საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მეკარე უზბეკეთიდან საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობაზე საუბრობს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და რუსთავის "ოლიმპის"ყოფილი მეკარე მიხეილ ალავიძე თავის თაობაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულად ითვლებოდა. 2007 წელს 19 წლისამ ასაკისთვის უჩვეულო რეკორდი დაამყარა - 9 მატჩი უგოლოდ ჩაატარა და საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.

ალავიძე ორი წელია, უზბეკეთში, გუზორის "შურტანში" თამაშობს, ბედით უკმაყოფილოც არ არის, მაგრამ ამბობს, რომ ნორმალური პირობები რომ ჰქონოდა, საქართველოში სიამოვნებით დაბრუნდებოდა.

- უზბეკურ სიცხეებს გამოექეცი?

- რა თქმა უნდა. მაგრამ არც აქა ალპები, არანაკლები სიცხეები დამხვდა. თუმცა მივდივარ და გული აქ მრჩება.

- უზბეკეთში თავს კარგად ვერ გრძნობ?

- არა, რატომ, ცუდად ნამდვილად არ ვარ, ლიგაც საკმაოდ ძლიერია და პირობებიც ნორმალური, მაგრამ სახლში ვის არ ურჩევნია?! დიდი ხანია, არ მენახა ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები და ცოტა ხნით რომ ჩამოვედი, გული ამიტომ მწყდება.

რაც შეეხება ფეხბურთს, უზბეკეთში თამაშით უკმაყფილო ვერ ვიქნები, დღეს მათ ჩვენზე ბევრად უკეთესი პირობები აქვთ და ამიტომაც ვთამაშობ "შურტანში". პირობები იქით იყოს, საქართველოში ფეხბურთელის ფასი ისე დაეცა, აგდებით გიყურებენ. რა თქმა უნდა, ეს დამამაცირებელია, თან თუ ცუდი პირობებიც ემატება...

ახლა მდგომარეობა ეროვნულმა ნაკრებმა გამოასწორა და ვამჩნევ, ხალხში იმედი გაჩნდა, რომ ფეხბურთის განვითარება შესაძლებელია. მაგრამ საამისოდ ეროვნული ჩემპიონატის წამოწევაა საჭირო, რასაც დიდძალი ფული სჭირდება და ეს როდის მოხდება, მე რომ თამაშს დავამთავრებ? დრო კი სრწაფად გადის და 12-13 წელიწადში კარიერას დავასრულებ. არადა, ყველას გვინდა, რომ ეს ჩვენი თამაშის დროს მოხდეს. მხოლოდ ფული არ არის სტიმული, ყველა ქართველს სურს, ძლიერი ჩემპიონატი გვქონდეს.

- "შურტანში" თამაშით უკეთესი გუნდები თუ დააინტერესე?

- ტაშკენტის "პახტაკორში" მიწვევენ, რომელიც უზბეკეთის ყველაზე ცნობილი კლუბია. კონტრაქტი დეკემბერში მიმთავრდება და ვნახოთ. სხვა აზიურ ქვეყნებში, მაგალითად, ჩინეთში, კორეასა და იაპონიაში თამაში ძალიან კარგი იქნებოდა, უკეთესი ჩემპიონატებია, მაგრამ საქმე ისაა, რომ იქ ლეგიონერებზე ლიმიტის გამო მეკარეებს ძალიან იშვიათად იწვევენ.

- უზბეკეთის ჩემპიონატზე რას გვეტყოდი?

- კარგი დონეა თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მაყურებელი დადის. "შურტანის" თამაშებზე 5 ათასი მაყურებელი მოდის. აბა, საქართველოში სათამაშოდ როგორ უნდა განეწყო, როდესაც ტრიბუნაზე 200-300 კაცი იმისთვის მოდის, რომ თავისიანი გაამხნევოს.

ორი წლის წინ უზბეკეთში ბევრი ქართველი ვთამაშობდით, ახლა კი მე და კახა მახარაძე დავრჩით. კახას "პახტაკორში" აფასებენ. ორი წელია, უზბეკეთშია და ძალიან გაიზარდა, რასაც ყველა აღნიშნავს. მახარაძეს გუნდშიც გაუმართლა - "პახტაკორი" ჩემპიონატის ლიდერებშია.

- წლეულს "შურტანი" კარგად ვერ თამაშობს და რა არის ამის მიზეზი?

- მწვრთნელი, რომელიც უკვე გააგდეს. ახალი დაგვინიშნეს და მდგომარეობის გამოსწორების იმედი გვაქვს. უზბეკეთის ჩემპიონატი, რუსეთისა არ იყოს, გაზაფხული-შემოდგომის სისტემით ტარდება და მეორე წრე მალე დაიწყება. თუმცა, როგორც არ უნდა გამოსწორდეს მდგომარეობა, "შურტანში" დარჩენა აღარ მსურს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

basil
ეს რომ მეკარე იყო თავის დროზე ოლიმპში მიმიქარავს ნებისმიერი საუკეთესო მეკარე წელს ;D . მაგრა მევასებოდა ამის მეკარეობა სუფთა კატა იყო D .
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა