ერევანს 15-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში ერთმანეთს ალექსანდრე მეტრეველი და ნიკოლოზ ბასილაშვილი (676) გადაეყარნენ
სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩვენთვის მეტად საინტერესო დაპირისპირება შედგა - 15-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში ერთმანეთს ალექსანდრე მეტრეველი და ნიკოლოზ ბასილაშვილი (676) გადაეყარნენ.

ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ვიტყოდით - თანამემამულეები, ახლა კი, სამწუხაროდ, ამის უფლება აღარ გვაქვს: 19 წლის ბასილაშვილმა საქართველო რუსეთზე გაცვალა და ის ივლისიდან ამ ქვეყნის სახელით ასპარეზობს.

თუმცა სანამ უშუალოდ ამ დაპირისპირებაზე ვიტყვით, მოგიყვებით, როგორ მივიდა იქამდე 17 წლის ურეიტინგო მეტრეველი, რომელიც ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის, ალექსანდრე მეტრეველის შვილიშვილია. მან საკვალიფიკაციო ბადეში ხორვატ მარინ დრაგანიას (7:6, 6:2) და უკრაინელ ალექსანდრ კუშაკოვს (6:1, 4:1, მეტოქე დანებდა) აჯობა. ძირითადი ბადის პირველ წრეში ქართველმა უკრაინელ იური ჯავახიანს მოუგო - 7:5, 6:4. მერვედფინალში კი ალექსანდრე ყოფილ თანამემამულეს გადაეყარა და მიუხედავად იმისა, რომ მასზე წლინახევრით უმცროსია დიდი ბრძოლა გაუმართა - 5:7, 7:6 (3), 2:6. ბრძოლა ბასილაშვილმა გააგრძელა და უკვე ნახევარფინალშიცაა, თუმცა ეს უკვე ქართველი გულშემატკივრებისთვის ნაკლებად საინტერესოა.

იტალიურ იმოლაში (25 ათასი დოლარი) მერვედფინალში დამარცხდა პირველ ნომრად განთესილი მაკა ჩახნაშვილი (224), რომელსაც ხორვატმა მარია აბრამოვიჩმა (572) მოუგო - 6:1, 7:6 (4).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა