corrieredellosport-მა "ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების ამომავალ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

ჩვენებურმა სკუდეტოზე, ლუჩიანო სპალეტიზე და ჩემპიონთა ლიგაზე ისაუბრა:

"ჩვენ ძალიან ძლიერი მოთამაშებიით, ერთიანი გუნდი ვართ. ვფიქრობ, თუ ასე გავაგრძელებთ, იმაზე მეტს მივაღწევთ, ვიდრე ამის მოლოდინი იყო.

ჩემთვის ყოველი ტიტული და ყოველი გამარჯვება ახდენილი ოცნებაა. ამსტერდამში, ისევე როგორც მარადონას სტადიონზე ვთამაშობთ, შესანიშნავად ვიასპარეზეთ, მაგრამ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო.

ჯერ კიდევ ბევრი რამის სწავლა მიწევს, ამიტომ ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვმუშაობ და ვშრომობ. ჩემთვის ერთი რამ ცხადია - მინდა, რომ უმაღლეს დონეს მივაღწიო!

ზედმეტსახელი "კვარადონა"? - ამ საკითხზე ბევრს არ ვფიქრობ. ეს უბრალოდ შეუძლებელია... მარადონა ყველაზე და ყველაფერზე უფრო დიდია...

უბრალოდ ბედნიერი ვარ როგორც მომმართავენ - "კვარა" და მორჩა, სულ ესაა...

სპალეტისთან ურთიერთობა? - შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ის ძალიან კარგი მწვრთნელია. ის მიყურებს გარედან და მეუბნება რა შეცდომებს ვუშვებ, რა ასპექეტში მაქვს გამოსასწორებელი თამაში, რაც ძალიან მეხმარება.

ის ნამდვილი მასწავლებელია და მასთან ერთად გაუმჯობესება კიდევ უფრო შემიძლია.

რა თქმა უნდა, სკუდეტოს მოგება უდიდესი ოცნებაა. ჩემპიონთა ლიგასა და სკუდეტოს შორის არჩევანი? - მინდა, ორივე მოვიგო!

ჩემი ბავშვობის იდეალი კრიშტიანო რონალდოა. ჩემი პირველი სიყვარული კი მადრიდის "რეალიდან" გუტი იყო. თბილისში ბავშვები ვთამაშობდით თეთრი მაისურებით, სადაც ჩემივე ხელით მაისურზე გუტის სახელი მქონდა დატანილი.

მთავარი მოწინააღმდეგე სკუტედოს ბრძოლაში? ბევრი ძლიერი გუნდია, ამიტომაც ძალიან რთული იქნება... "მილანი", "ინტერი", "იუვე", "ლაციო", "რომა", "ატალანტა", "უდინეზემაც" მშვენივრად დაიწყო სეზონი.

ოჯახი თითქმის ყოველთვის აქ არის ჩემთან ერთად. მშობლები და ორი ძმა, ერთი უფროსი, ერთიც უმცროსი.

უმცროსი ძმა თორნიკე საქართველოში ფეხბურთს თამაშობს და ეს საკმაოდ კარგადაც გამოსდის. ერთ დღეს ისიც "ნაპოლიში" რომ გადმოვიდეს?! - რატომაც არა!

ჩემი შეყვარებული? ის თბილისში ცხოვრობს და სწავლობს და ზოგჯერ ჩემთან ჩამოდის.

ლოჩოშვილი? ჩვენ "დინამოში" ერთად ვთამაშობდით, ბავშვობის მეგობრები ვართ, ახლა კი ეროვნულ ნაკრებში ვასპარეზობთ. ძალიან მიხარია აქ მისი ნახვა, მაგრამ მის წინააღმდეგ თამაში არა...

ნეაპოლი? აქ სპორტულ ცენტრთან ახლოს ვცხოვრობ და სიმართლე გითხრათ, ქალაქი ჯერ ისე არ დამითვალიერებია, როგორც მსურს, მაგრამ რაც ვნახე, შესანიშნავია. არაჩვეულებრივი, თბილი ხალხი ცხოვრობს... ზუსტად ისეა, როგორც მითხრეს...

ასევე ძალიან კარგად იკვებებით. მაკარონი საქართველოშიც ძალინ მიყვარდა და ამ მხრივაც აქ იდეალურად ვგრძნობ თავს", - ამბობს "კვარა".

დელ ბოსკეს გუტი
მესი არის ჯუჯა გენიოსი, მაგრამ გუტი არის დელ ბოსკეს მარიკონი. ისე არავინ არავის არ ეძახის და თან ყველა სტადიონზე
მეგრელი
კი მართალია, მაგრამ მარიკონი ნაღდად არ ყოფილა და არც არის, რაც არაერთხელ დაამტკიცა. ეგრე მესის enano hormonado ეძახდნენ მაგრამ რა.
Superman
ეტყობა ბიჭს რა მაგრადაც ესმის ფეხბურთი. გუტი იყო ხელოვანი. ხატავდა მოედანზე, მუსიკას ქმნიდა, ხელოვნებას ქმნიდა. რამდენჯერ მიყურებია რეალის თანაშის დროს მხოლოდ გუტისთვის. ხანდახან უბრალოდ მხოლოდ გუტის ვუყურებდი თამაშის დროს და ბედნიერი ვიყავი რომ ეს სპორტი შემაყვარა თავის დროზე მამაჩემმა
Skeleton
მესი შემქმნელიც არის და შემოქმედიც. ეგ უნიკალური მოვლენაა და სილამაზეა, ხელოვნებაა, რასაც მესი აკეთებს. ვწუხვარ, რომ ჩემი კომენტარი უმრავლესობამ ამასწორად გაიგეთ. 0:0 რომ მთავრდება ისეთ თამაშებზე ვგიჟდები და გოლების გატანის წინააღმდეგი ვართქო სად დავწერე? :)) გოლების გამტან და სტატისტიკაზე დაგეშილ ფეხბურთელებს, ყოველთვის მირჩენია, ის ვინც ლამაზად ქმნის საგოლე მომენტს და თუნდაც სხვას ატანინებს. არვიცი რაიყო აქ გაუგებარი.
სოსო
80-იანი წლების დინამოში,ილია რუხაძემ სულ 3 მატჩი ჩაატარა და მესამეში ფეხი მოსტეხეს.,ამით დამთავრდა მისი დიდი ფეხბურთი,მაგრამ მაშინდელ გულშემატკივარს,ყველას გვახსოვს და ახლაც გულს მივამტკივნებთ.ასევე გიო ქინქლაძე,მხოლოდ ჩვენი და სიტის ფანებისთვისაა ცნობილი,მაგრამ მათთვის ლეგენდაა და ჩვენთვის ლეგენდარული გულისტკივილი.ასე რომ სრულიად გეთანხმები.ისე, დევიდ ვილიაც ძალიან კარგად მახსოვს და მისი დავიწყებაც შეუძლებელია.ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო.მე უკვე ბარსელონადან შევიყვარე.
Las
ფეხბურთში მთავარი არის გოლი. მგონი აქ დაავიწყდათ ეს ჭეშმარიტება :) წხლა მესის გოლები არ ეტანა რას უტყოდიყ შემოქმედია და გოლის გამტანს მირჩევნიაო? :) ჰალანდი ძალიან ძლიერია მაგრამ რათქმაუნდა რონის დონეზე ვერ ავა ვერასადროს. არ აქვს ქარიზმა და ის რის გამოც ხალხი შეიყვარებს
გუტი მარიკონ
გუტი, გუტი, გუტი, გუტი, გუტი მარიკოოონ :)))) გაჰყვიროდნენ ყველა სტადიონზე
Skeleton
ბატონო კობა, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემი არგუმენტირებული ტექსტიდან არასწორი აზრი გამოიტანეთ, სად დავწერე, რომ 0:0 დასრულდეს თამაშები და გოლი არავინ გაიტანოსთქო აბა? გოლს რომ ქმნის ის ფეხბურთელი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკვე შექმნილის გამტანითქო ეგ დავწერე. შექმნა სხვა არის და შესრულება სხვა. მაგალითად ლივერპულთან სიმეონეს გოლი მთლიანად ხვიჩამ შექმნა, სიმეონემ მხოლოდ ფეხი დაახვესრა უკვე შექმნილს. ტაბლოზე ვისი გვარიც არის ალბათ ის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შემქმნელი? :) შემქმნელი თავადვე რომ ასრულებს ეგ კიდე მთლად უკეთესი. ცუდია, რომ ასე უნდა ავხსნა, რადგან გაგების პრობლემა არსებობს! და კიდევ,ჩამოყალიბებული ვარსკვლავი ამბობს ზუსტად, რომ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი. ვინც იმას ამბობს, უკვე ყველაფერი ვიცი და საკუთარი თავი ამოვწურეო, იმის ვარსკვლავობის რა მოგახსენოთ :)) იმედია გასაგებ ენაზე ავხსენი. წარმატებებს გისურვებთ!
Skeleton
ბატონო კობა, წაკითხულიდან აზრის გამოტანა რა კარგად გცოდნიათ. ამ ასპექტში გაძლიერებას გისურვებთ! წარმატებები!
თენგოს
ჰოლანდთან დაკავშირებით გეთანხმები, მეც რაღაცნაირად არ მომწონს, მას უფრო მოუხდებოდა წყალბურთი, ფეხბურთის ამბავში ვერ ჯდება (გოლებიც აღარ გაიტანოს?) ჩვენი ხვიჩა კი შემომქმედია, თანაც ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, მე უფრო ასეთი სტილის ფეხბურთელები მომწონს, რომლებიც ჯერ დახატავენ მინდორს და მერე გააქვთ გოლები. ( მესი, ნეიმარი, როლანდინიო).
ვახო...
უდიდესი წარმატებები ჩვენს მარგალიტს!
დავით 67
სახელი არ გაქვს შენ უპატრონო, რა ოცნება, რის ოცნება და ნაცმოძი. ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევი ისედაც და სახელი მაინც დაირქვი ნორმალური
კობა
ჩამოყალიბებული ვარსკვლავივით ისაუბრა? მოკლედ ისე კითხულობ, როგორც ფეხბურთს უყურებ! კიდევ ბევრი მაქვს სასწავლიო. ამას ვარსკვლავები არ ამბობენ. ფეხბურთზე ხომ საერთოდ გოლი არაა მთავარიო. ეტყობა შენ თამაშები რომელიც 0-0 მთავრდება ის უფრო გევასება, ვიდრე უხვგოლიანი თამაშები.
თენგო
ჰოლანდი სულ სხვაა. მის თამაშში ვერაფერს ესთეტიკურს ვერ ნახავ. მაგრამ მგელი გამტანია. ხვიჩა სხვაა. მე ჰოლანდის სანახავად ღამეებს ვერ გავათენებ ხვიჩა კი, მისი თამაშის დროს რა დაგაძინებს, უყურე და ისიამოვნე.
მამუკა
ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია ხვიჩა როგორც თამაშიდან ჩანს და ასევე ძალიან ჭკვიანი ბიჭია როგორც ინტერვიუდან ჩანს
Skeleton
ვართ ხალხი, ვისაც მარტო გოლი არ გვგონია ფეხბურთი. ფეხბურთი ხელოვნების დონეზე მაქვს მე პირადად და ლამაზი მოძრაობები, კაცის მოტყუება, ბევრ კაცს შორის გაძრომა და შედევრების შექმნა არის ჩემთვის მთავარი. უკვე შექმნილს რომ მიუტან ვინმეს და ის შეაგდებს ეგ სულ სხვა რამეა. რათქმაუნდა გარეკანზე გოლის გამტანი ჩანს მაგრამ მარტო გოლეადორი ფეხბურთელები ვისაც უყვარს, იმას დიდ მცოდნენ არ მივიჩნევ. სტატისტიკის დათვლა არაა მნიშვნელოვანი, როცა თამაშს უყურებ და ისე გსიამოვნებს, თითქოს მაგარ მუსიკას უსმენ ან მაგარ ხელოვნების ნიმუშს ათვალიერებ ჩემი აზრით ეგ არის ფეხბურთის ფენომენი. არავინ იფიქროს, რომ ამით გოლის გამტანს ვაკნინებ, რა სისულელეა, ბოლო დროს ჰალანდის მიმართ წამოვიდა ჰეითი, ტიპი სასწაული შემსრულებელია, და ეგ როგორ არ უნდა მოგწონდეს მაგრამ მე შემქმნელი ფეხბურთელები უფრო მიყვარს და მიყვარდა ყოველთვის. გემოვნების საკითხია და ამაზე დავაში თუ ვინმე სტატისტიკას მოიშველიებს უბრალოდ სისულელე იქნება. ხვიჩას ამ ინტერვიუს რაც შეეხება, არვიცი, უკვე ჩამოყალიბებული ვარსკვლავივით ისაუბრა და არის კიდეც უკვე ვარსკვლავი. ბავშვობიდან ჩემი კუმირი ფეხბურთელების ინტერვიუებს არ ვტოვებდი და ყველა ვიცი ვის რა დონის საუბარი შეეძლო.
ასეა ეს
გისურვებ 21 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის კრიშტიანოს ყველა რეკორდი მოგეხსნას განსაკუთრებით ნაკრებში გატანილი 125 ბურთი.
კახა
კარგად მახსოვს გუტი განსაკუთრებით ხასიათის სიმტკიცით გამოირჩეოდა და ბევრჯერ ულიდერა გუნდს. თქვენ რომ გკითხონ არც სანიოლი იყო კარგი ფეხბურ თელი არც ჯერარდი არც ნისტელროი არც ვან ბასტენი არცკი გაგეგონოთ დაეტიე ტყავში ვისაც ვინ უნდა ის მოწონდეს მე გელა კეტაშვილი მევასებოდა და მაგრად დამწყდა გული.
კახა
კარგად მახსოვს გუტი განსაკუთრებით ხასიათის სიმტკიცით გამოირჩეოდა და ბევრჯერ ულიდერა გუნდს. თქვენ რომ გკითხონ არც სანიოლი იყო კარგი ფეხბურ თელი არც ჯერარდი არც ნისტელროი არც ვან ბასტენი არცკი გაგეგონოთ დაეტიე ტყავში ვისაც ვინ უნდა ის მოწონდეს მე გელა კეტაშვილი მევასებოდა და მაგრად დამწყდა გული.
ალექს
ცეცხლოვანი კვარა, აბა სხვას რა უნდა ნიშნავდეს კვარა ცხელია ?!
გიორგი
მე არასოდეს ვყოფილვარ რეალის გულშემატკივარი, იმიტომ მთელი ცხოვრება ბარსას ვქომაგობ. მაგრამ კვარას გულისთვის რეალსაც შევიყვარებ
from enfield
გუტი იყო ფეხბურთის ხელოვანი კაცი ისევე როგორც კვარაცხელია ხატავს თავის ფეხბურთს. კარგი არჩევანია ხვიჩა, ბოლომდე მიაწექი
Vasili
არასოდეს ვყოფილვარ რეალის გულშემატკივარი, იმიტომ მთელი ცხოვრება ბარსას ვქომაგობ./ მაგრამ გუტი თუ დაბალი დონის ფეხბურთელი იყო ეგ არ ვიცოდი…
რატი
შენნაირ დოყლაპიებს უნდა ჰკითხოს, ვინ მოეწონება და ვინ არა?
bejo
გუტი უნივერსალი იყო არ შეიძლება მისი არ დაფასება ... მასე მე მორიენტესმა შემაყვარა ფეხბურთი ვიღაცისთვის შეიძლება დაბალი დონის იყო მაგრამ ცენტრიდან კი იტანდა თავით გოლებს ... )))
რომა
კაი რა გუტი თუ ძმა ხარ
Spain
ძალიანაც კარგია რომ გუტიმ შეაყვარა ფეხბურთი, და არა რომელიმე მყვირალა სახელმა და გვარმა. მე პირადად დავიდ ვილიამ შემაყვარა 2008 წელს ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა მისი სახელი დღეს არავის ახსოვს. მაშინაც ვალენსიაში თამაშობდა და მისი სახელი დიდად არ ყვიროდა სხვებივით. ფეხბურთზე საუბარი სულ ისეთ ხალხთან მსურს, ვინც მარტო გაპიარებული სახელების ფეხბურთელებს არ იცნობდნენ და უფრო მეტი ჰქონდათ ნანახი. შეიძლება ჰალანდივით ყველა თამაშში ჰეთრიკს არ იტანდეს ფეხბურთელი მაგრამ შენ გიყვარდეს და მისი თამაში სიამოვნებას განიჭებდეს, რა მნიშვნელობა აქვს ზურგზე რა სახელი აწერია!
ეეე გუბერნია
შენ თუ გუტის რომელიმე თამაში გენახოს რა!!!
ვაახ
დილა მშვიდობისა ბოღმა! აბა თავი გაბერე.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
კვარაცხელია მაშინ ბავში იყო . ახლაც ბავშვია. მაგრამ რო გაიზდება მიხვდება რო საშუალო დონის ფეხბურთელებზე აფანატებდა.
ზაზა
ხვიჩა შვილო შენ ისეთ გუნდში და ისეთ ფეხბურთელებთან თამაშობ რომ წელს მოიგებ სკუდეტოს ამისათვის საჭიროა სტიმული თვითონ მისცე თანაგუნდელებს ისინი შენ შემოგყურებენ მინდორზე თქვენ ისე ვერ ამჩნევთ რა საუცხოოთ შეთამაშებული გუნდი ხართ როგორც ჩვენ შენი გულშემატკივარი ამ დროისთვის თქვენ ყველაზე ტექნიკურ და გააზრებულ ფეხბურთს თამაშობთ ევროპაში დამიჯერე ეს პირში ქება არ არის ეს სინამდვილეა არ შეუშინდეთ არცერთ გუნდს და მათ სახელებს თქვენ ყველას დამარცხება შეგიძლიათ კიდევ ერთხე ლ გთხოვ ყველა თამაშში შენ უნდა ულიდერო გუნდს იმიტომ რომ ესეთია შენი ბედი ის გ ა დ ა მ წ ყ ვ ე ტ ი ა !!!
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
პირდაპორ ვთქვათ რუ გუტი და კრისტინა არიან საშუალო დონის ფეხბურთელები. ტოპ ფეხბურთელები არიან რონალდო- ბრაზილიელი რათქმაუნდა . მარადონა რონალდინიო და მესი . ესენი უბრალოდ ფეხბურთელებათ იყვნენ დაბადებულები.
zvio
გუტი და როლანდო, არსად დაგეკარგოს!
გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
[VIDEO] ოთხი ქართველი "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში - პსჟ-მ "მეცს" ადვილად მოუგო
"იუვენტუსს" "მილანის" ყოფილი ფეხბურთელის იტალიაში დაბრუნება სურს
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
პულისიჩი პრემიერ ლიგას დაუბრუნდება? - "მილანის" ვარსკვლავი სამ გუნდს სურს
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა
მაესტრო ლუკა - მოდრიჩს 40 წლის ასაკში კონტრაქტის გახანგლძრივებას შესთავაზებენ
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
მატეტა იტალიურ გრანდში - "მილანი" ფრანგ ფორვარდს ყიდულობს
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა