კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა "საფეხბურთო ტაიმაუტის" პირდაპირ ეთერში, ევრო 2024-ის და მომავალი მეტოქეების შესახებ ისაუბრა.

ქეცბაიას თქმით, საქართველოს ნაკრებთან ერთ ჯგუფში მოხვედრა არ სურდა.

"არ მინდოდა საქართველოს ნაკრები ჩვენ ქვეჯგუფში ყოფილიყო, მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოს ნაკრების მაისურით ვითამაშე და მომეცა იმის საშუალებაც, რომ მწვრთნელი ვყოფილიყავი, მოწინააღმდეგე მხარეს არასდროს ვყოფილვარ, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორი შეგრძნება მექნება, კვიპროსი ჩემთვის უცხო ქვეყანა არაა 32 წელია იქ ვცხოვრობ, ჩემი მეუღლე კვიპროსიდანაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მეორე სამშობლოსავითაა, მაინც არ მსურდა საქართველოსთან ქვეჯგუფში მოხვედრა, თუმცა ასე მოხდა.

ესპანეთის ნაკრები ფავორიტია, თუმცა შოტლანდიასაც და ნორვეგიასაც კარგი ნაკრებები ჰყავთ, ბოლო წლების განმავლობაში შოტლანდიელთა შემადგენლობაში თამაშობს 10-12 ფეხბურთელი ინგლისის პრემიერლიგიდან, ნორვეგიის ნაკრებს ჰოლანდის გარდა სხვა გამორჩეული ფეხბურთლებიც ჰყავს, საქართველოს ნაკრებს ნორვეგიასთან თამაში ყოველთვის უჭირდა, 3 მატჩიდან 3-ივე წავაგეთ, ამ მხრივ კვიპროსს კიდევ უფრო ცუდი ისტორია აქვს, ნორვეგიასთან 11-ჯერ დამარცხდნენ, შოტლანდიასთანაც ყველა თამაში დათმეს, მომავალი მეტოქეებიდან მხოლოდ ესპანელებს მოუგეს (3-2),

საქართველოს ნაკრებში კარგი სიტუაციაა, სანიოლის გუნდმა ერთა ლიგაზე წარმატებულად იასპარეზა და ძლიერი მეტოქეები დაამარცხა, შესაძლოა თამაშის ხარისხი საუკეთესო არ იყო, თუმცა დღესდღეობით მთავარი 3 ქულის მოპოვებაა, მათ დაამტკიცეს, რომ კარგი გუნდი ჰყავთ. თუ დღეს არ გყავს 11 მოთამაშე, რომლებიც წინ და უკან შეუჩერებლად ირბენენ, მატჩის მოგება შეუძლებელია.

კვიპროსის ნაკრებს საშინაო მოედანზე ნებისმიერ მეტოქესთან თამაში შეუძლია, ბერძნებმა ვერ დაგვაფასეს და ეგონათ, რომ მარტივად დაგვამარცხებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. გვყვავს ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელები.

მიხარია, რომ ჩაკვეტაძეს "სლოვანში" მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს და კარგ ფეხბურთს აჩვენებს, თითქმის ყოველ თამაშში საგოლე პასებს აკეთებს, ამხანაგურ შეხვედრებში შანსი მიეცემა და უნდა დაამტკიცოს, რომ ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმსახურებს" - განაცხადა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას 2023 წლის 28 მარტს, ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

tngh
ურთულესი ჯგუფია... ყველა თამაში ძნელი იქნება. თუმცა, იმედია უმედოდ არავისთან არ ვიქნებით. წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
ჯიმშერ ფილფანი
მერე არ ათამაშოს და მოგვაგებინოს
kaka
აბა ულაააააააააააააააააააააააააა წარმატებები ქეც ქეც ქეც ყველასტან მოგება დიდება უფალს
ზაზა გ.
თემური მართლაც პატრიოტი და თან კაი ადამიანია. მინდა ვუსურვო წარმატება ყველა გუნდთან (საქართველოს ნაკრების გარდა
იბერიელი
დაე ძლიერმა გაიმარჯვოს,წარმატებას გირუსვებ. შენ რომ გიყვარს ეს ქვეყანა და ეს გუნდი ნეტა ეგრე ფედერაციაში უყვარდეთ ჯიგარი ხარ თემო შენაირი ჯიგრიანი მოთამაშე ნაკრებს არ ყოლია სულ ბოლომდე იხარჯებოდი ყველა თამაშიში
სტალინი
ნეტავ შენ როგორც პატივს გცემენ საქართველოში, იმის ნახევარს "სხვები" იმსახურებდნენ, გამგები გაიგებს ვისზედაც ვაკეთებ აქცენტს. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ.............
Aleko
Temur dzalian miyvarxar newcastlis tamashebs shesgamo vuyurebdi yvela tamashi maqvs nanaxi shenairi patrioti kaci bevri ar aris saqartvelosho ase ro dzlierma gaimarjvos imedia es zaqrtvelos nakrebi iqneba
Vasili
არაუშავს ! ასეთია ფეხბურთის კანონი! ბოლობოლო ტანკით ხო არ მოდიხარ, გუნდი ჩამოგყავს ფეხბურთის სათამაშოდ! ძნელია მაგრამ , ხელმეორედ არავინ აღარ ჩაატარებს კენჭისყრას… ჩამოიყვან გუნდს და ვინც დაინსახურებს და მოინდომებს ის მოიგებს! იმდეია ჩვენ მოვიგებთ და მერე თქვენ სხვებს გაამწარებთ!!!/. ყველას გვინდოდა ასე რომ არ ყოფილიყო მაგრამ რას ვიზავთ! მასე არც სლოვანი გვინდოდა მაგრამ სამი ქართველი და ყოფილი მწვრთნელი ჩამოვიდა და შეგვიჭამია!!!
ქომაგი
თემურ ბევრჯერ გაკრიტიკე ნაკრების მწვრთნელობისას. დაღმართს აღმართი მოსდევს და პირიქითაც> საქმის პროფესიონალი ხარ და პატრიოტიც. შენი საქმე პროფესიულად აკეთე- ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის!
გეგი
შენ გენაცვალე თემო,გვესმის რასაც განიცდი და გვჯერა რომ შენი ქვეყნის ღირსეული შვილი ხარ.მე პირადად წარმატებას გისურვებ და ერთი აუგიც კი არ დამცდება შენს მისამართით.დაე ძლიერმა გაიმარჯვოს,წარმატებას გირუსვებ.
pepe
დიდება უფალს ესეტი ადამიანები უმრავლოს საქარტველოს წარმატებები ქეც დიდება უფალს
Semi
შენ მაგაზე რ იდარდო თემურ! პროფესიონალი ხარ და ეს ყველაფერი სმუშაოს ნაწილია. არავის ეჭვი შენს სამშობლოს სიყვარულში არ ეპარება.
G.LA
ადამიანურად მესმის ქეცბაიასი რა ძნელია მისთვის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ყოფნა. რას ვიზავთ? თანამედროვე ცხივრებაში ეს პირველი არ არის და არც უკანასკნელი. სხვა ნაკრებების მაგალითზე შევხვედრივართ, ახლა კი ჩვენ წინაშე ჩვენი მერძოლი გულით და სულით მოწინააღმდეგის მხარეს იდგება. არა მგონია ვინმე ჩვენგანს ეჭვი შეგვეპაროს მის გულწრფელ სიყვარულში სამშობლოსადმი. ახლაც კი ჩაკვეზე და მის უკეთეს ფორმაზე კმაყოფილებას გამოთქვამს.
juve
სულით და გულით ჯიგრიანი, პატრიოტი კაცი, წარმატებები თემურს მისი ნაკრებით.
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?