ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მე-2 სათამაშო დღეს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ამსტერდამის "აიაქსს", ერთი კვირის წინ რომ (6:1) გაანადგურა, საკუთარ "სტადიო მარადონაზე" უმასპინძლებს. ნიდერლანდელთა მთავარ მწვრთნელს, ალფრედ შრიოდერს, რაღაც განსხვავებულის მოფიქრება დასჭირდება, რათა მისი გუნდი ნეაპოლელთა შეტევებს გაუმკლავდეს, მათ შორის კი, ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც ამ გუნდების წინა დაპირისპირებაში ჯერ ჯოვანი დი ლორენცოს გაატანინა, შემდეგ კი, დაზიანების მიუხედავად, ჯაკომო რასპადორისთან შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშა და 38 წლის რენკო პასვეერის კარი აიღო.

ლუჩანო სპალეტის გუნდს 9 ქულა აქვს და მერვედფინალთან ძალიან ახლოსაა. ამის გამო გარკვეულ როტაციას ისევ ელიან. იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში ჯოვანი სიმეონემ გოლი მნიშვნელოვან დროს გაიტანა და შესაძლოა, ის სასტარტოში ვიხილოთ. არადა, გვახსოვს, ამსტერდამში მისი კონკურენტი რასპადორი გამორჩეული იყო. ხვიჩა კვარაცხელიას როტაციაზე "კრემონეზესთან" მატჩის წინაც იწერებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ქართველი გულშემატკივრების სურვილი "კვარას" სათადარიგოთა შორის ყოფნა ნამდვილად არაა, მაგრამ გუშინ ვნახეთ, რომ "მანჩესტერ სიტიმ" ქულები დაკარგა, ამის მიუხედავად, ერლინ ჰოლანს დასვენების საშუალება მაინც ბოლომდე მიეცა.

ვიქტორ ოსიმენი მომჯობინდა. ყველაზე ცუდი, რაც იტალიური კლუბის თავსაა, კოსოვოელი ცენტრალური მცველის, ამირ რაჰმანის საკმაოდ დიდხნიანი ტრავმაა. არადა, კიმთან ერთად, მან ძალიან საიმედო ცენტრალური დაცვის დუეტი ჩამოაყალიბა. გამოცდილი ბრაზილიელი ჟოან ჟესუსი დიდი ხანია, არ გამოჩენილა, სასტარტოში 22 წლის ნორვეგიელს (საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მომავალი მოწინააღმდეგე) ლეო ოსტიგარს მოიაზრებენ.

ამსტერდამელებს დუშან ტადიჩი დააკლდებათ, რომელიც წინა მატჩში ძალიან უხეშობდა, მათ შორის, კვარაცხელიას წინააღმდეგ. "აიაქსმა" შაბათს საკუთარ ჩემპიონატში "ვოლენდამი" (4:2) დაამარცხა და ცუდი სერია დაასრულა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე (3 ქულა აქვთ), მათ დღეს ფრეც კი არ აძლევთ ხელს და იძულებული იქნებიან, მოსაგებად შეუტიონ, ეს კი საკმაოდ ბევრ სივრცეს დატოვებს, რის გამოყენებასაც ხვიჩა კვარაცხელიაც ეცდება. მთავარია, ამსტერდამელებმა ისევ უხეშობას არ მიმართონ. 12 მატჩი, 6 გოლი, 4 პასი და 3 მოპოვებული პენალტი - ასეთია ჩვენებურის სტატისტიკა ყველა ტურნირზე.

დღევანდელი შეხვედრა ადრე ჩატარდება, თბილისის დროით 20:45 საათზე. შესაძლებლობა გვაქვს, ჯერ ჩვენებურის თამაშით ვისიამოვნოთ, შემდეგ კი ტურის სხვა შეხვედრებზე გადავერთოთ.

გიორგი
შენი ვარაუდი ფუფლო იქნება.
ბორიას:
ჩასაფრებული თვითონ სანაია და ძმანი მისნია და ამიტომაც არ ევასება ხალხს, აცადეთ ამ ბიჭს ფეხბურთის თამაში, ფეხებზე კიდია თქვენი პოლიტიკა და შეეშვით!
სოსო
სტუმრად დიდი ანგარიშით გამარჯვება,ნებსით თუ უნებლიეთ,გუნდის საბრძოლო განწყობას დაბლა სცემს და ამან შესაძლოა ძალიან ცუდი სამსახური გაუწიოთ.სპალეტის დიდი ჯაფა დაადგება გუნდის დასამუხტად და სულაც არ ვარ დარწმუნებული,რომ ამას ბოლომდე შესძლებს.
სოსო
ერთი წლის წინ,ხვიჩას წინააღმდეგ ძალიან ბინძური კამპანია ააგორეს და უამრავი ადამიანი,დღეს რომ ვაშას გაიძახის,მაშინ დედას აგინებდა.ვინც ეს სიბინძურე ააგორა,მათ მოიხსენიებენ ცუდად და თუ ეგ არ იცი,ან არ გახსოვს,ამაში მათ ნუ გაამტყუნებ,ვისაც ეს კარგად ახსოვს.
თენგაბი
უმჯობესი იქნება თუ ხვიჩას მეორე ტაიმში შემოიყვანენ, თან დაისვენებს, თან უხეშობასაც მოერიდება და დასვენებულიც უფრო პროდუქტიული იქნება.
დავით 67
მოიფიქრეთ და თამაშის შემდეგ გვითხარით. არ დაგვიმალოთ)
ჩაკვეს ფანი
საკმაოდ დიდი და კარგი სტატია იდო. ისე, ვაისმა მაშინვე თქვა,რომ ფეხბურთელებს ისევ ბაზელისთვის დაასვენებს
Vasili
მემგონი ზოგს ხელფასი აქ ხალხის ნერვების მოშლაში. დაწერენენ რაღაც მზეობას, მერე დააკვირდებიან ხალხის რეაქცია როგორია, თუ აყვა მასა, ხომ კარგი და უფრო მოუმატებს მსგავს მავნებლობას! ტესტავს ჯერ, ასე ვთქვათ. და თუ დაახურა მასამ მერე ეგრევე ცვლის პლასტიკას , რომ თურმე მასე არ უთქვია და არ უფიქრია, როგორ გვეკადრება, გეთაყვა!!! /:: ვაი ვაი, ხვიჩას აკოცეთ ერთ ადგილზე!!!!
პატრიოტი
ქოცისტებო, ნუ დაიხვიეთ ვახო სანაია, ხვიჩა ყველას უვარს, ვახოსაც, პეტრესაც და პავლესაც, ყველა ქართველს, თუ ვინმემ შენიშვნა მისცა, კეთილი რჩევა იყო, ხვიჩაც გაიგებს, რომ რჩევებს საყვარელ ადმიანს აძლევენ, მას კი მადლობა იმ სიხარულისთვის, რასაც გვანიჭებს,როცა მესხს გოლები გაჰქონდა ლუჟნიკებში და მთელი სტადიონი-100 ათასი კაცი გაჰკიოდა ერთხმად-მესხი, მესხი, ახლა მთელი ნაპოლი გაჰყვირის- კვრაცხელია, კვარაცხელია, ჩვენ ქართველებს კი სიამაყით გვევსება გულები და ტანში გვბურგძლავს
Givi
Ise ra iko erti mainc daweret chakveze, bolo tamashze travma mingo,rogor aris xval tu itamashebs?
ბორია
რა ჩასაფრებული ხალხო!!, რა ვახო სანაია!!, ან რითი სჯობიხართ ვახო სანაიას და სხვა კიდევ მრავალს, რომლებიც შეიძლება თქვენგან განსხვავებულად ფიქრობდეს და სხვაგვარად აღიქვამდნენ მოვლენებს მათ შორის ფეხბურთში. მეორეც რა შუაშია აქ კვარა მე მხოლოდ სტატიის სათაური შევაფასე ნახევრად ხუმრობით, ისე თუ ძაან გაინტერესებთ სრულადაც არ მგონია რასპადორი კვარაზე მაგარი. კიდევ... რატომ გგონიათ ზოგიერთებს რომ ხვიჩას წარმატება მარტო ქოცებს უხარიათ და ნაცებს სწყინთ ან კიდევ პირიქით..... რა ხალხი ხართ ვერ გავიგე.............ყველაფრის გადატა ნაცურ-ქოცურ ჭრილში ....არ ვიცი, სრული სიგიჟეა.....
tngh
იმედია, დღეს ხვიჩას 90 წუთით არ დატვირთავენ და უხეშობასაც გაექცევა... ზედმეტი გადატვირთავა არ არის საჭირო!!!
დდდ
მგონი, შენ უფრო იმტვრევ თავს იმაზე ფიქრით, თუ რატომ უნდა იმტვრიოს თავი აიაქსის მწვრთნელმა... არადა, ყველაფერი გაცილებით მარტივადაა, მაგრამ ნუ ფაბრკოლდები, თავის მტვრევით თავი ვის გაუტეხავს?!...
Givi
Dges aiaqstan kvara zamenaze iqneba 100% it darwmunebulivar.

ჩემი ვარაუდით დღეს წააგებს ნაპოლი. ურთულესი თამაში იქნება, უხეშობაზე გადასული :(
ზაზა
70%-ზე მეტი მისგან მოდის საფრთხე,ალბათ იმიტომ
ქ. გ.
დღეს უნდა დაისვენოს ხვიჩამ. 4 დღეში უფრო მნიშვნელოვანი თამაში აქვს Napoli - Bologna.
Boria
რასპადორი ძირითადშიც არ იქნება და შეეშვით ამ ჩასაფრებებს. კი, კვარაცხელიას ყველაზე მეტად უნდა უფრთხოდნენ!
Boria-ს
ჩასაფრებულო ვახო სანაია, გიცანით
ზაზა
ხვიჩა არის შეუჩერებელი! გაიგეთ ბოლოს და ბოლოს მისი შემჩერებელი ჯერ არ დაბადებულა! მას მხოლოდ აკრძალული ილეთით თუ შეაჩერებს ვინმე ესეც კი რთულია დღეს ამას დაამტკიცებს კიდევ ერთხელ !!!
boria
წინა შეხვედრაში თუ საუკვეთესოდ რასპადორი აღიარეს და ხვიჩას ერთი გატანილის გარდა კიდევ 5 გაუშვეს, საინტერესოა რატომ უნდა იმტვრიოს თავი რა მოიფიქროს აიაქსის ტრენერმა თუ როგორ შეაჩეროს კვარა და არა რასპადორი და დანარჩენი 5 გოლის გამტანი ნეაპოლელი.
მაროკო
რამ გაგაბოროტა?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი
ფიზიკური მომზადბა იმდენად არა, რაც ბუნებრივი სიძლიერე, ქართული გენის სიძლიერეზე მაქვს ლაპარაკი, ჩვენ ქსრთველები ხომ ნიჭიერები ვართ, მაგრამ ზარმაცები, დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩა ბუნებრივი მონაცემების წყალობით ყველა წინაღობას დავძლევს, ეს ესეცაა, მაგრამ ხვიჩამ ისიც იცის, რომ დისციპლინით და ვარჯიშით იმაზე ცხრაჯერ მეტის მიღწევა შეიძლება, რასაც მის გარეშე მიაღწევს კაცი.. ,თელი ისტორიის მანძილზე ჩვენ მხოლოდ ჩვენი თავის იმედად ვიყავით და ღმერთმაც ბუნებრივ სიძლიერით დაგვაჯოლდოვა. მადლობა უფალს და მადლობა ბიძინას თავის ზებრასთან ერთად.. „ზებრა“ ოცნების ნატვრისთვალია, ასევეა უფალიც და .... ყველა მასზე ლოცულობს. მის ხსენებაზე ხელებს ცისკენ ავიშვერთ და ვამბობთ ოოო! და კიდევ ერთხელ ოოოოო! დაიდო მესიას მსხვილო მაყუთო! მისმა სიჯიუტემ შახსაც კი ათქმევინა; ოოოოო გიაუროოოო! მაგრამ; უუუხ შე გნიდა კასანჯოღლიიი! შენ სისხლს დავლევ, თუ ვყოფილვარ ჯავა ჰარლალ ნერუ ჩომბე დე ჩოყლაყ ენდ მონსურო.! აი ასე ასწავლიდა კამოს და ბოლშევიკებს ჩია კაცი პო კლიჩკე ლენინი...
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
კვარაცხელიას მსგავსი ტრანსფერი ზამთარში? - რას გეგმავენ პსჟ-ში შეტევის ხაზში
100 საუკეთესოში მე-14 ადგილზე - ხვიჩა The Guardian-ის რჩეულებს შორის მოხვდა
რატომ ვერ ითამაშა ხვიჩამ? - პსჟ-მ ტრიუმფალური წელი გამარჯვებით დაასრულა
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
124 დღის შემდეგ - "ნაპოლის" რომელუ ლუკაკუ უბრუნდება
ნაახალწლევს პსჟ-ს და "კვარას" მარათონი იწყება - იხილეთ კალენდარი
[VIDEO] ნერესმა "ნაპოლის" იტალიის სუპერთასი მოაგებინა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
კონტეს პირადი მოთხოვნით - "ნაპოლის" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის გაფორმება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე სურს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული