ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ოჯახური საქმეები

ოჯახური საქმეები

გთავაზობთ მასალას ვარსკვლავური ნათესავების შესახებ, რომლებმაც ჩოგბურთში ან სპორტის სხვა სახეობაში გამოიჩინეს თავი
ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა შვილი მშობლების ან რომელიმე სხვა ნათესავის საქმეს აგრძელებს. ასე იქმნება სახელგანთქმული დინასტიები თეატრში, კინოში, სპორტში... სპორტსმენების მაგალითები მართლაც ძალიან ხშირია, რადგან ბავშვი საკუთარი თვალით ხედავს ცოცხალ მაგალითს და უნებლიედ სპორტის მიმდევარი ხდება. ამ მხრივ არც ჩოგბურთია გამონაკლისი.

დღეს გთავაზობთ მასალას ვარსკვლავური ნათესავების შესახებ, რომლებმაც ჩოგბურთში ან სპორტის სხვა სახეობაში გამოიჩინეს თავი.

რა თქმა უნდა, ყველაზე ცნობილი და ტიტულოვანი ნათესაური წყვილი შექმნეს რაფაელ ნადალმა და მისმა ბიძამ, "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ცნობილმა ფეხბურთელმა მიგელ ანხელ ნადალმა. ესპანეთის ხუთგზის ჩემპიონი, ჩემპიონთა თასის მფლობელი (1992), მსოფლიოს სამი ჩემპიონატის მონაწილე მიგელ ანხელი იოჰან კრუიფის ლეგენდარული გუნდის დაცვის ლიდერი იყო. სამწუხაროა, რომ ჩოგბურთელი დავიდ ფერერი და იმავე "ბარსელონაში" უფროსი ნადალის პარტნიორი ალბერტ ფერერი ნათესავები არ არიან, თორემ ძალიან საინტერესო სურათს მივიღებდით. რაფამ უკვე დიდი ხანია აჯობა ტიტულებითა და პოპულარობით თავის ბიძას.

საფრანგეთის ნაკრების ორ ლიდერს - გაელ მონფილსსა და ჟო-ვილფრიდ ცონგას მამები სპორტსმენები ჰყავდათ. თუ რუფინ მონფილსმა ფეხბურთში განსაკუთრებულ წარმატებებს ვერ მიაღწია, დიდიე ცონგა ხელბურთში კონგოს ნაკრების წევრი იყო. მართალია, არ ვიცით ხელბურთის რა დონეა აფრიკის ამ ქვეყანაში, მაგრამ ეროვნული ნაკრები ყოველთვის მაღალი დონეა.

"საფეხბურთო" ნათესავები ჰყავს კიდევ ორ ცნობილ ჩოგბურთელს. ფრანგი მიკაელ ლოდრას მამას 1973-74 წლების სეზონში "პარი სენ-ჟერმენში" მხოლოდ სამი მატჩი აქვს ჩატარებული. სამაგიეროდ, ენდი მიურეის ბაბუამ როი ერსკინმა გასული საუკუნის 50-იან წლებში შოტლანდიის უმაღლეს დივიზიონში ითამაშა. მართალია, ეს "სელტიკისა" და "რეინჯერსის" შემადგენლობაში არ მომხდარა, მაგრამ მაინც.

სახელოვანი ბაბუა ჰყავდა ლატვიელ ერნესტ გულბისს. რიგის სკა-ს შემტევი მცველი ალვილს გულბისი ზედიზედ სამჯერ იგებდა კალათბურთში ევროპის ჩემპიონთა თასს. ეს 1958-60 წლებში მოხდა. უფროს გულბისს სსრკ-ის ნაკრებშიც იწვევდნენ. იქ დიდი ხანი არ უთამაშია, რადგან ძალიან დიდი კონკურენცია იყო.

რა თქმა უნდა, ეს სია არასრული იქნება მშობელი ჩოგბურთელების გარეშე. ასეთი ორია და ისინი ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს. ორივე ალექსანდრეა, ორივე ცნობილი მწვრთნელი. ორივე ავარჯიშებდა ალექსანდრ მედვედევს. ორივეს ვაჟს ჰქვია ალექსანდრე და გვარებიც ჰგავს ერთმანეთს. ერთია ბოგომოლოვი, მეორე - დოლგოპოლოვი. თუმცა უკრაინელი უფრო ახალგაზრდაა და ნიჭიერი რუს ამერიკელ ალექსზე. სამაგიეროდ, უფროსი ბოგომოლოვი ლარისა სავჩენკოსთან და ევგენი კაფელნიკოვთან მუშაობდა.

ქალებს შორის "სპორტული" ნათესავების მხრივ უფრო საინტერესოდ არის საქმე. ჩამოთვლა დავიწყოთ მსოფლიოს პირველი ჩოგანით კაროლინ ვოზნიაცკით. ის საერთოდ დანიელად იმის წყალობით დაიბადა, რომ მისი მამა, ფეხბურთელი პიოტრ ვოზნიაცკი ოდენსეს "ბოლდკლუბენში" გადავიდა. ეს კლუბი ერთ დროს დანიის ჩემპიონი იყო, მაგრამ ახლა ქვეყნის მეოთხე დივიზიონში თამაშობს. ამის ფონზე კაროლინის ძმა - პატრიკი, რომელიც მეორე ლიგის კლუბ "ჰვიდოვრეში" გამოდის, ნამდვილ ვარსკვლავად გვევლინება.

ამ სპორტული ოჯახის ისტორიას დავასრულებთ ანა ვოზნიაცკით. ჩოგბურთელის დედა ფრენბურთში პოლონეთის ნაკრების წევრი იყო. თუმცა ოჯახური ტრადიციის მიხედვით, სწორედ მისი გამოსვლის წლებში ერთ დროს ეს უძლიერესი გუნდიც ქვემოთ დაეშვა. სხვათა შორის, ანას წასვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ პოლონეთის ეროვნული ნაკრები ელიტას დაუბრუნდა და ზედიზედ ორჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი. იქნებ "დიდი სლემის" ტურნირებზე კაროლინ ვოზნიაცკის უიღბლობის მიზეზი ჩოგბურთელში არ უნდა ვეძიოთ?!

კიმ კლაისტერსს "დიდი სლემის" ტურნირებთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგში აქვს. თუმცა მისი მშობლებიც გაცილებით მაღალ დონეზე გამოდიოდნენ. კიმის დედა - ელს ვანდეკეტსბეკი ტანმოვარჯიშე იყო და ბელგიის ჩემპიონატი მოიგო. მამა - ლეო კლაისტერსი უფრო ცნობილი გახლდათ. "მეხელენის", "ლიეჟისა" და სხვა კლუბების ცენტრალური მცველის კარიერა ბელგიური ფეხბურთის ოქროს ეპოქას დაემთხვა. "მეხელენთან" ერთად ლეომ 1988 წელს მოიგო თასების მფლობელთა თასი და ევროპის სუპერთასი. ბელგიის ნაკრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ორ ჩემპიონატსა და ევროპის 1984 წლის პირველობაზე. სამწუხაროდ, 2008 წლის იანვარში ლეო კლაისტერსი ფილტვის კიბოთი დაავადდა და ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა.

სხვათა შორის, მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში ბელგიისა და სსრკ-ის მატჩში ლეო კლაისტერსი შეცვლაზე შევიდა მოედანზე და შეიძლება სერგეი ბალტაჩას წინააღმდეგ ეთამაშა, მაგრამ კიევის "დინამოს" ლეგენდა და ბრიტანელი ჩოგბურთელის ელენა ბალტაჩას მამა იმ ტურნირის ტრავმის გამო ტოვებდა. სხვათა შორის, ელენასაც სპორტული ოჯახი აქვს. მამის გარდა ფეხბურთს თამაშობს მისი ძმა - სერგეი. დედა - ოლგა ბალტაჩა კი ხუთჭიდსა და შვიდჭიდში ოლიმპიადებზე გამოდიოდა.

საერთოდ, საბჭოთა სპორტულმა წყვილებმა ბევრი ცნობილი ჩოგბურთელი გამოზარდეს. მაგალითად, ვერა ზვონარევას მამა - იგორი ბურთის ჰოკეის თამაშობდა, დედა - ნატალია ბიკოვა ბალახის ჰოკეის მოთამაშე იყო და 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოთხი წლით ადრე, მონრეალის თამაშებზე 4x400 მეტრზე ესტაფეტაში ბრინჯაოს მედალი მოიგო ნადეჟდა ილინამ - ნადეჟდა პეტროვას დედამ. სვეტლანა კუზნეცოვას მშობლებმა ბედი ველოსპორტს დაუკავშირეს. დედამისი გალინა ცარიოვა მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი და მსოფლიოს ოცი რეკორდის მფლობელი იყო, ჩოგბურთელის მამა - ალექსანდრ კუზნეცოვი კი ცნობილი მწვრთნელი.

რუსებს არ ჩამორჩებიან "სოციალისტური ბანაკის" სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. ბულგარელი ცვეტანა პირონკოვას მშობლებმა ცხოვრება სპორტის საწყლოსნო სახეობებს დაუკავშირეს. მამა - კირილ ენჩევი ბულგარეთის ჩემპიონი იყო აკადემიურ ნიჩბოსნობაში, დედა - რადოსვეტა ჩინკოვა ცურვაში. ბოიანა იოვანოვსკის მამა ზორან იოვანოვსკი ფეხბურთს თამაშობდა, ანდრეა პეტკოვიჩის მამამ (ისიც ზორანი) კი გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ორი მატჩი ითამაშა დევისის თასზე იუგოსლავიის ნაკრების რიგებში: ერთი მოიგო, მეორე - წააგო, თუმცა ლეგენდარულ ილიე ნასტასესთან მარცხი სულაც არ იყო სამარცხვინო.

სხვათა შორის, როლან გაროსის წლევანდელი ჩემპიონის ნა ლის მამა ბადმინტონს თამაშობდა და მისი ქალიშვილი სპორტულ კარიერას სწორედ ამ სახეობაში იწყება. ხოლო "სპორტული" ნათესავების რაოდენობის მხრივ აშკარა რეკორდსმენად უნდა მივიჩნიოთ ამერიკელი ჩოგბურთელი კოკო ვანდევეგე. მისი ოჯახი თავიდანვე კალათბურთთან იყო დაკავშირებული. სპორტსმენის ბაბუა და მისი ბიძაშვილი - ერნი ვანდევეგე და მელ ჰათჩინსი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის, კერძოდ, "ნიუ იორკ ნიქსის" ვარსკვლავები იყვნენ. კოკო ბიძამ, ერნი "კიკი" ვანდევეგემ კი NBA-ში 13 სეზონის გატარება მოასწრო და შემდეგ "ნიუ ჯერსი ნეტსის" მწვრთნელობასაც გამოკრა ხელი, თუმცა ეს საქმე მაინც და მაინც კარგად არ გამოუვიდა. მართალია, ბოლო ცნობა სპორტს არ უკავშირდება, მაგრამ ჩოგბურთელის ბებია - კოლინ კეი ჰათჩინსი 1952 წელს "მის ამერიკა" გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მხოლოდ 1 გეიმი - ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

უცნაურია - მუსეტიმ ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო

ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა

გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან

FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია

"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა

[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა

პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე