სუპერლიგის პირველი ტური დასრულდა. ერთი წყვილი, რომელსაც სუპერლიგის ამ ტურში არ უთამაშია, ბათუმი და ქუთაისია, რომლებიც დღეს ერთმანეთს სუპერთასისთვის შეხვდნენ, ხოლო პირველი ტურის ერთმანეთში სათამაშო მატჩს მოგვიანებით, თარიღის შერჩევის შემდეგ ჩაატარებენ.

ბოლო მატჩში, რომელიც 21:00 საათზე დაიწყო, ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი (თსუ) და სახელშეცვლილი "ცხუმ -აფხაზეთი" შეხვდნენ, რომელიც ამიერიდან გურჯაანის "დელტას" სახელით იასპარეზებს. ეს გუნდები ერთმანეთს გასულ ოთხშაბათს დასრულებულ დუდუ დადიანის მემორიალზე შეხვდნენ და მაშინ თსუ-მ დაძაბულ ბრძოლაში 81:80 იმარჯვა. ამჯერად უნივერსიტეტელთა უპირატესობა ათჯერ მეტი იყო. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა გურჯაანული "დელტა" 71:61 დაამარცხა.

საბოლოო სხვაობა დიდი არ გახლავთ, თუმცა თსუ-მ დამაჯერებლად იმარჯვა. თავიდანვე რომ მოიპოვეს უპირატესობა, სტუდენტებს შემდეგ ლიდერობა აღარ დაუთმიათ. ანგარიშში სხვაობა 5-15 ქულის ფარგლებში მეტ-ნაკლულობდა. ერთხანს, მეორე პერიოდის შუაწელში, თსუ-ელები 19 ქულითაც დაწინაურდნენ (33:14), მაგრამ "დელტას"მოთამაშეები მალევე გამოერკვნენ და ჩამორჩენის შემცირებით თამაშს ინტრიგა ბოლომდე შეუნარჩუნეს.

საბოლოოდ თამაში ისე დასრულდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. თსუ დამაჯერებლად მივიდა მიზნამდე და სუპერლიგის ახალ სეზონში პირველი გამარჯვება გაიფორმა. თსუ-ში 15 ქულით საუკეთესო იყო მათე კაპანაძე, რომელმაც 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 3 პასიც მიითვალა. 14 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი ებრიან ედვარდსმა მოაგროვა, 14 ქულა დაგროვდა ნოდარ გოგოძის ანგარიშზეც. "დელტაში" 17 ქულითა და 7 მოხსნით საუკეთესო შედეგი ლევან მასხულიამ დააფიქსირა. 14 ქულა ოთარ ფხკაძემ დაგროვა.

მომდევნო ტურის მატჩები მომავალ შაბათ-კვირას, 19 და 30 ოქტომბერს გაიმართება.

GBF

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა