მიმდინარე ესპანეთის ჩემპიონატში გიორგი შერმადინმა პირველად ითამაშა. მან წინა 2 ტური ტრავმის გამო გამოტოვა და სეზონის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე ჰქონდა. ამჯერად გიორგიმ ლიგა ენდესაშიც ითამაშა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა – 85:79.

"ლენოვო ტენერიფე" "ბასკონიას" სტუმრობდა და დაძაბული, თანაბარი მატჩის ბოლო პერიოდში მოახერხა ძალთა მობილიზება და გამარჯვების მოპოვება. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და 14:45 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. შერმადინმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ. "ტენერიფე" მომდევნო მატჩს 15 ოქტომბერს "ობრადოიროსთან" გამართავს. 3-დან 3 მოგებით "ტენერიფე" ესპანეთის ჩემპიონატს “ბილბაოსა” და მადრიდის “რეალთან” ერთად ლიდერობს.

მორიგი შედეგიანი მატჩი ჰქონდა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ კალათბურთელ თად მაკფადენს, თუმცა ამჯერად მან გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

მაკფადენის "მურსიამ" "გრანადასთან" 82:89 წააგო, თადი კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20:03 წუთში 16 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 10-დან 4 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

"მურსიას" სამ ტურში ერთადერთი გამარჯვება შერჩა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 16 ოქტომბერს, სტუმრად "ვალენსიასთან" ჩაატარებს.

GBF.GE

გულდაწყვეტილი
ერთ ერთ ტურნირზე 2007 იანმა ბავშვმა 1.93 სიმაღლისაა 3 წუთში 12 ქულა ჩააგდო ნახევარ ფინალურ შეხვედრაში და გაფართოებულზეც არ დაუძახეს. მათხოვრებმა
მოქალაქე
იძახეთ შერმადინი და სხვების სახელები,როდემდე ითამაშებენ ეგ ლეგენდები...მომავალ თაობაზე რატო არ იძახით ვინ იზრდება მომავალი ნაკრებისთვის ვინ გვყავს ვინ გაწვრთნის და ასე შემდეგ...ან რატო არ გადადგა ზუროსი და სხვები.ამაზე ისაუბრეთ.შერმადინი აკეთებს თავის საქმეს. გაიგეთ ვაა
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
შერმადინი საუკეთესო იყო, მაკფადენი – გამარჯვებული
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
"სარაგოსაში" სადებიუტო მატჩში ანდრონიკაშვილმა მოედანზე გასვლიდან 4 წუთში ტრავმა მიიღო
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
"მურსიას" თებერვლის შეხვედრების განრიგი
მაკფადენის 20 ქულა და გასვლითი გამარჯვება "ფუენლაბრადასთან"
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში
ანდრონიკაშვილის საუკეთესო მატჩი ლიგა ენდესაში