სერია A-ს მე-11 ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „რომა“ მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

ნეაპოლელთა ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია აქტიური იყო. მართალია, საგოლე მოქმედებით ვერ გამოირჩა, თუმცა ძალიან სასარგებლო გახლდათ.

პირველ ტაიმში ბევრი იყო ბრძოლა, გუნდები პრესინგს მიმართავდნენ, ერთმანეთს თავისუფალ ზონებს არ უტოვებდნენ და კვარაცხელიამდე ბურთი იშვიათად მიდიოდა. მხოლოდ ერთხელ დაარტყა კარისკენ, როდესაც ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და სმოლინგმა დაუბლოკა. 38-ე წუთზე ნდომბელე მეკარე პატრისიოსთან პირისპირ გავიდა, გაზონზე აღმოჩნდა, მსაჯმა ჯერ პენალტი დანიშნა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გააუქმა.

შესვენების შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ. ლოსანოს გატანა გოლკიპერმა არ დაანება. ცოტა ხანში ხვიჩა ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა. მის დარტყმულ ბურთს ისევ სმოლინგი გადაეღობა და ვარდნაში გადაარჩინა თავისი გუნდი. 58-ე წუთზე „კვარაზე“ მოედნის ცენტრში თამაშის წესები დაარღვიეს, რაც რომაელთა მწვრთნელმა მოურინიომ გააპროტესტა და ყვითელი ბარათი მიიღო. მერე სწრაფი კონტრიერიშისას ოსიმენი პატრისიოსთან ერთი-ერთზე გავიდა და მიზანს ვერ უწია. სამაგიეროდ, უწია მე-80 წუთზე - მახვილი კუთხიდან გაიტანა და ნეაპოლელები დააწინაურა. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშიდან გამომდინარე დედაქალაქელებს უნდა შეეტიათ, უპირატესობას "ნაპოლი" ფლობდა, უკეთესი გუნდი იყო და გაიმარჯვა კიდეც.

"ნაპოლიმ" ზედიზედ მეთერთმეტე შეხვედრაში იმარჯვა და 1986 წელს დამყარებული თავისი რეკორდი გაიმეორა - მაშინ ნეაპოლელთა რიგებში მარადონა თამაშობდა.

„ნაპოლი“ 29 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "მილანს" 3 ქულით უსწრებს და 29 ოქტომბერს ჩემპიონატზე „სასუოლოს“ უმასპინძლებს.

რომი. „ოლიმპიკო“

რომა - ნაპოლი 0:1

გოლი: ოსიმენი (80)

ბუჯანგა
ხვიჩას მართალია არ ჰქონდა შთამბეჭდავი თამაში..ძალიან მკაცრ დაცვას ეთამაშებოდნენ...ორი სიახლოვეს ორიც დაზგვევაზე...თუ დააკვირდით ორჯერ ზემოდან კადრი გამოჩნდა..ფაქტიურად ნახევარი გუნდზე მეტი ხვიჩას კრაიზე იყო გადმოსული..ცდილობდნენ რაც შეიძლება მაქსიმალურად შეეზღუდათ სივრცეები...არ გამოვრიცხავ რომ ეს სპალეტის დავალებაც იყო..რომ ცენტრს და მარჯვენა ფლანგს გაცილებით თავისუფლად ეგრძნოთ თავი...ასე იყო მილანთანაც და ფიორესთანაც..
ემიგრანტი
რამდენს დაწყდა გული რომას წაგებაზე... თქვე "კაი" დედ-მამიშვილებო ასეთი ქართველთ მოძულეები რა დედ-მამამ აღგზარდათ? რომას მაისურებით დადიან სტადიონზე და თავი ვიღაცა გონიათ... ნულია თქვენი ფასი! რეალს ვგულშემატკივრობ 2001 წლიდან, მაგრამ ნაპოლი რეალს რომ შეხვდეს რათქმაუნდა ნაპოლის ვუგულშემატკივრებ ხვიჩას გამო, რეალი სლოვანს რომ შეხვდეს სლოვანს და ასე შემდეგ. არსად თქვათ ქართველი ვარო, ქართველები კი არა მანქურთები ხართ!
ABCABC
მახსოვს ხალხი წერდა ნაპოლი სადღაც მე-10 ზე რო მოხვდეს კაი შედეგი იქნებაო, რა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატება ხო ზედმეტია. ვიცოდი რომ გუნდი გაიბრწყინებდა და აჰა ახდა კიდეც, ხვიჩაში 100 პროცენტით ვიყავი დარწმუნებული რაც ვნახე როგორ ითამაშა ესპანეთთან, შვედეთთან. ასევე მარტო ხვიჩა არაა, ზილინსკი, ოსიმენი, ლობოტკა, კიმი, ანგისა, ლოზანო და პოლიტანოც კარგები არიან. მთელი გუნდი არის მშვენიერი, ჯერ მაინც არ არის ის 100 პროცენტიანი ქიმია, ანუ კიდე უფრო გაიხსნებიან
ამაშია საქმე
მე ხვიჩას ნაპოლის ჯოკერი დავარქვი იმიტომ რომ ყოველთვის ყველა ელოდება ლამაზად და სასარგებლოდ ითამაშებს.მოურინიომ კარგად იცოდა რომ როგორც კი პატარა შანსს მისცემ, ხვიჩა ეგრევე დაგსჯის.ამიტომ გაორმაგებულ ზეწოლას ახდენდნენ მის დასაშინებლად მაგრამ აქაც დაამტკიცა რომ ნამდვილი კაცია.მოკლედ ხვიჩას ფეხბურთის თამაში ნამდვილი დღესასწაულია.
თეოფა
ეს ბიჭი ნამდვილი სენსაციაა, შეუცვლელი ფიგურა გახდა წამყვან იტალიურ გუნდში ,ეს ერთეულებს შეუძლიათ
თენგაბი
მარტო ხვიჩას ყოფნა მოედანზე დიდი წნეხია მოწინააღმდეგისათვის. აქ ზოგიერთებმა სწორად აღნიშნეს, ნახევარი დაცვა ხვიჩას განეიტრალებაზე მუშაობდა და ხვიჩას ყავდა დაბმული. შესაბამისად, მარჯვენა ფლანგზე სიხალვათე იყო. ოსიმენი და ლოზანო კარგი ფეხბურთელები არიან და მათ თამაშს არავინ აკნინებს, მაგრამ ხვიჩას რომ ერთი ერთზე თამაშის საშუალება ჰქონოდა 1-2 ბურთს უეჭველად გაიტანდა. დროული პასებიც რომ მიეცათ, უაღრესად ხელსაყრელი პოზიცია ჰქონდა და მაშინაც გაიტანდა. ერთი სიტყვით, დღეს კიდევ დადასტურდა, რომ ხვიჩას ფაქტორი განუსაზღვრელია. სპალეტიმ სწორად გათვალა და ეს ფაქტორი კარგად გამოიყენა.
გელა
სანაია გეყო ბიჭო,გეყო!!!
კოკო
ბარსაგიანი გალაქტიკის ნაკრებში მიდის, ღმერთმა აცხონოს
ირაკლი ქუთაისელი
მაგის ასაკში მარადონამ მთელი მსოფლიო ჩემპოინატი ჩააგდო და ბოლოს კარატეს ილეტისტვის საერთოდ გააგდეს. ყველა თამაში არ გამოვა .მთავარია მოწინააღმდეგე გრძნობდეს რომ მინდორზე ფითილმოკიდებული დინამიტია და ეშინოდეს .
ვანდა ჯიქია
ოსიმენის შემდეგ კიმს გამოვყოფდი, ხვიჩას თითქმის არ უბრძოლია ბურთისთვის, ამ ორისგან განსხვავებით, ძირითადად თვალს აყოლებდა, ნორმალური თამაში ქონდა, მაგრამ ოსიმენის შემდეგ მეორე ზედმეტია.
ვანდა ჯიქია
ნუ იცით ეს 'რაგბი', რაგბში დაცვაში ვერ იდგები და ვერ იჯიკავრბ ასე. ეს ფეხბურთია, იტალიაში ეტყობა მოედანზე წუწუნის აღმოსაფხვრელად აშკარა ცემასაც ატარებენ მსაჯები.
ვანდა ჯიქია
ოსიმენი მხეცია! ხვიჩას არ ქონდა საუკეთესო თამაში, სწორედ დროული და შედეგიანი აქტიურობა აკლდა, ბოლოს თუ არ ჩავთვლით. თუმცა მურტალი თამაში მოიგეს და ხვიჩაც საჩემპიონო გუნდის ძირითადი შემადგენელი გახდა. ასეთ თამაშში მთავარია მოგება და ნაკლები ტრავმა, რაც უზადოდ შეასრულეს. მსაჯი ცალკე კატეგორიის მნათობია, მეორე ტაიმში უკუღმა იძლეოდა ჯარიმებს.
ლევან მაღლაკელიძე
ეს იყო ოსიმენის თამაში. ხვიჩა გამორიცხული იყო. მწვრთნელის ტაქტიკა. როტაცია ანუ. არ ჭირდებოდა კვარაცხელია ამ ტაქტიკაში. ბათუმიდანაა მაგი წასული. დასვენება სჭირდება, ლიგა სათამაშო. ამოსუნთქვის საშუალება თუ არ მიეცი გადაიწვება. მაგარი ბიჭია, 90 წუთი ხო ათამაშა მაინც. მაგარი მწვრთნელი ყოფილა სპალეტი. დიდ ფეხბურთში ფიზიკას დიდი მნიშვნელობა აქვს. გადამწყვეთი.
goga
მოკლედ კვარცხელია რომ მოედანზეა მოწინააღმდეგე დაცვის ხაზის ნახევარი გათიშულია ეს ნაპოლის ჩემპიონობას მოაპოვებინებს .
vova
ფეხბურთის აზრზე არ არიან ..ამათმა უკვე ხო ხვიჩასგან მარადონა ეგაა ამათი პატალოკი
zurabi
მოკლედ ეს იყო რაგბი რომას მხრიდან გუნდი თამაშობდა ფრეზე და ჩააყენა ავტობუსი .ხვიჩას ეფექტი კი მოედანზე შუფასებელია მინიმუმ ორი მცველი დაბმულია დამატებული მესამე ვინც ფეხბურთი იცის მიხვდება ეს კი ხელ ფეხს უხსნის დანარჩენებს გუნდი ყალიბდება ჩემპიონობისთვის .წინ სკუდეტოა კვარა .
gigi
რა ჩასაფრებულები ხართ თქვენი…საერთოდ თუ იცით რა დავალება ქონდა ხვიჩას გუშინ?აქტიური რას ნიშნავს,ოსიმენის შემდეგ საუკეთესო იყო..რამ გაგაბოროტათ ასე ჟურნალისტებიც
G.LA
სასტარტოში ელმასს უნდა ეთამაშა.იმედია მომავალ თამაშსი ელმასი სასტარტოში იქნება.ელმასი უფრო ამწვავებს თამაშშს.ჩვენი ბარსაგიანი წაიყვანოს ნეტავ სპალეტიმ ნაპოლში
მოსეხონელი
მომენტი მეტი შექმნა ბურთის უფრო დიდხანს ფობდნენ გოლი გაგიტანეს და მეტი დამსახურებულად რანაერდა გინდოდა წაგეგო?
ქ. გ.
ქარტველები სტადიონთან თამაშის წინ https://www.youtube.com/watch?v=BwzbjANywXM
ქ. გ.
ხვიჩას მომენტების ვიდეო https://www.youtube.com/watch?v=hJ8zmsO6JtM
TVGolo
ოსიმენი არი სუფთა დამშეული მონდომებული ნიგერიელი ნაგიჟარი. ძალიან მაგარი
სტალინი
სპალეტის უიდიალურესი გათვლა. ხვიჩას ტრიბუნებიდანაც კი აიყვანდნენ და ამ დროს მარჯვენა ფლანგი დაიტვირთებოდა ანუ ლოზანო შეუბერავდა. მოკლედ შედეგი არის, წინ ჩემპიონობისკენ........

ორი ნომერი პრიცეფკიანი ავტობუსი ითამაშე და ბოღმავ უნდა მოგეგო ????????????

ბინძურად თამაშობდნენ, უწყინარ სიტუაციაში რამდენჯერ სცადეს ხელის ბიძგებით კვარას პროვოცირება. ისედაც სულ ეუხეშებოდნენ. მიხარია რომ გადაურჩა ტრავმას. ბოლოს რომ ჩაარტყეს რამდენ ხანს იყო გაზონზე. მაგ დროს მაგრად შემეშინდა
Thomas
როგორ მეზიზღება იმ სტილის ფეხბურთი, რასაც მაურინიო თამაშობს. ზოგადად ჩაკეტილი და უხეში, არასანახაობრივი ფეხბურთი არის საშინელება. სიმართლე გითხრათ ამ თამაშში მოგებას არ ველოდი, ერთი რაც მინდოდა, ხვიჩა უვნებელი გამოსულიყო. მაინც გააკეთა თავისი გასაკეთებელი და 90 წუთი დატოვა მაგიტომაც, მარა ძალიან სახიფათოდ ეთამაშებოდნენ, როგორ ჰყავდათ პირველ ტაიმში ამოკეტილი, ბურთი არც მიუღია, მეორეში მაინც გაუშრო სისხლი დაცვას. ბოლოს ძალიან ბევრჯერ მოხვდა მწარედ, ეგ იყო გეგმა, რაც შეიძლება უხეში თამაში . ყველამ იცის, ხვიჩას სტილის ფეხბურთელებს როგორ უჭირთ უხეში თამაშის დროს. მაინც კმაყოფილი ვარ დღევანდელი თამაშით. მარტო გოლი რომ უნდა ყველას კვარასი, მეორე ტაიმს კარგად უყურონ, რამხელა სამუშაო გასწია და ორი მცველი მუდმივად ზედ რომ ჰყავდა მიწეპებული და როგორ უხსნიდა სივრცეებს სხვებს.
Dyogene
მძიმე კი არა,უმძიმესი თამაში მოიგეს,კვარას თამაშით ვინც უკმაყოფილოა,დღეს არ უფრენია,მაგრამ თავის გასაკეთებელს აკეთებდა,დიდი წნეხის ქვეშ იყო და მაინც ბოლომდე იბრძოდა,ნუ მთლიანობაში საკმაოდ უხეში თამაში გამოვიდა,საჩემპიონო ბრძოლისთვის უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა ნაპოლიმ,ასეთი თამაშების შემდეგ უფრო ერთიანდება და იკვრება გუნდი და ნაპოლის მებრძოლი სული დღეს უფრო მაგრად გამოიწრთო სკუდეტოს მოსაპოვებლად ეს გუნდი მზადაა ნამდვილად.
კინგი
ისე რომა და ატლეტიკო რომ დაატაკო კარში დარტყმა 0.5 ზე მეტი თუ იქნება მაინტერესებს
გიორგი777
ყველა თამაშს ვერცერთი ფეხბურთელი ვერჩატარებს უმაღლეს დონეზე.მადლობა უფალს რომ ასეთი ფეხბურთელი გვყავს ხვიჩას სახით და არამარტო კვარა ბევრი იქნება კიდე...ჩემი აზრით თუ ნაპოლი 4 იანვარს არწააგებს ინტერთან გასვლაზე ჩემპიონატს მოიგებენ,ვიცე მაგ ტურის მერე კიდევ რჩება თამაშები არა ერთი მაგრამ ვფიქრობ არწაგების შემთხვევაში ჩემპიონები გახდებიან.
Charley
8 კაციან დაცვას თამაშობდა რომა,აქიდან 3 კაცი ხვიჩაზე იყო მიმაგრებული,ამ სამკაციან ზღუდეს თუ გაცდებოდა იქ სმოლინგი ხვდებოდა და ამდენი ვერ გაქაჩა,იქით ლოზანოს ერთი კაცი ედგა, და მაინც ფაფხურობდა. პლიუს ორი ფაქტიურად გასასწორებზე დასარტყმელი პასი არ მისცეს განსაკუთრებით ვიღაც გაეტანომ მატჩის ბოლოსაკენ პირველში კი ზელენსკიმ, ასე არ შეიძლება რა, მიეცი მაგ ბურთი უყურებ სივრცეში დგას საჯარიმოსთან ეს პოტენციური გოლია ფაქტიურად და ართმევ ამის შანსს კვარას მისახედია ეს სერიოზულად. მარტო დრიბლინგები და პასები გინდათ თვითონ და საგოლე პასი არ გინდათ დაუბრუნოთ ხვიჩას თან ხელსაყრელ სიტუაციაში, ეს ძალიან უსამართლობაა ყოველგვარი გადამეტება ურა პატრიოტიზმის გარეშე. პს: ოსიმენი ნაპოლის გლადიატორია ტიპი 90 წუთი იბრძვის ომობს რასაც ქვია მოწინააღმდეგე მცველებში და უფასდება კიდევაც. და სამართლიანობაა რომ მაინც ლამაზმა ფეხბურთმა გაიმარჯვა მოურინიოს "მატარებელზე" და სვარკაზე. რატომ უნდა ყავდეს ასეთ ფეხბურთს და მის მქადაგებელ მწვრთნელს სადმე ერთი გულშემატკივარი მაინც ეს ჩემთვის დღესაც დიდ გამოცანად რჩება.
გუსანი
გამიხარდა რათქმა უნდა, ოსიმენი კი გიჟია, რას იბრძვის და მოძრაობს, სმოლინგს ამას რომ გაუკეთებ...სუპერ.. ხვიჩას მჭიდროდ ეთამაშებოდნენ, მაინც შეექმნა რამდენიმე მომენტი, მინიმუმ მცველები დაბმული ყავდა. გამოჩნდა რომ ჟოზეს უფრო არ წაგებაზე ქონდა აქცენტი ვიდრე მოგებაზე, ეს კი ნაპოლის სიძლიერეზე მიუთითებს.ხვიჩას ფიზიკა ეზრდება და ესეც მახარებს...
L.J.
რა ეტყობოდა ფრის ამ თამაშს???ერთი ეგ იყო ნაპოლს ვერ გაეტანა..,მოუგო დამსახურებულად
Gia
Napoli sachempiono gundia da roma kide antifexburts tamashobs.iuve da interi darcha dasachoqebeli napolis.magari gundia spaletianad.spaletim tqtikurad bechebz gaakra maurinio.
35
როგორც დღეს რომამ ითამაშა მაგას ფეხბურთი არ ქვია.რეგბის გუნდია .
Anjelo
კვარამ ჩაატარა საკმაოდ ნორმალური მატჩი განსაკუთრებით მეორე ტაიმი ცუდი არ ყოფილა ყოველ შემთხვევაშიმამალი. სვარკა ითამაშა მაურინიომ და ასეთი მატჩები თითქმის ყოველთვის 1 გოლამდეა. გაშვებული გოლის მერე რომას იოტისოდენა შანსიც კი არ ჰქონია. ოსიმენი კაცი ბრძოლა და გოლია ყველა შეხვედრაში ბრავო. პ.ს. მილანს, ლაციოს და რომას მოუგეს გასვლებზე. კაი კალენდარი აქვთ მეორე წრეში. პატარა, მაგრამ სერიოზული ნაბიჯი გადადგეს დღეს ჩემპიონობისკენ.
ვაჟა მასწავლებელი
სპალეტი მთელი თამაში "ულვაშებში" იცინოდა, იმიტომ, რომ მოურინიოს ათოხლა: - კვარაზე 2-3 კაცი იყო კონცეტრირებული და ამ დროს მარჯვენა ფლანგი "გულაობდა".
ვოოტ
მოდით, უბრალოდ ჩავთვალოთ, რომ ნაპოლიმ ხვიჩა ვიღაც-ვიღაცეებს დაუმალა და საამისო საფუძველიც ჰქონდა, - შეცვლაზე შემოსულმა გაეტანომ 90 წუთზე ისეთ ხელსაყრელ პოზიციაში არ მისცა პასი, რომ ვგონებ, უბრალოდ გადაწყვეტილი იყო, რომ ხვიჩას დღეს არ უნდა გაეტანა... აი, ოსიმენმა კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტყუილად არ იღებს ყველაზე დიდ გასამრჯელოს გუნდში - ზუსტად ის გაუკეთა უგამოცდილეს რუი პატრისიოს, რაც მარკო ვან ბასტენმა რინატ დასაევს 1988 წლის ფინალში - გამეორებაზე კარგად გამოჩნდა გაოგნებული პორტუგალიელი მეკარის იმედგაცრუებული სახე, რომელიც ალბათ, ბევრჯერ გადაახვევს ამ დარტყმას, რომ გაიგოს, როგორ აღმოჩნდა ბურთი მის კარში.. ნაპოლი კი აგრძელებს ტრიუმფალურ სვლას და წესით, თავადვე უნდა ჩამოყალიბდეს იმ გრანდად, რომელში გადასვლასაც ჩვენს ოქრო ბიჭს უწინასწარმეტყველებენ... ჟეზუსის ადგილი ამ გუნდში არაა, მაგისთანა ბრაზილიელები საქართველოს ჩემპიონატშიც ვედრა მანეთადაა... სხვათაშორის, ამ შეხვედრაში ხვიჩამ ერთი ისეთი დაფარული ტრიუკი ჩაატარა, ვეჭვობ, დიდხანს ვერავინ გაიმეოროს - მცველების ნაცვლად ყვითელი ბარათები მწვრთნელებს აჰკიდა და რაც მთავარია, ორივეს სრულიად სამართლიანად...
დავით 67
100იანი ხარ! ზუსტად მისი პრინციპია არც თვითონ ათამაშოს გუნდი და არც მოწინააღმდეგე.
დავით 67
ისე თუ შეამჩნიეთ ხვიჩამ მაურინიოს ყვითელი რომ აჰკიდა). ძალიან დაძაბული თამაში იყო. მაგრად გამიხარდა ნაპოლის მოგება ამ გუნდთან, რადგან ძალიან უხეში გუნდია და თან მაურინიო რომ ჰყავს მწვრთნელად. მახსოვს როცა პორტუს მწვრთნელი იყო, მუმიასავით იჯდა ხმას არ იღებდა, ახლა რა დღეშია, სულ უკმაყოფილოა მსაჯების. დღეს ოსიმენი იყო ულაპარაკოდ საუკეთესო მოთამაშე! ხვიჩა როგორც ყოველთვის სასარგებლოა გუნდისთვის.
ზაქრო
ეხლა ვნახე სტატისტიკა, რომას კარის არეში საერთოდ არ დაურტყავს, ნაპოლიმ 5-ჯერ დაარტყა. ფრის თამაში რანაირად იყო ?

ბრავო ოსიმენს იმენა გარდა კარგი ტექნიკისა ცხენივით დარბის მაღლა დაბლა გვერდებზე რავი არ იღლება ტიპი! აი მასეთი უნდა გახდეს კვარა და მერე მართლა ყველას დაჩაგრავს და იქნება ნომერი პირველი მსოფლიოში!
G.LA
მოურინის ჩვეულებრივი ჯაჯგური. ვერ გეთამაშები? არ გათამაშებ! ხვიჩა სულ თამაში იყო და აქტიურობდა ამ ჯაჯგურში. ოსიმენმა მაგარი შეაგდო, ბრავო. მთლიანობაში უკმაყოფილების გრძნობა დამრჩა მოგების მიუხედავთ ამ მოურინოს დადგმული ჯაჯგურით და ჩაკეტილობით. ნაპოლი ლაღად თამაშობს და ეს მშიშარა ჟოზეს ალბათ თავიდან აშინებდა.
გეგი
ხოოდა გამოიძრე მოურინიოო,რაც მწვრთნელია ისაა მჩეხავი რომაც.ხვიჩას კიდევ დიდ წარმატებას და ბევრ კარგ თამაშს ვუსურვებ.
საბა
ჩეხვა უფრო იყო, ხვიჩას 2 კაცი ლანდივით დასდევდა ამიტომ ლოსანოს ფლანგს უფრო ტვირთავდნენ, ნაპოლის ეკუთვნოდა დ ამოიგო ოსიმენმა უმაგრესი გოლი შეაგდო, ხვიჩა ბოლომდე დატოვეს მოედანზე რადგან "კვარაცხელიას ეფექტი" გადასარევად მუშაობდა რომაზე...
მამუკა
რთული მატჩი გამოვიდა, ძალიან ბინძურ ფეხბურთს თამაშობს რომა, ფრის თამაშში აღებული სამი ქულა მაგრად წაადგება ნაპოლის ჩემპიონობის მოპოვებაში.
Semi
ქართველი ქალი როა ჯურნალისტი, მარტო კვარაზე რომ სვავს კითხვებს ეგ არ გაუშვათ მატჩის შემდგომ არ მოგვჭრას თავი
თენგო
ხვიჩამ ძალიან ბევრი იმუშავა და მართლაც სასარგებლო იყო. ძალიან ფხიზლად მეურვეობდნენ. სხვებს რომ ხელფეხი ქონდათ შედარებით გახსნილი, ეს უმეტესად ხვიჩას დამსახურება იყო.
გულშემატკივარი
ვულოცავ ხვიჩას და ნაპოლს გამარჯვებას!!! მადლობა ღმერთს გადაურჩა ტრამვას!!! წარმატებები და წინსვლა ჩვენს ვარსკვლავს!!!
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა 33 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?
[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა
კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან
"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო
ერთ დროს კვარაცხელიას კონკურენტი ელიფ ელმასი "ნაპოლიში" დაბრუნებასთანაა ახლოს
"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
ჯეიდონ სანჩო "რომაში" გადასვლასთან ახლოსაა
პსჟ-ს ახალი იტალიელი მეკარე ჰყავს
[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...
ფინანსური რესურსები აქვთ და მიქაუტაძის დამატება სურთ - ქართველი "რომას" შემდეგ იტალიაში კიდევ ერთ გუნდს დაუკავშირეს
მიქაუტაძე პრემიერლიგაში? - ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი ქართველზე წერს
[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო
გახსოვთ კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ელმასი? - მისი შეძენის სურვილი "რომას" აქვს
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია