sport.business-gazeta.ru წერს, რომ "რუბინი" მიმდინარე სეზონში ახალ აქტივობებს ხშირად აწყობს. გუნდის ფანები ყაზანის Ak Bars Arena-ს სტუმრობენ, ათვალიერებენ კლუბის მუზეუმს და ხვდებიან ერთ-ერთ ფეხბურთელს, რომელსაც კითხვებს უსვამენ.

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა "რუბინის" 20 წლის შემტევ ნახევარმცველ რუსლან ბერზუკოვთანაც შედგა.

რა თქმა უნდა, ამ შეხვედრის დროს წარსული მოგონებებიც გაიხსენეს და ისე როგორ იქნებოდა, საუბარი ხვიჩა კვარაცხელიას არ შეხებოდა.

"რუბინის" ფოტოგრაფმა ჯალილ გუბაიდულინმა თქვა, რომ კლუბის ოფისსა და მედიადეპარტამენტში ხვიჩას ფოტოებს ხშირად შეხვდებით.

"ძალიან გვიხარია ხვიჩას წარმატებები. ის ყველას ძალიან გვიყვარს და ყოველთვის გვეყვარება. ძალიან კარგი იყო, როდესაც ის ჩვენს გუნდში თამაშობდა, მაგრამ ყველა თავისი გარკვეული გზით მიდის", - ამბობს გუბაიდულინი.

ერთ-ერთმა ფანმა თქვა - "ახლა ერთადერთი კითხვა ისაა, სად წავა ხვიჩა, მადრიდის "რეალში" თუ "სიტიში"?

ამის შემდეგ "რუბინის" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა საკმაოდ მოულოდნელი და ხმამაღალი განცხადებაც გააკეთა.

"ჩვენ ახალი ხვიჩა კვარაცხელია გვყავს და ეს რუსლან ბეზრუკოვია! ახალგაზრდა, სწრაფი, ტექნიკურად დაჯილდოებული! მან უნდა გააუმჯობესოს თავისი უნარები.

ზოგჯერ ბურთი მალე არ უნდა მოიშორო, შეგიძლია შენს თავზე აიღო, წახვიდე და კარში დაარტყა! ასეთ შემთხვევაში კი 1+1 კი არა, 19+19 სტატისტიკა გექნება", - ამბობს გულშემატკივარი.

საინტერესოა, ვინ არის რუსლან ბეზრუკოვი და საიდან მოიყვანა ის "რუბინმა", თანაც მეორე დივიზიონში?

მან ბავშვობაში თამაში "ნოვოშანკიცკიში" დაიწყო, შემდეგ იყო "როსტოვი" და "სკა როსტოვი". მან რუსეთის მე-2 ლიგის მიმდინარე სეზონი "ნეფტეხიმიკში" დაიწყო, სადაც 7 შეხვედრაში ითამაშა, შემდეგ კი ყაზანს მიაშურა.

როგორც ზემოთ "რუბინის" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა აღნიშნა, ბეზრუკოვს 1 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა აქვს და მან ეს შედეგი 8 მატჩში დააფიქსირა.

ირაკლი
ალბათ ამ თემაზე საქმის მცოდნე ხალხს გექნებოდათ კომენტარებში აზრის გაცვლა: მეც ვფიქრობ, რომ კვარაცხელიას გუნდი არ არის "სიტი", ზოგადად ბრიტანული ფეხბურთი ქართველების სათამაშო სტილი არ არის, ინტუიციურად ვგრძნობ, რომ თუ ხვიჩა სიტიში გადავა, როგორც ფეხბურთელი დაიღუპება. ამის გარდა, იტალიელები და ესპანელები უფრო ვგავართ ერთმანეთს, ვიდრე ბრიტანელებს, ერთი კია, ბრიტანული ფეხბურთო თუ შეიძლება ასე ითქვას, უფრო სივრცითი ფეხბურთია,ანუ ნაკლებად შებოჭილი,ხოლო ხვიჩას სივრცეები უყვარს. ნუ სიტი გამორიცხულია, თუნდაც ლივერპული და იუნაიტეტი. ან საერთოდ რატომ უნდა გადავიდეს ნაპოლიდან სადმე, მაგარი მწვრთნელის ხელშია, იქ რეალში ან სხვაგან რა ელის, კაცმა არ იცის
რრრ
რუსლანს ლიუდმილაც უშოვეთ და წამოვა მომავალი ვარსკვლავები.დდდ
ლაშა
სიტიში არ წავა ხვიჩა!
ბესიკის
უნახავმა რა ნახაო-შენი საქმე ისე არის
ვენეციის კომისია
ეგრე გააგრძელე და ხვიჩა ვერა მაგრამ ახალი ძიუბა გახდები)))
ბესიკი
ოოო, ამან ასე თუ გააგრძელა,მისთვის ნებისმიერი ევროპული გრანდის კარი ღია იქნება
დავით 67
მაგარი შედეგი აქვს. ასე ხვიჩას გაუსწრებთ. მიაწექით.))
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს