დავითვალოთ და ვნახოთ, რამდენი ტყუილი თქვა ნელი დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე, - ამ სიტყვებით დაიწყო ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა თეონა გვაზავამ დასკვნითი სიტყვა.

სასამართლო პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 საათია მიმდინარეობს, დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

ადვოკატ თეონა გვაზავას განცხადებით, ნელი დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე არაერთხელ იცრუა.

"ნომერი პირველი ტყუილი, რაც ნელი დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა - "მე არ ჩავრეულვარ საკითხში, თუ ვინ იქნებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეჯვარე, ეს რა ჩემი საქმე იყოო"...

ნომერი მეორე ტყუილი, რაც ნელი დოროყაშვილმა თქვა - ქორწილის ეპიზოდთან, თითქოს ნატალია ნაჭყებიას გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ზრდასრულებს ქორწილი უნდა დაეტოვებინათ.

ტყუილი ნომერი სამი - ეს შეეხება მის სამსახურებრივ საქმიანობას და სამოდელო კარიერას. საერთოდ, დღეის მდგომარეობით, ის სამოდელო კარიერას აგრძელებს?

მეოთხე ტყუილი - ნიკოლოზი დამწყები ჩოგბურთელი იყო და ნაბიჯ-ნაბიჯ გაიზარდა ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერა, რაშიც დიდი წვლილი შევიტანეო", - განაცხადა გვაზავამ.

მან სხვა დეტალებზეც ისაუბრა, რაც ადვოკატის შეფასებით, დოროყაშვილის მხრიდან ტყუილი იყო.

გვაზავამ ბასილაშვილსა და დოროყაშვილს შორის მიმოწერებიც წაიკითხა. როგორც ადვოკატი აცხადებს, თუკი, ბასილაშვილი მოძალადეა, როგორ შეიძლებოდა მოძალადისთვის ის ეთქვა, რაც მიმოწერიდან წაიკითხა.

ადვოკატის მიერ წაკითხულის მიხედვით, დოროყაშვილი ბასილაშვილს ეუბნება: „ძალიან ამცდარი ვართ ჩვენ მენტალურად. შენ თუ გინდოდა, რომ ჰოლივუდში გვეცხოვრა, გეთქვა, ნეკ, ჩვენ ვიყოთ ცოლ-ქმარი, მე აქ ჩამოვალ ხოლმე, გავიჩენ ვიღაცებს, შენც გაიჩინე და ვიყოთ თანამედროვე ცოლ-ქმარი...შენ შეგეძლო ჩემთვის გეთქვა, ნეკა, შენც იყავი მოდელი, გაერთე მაგრად, მეც გავერთობი, მაგრამ ვიყოთ, როგორც ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი. ბევრი ცნობილი ადამიანია, ერთობიან და მერე რიგდებიან. რაღაც მომენტში მეც ამის მომხრე ვარ, მაგრამ უნდა გეთქვა".

ამასთან, ადვოკატმა რამდენჯერმე იკითხა, რომ საკითხავი იყო, ვინ ვისზე ძალადობდა ფსიქოლოგიურად.

პროცესზე დაცვისა და ბრალდების მხარე რამდენჯერმე დაუპირისპირდა ერთმანეთს.

წყარო: ambebi.ge

გიორგი
რატო გგონიათ ამ ქალებს ელჯიპიტიებივით სულ მარათლები რო ხართ ელო?
ელო
კარგ და ოჯახის მოსიყვარულე კაცს ქალი როგორ უჩივლებს.პირიქით პატივს სცემს მის სიყვარულს და მასთან აგრძელებს თანაცხოვრებას.ეს უნდა გაითვალისწინოს კარგმა მოსამართლემ.ჩემი არაფერია ის დოროყაშვილი საერთოდ არ ვიცნობ,მაგრამ გაუმარჯოს იმ ქალს ვინც მოძალადე ქმარს ამხელს.ნიკას პოპულარობა აუვარდა თავში,გაბლატავდა და დაუწყო ალბათ ქალს დაჩმორება,მაგრამ ყოჩაღ დოროყაშვილს.ვაფასებ მის გამბედაობას.
მოქალაქე
ნიკას დაანებეთ თავი, ვამპირებო!
ნატა დეიდა.
ნიკა! კაი გაძლება მოგცეს ღმერთმააა. ბიჭებო! როცა გოგოებს გაიცნობთ ფრთხილად უნდა იყოთ, რომ მათმა სილამაზემ არ დაგაბრმავოთ, მთავარი გარეგნული სილამაზე არ არის, მთავარი მისი ხასიათი და ქცევააა.
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის