთან გამუდმებული წუწუნი, სიმულაცია, დროის გაყვანა, ბარათის მოთხოვნა, ამ ბოლო დროს უსაშველოდ გახშირებული და ყოვლად სამარცხვინო ხელის აწევა, აქაოდა ბურთი ჩემგან კი არა, მეტოქისგან გადავიდაო და სხვა. ხვიჩას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით ყველა ამ ცდუნებას ღირსეულად უძლებს და საუკეთესო გაგებით იმ მორაგბესავით იქცევა, უკადრებელს რომ არასდროს იკადრებს.. თუმცა ხანდახან ჟესტიკულაციით მაინც გამოხატავს უკმაყოფილებას (უმეტესწილად სამართლიანს) მსაჯის გადაწყვეტილების გამო, უფრო არა საკამათოდ, არამედ თითქოს ერთგვარად თავს იმართლებს ბურთის დაკარგვის გამო... ესეც მინიმუმამდე უნდა შეამციროს და დროთა განმავლობაში საერთოდ უნდა აუკრძალოს საკუთარ თავს, რაც საშუალებას მისცემს იმ უპირობო ავტორიტეტად ჩამოყალიბდეს მოედანზე, რომლის გულწრფელობაში ეჭვის შეტანა უკვე ნებისმიერ მსაჯს გაუჭირდება, ნებისმიერი მცველი კარგად დაფიქრდება, სანამ მის წინააღმდეგ იუხეშებს, ვეღარავინ გაბედავს მისთვის ისეთი "რაზბორკ"-ის მოწყობას, მილანელმა კრუნიჩმა რომ იკადრა და მის წინააღმდეგ ერთადერთი ხერხი, ალბათ, ზიდანისთვის მარკო მატერაცისეული ვიგინდარობაღა შერჩებათ, ამისთვისაც მზად უნდა იყოს... ეს ყველას არ შეუძლია და შესაბამისად, არც მოეთხოვება, ხვიჩას კი შეუძლია, რადგან ღირსება და პატიოსნება - არც ერთი ისწავლება, მას კი ბუნებრივად აქვს და მოსდგამს...

• თენგო

ხვიჩამ 70- 80 იანებში დააბრუნა ჩემი თაობა. როგორ ველოდებოდით მატჩის დღეს, რა საზეიმო განწყობა იყო ამ დღეს, რამდენა ენთუზიაზმი, ფეხბურთისა და ჩვენი ფეხბურთელებისადმი რამდენა სიყვარული გვქონდა. აი, ის ბედნიერი დღეები დაგვბრუნა ხვიჩამ ეს კაცი ღმერთისგან არის ჩვენთვის გამოგზავნილი

• გიორგი

თუ რას წარმოადგენს ხვიჩა ჩვენთვის, როგორ ვაფასებთ და გვეამაყება, ამაზე აღარ დავწერ. ობრალოდ არ მინდა ვინმემ ცუდათ გამიგოს, ანდა უზრდელობად ჩამითვალოს, მაგრამ … გოლის აღნიშვნა თავზე მიდებული ხელებით ვითო ყურებია (თუ როგორც არის) არ უხდება სამწუხაროდ.

• კაპიტან გარდენბურგი

მომეწონა სტატია. მეც ყველაზე მთავარი , რაც მის თამაშების შემყურე მახარებს ისაა, რომ ხვიჩას მიმართ ადამიანური კეთილგანწყობა გიჩნდება საოცარი. ღირსეული ადამიანია, თავმდაბალი და შინაგანად სწორი. ძალიან ძნელი იქნება ასეთ პოპულარობასთან გამკლავება, მაგრამ თითოეული ადამიანური, თავშეკავებული, მართალი ქმედება მოედნის გარეთ, უდიდესი ძალაა ჩვენი ქვეყნისთვისაც. კვარა ფაქტიურად სახე გახდა ისეთი ქართველის, რომელიც ევროპელებშიც და ჩვენშიც სტერეოტიპებს ანგრევს. თურმე შეიძლება ასე თამაშობდე და იყო ჯენტლმენიც, ღირსეულიც და კეთილიც. ბავშვებთან ავტოგრაფების ვიდეო მომწონს მაგრად :) ყველანაირი ზედმეტი გადაპრანჭვის მაგივრად მეგობრულად რომ მიუდგა. რასაც ვერ ვიტყვით ზოგიერთ სხვა ფეხბურთელზე. იმედია მიბაძავენ

• ქ. გ.

კარგი სტატიაა. რაც შეეხება რუსეთში "ჩავარდნილ" ბოლო სეზონს, არსებობს მარტივი მიზეზები: a) რაც უფრო კარგად თამაშობდა რუბინში, უფრო უმატებდა ფასს რუბინი; b) რაც უფრო კარგად თამაშობდა რუბინში, უფრო მაგრად ურტყამდნენ ფეხებში გამწარებული რუსი მცველები. ამიტომ მეც და ბევრმა სხვა გულშემატკივარმაც ურჩია (და თვითონაც მიხვდა): "რუსეთში თავი დაზოგე; ნუ ცდილობ; ნაკრებში გამოიჩინე თავი". ცუდ ფორმაში არ იყო. ნაკრებში ყოველთვის კარგად თამაშობდა.

• გიორგი ვარშავიდან

კარგი ანალიზია ვეთანხმები ყველაფერში ! ხვიჩა მაგარია , ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი კლასის ფეხბურთელები და სპორტსმენები !

• aburjga

კვარაცხელიას ლაპარაკს, თავის დაჭერას, მოქმედებებს, მის ფეხბურთს რომ ვუყურებ არა მგონია ის ბიჭი იყოს (თუმცა ამაში ცუდი არაფერია)?! ვფიქრობ ხვიჩა პირდაპირ კაცად გააჩინა მისმა დედიკომ!

• სოსო

3-0 რომ დარჩენილიყო პირველი ტაიმის შემდეგ,ვფიქრობ სპალეტი მასაც ადრევე დაასვენებდა,მაგრამ 3-1 იყო,ტორინო კიდევ ცდილობდა ანგარიშის შეცვლას,პოლიტანომ კი,ტრავმის გამო დატოვა მოედანი.სპალეტიმ, უბრალოდ, ვეღარ გარისკა,ხვიჩას დასვენება,რადგან მეტოქის დაცვას ბოჭავდა და წინ თამამად წასვლის საშუალებას უსპობდა.თვითონ ხვიჩაც ვეღარ იღებდა ბურთს,მაგრამ მისგან საფრთხეს სულ გრძნობდა მეტოქე და ეს იყო მთავარი.შეცვლა მაშინ განხორციელდა,როცა სპალეტი დარწმუნდა,რომ ორბურთიან უპირატესობის აღმოფხვრას,ტორინო ვეღარ მოასწრებდა და ტრავმა მოშუშებული ლოზანოც, საკმაოდ აქტიურად ჩაერთო თამაშში.მთელი მეორე ტაიმი,ნაპოლიმ,ენერგიის დაზოგვით,ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშში ჩაატარა.შუა კვირაში ხომ,ჩემპიონთა ლიგის თამაში ელის.ჰოდა ხვიჩას მოედანზე ყოფნა,საუკეთესო საფრთხობელა იყო,ტორინოსათვის.მისი გოლის შემდეგ კი,კიდევ უფრო მეტად.

• გელა

მართლა თარგმნონ იტალიელებმა იქნებ, ადრეც თქვეს აქ

• ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი

ვაა, რა კაი სტატიაა

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ