<p><p>"პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე "კვარას" შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვიჩამ იმ 2 მომენტის გამო ბოდიში მოიხადა, როცა თანაგუნდელებს პასი არ გაუკეთა. იტალიელის თქმით, ჟურნალისტები 21 წლის გარემარბზე დიდ ზეწოლას ახდენენ, რაც მასზე ცუდად აისახება.</p><p>"გამარჯვება საიდან მოდის? გუნდური თამაშის გარეშე ჩემპიონობის მოპოვება წარმოუდგენელია. ძლიერი ინდივიდუალისტები გვყავს, თუმცა გუნდურობა არ უნდა დაიკარგოს. ლოსანო და კვარაცხელია მცველებს ხშირად ეხმარებოდნენ. ხვიჩამ ბოდიში მოიხადა 2 ეპიზოდისთვის, როდესაც თანაგუნდელებს პასი არ გაუკეთა.</p><p>ის ძლიერია და შეუძლია გააკეთოს ის, რაც მოსწონს? არა, ასე არ არის, რადგან როდესაც თანაგუნდელი თავისუფალია და მას არ იმჩნევ, მეორე ეპიზოდში იმავეს თვითონ გააკეთებს. თქვენ აშორებთ კვარაცხელიას გუნდს და არა მე, როდესაც მუდმივად მასზე საუბრობთ და თვლით, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ხვიჩა კარგად მოიქცა და ბოდიში მოიხადა. გოლები ყველამ გაიტანა და არამხოლოდ რასპადორიმ, ოლივეირამ დიდებული საგოლე პასი გაუკეთა. აღიარება გუნდური შედეგებით მოდის და არა ინდივიდუალურით" - განაცხადა სპალეტიმ.</p><p>შეგახსენებთ, "ნაპოლი" მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია. "პარტენოპეი" 9 ოქტომბერს, სერია A-ს მე-9 ტურში, "კრემონეზეს" ესტუმრება.</p><p><a href="/index.php?option=com_content&view=article&&catid=128:&Itemid=305" target="_blank"><img class="insert_article_img_title" src="/media/images/new_photo/2022/16-30SEP/03/5-kvaracxelia_c405f.jpg" border="0" alt="alt" title=""მატჩის შემდეგ ხვიჩამ ბოდიში მოიხადა" - სპალეტიმ კვარაზე ისაუბრა" style="height: 50px; width: 50px;" />"მტაცებელივით მოქმედებს - ვან გოგი? არა, კვარავაჯო" - "ნაპოლი" ხვიჩაზე</a></p><p><p><p><br></p>
ი.ნ.-ს
დრაკონი არა, დრაკულაა. რასპადორის სისხლს სწოვს დროდადრო. ოსიმენი ხომ ისეც ვიცით, რა დღეში ჩააგდო. :))
nika
აი ზუსტად მაგ "ზედმეტმა გუნდურობამ" მოკლა ფეხბურთის სანახაობრივი დონე. დღევანდელ ფეხბურთში საჭიროა მეტი იმპროვიზაცია, კაცის მოტყუება, დრიბლინგი, შორიდან დარტყმები და ა.შ. და არა უაზრო პასები წინ და უკან მარჯვნივ და მარცხნივ. ზოგადად ფეხბურთელი კუთხურის ხაზთან რომ მივა და მოედნის ცენტრისკენ პასს დააბრუნებს, სწორია? სრული თავისუფლება სჭირდება ხვიჩას და არა რაღაც ჩარჩოებში მოქცევა.
დავით 67
ე.ი შენი აზრით ხვიჩა "დაუყენებელი" ფეხბურთელია ? გუშინ დაიწყო თამაში?
დავით67
სად არ არის ცუდი კაცი? ოჯახში?დიმიტრი გელოვანი?
მამუკა
მაგარი მწვრთნელია სპალეტი და კარგი ადამიანი, ხვიჩასგან სერიოზულ ფეხბურთელს დააყენებს თუ დაუჯერებს, ვინისიუსი რეალში რომ მოვიდა ხვიჩაზე მეტ დრიბლინგს აკეთებდა, მაგრამ შედეგი იყო ნული იმიტომ რომ პასი არ იცოდა, რეალი გაყიდვასაც უპირებდა,დღეს სულ სხვა ვინისიუსი ჰყავს რეალს, დრიბლინგი, პასი და გოლი სამივე ათვისებული აქვს, ეს უნდა ზუსტად სპალეტის რომ დროული პასი ასწავლოს ხვიჩას და როგორც ფეხბურთელი უფრო დახვეწოს
Charley
სპალეტიც კი რომ ასე საუბრობს უკვე დიდი აღიარება მეორე მხრიდან რო შეხედო, ის რასაც დღეს სპალეტი ითხოვს ხვიჩასგან არის სრულიად სწორი და ხვიჩას სუპერ ვარსკვლავად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი, ინდივიდუალურად ხომ სუპერია ვიცით, აი გუნდურადაც სუპერი რო გახდება მერე წარმოიდგინეთ საერთოდ რეებს დაატრიალებს, პირიქით მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ ლოკალურ კონკრეტული თამაშის შედეგისთვის მარტო არ აინტერესებს და მაშინაც კი როცა 3-1 იგებენ შუაზე იხევა შვილივთ უყვირის კვარაა კვარააა ამხელა კაცი.. ცალკე საკითხია ვინ როგორ თარგმნის სპალეტის სიტყვებს, სამი თარგმანი რო წაიკიტხო სამივე ერთმანეთისგან განსხვავდება. სპალეტის მიზანია წელსვე ტიტულები დაიდოს, და ამას მარტო ერთი კაცი ვერ იზამს, და ვერც კვარა, მაგას ჭირდება მაგარი გუნდური თამაში. კვარა სპალეტის გულის სიღრმეში უმთავრესი ჯილაა მაგრამ საჭიროა ასე და ეს თვითონ კვარასთვისაც უკეთესია. სპალეტის ეს რეპლიკები კრიტიკა არაა ეს არის კვარას მოტივაციის არ განელების ყოველთვის ტონუსში ყოფნის მამოძრავებელი მთავარი მიზეზი. შედეგები კი ყველაფერს მეტყველებს არ დაგავიწყფეთ ჯერ კვარა ნაპოლში სულ რაღაც 3 თვეა რაც არის.
ერთი
სპალეტი არ არ ცუდი კაცი. თქვენ ელემენტალური არ გესმით იქ რა ხდება
დავით67
ხშირ შემთხვევაში მწვრთნელებს ფეხბურთელები ხდიან პოპულარულებს. რომ არა ბენი მაკარტნი,როცა მან მანჩესტერს ბოლო წუთებზე გაუტანა და პორტუ ფინალში გაიყვანა,დღეს მაურინიოს გვარი არავის ეცოდინებოდა. სპალეტის უკვე არ სჭირდება პოპულარობა, მაგრამ ისიც ხომ იცის რომ გადამწყვეტ მომენტში ვარსკვლავები იგებენ თამაშს. აქ როგორც ზოგს ჰგონია, თითქოს მას ვინმესი შურს, მე ასე არ მგონია . ის უბრალოდ ეგოისტურად უდგება ნიჭიერ ფეხბურთელებს. მას უნდა რომ მისი ხელი ეტყობოდეს გუნდს. ყველამ ვიცით რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია, მაგრამ ყველა ფეხბურთელს თავისი ადგილი აქვს. მისმა მოწოდებამ ხვიჩაზე უკან დახევამ, კინაღამ სერიოზული ტრამვა მიაღებინა.გასაგებია რომ ტრამვა ყველგან შეიძლება მიიღო, მაგრამ ხვიჩას რა უნდა დაცვაში? ერთი ბურთის სხვაობით იგებდა გუნდი თუ ბოლო წუთები იყო. არ ვიცი მე არ მომწონს სპალეტის დამოკიდებულება ხვიჩასადმი.რა საჭირო იყო ამ ბოდიშის მოხდა საჯაროდ გამოეტანა. ბოლოს თუ დააკვირდით როცა უკვე 5-1იყო და შეცვლაზე შემოსულებს ყველას თვითონ უნდოდათ გაეტანათ. არავინ პასს არ იძლეოდა საჯარიმოში. იმათმა არ მოიხადეს ბოდიში? ან საერთოდ ფეხბურთში ვის რაში სჭირდება ბოდიშობანა. მესმის როცა კაცს ძალიან ეუხეშე მაშინ.
ირაკლი ქუთაისელი
ნაკრებში თამაშის დროს პასი რომ არ მიცეს რამდენჯერმე საგოლე პოზიციაზე მყოფს და ის თამაში წავაგოთ მაშინაც შეწუხდებით დათრგუნვაზე?
ი.ნ.
მეჩვენება, თუ ეს უშნო კაცი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს კვარაზე? ის მას თრგუნავს და ინიციატივას უკარგავს. ნიჭს თავისუფლება სჭირდება. ამ კომპლექსავიკ კაცს საშუალო ფეხბურთელები უნდა რომ ჰყავდეს, რომ მთელი დიდება თვითონ მიიწეროს. გადასარჩენია ეს ბიჭი ამ ურჩხულისგან. რა ბოდიშები, ფლეიმეიკერია კვარა, სხვებს რომ გოლი გააქვთ, იმიტომ, რომ დაცვა მასზეა მიჯაჭვული და სხვები თავისუფლად გრძნობენ თავს. ეს ვინაა, ეს დრაკონი მართლა!
ირაკლი ქუთაისელი
თუ მალე იღლება და დაცვაში არ უნდა ჩავიდეს ფეხბურთელიც არ ყოფილა
ბექა
რომ არა ხვიჩას ღვთისგან დამადლებული ნიჭი, სპალეტი უკვე გადააქცევდა საშუალო დონის ფეხბურთელად როგორიც უამრავია ევროპაში. ის რაც მას ხდის უნიკალურს და ალაპარაკრბს ანრის და სხვა ფეხბურთის გურუებს, არ მოსწონს სპალეტის და აი გული მისკდება. ამ თამაშში იყო კარგი და ტორინოსთან ერთი ერთზე დარჩენილია მცველთან და პარტნიორს ეძებდა რომ პასი გაეკეთებინა. გული მომიკვდა, ხვიჩას რომელიც შვედეთის, ესპანეთის, საბერძნეთის დაცვას არღვევს არის შებოჭილი სპალეტის ხელში. ნეტა ვცდებოდე, ნეტა მეჩვენებოდეს, უბედნიერესი ვიქნები. ჩემი მესამე კომენტარია ამ სტატიაზე და ბოდიში ჩემო ქართველებო, მაგრამ ეს რომ არ დამეწერა არ ვიქნებოდი ჩემ თავთან და ხვიჩასთან მართალი იმიტომ რომ არაფერი საბოდიშო მას არ გაუკეთებია. ბოდიში სპალეტის უნდა მოიხადოს!!!
ბექა
P.S. რაც შეეხება სპალეტის, გადახედეთ მის კარიერას. აბსოლუტურად ყველა გუნდში საუკეთესო მოთამაშესთან ქონდა პრეტენზიები და კონფლიქტები რაც ნიშნავს იმას რომ ან უბრალოდ დაკომპლექსებულია როცა მასზე მეტად სხვას აქებენ, ან ლიდერისგან ყველაზე მეტს მოითხოვს. ორივე შემთხვევაში მე ამაყი ვარ, რადგან ეს ნიშნავს რომ ჩვენი ბიჭი საუკეთესო ნაპოლიში❤️
Ggg
Me ar vetanxmebi im azrs rom titqos aseti saubrebit icavs spaleti xvichas, ubralod spaletis gamokvetili lideri ar uyvars rogorc gvardiolas, spaleti chemshi namdvilad ar iwvevs simpatiebs geniosis saxes ighebs da xvichas akritikebs. pepmac veraferi rom ver moigo imitom iyida halandi, bodishis moxdaze tu midgeba saqme mtel gunds bodishi aqvs mosaxdeli xvicha mteli tamashi 7jer sheexo burts goli gaitana da sagolec, bevri ityvis spaletize meti icio magram spaleti araa ancheloti da fergiunsoni , tu aseti magari iyo amdeni wlebia ra moigo. Xvichas magrad akompleqseben, gushin vgijdebodi ramden momentshi ar ardzleven pass, bodishi qartuli shrifti ar maqvs.
maroko
ხვიჩა რომ ძალიან მაგარია ეს ყველამ ვიცით მაგრამ ისე არ უნდა მოხდეს ამ ყველაფერმა ხვიჩას ურთიერთობა არ გაუფუჭოს სხვა ფეხბურთელებთან რაც ყველაზე მთავარი
კრაზანა
შენი ჩემი ძმა საგოლე პასებს და მოპოვებულ პენალტებს არ ცნობ თუ რაია ბიჯო? ამ თამაშში პირველი გოლის საკვანძო პასი კვარასი იყო მოძრაობა იდეალური მაგის მერე მერე უმნისვნელოვანესი გოლის საგოლე პასი გააკეთა ... მილანთან? ლაციოსთან? რეინჯერსთან?
ბექა
ლოზანომ მოგიხადა ბოდიში უამრავი მომენტი რომ გაანიავა? დი ლორენცომ მოგიხადა ბოდიში პასის მაგივრად რომ დაარტყა და მომენტი გააცუდა? სიმეონემ? რასპადორიმ? ანგისამ? ნდომბელემ? რაჰმანიმ? ელმასმა? რომელი ფეხბურთელი იყენებს ყველა მომენტს? ასეთი ფეხბურთელი არ არსებობს. ყველაზე კრიტიკული მე ვარ ხვიჩას მიმართ როცა თამაშობს და ჩემი გულის ცემა 140-ზე ადის ხოლმე, მაგრამ ამ თამაშში ყველაფერი კარგად გააკეთა. იმ მომენტში როცა მეკარე წინ იყო გამოსული და კვარამ დაარტყა, მე არ მეგულება ფეხბურთელი რომელიც იგივეს არ გააკეთებდა და 50%-ზე მეტი ვერ მოახვედრებდა ბურთს კარში. 18 დარტყმა ქონდა თუ არ ვცდები ნაპოლის, აქედან ხვიჩამ ერთი გაატანინა, ერთი თავად გაიტანა, 2 ჯერ მეკარემ აუღო და ერთხელ მილიმეტრებით ააცილა. ბრავო ხვიჩა ❤️❤️❤️
Dyablo
კონტენტის დამახინჯება აქ მოდაშიაა..მე ვსაუბრობ სისტემატიურ დაცვაზე.არცერრთი არაკლასიკური ვინგერი რომელიც მეორე ფორვარდი უფროაა არ თამაშობს სისტემატიურ დაცვას ეს არის ბოდვაა.მაგალითს ვერ მომიყვანთ თანამედროვე ფეცბურთში მსგავს.ზონური თავდაცვის პრინციპით ხშირად ამას აკეთებენ ნახევარმცველები.მოვიყვანე მაგალითი ვინიციუსი როგორ უნდა გამოიყენოს სპალეტიმ რომ უფრო მეტი პოტენციალი გამოავლინოს როგორც გუნდურად ასევე ინდივიდუალურად.ვინიციუსიც ბევრჯერ კარგავს ბურრთს მაგრამ კარლო აძლევს შეცდომების უფლებასაც უდგება ისე როგორც მოთამაშისგან რა შეიძლება მიიღოს.ვინიმ რომ სტაბილურად წინ და უკან ირბინოს რასაც აკეთებს იმის ნახევარსაც ვერ გააკეთებდა.მაგას კარდიო უნდა.მერე იძახიან ხვიჩას კარდიო არ უვარგა ფიზიკურად სუსტიაა.მიდი აბა ყველადაკარგულ ბურთზე შენი გუნდის ირბინე უკან მერე წინ წადი სასწაულები აკეთე.ძალიან რთულია.მეტი შეუძლია თუ დაცვაში ნაკლები დავალება ექნება.აქ ხალხი უდგება ხვიჩას ჩვეულებრივ ფეხბურთელად.ძალუინ მაგარი რომაა ამიტომაც უნდა ჰქონდეს მეტი თსვისუფლება.ესე ქონდა რონალდოს.მესის..მბაპეს ნეიმარს მაგათი დაცვა არ გაიშვას არსად. სად გინახუიათ რონალდოს.ნეიმარის.მბაპეს.მესის დდაცვა. სპალეტი რიგ ეპიზოდებში აჭარბებს კვარაზე.
დავითი
სპალეტი სწორად იქცევა ჯერ-ჯერობით რომ არ არტყმევინებს პენალტს. პენალტს არ სჭირდება განსაკუთრებული ფეხი, გადამწყვეტი პენალტის შესრულება 99%-ით ფსიქოლოგიური მომზადების შედეგია, თორემ ვარჯიშზე ნებისმიერი დაბალი ლიგის მოთამაშე 10-დან 9-ს მაინც გაიტანს, მაგრამ იგივეს, იმავე მეკარის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ გააკეთებს. აბა დაფიქრდით, რა წნეხი იქნება ხვიჩაზე პენალტი რომ ააცილოს. ფსიქოლოგიურად მისთვის ძალიან რთულ პერიოდში (სრულიად ახალ რეალობას ეჩვევა), საერთოდ არ არის საჭირო კიდევ დამატებითი გამოცდები და არასაჭირო წნეხი. ცოტა მოთმინებაა საჭირო, ყველაფერი ერთდროულად არ ვარგა, შეიძლება გადაიწვას ადამიანი.
სახ
აი ყველაფერი, რასაც სპალეტი ამბობს ემსახურება იმას, რომ ხვიჩა უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი გახდეს და საკუთარი პოტენციალი გამოიყენოს, აქ კიდე ვინც ლანძღავს უბრალოდ რეალობის აღქმა არაქვთ და კვარაზე ბრმად უნდათ, რაღაც საფეხურების გარეშე რომ ყველამ აღიაროს და მის ნაკლს არც ხედავენ, მორჩით ამ გაკერპებას და მიეცით საშუალება კვარას განვითარდეს
ნერაძური
კარგი სიტყვებია, ,,რადგან როდესაც თანაგუნდელი თავისუფალია და მას არ იმჩნევ, მეორე ეპიზოდში იმავეს თვითონ გააკეთებს''! ხვიჩას წარმატების საიდუმლო კი თავმდაბლობასა და ნიჭშია, ყველაფერი წინ აქვს ამ ოქროს ბიჭს
კობა
გაიხარე ხვიჩა ჩვენი გახარებისთვის. წარმატებები. მეგობრებო, ქართველებო, ნაპოლის გვერდზე ზედმეტი აქტიურობით უნებურად უხერხულობა არ შევუქმნათ სპალეტისთან და თავისი გუნდის სხვა მოთამაშეებთან. გთხოვთ ამას ყურადღება მივაქციოთ. წვრილმანია, მაგრამ ზოგჯერ წვრილმანებსაც აქცევენ ყურადღებას. ისინიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან. პრესკონფერენციაზეც ქართველი ჟურნალისტისგან ყოველ ჯერზე ხვიჩაზე კითხვის დასმაც უკვე ზედმეტი მგონია. ჩვენ კი გვიხარია, მაგრამ უნებურად რამე არ გავაფუჭოთ!!!
ზურაბ
რა სისულელეა. უნაკლო ხალხს თუ ეძებს სპალეტი, რომის პაპს მიაკითხოს, უნაკლო ვარო ის იძახის
შაკო
ისე, კვარას კუთხურიდან საჯარიმოში ჩაწოდედულიც საგოლე პასია და ოლივიერას მიერ ხვიჩაზე გაკეთებული იდიალური პასი,როდესაც საჯარიმოში ორი მცველი მოჭრა და მარტოდ დატოვა მეკარესთან? კვარა რომ გუნდურად არ თამაშობს ისიც ფაქტია, თითქოსდა გუნდი ცალკე თამაშობს და ის ცალკე, ამიტომაცაა გუშინაც და ტორინოსთან თამაშისას მიიღო არც ისე მაღალი შეფასება, მიუხედავათ იმისა რომ ორივე თამაშში გოლი გაიტანა.გუშინაც ისე ამოკეტეს ერთი დრიბლინგი ვერ განახორციელა, რამდენიც სცადა ყველა წაართვეს,2-ჯერ თუ 3-ჯერ მიეცა საშუალება თანაგუნდელისთვის ბოლო პასი გაეცა და ყველაჯერზე თვალდახუჭული კარში დაარტყა. მგონია მისი ტალანტის პატრონი დროთა განმავლობაში დაიხვეწება, უფრო თანამედროვე და სოლიდურ ფეხბურთს ითამაშებს და გასახდელში ბოდიშის მოხდაც აღარ მოუწევს. თორემ რა გამოდის? ნაპოლმა სამ ტურში 13 გოლი გაიტანა და აქედან კვარას ანგარიშშზე, რომელიც გუნდის ლიდერად და ლამის მეგა ვასკვლავად შევრაცხეთ, მხოლოდ ერთია ისიც 6-1 მოგებულ თამაშში გატანილი მე-5 გოლი.
Givi
Ertxel ki 1-1 ze,magram meored rodis unda mieca? Nu ar vici spaleti an supermotamashes gaxdis kvaras an magrad utkdeba masze magrad xvichas rom aqeben da sukvelas kvara rom akeria pirze...
დავითი
სპალეტი ცდილობს ოდნავ გაანეიტრალოს ის უსაზღვრო ქება-დიდება რაც ხვიჩას მისამართით მიდის და რაც უდიდესი წნეხია 21 წლის ბიჭისთვის. თქვენ წარმოგიდგენიათ, ამ ასაკში რამხელა ემოციური დატვირთვაა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ყოფნა? თან არ დაგავიწყდეთ, კვარა ხასიათით არ ჩანს ის ადამიანი, რომელსაც ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს და სჭირდება. მე, 40 წლის კაცი ვვარდები უაზრო ეიფორიაში, როდესაც ვინმე რაღაც სისულელეზე მაქებს და წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ეს მსოფლიო ნიაღვარი 21 წლის ბიჭისთვის. ახლავე თუ არ მოემზადა ფსიქოლოგიურად, რომ ერთ დღეს, ერთი ჩავარდნილი თამაშის ან აცილებული პენალტის გამო შეიძლება ასევე მთელმა მსოფლიომ მიწაში ჩადოს, იმ რთულ მომენტში ძალიან გაუჭირდება და, შეიძლება, კარიერადაც დაუჯდეს. მოკლედ, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო, პირველ რიგში კვარასთვის არის ეს აუცილებელი. ყველა დიდი სპორტსმენის წარმატება, უდიდეს ფსიქოლოგიურ მომზადებაზეა დამოკიდებული.
ირაკლი
რა უნდა ამ კაცს, რატომ შურს, ვერ გავიგე, ამ რას ჭორაობს შიდა გუნდურ საქმეებს გარეთ?! ვინმე პასუხის გამცემი არ არის მანდ?
ირაკლი
მართალია სპალეტის დამსახურებაა ხვიჩას შედეგიანი თამაში, მაგრამ ბევრს ლაპარაკობს საჯაროდ რასაც არ უნდა ლაპარაკობდეს მწვრთნელი, ჩემი აზრით ეშლება.
რრრ
მართლა ვერაფერი გავიგე რა, მაშინ ადგეს და ყველა ფეხბურთელმა ყველა შეცდომაზე ბოდიშები იხადონ რა.
ჟორა გაბრიჭიძე
ეეეე, ბიჭებო თქვენ ძალიან შორს ხომ არ ვწახვედით? თქვენ ასწავლით სპალეტის ვის როგორ მოექცეს და ვისზე რა თქვას? კაცი დაბერდა ამ საქმეში, თქვენ კი გუშინ დაიწყათ ფეხბურთის ყურება და მაშინვე სპალეტის ჭკუის სწავლება მოგინდათ?
ბევრჯერ მარტივი გენიალურია
ფაქტია, რომ ერთ მომენტში, მისივე თამაშის წყალობით მიიზიდა ყველა დამცველი და მარცხნივ დარჩა თანაგუნდელი (გვარს მნიშვნელობა არ აქვს) რომლისთვისაც პასი, რომ მიეცა 95% გოლი იყო, მაგრამ არ მისცა. კი პასი უნდა მიეცა ნამდვილად, მაგრამ აქ სპალეტი ერთ რამეში ცდება. ხვიჩა ჯერ უცნობი ფეხბურთელია მსოფლიოში და ჯერ კიდევ თავი უნდა დაიმკვიდროს: მცველებმა, მწვრთნელებმა და მსაჯებმაც კი უნდა გაიცნონ. ისევე როგორც კალათბურთში, თუ მსროლელი არ ხარ, დამცველი 2 მეტრი დისტანციიდან აგიყვანს, და შენი შეტევის შესაძლებლოიბა, მარცხნიდან თუ მარჯვნიდან ფარქვეშ მცირდება. ფეხბურთშიც, მცვლელებს კვარას შიში უნდა ქონდეთ, რადგან უნდა გადავიდნენ მასზე, რადგან დამრტყმელია, ასევე შემსვლელია დრიბლინგით. მაგრამ ასევე უნდა იცოდნენ, რომ არ უნდა გადავიდნენ ბოლომდე, რადგან ხციჩამ პასისი მიცემაც იცის და არ იღორებს. როცა ასეთ ოქროს შუალედს დაიცავს, ნამდვილად ეყოლება მთელი მოწინააღმდეგის დაცვა გაურკვევლობაში და მასვე გაუადვილდება თამაში. თუ დაცვამ იცის, რომ ეს "ღორობს" და პასს არ იძლევა, ყველა უფრო მარტივად გადავა მასზე და ხვიჩასაც მეტად გაუჭირდება გოლის გატანა და პასებსაც ნაკლებს მიიღებს.
ლაშა
არ ყავდა პასის მიმცემი და ვერც ექნებოდა. რა არის სპალეტის დამსახურება ნიუანსებს თავი რომ დავანებოთ თავის მოპევებულ თერთმეტმეტრიანებს არ არტყმევინებს ფეხბურთელს რომელსაც სერია A ში ერთერთი საუკეთესო ფეხი აქვს, ჯარიმებზე არაფერს ვიძახი. მოტივაციისთვის ხომ შეიძლება ერთი ჯარიმა დაარტყმევინო, ერთი შანსი მისცე იქნებ როგორ ასრულებს. მაგასაც მესი არ ჰყავდეს გუნდში რო ვერ გაიმეტონ კვარასთვის გინდა პენალტი გინდა ჯარიმა
რეზო
არ არის ხვიჩას საქმე დაცვაში ჩასვლა. დიდად ვერც ვერაფრით ეხმარება, მალეც იღლება და წინაც ნაკლებ პროდუქტიულია. თანაც ტრავმის მიღების შანსიც მეტი აქვს. იდიოტია სპალეტი, გვიან მიხვდება რომ ხვიჩას სრული თავისუფლება უნდა მიცეს როგორც სლუცკი აძლევდა.
კახა ქ.
არა უდავოდ დიდი სპეციალისტი რომაა ფაქტია.კარგად თქვა,შენ არ მისცემ და მერე იგივეს ის გაგიკეთებსო.მწვრთნელია და გუნდზე ფიქრობს,შედეგზე.კვარამაც როგორ მოუმატა და კიდევ მოუმატებს მის ხელში.წარმსტებები ნაპოლის.პ.ს.დამავიწყდა სოფლის გუნდის მიწერა....
semi
ეს კაცი ძლიერი მწვრთნელია და გუნდისთვის მუშაობს. ხვიჩას თამაშის ხარისხი თამაშიდან თამაშამდე იზრდება, შეფასებებიც ემატება და ემატება. ეს პირველ რიგში ნაკლებად დაკარგული ბურთების და დაცვაში ხშირი ორთაბრძოლების ხარჯზეა. როცა პასს არ აკეთებ და შენ თავზე იღებ თამაშს მაშინ პასუხისმგებლობაც უნდა აიღო მომენტის დასრულებაზე. გაიხსენეთ ხალხო მესი, მხოლოდ დრიბლინგების კეთებით და გოლებით არის გამორჩეული თუ პასის გაცემის კულტურითაც? კიდევ რჩევის მიცემა როდიდან გახდა კრიტიკა? სპალეტი უბრალოდ როგორც ყველა იტალიელი ხმამაღლად საუბრობს იმას რასაც ფიქრობს. რითი იყო გასულ მატჩში ლოსანო, რასპადორი, ლობოტკა ან ანგისა ხვიჩაზე ნაკლები? ნაკლები სამუშაო გასწიეს?
გურამა
ხვიჩას ასეთი შედეგიანობა არასდროს არ ქონია, სპალეტის დამსახურებაა ეს გარკვეულწილად
ქუთაისი
მგონი ეს კაცი ცოტა დაკომპლექსებულია კვარას ფაქტორით.
ლაშა
ყოველგვარი ურა პატრიოტიზმის და ემოციების გარეშე. სპალეტი როგორც მწვრთნელი არ არის ხვიჩასთვის იდეალური ვარიანტი. როცა მსგავსი ტალანტი მინდის გუნდში ყველა ცდილობს ხელი შეუწყოს და უფრო ადვილად გაიხსნას მოთამაშე გაიაროს ადაპტაცია, კვარას შემთხვევაში მსგავსი არაფერი არ ხდება. სპალეტი თავისი კომენტარებით რასაც საჯაროდ აკეთებს და ალბათ პირადად უფრო მეტს ეუბნება ბოჭავს კვარას და ეტყობა კიდევაც როგორი დაძაბულია ყველა თამაშში კვარა. პ.ს. ძმებო ქართველებო ნაპილის გვერდზე გთხოვთ დავალაიქოთ კვარაზე პოსტები მაგრამ ამდენ კომენტარს ნუ ტოვებთ, ფაქტია რომ ეს აღიზიანებთ და კვარას საქმე არ გავაფუჭოთ ადამიანურად გთხოვთ ყველას.
გია
მაღალი დონის სპეციალისტია და ხვიჩა მის ხელში კიდევ გაიზრდება.
ქართველი
აი არ მომწონს ამ კაცის მიდგომა და რაგავაკეთო. გასაგებია რო უნდა ტალანტი მართოს ასევთქვათ და ხელიდან არგაუშვას ხვიჩაზე სადავეები. მაგრამ აი რაქნას მართლა ამ ბავშვმა მეტი? სლუცკი ტყუილს კიარ ამბობს დისნეილენდივით არის ფეხბურთი ამ ბავშვისთვის და ნუ შეუაძულებს. არ ვამბობ არ გააკრიტიკოს თქო პირიქით უნდა აკრიტიკოს მაგრამ რასაჭიროა სულ კვარას კრიტიკა როცა საუკეთესოა გუნდში და თან მარტო ამას აკრიტიკებს. რამდენ პასს არაძლევენ ტვითონ ხვიჩას მაგაზე რატოარამბობს არაფერს
55
სავარაუდოდ, იქ ზის ქართველი ჟურნალისტი და კითხვებს უსვამს პერსონალურად კვარაცხელიას შესახებ ყველა თამაშის შემდეგ. ხოდა, ამ ჟურნალისტს მინდა ვთხოვო ცოტა ხანი აღარ ქნას ასე. მესმის, რომ სტატიები მეტად კითხვადია, თუ სპალეტი პერსონალურად ახსენებს მის გვარს, მაგრამ საშინლად გამაღიზიანებელია მისთვისაც, გუნდისთვისაც და მომენტ პუბლიკისთვისაც. ასე მხოლოდ სტრესავთ და ცუდ საქმეს უკეთებთ ბავშვს.
bejo
რასპადორიმ მოიხადა ბოდიში 0:0 ზე რომ არ მიუგორა უკეთეს პოზიციაში მყოფ კვარას ?? რათქმაუნდა კვარას გოლზე მაგარი პასი მისცა მაგრამ სხვა რა უნდა ექნა რო :))
შოთა
სპალეტიმ იცის რომ, მას აკისრია უდიდესი პასუხიმგებლობა კვარას განვითარებაში. მას ეხლა აბარია, მსოფლიო დონის უდიდესი ტალანტი. ის ფიქრობს რომ ხვიჩასთვის ესე სახალხოდ კრიტიკა და შენიშვნების მიცემა, აუცილებელია ამ ეტაპზე და ალბათ ასეც არის. ჩვენ კი მშვიდად მივიღოთ ეს ყველაფერი. ვხედავთ რომ ხვიჩა უფრო ვითარდება და წინ მიდის. მშვენიერ განწყობაზეც არის და ბედნიერია იმით სადაც თამაშობს.
თემური
მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას კვარასა და მთლიანად ნაპოლს. მე ყველაფრის მიუხედავად მაინც მგონია, რომ სპალეტი ხან მაინც აკნინებს ხვიჩას შესაძლებლობას.
ხვიჩა მეტსახელად "ჯოკერი"
მგონია რომ მაინც სულმა წასძლია რადგან პირველი გოლის გატანა უნდოდა პასი რომ არ გააკეთა. პირიქით არასოდეს აგვიანებს ხოლმე პასს.ასეთი რამ უფრო ცნობილ და გამოცდილ ფეხბურთელებსაც მოსვლიათ.ჯერ პატარა ბიჭია რა ქნას.
ლორთქიფანიძის დებიუტის მოლოდინში - "კრემონეზემ" სტუმრად "მილანს" სძლია
[VIDEO] სამი გიორგი ლიგა 1-ის მატჩში - "ლიონმა" "მეცს" მოუგო
[VIDEO] დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა - "სენტ-ეტიენი" გალიდერდა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"ნაპოლი" ელმასის დაბრუნებას ცდილობს
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ამას ხვიჩასგან ვერ წარმოიდგენდა - "რუბინის" ყოფილი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
სპალეტი: ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოვექეცი და ძილი დავკარგე
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] დე ბრუინის სადებიუტო გოლი - "ნაპოლიმ" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
"ერთადერთი გამოსავალი სპალეტის გადადგომაა" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ლუჩანო გააკრიტიკა
"ნაპოლიმ" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
"რატომ ვეღარ თამაშობს "კვარა" ისე, როგორც "ნაპოლის" საჩემპიონო სეზონში? ხვიჩა მგრძნობიარე ბიჭია" - სპალეტიმ ქართველს რჩევა მისცა
ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება
ლუჩანო სპალეტი: კვარაცხელია ტოპია და დიადი საქმეების გაკეთება შეუძლია
არანაირი ყურსასმენები, "ფლეისთეიშენი" და ხუმრობა ვარჯიშზე - სპალეტიმ იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს აკრძალვები დაუწესა
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა