მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა საიტმა Goal-მა 2023 წელს "ოქროს ბურთის" მაძიებელთა ოცეული დაასახელა, თუ ვინ შეიძლება გახდეს France Football-ის ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი.

ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა და უდიდეს სიამაყეს იწვევს ის ფაქტი, რომ საუკეთესო ოცეულის სიაში მოხვდა "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მე-15 პოზიცია ირგუნა.

Goal-მა ეს 20 ფეხბურთელი 2022/23 წლების სეზონის სტარტზე ნაჩვენები თამაშით გამოარჩია. სიას პსჟ-ის ფეხბურთელი ლეო მესი ლიდერობს, შემდეგ კი ასევე ამ გუნდის ვარსკვლავები - ნეიმარი და კილიან მბაპე მოდიან.

ოცეული ასე გამოიყურება:

1) ლიონელ მესი (პსჟ)

2) ნეიმარი (პსჟ)

3) კილიან მბაპე (პსჟ)

4) ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი)

5) რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)

6) ვინისიუსი (რეალი)

7) კევინ დე ბრუინი (სიტი)

8) ქარიმ ბენზემა (რეალი)

9) მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)

10) ფილ ფოდენი (სიტი)

11) ჰარი კეინი (ტოტენჰემი)

12) ჯამალ მუსიალა (ბაიერნი)

13) გაბრიელ ჟეზუსი (არსენალი)

14) სადიო მანე (ბაიერნი)

15) ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)

16) ლეროი სანე (ბაიერნი)

17) რაფაელ ლეაო (მილანი)

18) კოდი გაკპო (პსვ)

19) ფედერიკო ვალვერდე (რეალი)

20) ჯუდ ბელინგამი (დორტმუნდი)

რა მაფიაა?
ხვიჩახე კაი სუბიექტურები ვართ ფა ჩვენთვის გვიხადია ეს ყველაფერი, მარა ჰალანდი მბაპეს უკან რა პონტშია ან ვალვერდე სადაა ვაბშე სულ ბოლოში, დაფრინავს ტიპი, გოლ.კომ წადი ფიში ქენი დაიძინე ))))
papai
არ გვინდა ზედმეტი ეიფორია, ეს არის საპროგნოზო ვერსია, ასეც უწერით საიტზე.. ამიტომ ეგ სრულიად ხვიჩაზე და ტრამვებზეა დამოკიდებული თავში იქნება თუ ბოლოში.. წარმატებები კვარას
toti
და წალენჯიხაში რა ხდება?
იმერელი
ერთი ხვიჩა ხუთ ნეიმარს მირჩევნია
თენგაბი
ხვიჩამ და მამარდამ, ამ ორმა ბიჭმა ქართველებს და არა მარტო ქართველებს, იმაზე მეტი სიხარული მოუტანა, რაც საქართველოს მთავრობამ და ხელისუფლებამ ბოლო 30 წლის განმავლობაში. მათი წყალი გადასხმოდეს სხვა ქართველებსაც. წარმატებები
გია
კვარას ოქროს ბურთამდე ბევრი უკლია,მაგრამ ოცეულში თუ შეიყვანეს ეს მომავლისვარაუდია
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
გურს ქგგალე ხვიჩუ! გურს! არავის მოუსმინო მითუემეტს ფსევდო პატრიორებს,მხოლოდ წინ და წინ! ვამაყობთ მთელი სამეგრელო და მთელი საქართველო!☝️
ქუთაისელი
დღესდღეობით კვარაზე წინ ფედე ვალვერდეს და ლეროი სანეს დავაყენებდი. მაგრამ როცა კვარა მოუმატებს, ჩემპიონთა ლიგაზე ფედეს რეალს და სანეს ბავარიას გამოაბუნძულებს, და საქართველოსთან ერთად ევროპაზე გავა, აი, მაშინ უპირობო ფავორიტი იქნება! წინ კვარა! ფორცა ნაპოლი! გაუმარჯოს საქართველოს!
ბს
საამაყო შვილი თავისი ოჯახის და ჩვენი ქვეყნის! ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დაგეკისრა და ღმერთმა შეგაძლებინოს შვილო, ძმაო და მეგობარო!
გიაs
1000000000000000000000%-ი
emigrant
დიახაც,უნდა დაიდოს ამ ბურთმა ბინა წალენჯიხაში,ქიმერთი ხვიჩა სქან გოლუაფირო❤️
გია
რა საყვარლად, უყურებს ოქროს ბურთს? ხვიჩა შენ ასე გააგრძელე თამაში და დარწმუნებული ვართ "ოქროს ბურთი" თავისით მოგიგორდება! ეჭვიც არ გვეპარება!
ქომაგი
ეს მხოლოდ დასაწყისიააააააააა. ისტორიულად ქართული ფეხბურთი იმსახურებს, რომ თუნდაც ერთი ასეთი ბურთი საქართველოშიც იყოს. მოვა დრო და ხვიჩა უზრუნველყოფს ამ მიმართულებით სამართლიანობის აღდგენას! და ესეც მხოლოდ დასაწყისი იქნება! ჩვენ საფეხბურთო ქვეყანა ვართ, ბიძიკო!
მფრინავ კრიშტიანოს!
მესის ფანი ვარ! მაგრამ როგორ შეიძლება, ხვიჩა არ მოგწონდეს და არ გიყვარდეს?! ყველას თავისი კერპი ყავს, ხვიჩასი როლანდოა, ეს მისი არჩევანია, და რა? ამის გამო ხვიჩა "მოვიძულოთ"? ჯერ ესეთი ძლივს გვეღირსა ქართველებს უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელმაც გააოცა და გააგიჟა იტალიელები, და რა, არ გაგვეხარდოს და არ ვიამაყოთ? ეგ შენი კომენტარი ნამდვილად უადგილო იყო, ან რა შუაშია " მესისტების უბედურება". კიდევ ვიმეორებ მესის ფანი ვარ, მგრამ ყოველდღე ველოდები ხვიჩაზე დაწერილ სტატიებს, სადაც მის წარმატებებზეა საუბარი და მაგ დროს, როგორც ქართველი, ამაყი ვარ!
აუეე
რას იწყევლები თუ იცი რატომ რამდენიმე წელი …და არა რამდენიმე თვე …?! სკუდეტოს მოგება ამ სეზონში რეალურად ჩანს თუ არა..?! მგონი კი !!! ლიგას მოგება თუ კი ეგრე გააგრძელეს ნახევარფინალი გარანტირებული აქვთ ცოტა გამართლებაც და მოგებაც შეიძლება…!!!პლიუს ამას ნაკრების 3-4 მოგებაც ზემოდან და საკმარისია !!!!ოღონდ მსოფლიო არ უნდა მოიგოს ვინმემ მარტომ ერთმა ფეხბურთელმა როგორც ეს მარადონამ გააკეთა 1986 წელს !!! ან თუ არგენტინამ მოიგო ( რაც შესახლებელია) მაშინ მფლობელიც გარკვეული იქნება წინასწარ !!!
გიორგი
ვაუუუუ! მაგარი ხარ კვარა !
დავითი
უდიდესი აღიარებაა!მსოფლიო დონის სენსაცია ფეხბურთის სამყაროში!
К.к.
აკ ეგეტი რასკლადია ტუ მსოფლიოს მოიგებს მესი ის ხტება ოკროს ბურტის ფლობელი,ტუ ნეიმარო მოიგებს მსოფლიოს ნეიმარი,აბა იასნია საფრანგეტში ჩემფიონები იკნებიან. 2. ვინც ლიგას და ჩემფიონატს მოიგებს ის აიხებს.3-ტუ ნაფოლიმ სერია -A მოიგო და ლიგაც არარის გამორიცხული კვარაც გახტეს.ტუ არადა კვარა ხუტეყლში მაინც მოხვტება,რახაცა ფრიზს მაინც მიხებს
ჯუჯი
სერია “ა”დან მხოლოდ ორნი ხვიჩა და ლეაოა.
ჯუჯი
სერია “ა”დან მხოლოდ ორნი არიან.
გიორგი
მეტი შემართებით უხვი გოლებით და ასისტებით კვარა შენ შეძლებ!
გელა
მეგობარო თუ არ იცი ესე დაზუსტებით რატო წერ რო თუ ნაკრებმა მაინცდამაინც მსოფლიო ან ევროპა არ მოიგო ვერ გაქაჩავს ისე ფეხბურთელი ოქროს ბურთის მოგებას??მესიმ იცი რამდენჯერ მოიგო ოქროს ბურთიი??გადახედე აბა მის მიგწევებს ნაკრებში,,თუნდაც რონალდო ერთხელ გახდა პორტუგალიასთან ერთად ევროპის ჩემპიონი მარა ოქროს ბურთები ქვეყანა აქვს,,როცა რაგაცა არ იცი ნუღარ ამტკიცებ მაინც,,მომავალში ნახავ ჰალანდი რამდენ ოქროს ბურთს მოიგებს ნორვეგიის ნაკრების იმედი აქვსო მაგასაც ვერ ვიტყვით ასე რომ ხვიჩასაც თავისუფლად შეუძლია ბრძოლა მთავარია კლუბმა შეუწყოს ხელი თორე ნაკრები ზოგს ყავს ძლიერი და ზოგს ვერა,,ნაკრებს ხომ ვერ ირჩევ ადამიანი აი კლუბს კიდე მშვენივრად აირჩევს 2-3 წელში,,(რეალი არჩეული კი ყავს უკვე მარა სხვა გრანდებიც ჩადგებიან რიგში))
მფრინავი კრიშტიანუ
მესისტების უბედურება ის არის რომ კვარას საყვარელი ფეხბურთელი კრიშტიანოა ,რადგან ერთნაირი ხასიათი აქვთ,მასავით მებრძოლი და ლიდერია,გადამწყვეტ თამაშებში უკან არ იხევენ.
giorgi
ერთ შვილი მაინც გავზარდეთ გრანდებთან მეომარია
გივის
რადგანაც წინა წელს ლეო, ფსიქოლოგიურად დასტრესილი იყო, თამაში კი არა, კიდევ კარგად გამოვიდა მდგომარეობიდან, ეხლა უკვე სხვანაირი ჟილკით თამაშობს და აშკარად ეტყობა, რომ ფორმას იბრუნებს (მთავარია, ტრავმებმა არ შეაწუხოს) მისი ყოველი შეგდებული გოლი, ხომ შედევრია! მე პირადად და ბევრიც ვხედავთ, რომ ეს სეზონი ლეოსი იქნება!
თემო
ფეხბურთი მიყვარს ძალიან, ფაქტიურად ფეხბურთით ვსუნთქავ! ფეხბურთში ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი ლეო მესია! ეხლა უკვე ხვიჩას სახით ,ორი ფავორიტი მყავს!
მერაბი
სეზონის ბოლოს სიის სათავეში გვენახოს.ძალუძს!!!
ქომაგი
ალ ხელაინმა შეადგინა?
კ ო მ ბ ლ ე
ჯერ ადრეა, გადახედეთ ზოგი წლებია თავს აკლავს ფეხბურთს, ამას კი, ჯერ ადრეა მგონი, ცუდად არ იმოქმედოს მეშინია..
Givi
Mesis arafers verchi megobaro,me imis mikvirs vinc pirvelze dasva dges...ra principit?gana ra gaaketa 5 goli sheagdo wina sezonze safrangetshi,wels kidev araushavs normalurad daiwko, nagdad ar ekutvnis am etapze torem warsulis damsaxurebebs vin ukargavs?!
გიო
იმდენი ტალანტი გაგვიფუჭდა, უბრალოდ არ შეიძლებოდა სადღაც ქართულ გენს და ნიჭს არ ამოეხეთქა.
ქობულეთიდან
ნომინანტებს შორის დასახელებაც კი უდიდესი წარმატებაა! ნახეთ რა ხალხია 20-ეულში. ეს სასწაულია,ამ ბიჭმა ყველაზე დიდი რეკლამა გაუკეთა ჩვენს ქვეყანას და ჯერ კიდევ სადაა, წინ უდიდესი წარმატებები ელის მას და ჩვენ ქართველ გულშემატკივარს დიდი სიხარული.
ბუჯანგა
ჯერ ამ სიაში მოხვედრა რამხელა აღიარებაა ხვიჩას ტალანტის და ნიჭის..პირველივე წელს ასეთი ფეხბურთელების გვერდით ჩვენი ბიჭის ყოფნა ძალაინ საამაყო და სასიხარულოა...გავა რამოდენიმე წელი და ამ სიის სათავეში გვენახოს ..ყველაფერი აქვს საამისოდ მას..მთავარია შრომას არ მოუკლოს და თვითგანვითარების ტემპს..დანარჩენი ყველაფერი მოვა..
G.LA
ძალიან სასიხარულოა ასეთი დაფასება. მოდით მოკრძალებული ვიყოთ და ვისურვოთ სეზონის ბოლოს კიდევ წინ წაიწიოს ხვიჩამ ამ ჩამონათვალში. ეს პირველი სეზონისათვის ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება. უკვე ამ ჩამონათვალში ყოფნაა დიდი ნაბიჯია. ოქროს ბურთის დროც მოვა აუვცილებლად.
მიხო
შემოვევლე კვარას, მაგრამ ზედმეტებიც ნუ მოგვივა. აცალეთ ადამიანს, ჯერ 15 ხელი ითამაშა ევროპაში და უკვე მბაპეს და ჰალანდს აპაშოლებთ :)))))
ამაშიებს!
პენალდო ხომ არ იცით სად დაიკარგა? რაღაც სიაში ვერ ვხედავთ?
gelas
დასტვენილი სანაია ვისღა ახსოვს? ეგ უკვე პოლიტიკურ სანაგვეზეა!
givis
გივი, სასწრაფოდ ექიმთან, თორემ ბოღმისგან სკდები, ბიჭოოო!
ქიტესა
გიგანტური ნაბიჯებით მიიწევს წინ
მოსეხონელი
სერია Aმოიგოს და ლიგა მაპეც გვერდზე დარჩება ჰოლანიცცდა ძმანი მისნი
სულ ფეხებზე...
ოჰოჰო, აყეფდნენ მესის მოძულე, პენალდოისტები.
ნამუს გარეცხილ, ამაშიების ბანდას!
მოკლედ გეტყვი, პირები გამოირეცხეთ და ლეო ისე ახსენეთ! გასკდით გულზე ყველანი, ვინც მესიზე ცუდს იტყვის. მესი ყოველთვის პირველი იქნება , თქვენი პენალდო კი ბოლოს!
გივის
გივიჯან! ასე რატომ ანერვიულდი? რა იყო გულზე გეტაკა ლეო მესის პირველობა? ძალიანაც გინდათ, რომ მესის "მატარებელმა" ჩაიაროს, მაგრამ ხომ ხედავთ გივიჯან, ჯიუტად არ მიდის ლეოს "მატარებელი", რადგანაც ფეხბურთს უყვარს ლეო მესი და ლეოს კიდევ ფეხბურთი! ისე, რომ შენ დაწყნარდი და ნუ ნერვიულობ! ლეო კიდევ იტყვის თავის სიტყვას!
გოგა
სამწუხაროდ თუ ეროვნულმა ნაკრებმაც ხვიჩას მონაწილეობით რამე წარმატებას არ მიაღწია ოქროს ბურთს ისე ვერ მოიგებ, ამის ხშირი ფაქტები ყოფილა წინა დაჯილდოებებიდან, შეიძლება მოიგოს საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო ან რამე რაც კლუბში ნაჩვენები შედგებით იქნება განპირობებული, მაგრამ ოქროს ბურთი..
გელა
მიდი მიაწექი ხვიჩა!!! სანაია რა დღეში იქნება ხომ წარმოგიდგენიათ :დ
aburjga
ამისათვის ნაპოლიმ უნდა მოიგოს სერია ა და მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშოს, იქ კი ხვიჩამ 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა უნდა გააკეთოს, თორემ ხომ იცით ეს უეფა რა "ფრუკტიცაა"??!!
Givi
Mesi isev da tan pirvel adgilze? barem linekeri da cantona an ibragimovichi samarcxvinoaa...mesis da ronaldos matarebelma chaiara...
გეგი
შენ გენაცვალე ხვიჩა,მიდი არ გაჩერდე მუხლჩაუხრელი შრომით აუცილებლად მიაღწევ ყველაფერს,უდიდეს წარმატებას გისურვებ.
ნამუსგარეცხილების ბანდა
კიდევ მესის რომ ტენიან.ვან დეიკს და ლევანდოვსკს ოქროს ბურთები ხომ უსინდისოდ დააწერა, ახლა კიდევ მოინდომა.მაგარი უნამუსო ვინმეა.მერე ალბათ პოლიტიკაში წავა ეგეთები მაგრად ჭირდებათ
ენძო
ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის მერე ამ საიტზე კომენტარში ვწერდი,რომ "ნაპოლი" ლივეტპულსაც და "აისქსს"უკან ჩამოიტოვებდა,ხოლო "რეინჯერსი"უბრალოდ მეცოდებოდა.მიზეზიც შესაბამისი მქონდა და - ღმერთმა ხვიჩა ფეხბურთისთვის შექმნა და ქართველებს გვაჩუქა.ისღა დაგვრჩენია ჩვენც და ნეაპოლელებს სიამოვნება მივიღოთ.
შოთა
რატოა სასაცილო? კვარას ვულოცავ მართლაც. ეკუთვნის ნამდვილად ამ სიაში ყოფნა!
beqa
ძალიან მალე პირველიც იქნება მაგ სიაში მთავარია ევროპაზე გავიდეთ
ზაზა
მიდი ხვიჩა დაუმტკიცეს ყველას რომ მარტო ჩემი აზრით კი არა ხარ საუკეთესო ახლავე და ამ წუთას არამედ მომავალშიც იქნები პირველი შენ ეს შეგიძლია არც ერთი თამაში არ უნდა ჩააგდო გაიგე არც ერთი მსოფლიო გაკვირდება გამადიდებელი შუშით!!!
Bavaria
მაგარი სასაცილო სიაა ვერ ვხვდები რეებს ბიდავენ და საიდან მოაქვთ ეს სისულელეები კვარას კიდევ ვულოცავ ამ სიაში ყოფნას.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა