ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

უალტერნატივო კვარაცხელია, რომლის სამოტივაციო კრიტიკაც გართულდა - ხვიჩა გამაერთიანებელი სიხარულით...

უალტერნატივო კვარაცხელია, რომლის სამოტივაციო კრიტიკაც გართულდა - ხვიჩა გამაერთიანებელი სიხარულით...

საქართველო ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილ 13 წლის მოზარდს, მარიტა მეფარიშვილს, გლოვობს. სიტყვები მართლაც უძლურია, მეტის თქმის საშუალებას კი ჩვენი ფორმატი არ იძლევა.

არაერთი პრობლემის ფონზე, ხვიჩა კვარაცხელია ახერხებს და მთელი ქვეყნისთვის დიდი, გამაერთიანებელი სიხარული მოაქვს. პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ჩვენებური ჩემპიონთა ლიგის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ, როცა ლევან კობიაშვილმა "შალკეს" რიგებში ჰეთ-თრიკი შეასრულა, მსგავსი ჯილდო არ არსებობდა...

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ, როგორც ჩანს, იმას მიაღწია, რისკენაც აქამდე სულ მიილტვოდა და გუნდში ჰარმონიული ურთიერთობები ჩამოაყალიბა. ვიქტორ ოსიმენი ყოველთვის ხომ ძალიან მოწადინებულია, პასი მიიღოს და გოლი გაიტანოს, ტრავმის შემდეგ კი ეს კიდევ უფრო გამძაფრებულად ვნახეთ. საბოლოოდ, ნიგერიელმა ფორვარდმა საწადელს მიაღწია, მაგრამ მანამდე რა იყო? - ასეთ მოტივირებულ ოსიმენს ბურთი კვარაცხელიასთან მიაქვს და მასაც პენალტი გააქვს. ქართველი გულშემატკივრები გარკვეული დეტალებით უკმაყოფილო იყვნენ, ახლა კი ნიგერიელის ეს საქციელი ძალიან დააფასეს, ბევრი ქება მიუძღვნეს და "ვეფხისტყაოსნის" გმირ ავთანდილის ქცევასაც კი შეადარეს, რომელმაც სატრფო მიატოვა და ტარიელის დასახმარებლად წავიდა.

სპალეტის გუნდურობის ელემენტები კარგია, თუმცა მისი შენარჩუნება კიდევ უფრო რთული იქნება. მაგალითისთვის, ცენტრფორვარდის პოზიცია რომ განვიხილოთ. ჯაკომო რასპადორი კარგ ფორმაშია, როცა თავის შანსს იღებს; ჯოვანი სიმეონესაც გააქვს, თუმცა ვნახეთ ოსიმენის შემართება და შეუძლებელია, მან სასტარტოში მოსახვედრად ყველაფერი არ გაიღოს, თუკი ასე არ მოხდა კი, უკმაყოფილო არ დარჩეს. სპალეტის სწორი ბალანსის დაცვა და როტაცია დასჭირდება.

სეზონის წინ ამას რთულად თუ წარმოიდგენდნენ, თუმცა "ნაპოლიში" ძალიან დიდი კონკურენციაა, ფაქტობრივად, ყველგან არსებობს სათანადო შემცვლელი. სუბიექტურობას ნამდვილად არ დაგვწამებთ, თუკი იმას ვიტყვით, რომ შეტევის ხაზში უალტერნატივო კვარაცხელიაა. ჩრდილომაკედონიელი ელიფ ელმასი მას ცვლის, თუმცა იმ უნარებს ნამდვილად ვერ ამჟღავნებს (ნაკრებში გაცილებით პროდუქტიულია), ქართველ გარემარბთან სერიოზულ კონკურენციაზე იფიქროს. ცენტრფორვარდი განვიხილეთ, მარჯვენა ფლანგზე კი ირვინგ ლოსანომ ჩვეული ფორმა დაიბრუნა, რაც მატეო პოლიტანოს ძირითად თერთმეტეულში მოხვედრის შანსებს ამცირებს.

ნეაპოლური კლუბის მთავარი პრობლემა ახლა კოსოვოელი მცველის, ამირ რაჰმანის ტრავმაა. "აიაქსთან" ვნახეთ, რომ ბრაზილიელი ჟუან ჟესუსი მას სათანადოდ ვერ ცვლის და სავარაუდოდ, სპალეტი ისევ ახალგაზრდა ნორვეგიელს, ლეო ოსტიგარდს დაეყრდნობა.

ხვიჩა კვარაცხელია კი ყოველ მატჩში ისე ვითარდება, მთავარ მწვრთნელს მისი მოტივაციის ასამაღლებელი კრიტიკის პოვნა უჭირს, უკანასკნელი ორი შეხვედრის შემდეგ ხვიჩას ძალიან აქებს და მასთან მიმართებით "ვარსკვლავის" გამოყენებასაც აღარ ერიდება. ალბათ, ბოლომდე გააზრება ჯერ მაინც გვიჭირს, მაგრამ რასაც ახლა ვხედავთ, ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩემპიონთა ლიგაზე 17 წელი უგოლობაზე თუ ვწუწუნებდით, ახლა კვარაცხელია 17 გოლს არცთუ ისე შორეულ მომავალში გაიტანს. რა თქმა უნდა, ხვიჩასთვის მსგავსი რჩევის მიცემას არ ვაპირებთ, "ნაპოლის" მიმართ პატივისცემასაც გამოვხატავთ, თუმცა ის ნამდვილად ვიცით, მომავალში "კვარადონას" უფრო დიდ, სახელოვან და ისეთ კლუბში ვიხილავთ, სეზონის წინ ჩემპიონთა ლიგის მოგებას თამამად რომ ისახავს.

• alexandre

ხვიჩაც და კობიც მატჩის (!) საუკეთესიდ დაასახელეს. და არა ტურის. არა უშავს, მოვესწრებით მაგასაც.

• nk

M - ოსიმენი და პოლიტანო სხადასხვა პოზიციაზე არიან. პენალტისტი ვინ იქნება მაგას მწვრთნელი წყვიტავს, როგორც წესი. ქუჩა კი არაა, ბლატებით ოსიმენმა პოლიტანო რო დაჩაგროს და არ დაარტყმევინოს )) მწვრთნელი რა დავალებასაც მიცემს ისე შეასრულებენ.

• M

არვიცი ნახეტ ტუ არა ის კადრები ფენალტი რო გაიტანა კვარამ,სანამ კვარა დარტხამდა ფირველი ბურტან მივიდა ოსიმენი აიხო ბურტი კვარა მარტო იდგა ტავისტვის მივიდა ოსიმენი ახლოს კვარასტან ბურტი მიცა და ტავზე ხელი დადო კვარა გაკვირებული ტვალებიტ უხურებდა არ ელოდა,მაგის მერე კვარას ხელში ეკავა ბურტი და აიაკსის იგროკმა ბურტი გაგდებინა კვარას და ეგრევე მივარდა ოსიმენი ტიფტან და ეკამატებოდა.რისი ტკმა მინდა რო იცახიან ფოლიტანო რო ხოფილიხო კვარას არ დარტხმევIნებდნენო ფირიკიტ იკნებოდა ფოლიტანო ერტ ფენალტს არ დარტხმევინებდნენ ტუ ოსიმენი იკნებოდა აცი ოსიმენი დაბრუნდა სასტავში ფოლიტანო დაუბრინდა სკამს

• რომანი

მატჩის საუკეთესოზეა საუბარი და არა ტურის. ეს ვითომ წაკბენა და გამოჭერა რატო გიყვართ?

• М

ფოლიტანო ფენალტს არ დარტხმევინებენ სანამ ოსიმენი სასტარტოში იკნება,იკ ფენალტს დარტხამს ხან ოსიმენი ხან კვარა,რატომ გონიატ რო ფოლიტანო დარტხამდა იკ ოციმენი დიდი ავტორიტეტიტ სარგებლობს,ფოლიტანო გადაჯდება სკამზე ოსიმენი რო გამოვიდა,როგორ ფიკრობტ ფოლიტანო სასტარტოში იკნება და ოსიმენი ზაფასში ეს არ მოხვტება.მე იკ ვცხოვრობ და მეტ ნაკლებატ ვიცი იკ რა ხტება.

• 3333

იმ დღეს კიბიაშვილმა ჰეთრიგი,რომ შეასრულა ლიგაზე ანდრეი შევჩენკომ პოკერი გაიფორმა მახსოვს და რომც ეარსება ამ პრიზს მაშინ კობის არავინ მისცემდა

• თორელი

ხვიჩა გვჩუქნის დიდ სიამოვნებას მოედნიდან, ხოლო ღვთისავარი კი მისი სტატიებით.

• ზაზა

ვიმეორებ წ ე ლ ს ნ ა პ ო ლ ი ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ს მ ო ი გ ე ბ ს ! ! !

• nk

არადა ეს ოსიმენის ბურთის ვითომ მიცემა და პენალტის დათმობა დადგმული სპექტაკლივით მგონია. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტანოს ძირითადში ყოფნის შემთხვევაში მას დაარტყმევინებდნენ. კვარა კი სავარაუდოდ ამ ბოლო პერიოდში მეორე პენალტისტი (ნუ იმ ძირითად შემადგენლობაში პირველი) იყო. არანაირად არ დაარტყმევინებდა მწვრთნელი ოსიმენს, რომელსაც საკმაოდ ბევრი გაუცდა (და ცუდი ფორმა ძალიან ეტყობოდა ოფსაიდებზე). -ითქვა კიდეც, რომ თამაშამდე აქვთ სია ვინ ურტყავს პირველ რიგში პენატლს, მერე ვინ და ა.შ. ოსიმენმა დაუთმო არა კვატი კიდე )) კი ძმაკაცობენ, მაგრამ ოსიმენს ზედმეტად დიდი ეგო აქვს რასაც ვუყურებ, რაც კვარასთვის არც ისე კარგი იქნება - ამაზე მაგის ტვინის ბურღვები მახსენდება, ყოველ მომენტში ბურთის მისთვის (ბოლო თამაშშიც) გადაწოდებას, რომ ითხოვს, თან ამ დროს 3-4 ფეხბურთელი რომ ახვევია. იმედია კვარა ოსიმენის ფაქტორს უკეთ გამოიყენებს (მცველების ყურადღების გადანაწილებით), და კვარა არ შეიბოჭება თავისუფლად მოქმედებაში

• ჟორა გაბრიჭიძე

ხვიჩამ მთელი საქართველო ნაპოლისა და საერთოდ ფეხბურთის გულშემატკივრად აქცია.

• zura222

რაოო ოსიმენი ავთანდილს შეადარესო ?? DD ეს ალბათ ისეთმა მეტიჩარამ გააკეთა ადრე რომ იძახდნენ 90 წლების დასაწყისში--თბილისის დინამოს დავით აღმაშენებელი დავარქვათო ! ისე ლენინს რატომ არ შეადარეს ? ლენინმაც ხომ მიატოვა კრუპსკაია და რუსეთში ჩავიდა რევოლუციის მოსაწყობად DDD

• ირო ორდა, ჯგირო ორდა

მადლობა ხვიჩა (მართლა ხვიჩა და განათებული ხარ), არ მეგონა საქარტველოში ერთი ამბით ყველ ერთნაირად გაიხარებდა, აბსოლუტურად ყველა, ზოგიერთი ავადმყოფის გამოკლებით.

• კაკაო

ესეთი ტემპით ფეხბურთელი უმატებდა რაც ფეხბურთს უყურებ არ მინახია . მაგარი კაცი ხარ ხვიჩა გენაცვალე გულში ესე რომ გვისწორებ ღმერთმა ხელი მოგიმართოს ვაჟკაცო კაცო.გილოცავდ სვეტიცხოვლობას ყველას

• იმერელი

ყოველ თამაშზე აშკარად უმატებს თან ძლიერ ფეხებზე დგას სუსტი არაა და რაც მაგარია ტრამვებისკენ მიდრეკილება არა აქვს თორე კი გვახსოვს ტრამვებმა რა კარგი ფეხბურთელები დაგვიტორმუზა ყენია, ჩაკვეტაძე. და რაც მთავარია ხვიჩა თავმდაბალია მაგრამ სტადიონზე მხეცია.

• პატრიოტი

ვხედავთ, ხვიჩა როგორ უმატებს მატჩიდან მათჩამდე, დაცვასაც ეხმარება, თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს, გვიყვარხარ ხვიჩა, ასე გააგრძელე, მთელი საქართველო გახარებულია შენით, მადლობა

• Ზაზა ჩიჩუა

ნაპოლი იდეალური ადგილია ხვიჩასთვის! ამ სეზონში ორივე ტიტულის მოგების შანსი აქვს.

• რრრ

ღმერთმა ქნას და ხვიჩა თუ ასე გააგრძელებს და მით უმეტეს კიდე უფრო მოუმატებს, არავინ გვკითხავს ჩვენ, დაჟე სპალეტისაც ისე წაიყვანს რეალი ან სხვა, რომელიმე ბობოლა. თორემ მე თუ მკითხვას ვინმე კი ბატონო 2-3 წელი მაინც არსად არ უნდა წავიდეს.

• გივი

ცოტა მიამიტური მგონია მსჯელობა, ხვიჩას პენალტის დასარტყამად ოსიმენმა რომ ბურთი გაუწოდა, ამით სპალალეტიმ დაუფასა ლოსანოს მიმართ გაკეთებული საგოლე გადაცემა (მით უმეტეს, ოსიმენი წინასწარ გაუფრთხილებლებია კიდეც, თურმე) :)) ასე პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ მწვრთნელის სიტყვები. ხვიჩა გუნდის წევრია და ზოგადად, ასე არ მოხდება მის მიერ გაკეთებულ თითოეულ სწორ ჟესტზე საპასუხო მადლობის გადახდა.

• Ucxo

უფრო დიდ გუნდს რას ეძახით. დგეს ნაპოლის ისეთი შემადგენლობა ყავს ისეთ დალაგებულ ფეხბურთს თამაშობს ვერც რეალი ვერც ბარსა ვერც სიტი ვერც ბაიერნი ლივერპული კი ვნახეთ წინ ვერ აღუდგება და თუ შემადგენლობას შეინარჩუნებენ ნაპოლიზე დიდი გუნდი ვერცერთი ვერ იქნება.

• kaxas

აი სიმართლე რატომაც დაარტყმევინეს პენალტი,ალბათ მწვრთნელიდა იცოდა გუნდმა რომ ხვიჩს უნდა დაერტყა,წინააღმდეგ შემთხვევაში ოსიმენი არაფრით არ დაუთმობდა,ხომ ნახეთ როცა თავად გოლი გაიტანა როგორ აღფრთოვანებით გამოხატა, ლამის გაგიჟდა!

• ზაზა

ნაპოლი სკუდეტოს და ლიგასაც მ ო ი გ ე ბ ს !!!

• К К

სანამ სერია-A დაიცხებოდა ვწერდი წელს ნაფოლი მოიგებს სერია A-ასტკო,კონკურეტები ეხოლება ლაციო,რომა ტკო სიცილი დაიცხეს 100% ცელს ნაფოლი გახტება ჯემფიონი,ლიგაზე ვერ ვიტხვი რო ლიგასაც მოიგებს ცნელი იკნება,მე ფეხბურტან მაკ შეხება და რასაც უხურებ ნაფოლი სერია A-ში ხველაზე გამარტულ და სცორ ფეხბურტს ტამაშობც ნაფოლი.ტუ ესე გაგრცელა ახალი ცლის შემდეგაც ფავორიტი არ ეხოლება არავინ ხველას დაიფრენს

• roma bejanidze

არსად გადასვლა არ ჭირდება ხვიჩას. ჯერ აქ სანამ რამე ტიტულს არ მოიგებს არსად არ უნდა გადავიდეს.

• კახა.

კვარა საუკეთესო გუნდშია. ნაპოლს ძალუძს ლიგის მოგება.

• ზურა

რატო უნდა გადავიდეს სხვა კლუბში, უმაგრეს ფორმაშია გუნდი, მაგარი შედეგები აქვს და სახელოვანიც არის

• კახა

სპალეტი: ხვიჩას ამას არ დავუვიწყებთ - სიკეთე დაუბრუნდება ასე თქვა კრემონეზესთან მატჩის ჩემდეგ მწვრთნელმა. და არ დაუვიწყა ნამდვილად,აიაქსთან კიდევაც ანდეს პენალტის დარტყმა. ლოზანოზე გაკეთებული პასი დაუფასდა!

• სოსო

კარგი სტატიაა!გმადლობ ღვთისავარ! ისე კარგად დალაგდა ნაპოლი,რომ მეეჭვება ხვიჩამ,ან ვინმე სხვამ, წასვლა მოიწადინოს.მსოფლიოს საჩემპიონატო პაუზა,ბევრ რამეს შეცვლის და ვინ როგორ ფორმაში და განწყობაზე დაბრუნდება გუნდში(არა მხოლოდ ნაპოლიში,ყველა კლუბს ვგულისხმობ),ეს განსაზღვრავს სეზონის შემდგომ მიმდინარეობას და საბოლოო შედეგებს.იმედია მანამდე,ნაპოლი შეძლებს და ფორას შეიქმნის სხვა კლუბებთან.თუ პაუზის შემდეგ,ნაპოლის თამაში იგივე დონეზე დარჩა,სულაც არ ჩანს შეუძლებლად,სკუდეტოსა და ლიგაზეც,ბოლომდე გავიდეს და გამარჯვებისათვის იბრძოლოს.ჯერ ამაზე საუბარი,რა თქმა უნდა ძალიან ნაადრევია,თუმცა გულშემატკივარს ეს ვერ შეაჩერებს.ჩვენი თავის ამბავი,ხომ ვიცით.

• ალექსს

ამაღამ არავინ არ უშვებს და კვარას ოცნება რეალში თამაში როა, ახლა გაიგეთ? რას ვიზამთ, ბაიერნი, ლივერპული, თუნდაც გვარდიოლას სიტი მომავალში უკეთესია, იქაც ილიდერებს ხვიჩა

• Გაბო

როდესაც ლოზანოს კვარამ საგოლე პასი მისცა, იმ თამაშის შემდეგ თქვა სპალეტიმ ,რომ კვარას ეს საქციელი აუცილებლად დაუფასდებაო და დაუფასდა კიდეც, როდესაც მას პენალტის დარტყმის უფლება მისცეს აიაქსთან. დარწმუნებული ვარ წინასწარ ჰქონდა ნათქვამი სპალეტის რომ პენალტს თუ მოიპოვებდნენ კვარა დაარტყამდა. აი ასე დაუფასეს.

• zaza

getanxmebi. napoli Moigrbs cell skudetos. da meti ra undat ligaze naxevar finali garantirebulia.

• რობი

2-3 წელი წუწურაქი ლაურენტისი ხვიჩას არასად არ გაუშვებს 150 მლნ რომ შესთავაზონ მაინც. ჩემი აზრით ჯერ იქ უნდა იყოს სადაც არის! ბევრ რამეს ისწავლის სპალეტისაგან, თანაგუნდელებისგან! თანაც ნაპოლი ამ დროისთვის ერთერთი საინტერესო გუნდია მსოფლიოში უმგრესი ფეხბურტელებით დაკომპლექტებული! ამ გუნდმა შეიძლება სკუდეტო მოიგოს და ჩემპიონთა ლიგაშიც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიოს!

იქნებ იმ პატარა ჩოგბურთელ მარიტას რამხელა მომავალი ჰქონდა, იქნებ იმასაც გაეხარებინა მფელი ქვეყანა, რატომ უნდა ხდებოდეს ასეთი უსამართლობა :((

• დ

აუ საღოლ, შემოგევლე ჯიგარო. რისი გადასვლა, რისი გადმოსვლა, კვარა არის იქ, სადაც უნდა იყოს. სკუდეტო იტალიაში უფრო ფასობს, ვიდრე ლიგის მოგება, შესაბამისად ჯერ სკუდეტოს მოიგებს, მერე ლიგასაც ზედ მიაყოლებს და მერე ვნახოთ რა იქნება. ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ თუ ამას გააკეთებს ნაპოლი ხვიჩასთან ერთად, ნაპოლიში (ნეაპოლი რუსული ინტერპრეტაცია ყოფილა) ისეთი გმირი გახდება, როგორიც მარადონასაც არ ღირსებია, აი ასეთ სიტუაციაში როგორი გადასასვლელი იქნება სხვაგან? არადა უეჭველი მჯერა, რომ კვარა ამას შეძლებს, ასეთი პოტენციალის ფეხბურთელი მე პირადად არ მინახია. რეებს აკეთებს, რას უშვრება მცველებს, ეს ფანტასტიკაა.

• გიორგი

მეც მაგას ვამბობ მინიმუმ 2-3 წელი არსად არ უნდა გადავიდეს, ხო კიდე რა გაუმართლა აიაქსში მილანში და ივენტუსში რო არ გადავიდა ანუ არ ეცადნენ რო გადაეყვანათ :))) ეხლა ალბათ ზიან და იბრდღვნიან ერთ ადგილს :)))

• ზაზა

თან მარადონა ნაპოლიში 5 წელი რომ იყო, რა წააგო? არაფერი კარგის მეტი.

• ალექს

რატომ ჩაიხვიეთ ზოგმა ეს გადასვლა-გადმოსვლის თემა?? სად უნდა გადავიდეს ვერ გავიგე?? სადაც თითქოს უნდა გადასულიყო ის გუნდები აბზრიალა ციბრუტივით და დაიქნია მარაოსავით, რაის გადასვლა??!! ნაპოლი დაფრინავს და კვარა პილოტის როლს ასრულებს,სად უშვებთ რო უშვებთ???

• ზაზა

ჩემი პატივისცემა ყველა კომპეტენტურ ადამიანს მე უბრალოდ მინდოდა ჩემი აზრი და შეხედულება დამეწერა ნაპოლიზე და ხვიჩაზე გამგები გაიგებს!

• Status quo

ეს სტატია დაწერა კომპეტენტურმა ჟურნალისტმა,რომელმაც მშობლიური ენის გრამატიკაც კარგად იცის.ზოგიერთივით, ,,ბურთს იტანს ,,არ წერს.

• ლაციოს ფანი ლევანი

სწორად წერია ყველაფერი. ხვიჩა ცოტა ვალსაც სულ იგრძნობს ნიგერიელთან

• ზაზა

მე არ ვიცი ეს სტატია ვინ დაწერა მაგრამ დარწმუნებით გეტყვით ყველას რომ წელსვე ნაპოლი სკუდეტოსაც მოიგებს და ჩემპიონთა ლიგასაც ხვიჩა კი ამ წარმატებების მთავარი შემომქმედი იქნება !!!

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ