ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"მარადონა ვერ გახდება, მაგრამ შესაძლოა მისი სათამაშო ნომერი აიღოს" - Gazzetta dello Sport-ი ხვიჩაზე

"მარადონა ვერ გახდება, მაგრამ შესაძლოა მისი სათამაშო ნომერი აიღოს" - Gazzetta dello Sport-ი ხვიჩაზე

კვირას, 23 ოქტომბერს, "რომასა" და "ნაპოლის" შეხვედრაში არც ერთი გუნდის მხარეს არცერთ ფეხბურთელს 10-ნომრიანი მაისური არ ეცმება, რადგან ორივე კლუბს ხმარებიდან აქვს ამოღებული, დედაქალაქურ მხარეს ფრანჩესკო ტოტის საპატივცემულოდ, ხოლო ნეაპოლელებიდან - დიეგო არმანდო მარადონასი.

Gazzetta dello Sport-ი თვლის, რომ ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა გახდეს ფეხბურთელი, რომელიც დიდხნიანი პაუზის შემდეგ დიეგოს სათამაშო ნომერს მოირგებს:

"ნაპოლიმ სტადიონს დიეგო მარადონა სახელი უწოდა, 10-ნომრიანი მაისური კი ხმარებიდან ამოიღო. "პარტენოპეის" შემადგენლობიდან მარადონას მაისურს ვეღარავინ ჩაიცვამს, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა. ასეთივე სიტუაციაა რომაულ ბანაკში, 2017 წელს ფრანჩესკოს წასვლის შემდეგ 10-იანი არავის ჩაუცვამს, მათ შორის, არც პაულო დიბალას, რომელიც ტოტის ჩანაცვლებასთან ყველაზე ახლოს იყო, მოგეხსენებათ, არგენტინელი გუნდის შემადგენლობაში 21 ნომრით გამოდის.

გარკვეული პერიოდის წინ ფრანჩესკომ ამ საკითხზე ღიად ისაუბრა: "არ მინდა, რომ ბავშვებს ოცნება წავართვა, რომელიც "რომაში" 10-ნომრიანი მაისურით თამაშს გულისხმობს. ვიცი, რომ მისი ტარება რთული იქნება. დრო გადის და თუ ახალი ტოტი ან მესი გამოჩნდება, ვფიქრობ, მან ის უნდა მოირგოს".

ამის საპასუხოდ, ნეაპოლში უკვე გამოჩნდა ბიჭი, რომელიც შესაძლოა გუნდის ახალი 10-იანი იყოს, ქართველი ხვიჩა კვარაცხელია, ნათელია, რომ ის დიეგო არმანდო მარადონა ვერასდროს გახდება, თუმცა ტოტის სიტყვებს თუ მივყვებით, არაფერია სამუდამო და შესაძლოა სწორედ ხვიჩამ დაიმსახუროს ლეგენდარული "ალბისელესტელის" სათამაშო ნომერი" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "რომასა" და "ნაპოლის" მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

• Gocha

მხოლოდ ფაქტები,მშრალი სტატისტიკა ნაპოლი 1984.85 მე-10 ტურის შემდეგ 2მ 5ფ 3წ ბ7 – 9 (-2) მარადონა 24 წლის (ბარსელონა-ნაპოლი) 3 გოლი ნაპოლი 2022/23 მე-10 ტურის შემდეგ 8მ 2ფ 0წ ბ25-9 (+16) კვარაცხელია (21 წლის) (დინამო ბათუმი-ნაპოლი) 5 გოლი

• Giuseppe

ჩვენმა ხვიჩამ ასე თუ გააგძელა 77 ნომერს ამოიღებენ ხმარებიდან მის საპატივცემულოდ

• Dzia.

მარადონა ვერავინ ვერ გახდება თვით მესიც კი. მაგრამ მაინც და მაინც ქართველზე უნდა გააკეთონ ეგეთი ხმამაღალი "ოფიციალური" დასამუხრუჭებელი განცხადებ ხაზგასმით .

• ა კიდო

მარადონას დრო სხვა იყო, მაშინ ყველას ქონდა შანსი გამხდარიყო დიდი გუნდი. და მარადონას შეეძლო ეს ნაპოლიში გაეკეთებინა. ტოტის დროს უკვე იცვლბოდა ფეხბურთი, მაგრამ მან უერთგულა რომს. იმისათვის რომ ლეგენდა გახდე გუნდის 2-3 სეზონი იქ თამაში არ არი საკმარისი. ასე რომ შეეჩვით,,ნაცრის ქექვას'

• Vaa

არც 10 იანი სჭირდება და არც 7 იანი! ხვიჩამ 77 გახადა ბრენდი! როგორც თავის დროზე ჯორდანმა 23 და ახლა კარი აკეთებს იგივეს 30.

• zurabi

ნაპოლი მარადონას მერე ჩემპიონი არ გამხდარა ხო ? ხვიჩამ სკუდეტო მოაგებინოს და 77 ნომრიანი მაისური გახდება ბრენდი

• პროფესტო

მარადონას უკვე სჯობს დისციპლინით და პროფესიონალიზმით... თუ მაინცდამაინც შედარება გინდათ მესის შეადარეთ მესის!

• გეგი

ეს არის უდიდესი დამატებითი სტიმული და აბა შენ იცი ჩვენო ოქროს ბიჭო,სულ შრომაში იყავი,არ მოდუნდე არც ერთი წამით.

• mesi

ეხლა სერია Aს და ლიგას რო მოაგებინებს ნაპოლის მერე ჩააცმევენ 10 ნომრიან მაისურა

• ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი.

ბიჭოს! ათი ნომრით თუ არ ირბინა, სამოცდაჩვიდმეტით ცუდად დარბის? რა მნიშვნელობა აქვს, ქართველი პოკაზუხების აკვიატებულ აზრებს? მთავარია კაცი იყოს და ქართულად თამაშობდეს. ერთმა მეგობარმა ვოვას შეადარა. ასევე დიდი წარმატებით, შეიძლება სლავასაც შევადაროთ. მაგრამ ვფიქრობ, კვარა თავისი ხელწერით, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი უნდა გახდეს.

• ადამიანი

ხვიჩა თავმდაბალი და ბეჯითი ადამიანია,დანარჩენი სტსტისტიკაა და მარტივი არითმეტიკა:ავიღოთ მარადონას პირველი 10 მატჩი ნაპოლიში და დავადაროთ ხვიჩასას.ხომ მარტივია??? პ.ს. ეგრე ინსინიესაც ვერ ჩაანაცვლებსო. დანარჩენი დროის ამბავია,მოვიცადოთ ;)

• gio

არავის მიცემენ 10 ნომერს და ტყუილად წერენ, ხვიჩასაც არა აქვს პრეტენზია და არც არავის ექნება. მარადონა ისე უყვარდათ ვერავინ შეცვლის, სტადიონსაც მისი სახელი დაარქვეს.

• დავითი

წარსულის ლეგენდებთან მსგავსი შედარებები სრული სისულელეა. გარდა იმისა, რომ სხვადასხვა პოზიციაზე თამაშობენ, კიდევ უამრავი განსხვავებული ობიექტური გარემოებაა. ისევე, როგორც ვერ შეადარებ ახალ ფერარის და 1950 წლის მოდელს. სრულიად სხვადასხვა რაღაცაა. აქვე ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ ადამიანების უმრავლესობას წარსულის იდეალიზება უყვარს, აკავშირებენ თავიანთ ახალგაზრდობასთან და ა.შ. მოკლედ, დიეგო დიეგოა, ხვიჩა - ხვიჩა.

• გიორგი

მარადონა უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ ხვიჩას აქვს ნათქვამი საჯაროდ და ნათლად რომ საზღვრებს განვითარებისთვის არ გრძნობს და მარადონასადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად უნდა იყოს მხოლოდ ხვიჩა. რა არის გაუგებარი?

• ირაკლი

ამ ყველაფერს წერს Gazzetta dello Sport-ი ხალხო ეს მეტია ვიდრე ფეხბურთი, ეს არი ისტორიული სტატია. საუბარია მარადონას 10 ნომრის მორგებაზე. ეს მოხდება თუ არ მოხდება უკვე ეს სტატია დაიწერა და არის მოვლენა, რომელიც გამოიწვია ჩვენმა საამაყო ქართველმა კვარაცხელიამ! გენაცვალე კვარა! უფალი გფარავდეს

• სოსო

კვარაცხელიას რას უწუნებენ?მისმა გვარმა,ჯერ განთქმული კვარაცხელიების ჯიშის ძროხა გამოიყვანა,ახლა კი,უკვე ადამიანების ჯიშის გაუმჯობესებაზე გადავიდნენ და საკუთარ გვარში,ხვიჩა გამოიყვანეს.თუ თავისივენაირი თვისებების შვილები გამოგვიზარდა,მერე გვიყურონ შორიდან არგენტინა-ბრაზილიამ და ყლაპონ ნერწყვი.

• სიმართლე

ხვიჩა არავის ჰგავს, მაგრამ მასში ყველაა ცოტ-ცოტა. ხვიჩას, რომც შესთავაზონ 10 ნომერი, არც აიღებს დარწმუნებული ვარ და არც არაფერში სჭირდება. ხვიჩა ციფრებზე მაღლა დგას, რა ნომერიც არ უმდა ჩაიცვას, ბრენდი გახდება

• L.J.

რა თქმა უნდა გეთანხმები კოკაინზე ,მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო..მარადონაზე კოკაინით რომ დაიწყე ეგ არ მომეწონა ჯერ ფეხბურთელი იყო და ბოლოსკენ უკვე ის რაც შენ დაწერე

• ქიტესა

ვეთანხმები მარიამს. ხვიჩა უნდა იყოს ხვიჩა. რონალდო ან მესი რა პელე გახდა ?

• L.J.-s

ღმერთი არის ერთი, არც მარადონა და არც სხვა ადამიანი ღმერთი არ იყო და არც იქნება, რაც შეეხება კოკაინის გარდა მარადონასგან რაც მახსოვს, ყველაფერი კარგად მახსოვს არგენტინის ფანი გავხდი მის გამო და დღესაც ასეა, მარა მის კოკაინშიკობას, ყოველთვის გავუსვამ ხაზს, უარყოფით ასპექტში, რადგან არ მინდა მომავალმა თუ მოქმედმა ვარსკვლავებმა იგივე გააკეთოს.

• მარიამი.

ხვიჩა ქართველია და კვარაცხელიაა.რატომ უნდა გახდეს მარადონა?! ხვიჩას ქვს ინდივიდუალური სახე და ამაზე უარი არ უნდა თქვას.წინ , ხვიჩა, წარმატებები!

• მარიამი.

ხვიჩა ქართველია და კვარაცხელიაა.რატომ უნდა გახდეს მარადონა?! ხვიჩას ქვს ინდივიდუალური სახე და ამაზე უარი არ უნდა თქვას.წინ , ხვიჩა, წარმატებები!

• Charley

ხვიჩა კვარაცხელია გახდება ის ვისზეც ბევრი წლის შემდეგ იტალიაში დანანებით იტყვიან, 21 საუკუნის მეორე დეკადაში ტაკტიკურ მონახეზებში დაკარგული ელეგანტურობა და სილამაზე სერი-ას კვარადონამ დაუბრუნაო და ვაი რომ დღეს აღარ არიან ისეთი ტიტანები იტალიურ მოედნებზე როგორებიც მარადონა, ბაჯო, დელპიერო, ტოტი და კვარადონა იყვნენო.

• ბუჯანგა

ხვიჩა მარადონა ვერც გახდება და არც გახდება...იმიტომ რომ ხვიჩაა და კვარაცხელია...ყველას გვინდა იმ დონეს მიაღწიოს როგორც ყველა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა...რომლების თამაშმა შეგვაყვარა ყველას ფეხბურთი..მიაღწიოს იმ მაღალ შედეგებს..ტიტულებს..აღიარებებებიც შესაბამისი მოვა...ძალიან ბევრი აქვს კიდევ სასწავლი და დასახვეწი...ბევრი უნდა იშრომოს უნდა ხვიჩამ...არც პლატინი არც ფიგუ არც ბენზემა არ ყოფილა ასეთი წარმატებული ამ ასაკში...მაგრამ მაგალითი უნდა იყოს მათი დამოკიდებულება ფეხბურთან ხვიჩასავით...არ შეიძლება ახლა მოთხოვო ხვიჩას მათი დონე..ეს მასაც კარაგდ აქვს შეგნებული...და ვიღაცის ხმების აყოლა მას კარაგს არაფერს მისცემს..ჯერ შრომით და მერე საქმით.. შედეგებით უნდა დაამტკიცოს რომ ის ისა რომელიც თავისი შედეგებით ადამიანობით იმათ დონეზეა ან კიდევ იმათზე უკეთესია..მე ვუსურვებ ხვიჩას რომ მეტი შეიმეცნოს და ისწვალოს თანამედროვე ფეხბურთში..ყველანაირი წინაპირობა აქვს რომ უნივერსალი ფეხბურთელი გახდეს...დანარჩენი ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ და ვისურვოთ ყველაფერი მასზეა დამოკიდებული..და წარმატებები და სახელიც მერე მოვა..ვინ იქნება საბოლოოდ მარადონაზე ნაკლები თუ ხვიჩა კვარაცხელია?!

• ზურა

ხვიჩა კვარაცხელია გახდება ევროპისა და მსოფლიოს ვარსკვლავი! ყოველთვის იქნება ქართველი ჭეშმარიტი მართმადიდებელი და ჩვენი საამაყო ადამიანი! 10 ნომრიანი ნარკომანის მაისური კი იმან ჩაიცვას ვისაც ნარკოტიკების მაგალითი მისცა დიეგომ.....

• 123

არ მევასება ესე უცებ რო გადაწყვეტენ ხოლმე ყველაფერს. რა ჩემი დიშლა იციან ვინ რა გახდება?

• ჯანაშია ვაგნერი.

მარადონას მარგი ქმედების კოეფიციენტი ვერ შეედრება ვერც რონალდოს,ვერც მესის და მომავალში ვერც ხვიჩინიოს მქკ-ს.

• 7-ს

მემგონი ბოლო თამაშში ტიპიური 10-იანი იყო იმდენი პასი არიგა მაგრამ რეალიზაცია ვერ გააკეთეს რომასთან თუ ანგისა არ დაბრუნდა ხვიჩა იქნება ფლეიმეიკერი ანგისას ადგილას ვინც იყო ვერ გაამართლა და ვერც ელმასსმა დიდი შანსია ხვიჩა დააყენოს და თუ გაამართლა. შეიძლება გადაიბაროს კიდეც ვნახოთ რა ყველაფერი სპალეტის და ხვიჩას ხელშია

• ლადო

ყველაზე ღადაობა ისაა, რომ მთელი ქვეყანა განვიხილავთ ხვიჩას 7 ნომერი სჭირდება, თუ ათი. უნდა წავიდეს ნაპოლიდან, თუ არა... ზოგი იმასაც განიხილავს, მარადონას სჯობს უკვე თუ ვერა ჯერო :დ ის ბიჭი კიდე მშვიდად არის, ამ სისულელეებს ყურადღებას არ აქცევს, და თავის საქმე აკეთებს. ამიტომაც გაიმარჯვებს ყოველთვის

• kesha

რომ შეთავაზონ 10 ნომერი ხვიჩას თვითონ იტყვის უარს, 100%-ით იმიტომ რომ მარტო მაგარი ფეხბურთელი არ არის კვარა არამედ ადამიანია მაგარი და ეგ ბევრს ნიშნავს ძალიან.

• L.J.

მაგრად ვგულშემატკივრობ ხვიჩას,მაგრამ მარადონაზე დიეგოზე უკეთესი უკვე როგორ არის შეგიძლია ახსნა(ქართველია და ჩვენიას გარეშე)ასეთი კომენტარის წერა არ გიტყდება ვითომ ხვიჩასთვის კარგი გინდა არა

• zura222

და თვითონ ხვიჩას აღარ ეკითხებიან ? იქნებას არ უნდა 10 ნომერი და უნდა 7 ! თბითონაც თქვა რომ 7 ნომერია ჩემი საყვარელი ნომერიო !

• L.J.

მარადონასგან მარტო კოკაინი გახსოვს??ხვიჩას მაგრად ვგულშემატკივრობ,მაგრამ ეს ცუდი გვაქ ქარველებს უკვე მარადონა კოკაინშიკია და არა ფეხბურთის ღმერთი ხოო??!კარგი რა ვაცადოთ ბიჭს წინსვლა და ნურავის ნუ ვლანძღავთ(ელმასით დარყებული დიეგოთი დამთავრებული)

არ გინდა ბიჭო :დ ხვიჩას ნებისმიერ ადგილძე შეუძლია თამაში და თუ ამ ტემპით გააგრძელა რამოდენიმე წელში როგორც ახლა ადარებენ ყველა ტალანტს მესის მასე შეადრებენ კვარას ყველას!

• გიორგი-ს

კრუიფი 14 იყო მაგრამ მაინც კრუიფია. ჩემი აზრით არ არის აუცილებელი ყველა დიდი ფეხბურთელი ათი იყოს. მითუმეტეს ხვიჩა არ არის ტიპიური ათიანი, ცენტრიდან რომ თამაშობს

• უბრალოდ ფაქტი

ვინც დეიგოს ადარებს ვიჩას ფეხბურთის აზე არ არის ერთი პლეიმეიკერი იყო მეორე ვინგერია და დიეგოს მარტო მესი შეიძლება შეადარო და ბაჯო მეტი არავინ

• ქ. გ.

1. არ მინდა მარადონას ნომერი. 2. ხვიჩა მარადონაზე კარგია ჩემთვის.

• უშანგი

ხვიჩა დიეგოზე მაგარი უკვე არის, ხოლო დიადი იქნება ამ სეზონის ბოლოს, სკუდეტოს და ლიგას რომ ხაშლამასავით მოქაფავს ერთად... 10 ნომერია მისი, აბა ვინ შეიძლება იყოს სხვა....

• Spain

თქვა ამ ბიჭმა გასაგებად, არავის არ ვედრებიო და მარადონა უდიდესიაო. ასეთი უაზრო ჭორებით ხალხს უარყოფითად განაწყობენ მის მიმართ. თუნდაც გუშუნდელი მაგალითი რომ ავიღოთ, როცა თავად ხვიჩა არაფერს პოსტავს, არც აქტიურია სოც ქსელებში და რეალურად თამაშის გარდა არსად არ ჩანს, თუ ვინმე სტილისტი ან პიცის მიმტანი რომელიმე პოსტზე დათაგავს, რატომ გადააქვს ყველა ტელევიზიას ნიუსის სახით ფოტოები ვერ ვხვდები. გასაგებია,რომ რეიტინგს იმატებენ ამით, მაგრამ ხო იციან რამდენი უაზრო და უარყოფითი კომენტარი მოყვება ამას, თან ეგ ბიჭი საერთოდ არაფერ შუაშია და უვრალოდ შეეშვან მონიშნულ ფოტოებში ქექვას. ჩვენც გვაქვს ინსტაგრამი და თუ გვაინტერესებს თავად გადავქექავთ რაზე მონიშნეს კვარაცხელია და ჩვენც ვნახავთ ფოტოებს. ტელევიზიებს ნუ გადაგაქვთ ნიუსის სახით მისი ყველა ნაბიჯი. ამით ბევრი ხალხი ღიზიანდება და უამრავი მტერი უჩნდება, სრულიად უსამართლოდ. არ იმსახურებს ამ ქვეყნიდან ნეგატივის გაგზავნას და ამას ტელევიზიები ახერხებენ. სამთავრობოც და ოპოზიციურიც.

• ggg

ღმერთ დაუფაროს მარადონა გახდეს, კოკაინშიკობაღა აკლია. კვარაა და კვარა იქნება სულ.

• გიორგი

ადამიანობით, ქცევით ხვიჩა დიეგოზე უკეთესია. ხოლო როგორი კარიერა ექნება მომავალში არავინ იცის. მე დარწმუნებული ვარ, ხვიჩა მარადონაზე წარმატებული იქნება. ბევრი ჩვენი თანამემამულე ვერ ხედავდა თავიდან მასში ვარსკლავს, მაგრამ ა ბურთი და მოედანი. ნუ მიწყენს, ბატონი ვოვა, ხვიჩა გაუმჯობესებული გუცაევია!!!

• გურული

ბიჭო, ვერ გავიგე რატომ უნდა გახდეს ხვიჩა მარადონა ან ვინმე სხვა კიდევ?! ხვიჩა არის და იქნება ხვიჩა, თავისი ბრწყინვალე კარიერით და ბევრსაც აჯობებს! არ მინდა ვიღაცების ჩამოთვლა და შედარებების კეთება. ჯერ კიდევ რუბინში მისი ყოფნის დროს, თითქოს ჩავარდნა რომ ჰქონდა და რომ წერდა ბევრი,აი, ამოიწურა უკვეო და მის ევროპულ მომავალს ხაზს უსვსმდა, მტკიცედ და ცალსახად ვწერდი, რომ ხვიჩა ნებისმიერ ტოპ კლუბისთვის იყო მზად და ადაპტაციაც კი არ დაჭირდებოდა, გარდა ენობრივი ბარიერის დაძლევისა, პრობლემა არ ექნებოდა! დაამტკიცა თუ არა?! მიდი ხვიჩა, შეუბერე შვილო, შენი თამაშით გამჩერებელი ჯერ არავინ მეგულება. ფიზიკაზე გაამახვილე ყურადღება. დანარჩენი ყველაფერი, ჩვენ რომ გაგვიხარდება ისე იქნება!!!

• ზაზა

ამ შემთხვევაში ხვიჩამ უნდა გაითვალისწინოს ნაპოლის გულშემატკივრების სურვილი მათი სურვილი როგორიც იქნება თვითონვე იტყვიან როცა ამის დრო დადგება მე ვფიქრობ ძალიან მალე!და კიდევ მარადონა რომ ცოცხალი ყოფილიყო სიამოვნებით გააკეთებდა ამას ხვიჩას თამაშების შემყურე იმიტომ რომ ის იყო უდიდესი ფეხბურთელი და სიამოვნებით გადაულოცავდა ესტაფეტას ასევე უძლიერეს ფეხბურთელს

• გიორგი

გასაგებია ხვიჩას 7 რო უყვარს მაგრამ აქ 10 ნომერს სხვა დატვურთვა აქვს და შეიძლება მართლა თუ ესე გააგრძელა დააძალონ კიდეც 10 ნომრის ჩაცმა ჟურნალისტების საქმე კი ეგ არის რო ინფორმაცია მოგვაწოდონ

• G.LA

პირდაპირი გაგებით 10 ნომრიანი არც უნდა ხვიჩას როგორც ვიცით, მაგრამ მარადონას მაისური ნაპოლში მართლა დიდი პატივი იქნება. უკვე ამაზე ლაპარაკიც სასიამოვნოა.

• 7

არ იციან ამ ჟურნალისტებმა რა დაწერონ. კაცმა თქვა 7 მევასებაო. წავა ელმასი რომ დაიღლება სკამზე ჯდომით და ჩაიცვამს ხვიჩა 7 ნომერს.

სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი

[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა

ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?