ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ში თამაშმა საქართველო მსოფლიოსთვის კიდევ უფრო მეტად საინტერესო ქვეყანა გახდა. სოციალურ ქსელში იტალიელები ხშირად წერენ ვიდეოს და საუბრობენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ღირსშესანიშნაობებზე. რა თქმა უნდა, დაინტერესება ფეხბურთმაც დაიმსახურა, არა მხოლოდ იტალიიდან, არამედ ევროპის წამყვანი ჩემპიონატებიდან ახალგაზრდა ქართველებით არაერთი გუნდი ინტერესდება, მაგალითად, გუშინ, 19 ოქტომბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "საბურთალოს" მარჯვენა მცველით, გიორგი გოჩოლეიშვილით ინტერესდება. რა თქმა უნდა, ასეთი დაინტერესების დროს ბევრ ისტორიულ ამბავს ეძებ, თუ როგორ თამაშობდნენ, რამდენად დიდ წარმატებას მიაღწიეს და ა.შ.

იტალიელმა ჟურნალისტმა ანდრეა ესპოზიტომ ქართული ფეხბურთის ისტორიას გადახედა და საინტერესო ანალიზიც დაწერა, გთავაზობთ სრულად.

"საბჭოთა კავშირში ფეხბურთი ყოველთვის უყვარდათ. მრავალეროვან ტერიტორიაზე ყველას თავისი ტრადიცია ჰქონდა, თუმცა ფეხბურთში მაინც იგრძნობოდა რუსული გავლენა სათამაშო სტილზე. მაგალითად, შეგვიძლია დავასახელოთ მინსკისა და კიევის "დინამო", იქვე მოსკოვის ორი გუნდი, რომლებიც გამარჯვებულები გარემოებებიდან გამომდინარე იყვნენ, თუმცა ამ მრავალხმიანობაში რუსულისგან რადიკალურად განსხვავებული სათამაშო სტილის მქონე გუნდიც თამაშობდა, თბილისის "დინამო", მაგალითი ქართული ფეხბურთის, რომელიც დაიბადა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი ხალხის იდენტობა ეჩვენებინა.

ქართველებს საბჭოთა კავშირის სხვა ტერიტორიებზე არსებული გუნდებისგან განსხვავებული ხედვა ჰქონდათ, თბილისში დაბადებულ და ჩამოყალიბებულ კოლექტივს ძლიერი ეროვნული განცდები ამოძრავებდა, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას თავიანთი განსხვავებული სულით აწუხებდა, რადგან კარგად ჰქონდათ გააზრებული თუ რამდენად ბევრს ნიშნავდა ეს სპორტი საკუთარ ინდენტობასა და ქვეყნის სიამაყეზე, ზუსტად ისე, როგორც სამხრეთამერიკულ არგენტინასა და ბრაზილიაში.

ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის ნაკრებში სულ უფრო და უფრო მეტი ქართველი ფეხბურთელის გამოძახება დაიწყეს (დაახლოებით ახლანდელ "ყველა ვარსკვლავის" მატჩს ვგულისხმობ). მოედანსა და მის ფარგლებს გარეთ გუნდურ როლს რუსები ასრულებდნენ, თუმცა საბჭოთა კავშირი ქართველებს როგორც "არასაბჭოთა" და "არასლავურ" ფიგურებს კოლონიალურ სამყაროს მიმართ, კარგი ურთიერთობის დემონსტრაციისთვის იყენებდნენ. თუმცა ყველაფერი დროდადრო ისე ვითარდებოდა, რომ ქართული ფეხბურთი საბჭოურს დღითი დღე შორდებოდა და სამხრეთამერიკულს ემსგავსებოდა, კულმინაცია 1961 წლის საბჭოთა კავშირისა და ბრაზილიის მატჩი იყო...

ქართული ფეხბურთი ესთეტიკასა და ეფექტურობას შორის

თბილისის "დინამო" ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობდა, რომელშიც დრიბლინგი და ხარისხი მთავარი ელემენტი იყო, მოგეხსენებათ, მაშინ საბჭოთა კავშირში ფიზიკურ და ხისტ მახასიათებლებს შეხვდებოდით. უწყვეტი ცეკვა ბურთზე ტიპური ქართული ელემენტებით, რომლის ჩვენებაც კრემლს მოსკოვში სურდა, რათა საბჭოთა ხალხისთვის ეჩვენებინა სხვადასხვა ხალხის კულტურა, თუმცა მათ შორის სხვაობა ძალიან დიდი იყო, ქართული ფეხბურთი უახლოვდებოდა სამხრეთ ამერიკულს და შორდებოდა საბჭოურს, იმდენად დაშორდა, რომ ბოლოს დიდი ურუგვაის 1920-იანი წლების ნაკრებსაც კი შეადარეს, ამ თამაშისგან გამოცემული სიამოვნება კი საბჭოთა კავშირის წესებს სცილდებოდა...

როგორც ყველაფერი მაშინ, "დინამოსაც" უკავშირებდნენ ხელისუფლების საქმეებს, კერძოდ, იმ დროინდელი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ფიგურასთან, ლავრენტი ბერიასთან. 1953 წელს, მაშინ, როდესაც სტალინი გარდაიცვალა, თბილისური გუნდი პრეზიდენტის გარეშე დარჩა, თუმცა ამ ყველაფერმა მის სილამაზესა და სიძლიერეზე არ იმოქმედა, რომელმაც დაკარგა საბჭოთა ჩემპიონის სტატუსი მას შემდეგ, რაც კრემლის გადაწყვეტილების გამო უკვე მოგებული მატჩის შემდეგ ხელმეორედ მოუწიათ მოსკოვის "ტორპედოსთან" დაპირისპირება, რადგან რუსულ ფეხბურთზე ქართველების გამარჯვებით კმაყოფილები არ დარჩენილან.

თუმცა მთავრობამ 1964 წელს "ოქროს ბიჭებს" ზედიზედ 4-ჯერ მეორეადგილოსნობის შემდეგ, ჩემპიონობაში ხელი ვეღარ შეუშალა, ამით ქართველებმა 1953 წლის გამო რევანში აიღეს და ამაღლდნენ იმ მითოლოგიურ დონემდე, რომლებსაც სიმღერები და ფილმები მიუძღვნეს. საქართველოსთვის ეს მხოლოდ მოედანზე მიღწეული ტრიუმფი არ იყო, ეს იყო ქართველების გამარჯვება საბჭოთა სამყაროზე, ეროვნული სიამაყე, რომელსაც სსრკ-ში მცხოვრები გულშემატკივარის სიტყვებიც ადასტურებს: "ამიერიდან ევროპაში ფეხბურთზე ქართული აქცენტით ისაუბრებენ".

უმაღლეს ლიგაში ქართული ფეხბურთის წარმატება ხელისუფლებას დიდი იდეოგიური მიზნების გამო ანაღვლებდა, ამავდროულად, გუნდის გულშემატკირებს მობეზრდათ, რომ ისინი არა ქართულ არამედ საბჭოურ ან რუსულ გუნდად ითვლებოდნენ, რის გამოც დიდი განხეთქილება დაიწყო, რადგან მაყურებელს სურდა, რომ "დინამო" ქართული გუნდი ყოფილიყო და წარმატებაც ქართულ სახელთან ყოფილიყო დაკავშირებული.

საბჭოთა კავშირის დასასრული

იმდროინდელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ზრდამ და საკუთარი იდენტიფიკაციის ძლიერმა სურვილმა, ქართული ფეხბურთის საუკეთესო გუნდი აიძულა, რომ საბჭოთა ჩემპიონატიდან გამოსულიყო, რომლის შედეგებიც სეპარატისტულ შეტევაში აისახა, კულმინაცია კი 1991 წელს მოხდა. ქართული ფეხბურთი ახლა კრემლის კლანჭებიდან დაეხსნა, მათმა ორმა გამორჩეულმა ვარსკვლავმა გიორგი ქინქლაძემ და შოთა არველაძემ კი ბოლოს და ბოლოს მოახერხეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურის მორგება და ისე თამაში.

მაგრამ როდესაც საქართველომ სახელწიფოდ ჩამოყალიბება დაიწყო, ქართულმა ფეხბურთმა თავისი ხიბლი დაკარგა, სამხრეთ ამერიკულ ფეხბურთზე საუბარი აღარ შეიძლებოდა, სადღაც გაუჩინრდა ის ტექნიკური და ბურთით მოცეკვავე თამაშის ელემენტები, რომელიც მათ ახასიათებდათ... საჭირო იყო იმ ყველაფრის აღდგენა, რომელიც წლების მანძილზე მაგიურად, მითოლოგიურად ითვლებოდა და როგორც იქნა, გამოჩნდა კახა კალაძე. იტალიური "მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა "როსონერისთან" ერთად არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის აღსანიშნავია, რომ კახა გახდა პირველი ყოფილი საბჭოთა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. და თითქოს საქართველოში ფეხბურთსა და პოლიტიკაში ძლიერი კავშირის და გამო საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი დღეს თბილისის მერია.

60 წლის შემდეგ, ჯანო ანანიძე ითვლებოდა ტალანტად, რომელსაც წლის წარმატებული ქართველი ფეხბურთელების გზა უნდა გაეგრძელებინა, არ ვიცით, ხვიჩა კვარაცხელიას რას უმზადებს მომავალი, რადგან 21 წელი დასკვნების გასაკეთებლად პატარა ასაკია, მაგრამ კვარაცხელიას აქვს შესაძლებლობა ისევ ჩააბას ვაგონები და ქართული ფეხბურთი გააცოცხლოს, იქ, სადაც მოედანზე ბურთით ცეკვავენ.

მომზადებულია liberopensiero-ს მიხედვით

imereli
რუსეთი არა ჩინეთი.
ziko
მადაც კერძო სექტორის ხელი ურევია და საერთოდ კერძო სექტორი და კერძო ბიზნესი დღეს ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს,ყველაზე არ ითქმის რა თქმა უნდა, მაგრამ წესიერი ხალხი თითზე ჩამოსათვლელია,ეს არის ქვეყნის საბოტაჟი, ამიტომ მთავრობამ უნდა აიღოს ინიციატივა და ამ კერძო ბიზნესს მოუხერხოს რამე.
კახა
ეგ რა არი ნაკრების თამშების დროს არხს თიშავენ საერთოდ რამდენიმე მილიონიანმა ემიგრანტებმა რომ ვერ ვუყუროთ. გადაჯიშდა გადაგვარდა ერი სადღაა პატიოსანი წესიერი ქართველი!? ალბათ ძალიან ცოტა..
imereli
საკაბელო არხებს და ზოგადად ტელევიზიებს მინდა მივმართო გაუშვით ნაპოლის ყველა თამაშები პირდაპირ ეთერში ბიჭო,სერიალები და ათასი უაზრო გადაცემებით რო არის ტელევიზიები გატენილი ბლო-ბლო ქართველი გულშემატკივარი დადებს თანხებს, გვაყურებინეთ კვარას თამაშები ხალხი ამით განტვირთვას იღებს გაიგეთ და მიხვდით რამეს.
qomagi
იტალიელს და რუსებს თხოვენ ზოგიერთები დაფასაბს და აგერ საქართველოში საკაბელო არხებმა გაიგეს რო ხვიჩას გამო სერია-ა ყურებადი გახდა და ეგრევე ან ფასები მოუმატეს გადასახადს, ან საერთოდ გათიშეს სეტანტა-სპორტი, აი ეს არის ქართული მენტალიტეტი და ამ დროს უცხოელს თხოვენ საქართველოს პატრიოტობაზე თავი დადონ რუსი იქნება ეს თუ იტალიელი.ახლა ზოგზოგიერთი იმას იტყვის რო პირობები შეიცვალაო, რაც ძალიან საეჭვოა რადგან, რაღა მაგდროს შეიცვალა პირობები როდესაც კვარაცხელია სერია-აში გადავიდა მანამდე ხო ჩვეულებრივ აჩვენებდა სეტანტა-სპორტი სერია-ას მატჩებს, მაგრამ ვიღაც- ვიღაცეებს მადა გაეხსნათ და ამაშია საქმე.
პატრიოტი
ვერ გაიგო ამ ხალხმა, კორუმპირებულ ქვეყანაში ვცხოვროდით, რა კარგები იყვნენ, ლანჩხუთის გურიას უმაღლეს ლიგაში ათამაშებდნენო. განა არ ვიცით, რომ ეს ქრთამის ხარჯზე კეთდებოდა? ზოგჯერ ერთი ბოთლი არაყით თამაშს ყიდულობდნენ, რას მისტირით, მაგრამ საქმე მსოფლიო აღიარებას როცა ეხებოდა, რუსულ ჩექმას გვაჭერდნენ, გაიხსენეთ, მსოფლიო ნაკრებში გამოძახებული მესხი არ გაუშვეს, იაშინს მაშინ ჩავარდანა ჰქონდა, მაგრამ გაუშვეს, გაიხსენეთ, როგორ ბლოკავდნენ ყიფიანს
ვაჟა მასწავლებელი
მესხის ფინტის და დათუნაშვილის კუთხურის შესრულებას აითვისებს თუ არა კვარა - რაც მას ძალიან გამოადგება - ეს რა თქმა უნდა მისი გადასაწყვეტია. მესხის ფინტის საფეხბურთო სკოლებში სავალდებულო სწავლებას ითხოვდნენ რუსული სპორტული გამოცემები, კერძოდ ნანახი მაქვს სპორტული ჟურნალი "სპორტივნიე იგრი" (ან 1962, ან 1963წ) სადაც ფირზე გადაღებულია და დაბეჭდილია ცხონებული მიშას ყოველი მოძრაობა იმ ლეგენდარული ფინტის შესრულებისას: -მოძებნოს ვისაც აინტერესებს ის ჟურნალი.
პატრიოტი
რატომ დაბლოკეთ ჩემი კომენტარი, მხოლოდ დავაზუსტე - ბრაზილიასთან თამაში 1965 წელს შედგა და უნდა მოვიხსენიოთ დიდი ქართველი ფეხბურთელები პაიჭაძე, ღოღობერიძე და რაც მთავარია, ისინი ვისაც ნაკრებში იძახებდნენ -მესხი, მეტრეველი, სიჭინავა, ბარქაია, ხურცილავა, ჩივაძე, ყიფიანი, ...მესხი მსოფლიოს ნაკრებში იყო გამოძახებული, აი, ამ ისტორიის შემადგენელი ნაწილი ხდება კვარაცხელია, რომელიც ნაპოლიშიც გამორჩეულია და საქართველოს ნაკრებშიც (გაუტანა ესპანეთს, შვედეთს ...)
Skeleton
მე კი ვუყურებ და არ მაქვს პრობლემა მაგრამ არის ხალხი, ვინც ვერ უყურებს თამაშებს. ეგ თამაშები მაინც იყოს ხელმისაწვდომი მათთვის. სხვა შემთხვევაში ათასობით ადამიანი არ დაწერდა რატომ არ გვაყურებინებთ ხვიჩას თამაშსო:) ყველა საკუთარ თავზე რომ ფიქრობს იმიტომაც გაგიკვირდათ ალბათ ჩემი კომენტარი. ასევე წარმატებები :)
alexandre
მეგობარო, სილკნეტში არის ცალკე "სეტანტას" პაკეტი, რომელიც ღირს 5 (ხუთი) ლარი თვეში. და რუსების გარეშე თავისუფლედ უყურე ხვიჩას. წარმატებები.
aburjga
არ დაგვეკარგება, ქართულმა და რუსულმა ფეხბურთმა ერთად აიდგეს ფეხი ქვეყანაში, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა! მაგარი ქვეყანა იყო, თქვენ რომ არც დაგესიზმრებათ ისეთი! უკრაინა უკრაინულ ფეხბურთს თამაშობდა, რუსების მოწინავე გუნდებიც კი სხვადასხვა სტილით თამაშობდნენ! მწვრთნელი გავრილ კაჩალინიც რუსი იყო, რომელმაც პირველი საფეხბურთო ოქროს შემოდგომა გვაჩუქა! ჩვენ ხომ ულაპარაკოდ, მაგრამ იმ საბჭოთა კავშირში უზბეკებიც კი განსაკუთრებულ თავისებურ ფეხბურთს თამაშობდნენ! მახსოვს ტრაგიკულად დაღუპული ტაშკენტის პახტაგორი ულამაზეს ფეხბურთს თამაშობდა! არ გინდათ ჩვენი სახელოვანი საფეხბურთო წარსულის განქიქება! თუ ასე ვძულდით და გვჩაგრავდნენ რუსები ის როგორ მოხდა, რომ 80-ან წლებში სიფლის გუნდი ლანჩხუთის გურია ორჯერ გამოდიოდა საბჭოთა ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში?!
aburjga
სოსოს მინდა გამოვეხმაურო, ფეხებში რომ გაუტარ, გამოუტარებს და აჩკოზე მოსვამს ის უფრო შეურაცხმყოფელია თუ მესხის ფინტი?! მესხი ფინტის შესრულებისას მეტოქეს კი არ გადაუგდებდა თავზე არამედ მოძრაობის დროს თითქოს უკან დარჩენილ ბურთს საკუთარ თავზე გადაიგდებდა და უკვე მორბენალს ისევ წინ დაუვარდებოდა, ასე ვთქვათ საკუთარ თავს უკეთებდა გადაცემას - პასს! სწორედ ამაზე თქვეს გაკვირვებულმა სამხრეთ ამერიკელმა ფეხბურთელებმა, პირვეკად ვნახეთ კაცი საკუთარ თავს რომ აძლევდეს პასსო! გაგიჟდებიან და გაგიჟდნენ, მაინც არ ვიცი ამაზე მეტი ახლა რომ არიან რაღა უნდა გაგიჟდნენ?!
ასდასდა
იტალიელმა ჟურნალისტმა გამოაქვეყნა ანალიზიო გარკვევით უწერია ავტორს, ავტორს გვარი არ ახლავსო და ფოტოც მოყვება... იქნებ დედა აზრი გაიგო რა იყო ამ სტატიის გამოქვეყნების? იქნებ ავტორმა ისე წაიყვანა თემა, თითქოს და ქართული ფეხბურთი არც კვარაცხელიათი დაიწყო და არც დამთავრდება, გვყავდა, გვყავს და გვეყოლება ვარსკვლავები, რომლებსაც მოფრთხილება სჭირდებაო? უაზროდ აკრიტიკებთ ამ ავტორს და ცოტა ჭკუას მოუხმეთ, თუ არადა უკეთესი თქვენ დაწერეთ))
გრიშა
იტალიელს უწუნებთ ქართული ფეხბურთის ცოდნას და ბორის პაიჭაძეს არ ახსენებთ კამენტატრრებო,რა არის ტრენდია?...
არსად დაგეკარგოთ რუსეთი
Sportall ge მიზანმიმართულად აწვება "ქართული=საბჭოთას" თემებს. სირცხვილია. საიდან უნდა მოგივიდეს თავში საბჭოა პერიოდიდან განვითარებაზე წერა თუ რუსეთუმე არ ხარ თან როგორც წესი ასეთ სტატიებს რომლებსაც ეს გამოცემა მუდმივად აკეთებს ავტორის გვარი არ ახლავს
გუჯა
აქ ფეხბურთზე მეტი პოლიტიკაა, არც ერთი დიდი ფეხბურთელი არაა ნახსენები, ვეჭვობ ავტორმა არც იცის დინამომ თასების თასი რომ მოიგო, ორი სტყვით მაინც ეხსენებია. როგორც ჩანს წარმოდგენა არა აქვს ქართულ ფეხბურთზე და არც ცდილობს გაერკვეს. სადღაც წაუკითხავს სამხრეთ ამერიკულს გავსო და თუთიყუშივით იმეორებს.
Skeleton
მართლა მაინტერესებს ერთი რაღაც: რა შემიძლია გავაკეთო, როგორც რიგითმა მოქალაქემ, რომ მთელს საქართველოს რაღაც მახინჯ რუსულ პირატულ გვერდებზე არ უწევდეს ნაპოლის თამაშების ყურება, რომელიც თან საშინლად ჭედავს და თან ვირუსულ რეკლამებს აგდებს. უამრავ კომენტარს ვკითხულობ, სადაც ადამიანები ითხოვენ, რომელიმე ტელევიზიამ გაუშვას თამაშები, ყველამ ვიცით, რომ ხვიჩას გამო მთელი ქვეყანა უყურებს ნაპოლის თამაშებს. გასაგებია, რომ ძვირია და იაფფასიანი თურქული სერიალები მეტად კომფორტული საყიდელია, მაყურებელიც ჰყავს, რადგან უსაქმურ და ცხოვრებისეული პრობლემებით დატვირთული ხალხი, მეტს ვერ ითხოვს, ამიტომაც სარგებლობს ყველა ტელევიზია ამით და აწვდის თავის მოსახლეობას ნაგავს, მერე წუწუნებს მოსახლეობას განვითარება აკლიაო, ინდური და თურქული სერიალებით რომ უტენით ტვინს მერე რაღას ითხოვთ საინტერესოა. ხო და იმის თქმა მინდა, რომ სეტანტამ სპეციალურად გათიშა არხი, რადგან სილკნეტის მომხმარებლებმაც ვეღარ შეძლონ ნაპოლის თამაშების ყურება. რა შემიძლია მე და ჩემნაირ მოქალაქეებს გავაკეთოთ? მართლა მთელი გულით მინდა იმ ადამიანებს დავეხმარო, ვისაც ასე ძალიან უნდა თამაშების ყურება და ამას ვერ ახერხებს. მაინც რა ღირს ეგ თამაშები ასეთი ძვირი? დადოს რომელიმე ტელევიზიამ ანგარიშის ნომერი და ყოველკვირეულად ჩავრიცხავთ თანხას, უბრალო მოქალაქეები ჩავრიცხავთ, ისე, რომ ყველა სხვას შეეძლოს თამაშების ყურება და ფეხბურთი მაინც არ იყოს პრივილეგიებად დაყოფილი. იქნებ ვინმემ ნახოს ეს კომენტარი და მსგავსი იდეა გაუჩნდეს!!!
ლგ
შოთასაც აქვს მესხის ფინტი გაკეთებული აიაქსშიც და საქართველოს ნაკრებშიც,რავი ამისთვის არავის მოუკლავს
სოსო
ნეიმარი ბარსაში რომ გადავიდა,რამდენიმე თამაშის შემდეგ,მეტოქეს,ქუსლიდან აგდებული ბურთი,მცველს თავზე გადაუგდო და მეტოქე გუნდმა,მასზე საცემად გაიწია.დაცინვად ჩათვალეს.ბარსას მწვრთნელმაც,ნეიმარი გაამტყუნა.მას შემდეგ,ესპანეთში ამის გამეორება აღარ უცდია.რა ვიცი,ისედაც საკმარისს ფინტაობს და მესხის ფინტით,ვინმე თუ ყირაზე დააყენა,ან მოედანზე შეიძლება მოკლან,ან მოედნის გარეთ.მაგას არავინ შეარჩენს.ისე,გაკეთება არ გაუჭირდება.
ლაშა
ორი მარცხენა გარემარბი: ლეგენდარული მიშა მესხი და ცოცხალი ლეგენდა ხვიჩა კვარა-მესი! ასეა თუ ჩვენ ტექნიკურ ფეხბურთს ვითამაშებთ დავემსგავსებით ძველ ვარსკვლავურ დინამოს. აი მაშინ კი იცოცხლე, გაუჭირდებათ რომელია!
qomagi
ფეხბურთი ყოველთვის იყო ქართულ გენში,ქართული ფეხბურთი არასოდეს იყო დაცვითი სტილის, ქართული ფეხბურთი ყოველთვის თამაშობდა გარემარბებით და შემტევ ფეხბურთს თამაშობდნენ,ასევე გამოირჩეოდა ნახევარდაცვის ცენტრი მაგალითად, მაჩაიძე,ყიფიანი,ქინქლაძე,გარემარბები კი მესხი,მეტრეველი,შემდეგ დარასელია, გუცაევი,ახლა კი კვარაცხელია,იმედია მალე მარჯვენა გარემარბიც გამოჩნდება,თუმცა აქაც არიან იგივე საბა ლობჟანიძე,წიტაიშვილი თუ მათ დაცვითი ფუნქციების შესრულებას არ დაავალებენ, ნაკრებში მშვენიერი მარჯვენა გარემარბები არიან,ცენტრში კი ანანიძე იყო მაგრამ, სამწუხაროდ ტრამვებმა არ მიცა გამოემოემჟღავნებინა ჯანოს, ამ ნიჭიერ ნახევარმცველს, სრულად რა შეეძლო სინამდვილეში,ასეთ შემთხვევაში ჩაკვეტაძემ და დავითაშვილმა უნდა შეძლონ ნახევარ დაცვის ცენტრში ნაკრებში ინიციატივის აღება.კიდევ ვამბობ ქართული ფეხბურთი ყოველთვის იყო შემტევი და ლამაზი სანახაობრივი,ქართველ ფეხბურთელს გენში აქვს შეტევა და კაცის მოტყუება ასევე დრიბლინგი, ამის დამადასტურებელიც ის არის ზემოთ ჩამოთვლილი გვარები,შეტევა და დრიბლინგი, ასევე კაცის მოტყუება, ბურთის კონტროლი, ბავშვობიდანვე უნდა იყოს კოდად ჩადებული პატარა ბავშვებში, ამას კი კარგი პროფესიონალი ბავშვთა მწვრთნელები ჭირდება, რაც დღეს ქართულ ფეხბურთში იშვიათობაა.ბავშვებს არ უნდა უშლიდნენ მწვრთნელები ბურთის კონტროლს, დრიბლინგს და მატაობას, რადგან ამით ისინი აკოპლექსებენ პატარაობიდანვე ამ დამწყებ ფეხბურთელებს და შედეგად ვიღებთ მერე არ შემდგარ, ანუ ნახევრად განვითარებულ ფეხბურთელებს.
bejo
ორი სიტყვა 1981 წელზეც ეთქვა ... ბოლოს ცოტა აურია ...
თერჯოლელი
ხვიჩა ბაბუ,აგერ გთხოვენ მესხის ფინტი "დაამუღამოსო",შენ ეს მართლა არ გაგიჭირდება,ამ ფინტის ვიდეო ჩანაწერები არსებობს,ესაა მხოლოდ რამდენად სრულყოფილია ფირი არ ვიცი,შენ ისეთი სწრაფი ხარ რომ ამ ფინტით მეტოქეებს ყირაზე დააყენებ. ხვიჩა!ბაბუ! გენაცვალე მაგ ლამაზ სულში და უძლიერეს ფეხებში.
ჟორიკა
რა იქნება ვინმემ ურჩიოს მესხის ფინტი შეუსრულოს სისწრაფე აქვს მუხლიც ძლიერი აქვს,აბა მერე ნახეთ რა ამბავში იქნებიან იტალიელები
ჟორიკა
რა იქნება ვინმემ ურჩიოს მესხის ფინტი შეუსრულოს სისწრაფე აქვს მუხლიც ძლიერი აქვს,აბა მერე ნახეთ რა ამბავში იქნებიან იტალიელები
SS
ეს სტატია ქართულ ფეხბურთზეა თუ ცივი ომის გამოძახილია
tngh
კარგი წერილია... რაც მთავარია ზომიერი.
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ