"კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა რატი შელეგიამ ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. საუბრის ერთი ნაწილი ფეხბურთს შეეხო, რომელიც ქალბატონი ნონას ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპორტის სახეობაა. გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდებს.

კვარაცხელიაზე. "კვარა" პირველივე დღიდან საოცრად თავდაჯერებულად, შედეგიანად თამაშობს და ჯერ ერთი ტურიც არ ჩაუგდია. ეს იმას ნიშნავს, რომ ხვიჩა სწორად ხედავს პრიორიტეტებს, იცის, რაზე იმუშაოს. მესისა და რონალდუს წლები ემატებათ, ყველა ტიტული მოიგეს და მაინც ბოლომდე იხარჯებიან. სწორედ ეს არის პროფესიონალიზმი. ქართველებმა კი რამდენი ნიჭიერი მოთამაშე დავკარგეთ? ნებისყოფა, შრომისმოყვარეობა არ ეყოთ და ამიტომ... შევჩენკოს და აზარის მაგალითიც კმარა - ახალ კლუბებში შესაძლებლობების ნახევარიც ვეღარ გამოავლინეს. ხვიჩაზე უკვე ისეთი აჟიოტაჟია ატეხილი, ამ ზამთარსვე დაიწყება მასზე "ნადირობა", მაგრამ, ჩემი აზრით, რამდენიმე სეზონი მაინც უნდა დარჩეს ნეაპოლში. გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს. ვხედავთ, რომ "კვარა" სპალეტის დარიგებებს ითვალისწინებს და "ბოლონიასთან" საოცარი, ძალიან ზუსტი პასები გააკეთა..."

საქართველოს ნაკრებზე. "ძალიან იმედიანად ვარ! ძირითადი შემადგენლობის ნახევარზე მეტს ახალგაზრდა ფეხბურთელები შეადგენენ, რაც ნიშანდობლივიც არის და ძალიან სასიამოვნოც. ისიც მომწონს, რომ ეროვნულ ნაკრებში უკვე კონკურენციაა თითქმის ყველა სათამაშო პოზიციაზე. სანიოლის მუშაობითაც კმაყოფილი ვარ: დისციპლინა და სიმკაცრე ყველას სჭირდება. სხვათა შორის, ნიჭიერ ფეხბურთელებს სხვებზე მეტად!

საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვარგუნა წილისყრამ "ევრო-2024"-ის შესარჩევ ეტაპზე. სწორედ აქ უნდა გამოჩნდეს საქართველოს ნაკრების რეალური ძალა...

ჩვენმა გუნდმა მოუმატა და კიდევ გაძლიერდება. ხელწამოსაკრავი მეტოქეები არც ერთა ლიგაზე გვყოლია, ასე რომ, ჩვენი მოთამაშეები კარგ ფსიქოლოგიურ კონდიციაში არიან, თავდაჯერებას კი დიდი მნიშვნელობა აქვს..."

სრული ინტერვიუ: Kvirispalitra

რინუს მიხელსი
ფეხბურთის ბევრ ანალიტიკოსზე კარგად ესმის ქნ ნონას.
თენგაბი
ბედნიერია ჩვენი ერი რომ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, განსაკუთრებულად მოაზროვნე ქ-ნი ნონა გვყავს. ასევე მაია, ხვიჩა, ტალახაძე და მრავალი სხვა ჩემპიონი, რომელთაც საქართველოს სახელი გაუთქვეს. ამასთანავე უბედურება გვჭირს 30 წელი ქვეყნის მმართველობაში, რას დავემსგავსეთ, რატომ ჩამოვყალიბდით სხვის ხელებში შემყურე მათხოვარ ქვეყანად.
კონსტანტინე
ეს იყო 1963 წლის პირველი ტურის მატჩი. “დინამო” (თბილისი) — “ზენიტი” (ლენინგრადი) 4:0. მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას. 10 წლის ვიყავი. სავსე სტადიონი, 40000 მაყურებელი, ნონა გაფრინდაშვილმა გახსნა სეზონი შოთა იამანიძისთვის პასით. ბურთები გაიტანეს: მესხმა, იამანიძემ (2) და პეტრიაშვილმა. მეტრეველმა და მესხმა შესანიშნავად ითამაშეს.
ტატო
ქ-ნი ნონას შესანიშნავად ესმის "კვარას" სრულყოფის ყველა ეტაპი - ეს გზის ლანაზი დასაწყისია, წინ შესანიშნავი სანახობა გველის. რაც შეეხება ნაპოლის დაუმარცხებლობის ფენომენის საიდუმლოს. ნაპოლი ერთი სოლისტის გუნდი არ არის, ნაპოლი ანსამბლია, რომელშიც ყველას აქვს გადანაწილებული სოლო პარტია - ყველა ინსტრუმენტი დიდებულ და განუმეორებელ უნისონს ქმნის. კვარა განსაკუთრებულია, ის საკუთარ ინსტრუმენტს, საკონცერტო როიალს თვითონ დაატარებს (როიალის ტარება წარნოუდგენლად რთული ამოცანა არგუნეს-არა?) და საჭირო დროს შესანიშნავ სოლო პარტიას ასრულებს. ლუჩანო კი თანამედოროვე ფეხბურთის საუკუთესო ანსამბლის დირიჟორია. მან კვარას ყველაზე რთული ამოცანა არგო, რადგან ზუსტად იცის რომ მხოლოდ მას შეუძლია შეუძლებელი
Master
სიღრმისეული,ექსპერტული დასკვნა ქალატონი ნონასგან.ზედმიწვენით კარგად ერკვევა ფეხბურთში და არამარტო ფეხბურთში.არცაა გასაკვირი ეს ხომ ჭადრაკის დედოფალია!!!
ზურა
ჩვენო და ჩემო საყვარელო,ბრძენო,ლამაზო,კარგო,ძვირფასო,ჭკვიანო ქალბატონო.
ვახო...
ღრმა პატივისცემა, ჭადრაკის დედოფალს, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს!
gio
ხვციჩა ასე ახალგაზრდა გრძნობს პასუხისმგებლობას მთელი ერის წინაშე და თავს არ ზოგავს ისე თამაშობს ყველა თამაშებს. ამავე დროს აქვს ამბიცია რომ გახდეს მსოფლიო ვარსკვლავი. დღესდღეობით მთელი ქვეყანა შენით ცხოვრობს და სუნთქავს პატარა ბიჭო და ღმერთი იყოს შენო მფარველი. შენ ხარ საქართველოს მომავალი და იმედი . შენ გაახალისე ამ დაქცეულ ქვეყანაში ადამიამების ცხოვრება.
ქუთაისელი
რა საყვარელი ქალია! გადაეცით, რომ მიყვარს!
G.LA
ქალბატონი ნონა როგორ კარგად ერკვევა ფეხბურთში. საკმაოდ ძველი ფოტო მახსოვ არქივიდან დინამოს სეზონის გახსნა იყო თუ არ ვცდები, მგონი ფოტოზე იამანიძე სახელოვანი კაპიტანი და ახალგაზრდა ჩემპიონმა ჭადრაკში ბურთი შეიტანა. ქალბატონ ნონას სულ უყვარდა და ახლაც ინტერესით ადევნებს თვალს ყველა მოვლენას ფეხბურთში. ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენ ლეგენდარულ ნონა გაფრინდაშვილს. ❤️
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას კიდევ ერთხელ შეეცდება
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
დარეჯან კვარაცხელია ნონა გაფრინდაშვილის ნეაპოლურ ვიზიტზე საუბრობს
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
"ქალბატონო ნონა, პირველ რიგში, თქვენთვის მადლობის გადახდა მსურდა" - ლეო მესიმ ნონა გაფრინდაშვილს არგენტინის ნაკრების მაისური გამოუგზავნა [VIDEO]
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის - კონფლიქტის ზღვარზე? მბაპემ და დემბელემ ერთმანეთის მიმართ მოულოდნელი სიტყვები გაცვალეს
სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნონა გაფრინდაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
"მადლობა საჩუქრისთვის" - რა კადრებს აქვეყნებს ხვიჩა კვარაცხელია? [PHOTO]
ვისთან ითამაშებენ ქართველები ნაკრებამდე: ხვიჩა "მარსელთან", "ბარსელონა" და ჩვენებურების დუელი
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?