ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "რეინჯერსს" 3:0 მოუგო, ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-12 გამარჯვება იზეიმა და თავისი რეკორდი დაამყარა.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა სპალეტიმ რიგი წამყვანი ფეხბურთელები და მათ შორის კვარაცხელია არ ათამაშა და "ნაპოლიმ" მაინც ადვილად იმარჯვა.

"ნაპოლი" 15 ქულით ლიდერია და 2 ნოემბერს, ბოლო ტურში, გასვლაზე უახლოეს მდევარ "ლივერპულს" დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს ამსტერდამში "აიაქსს" 3:0 სძლია.

თუ "ნაპოლიმ" "ენფილდზე" სამბურთიანი სხვაობით არ წააგო, ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს.

ნეაპოლი. "დიეგო მარადონა"

ნაპოლი - რეინჯერსი 3:0

გოლები: 1:0 სიმეონე (11), 2:0 სიმეონე (16), 3:0 ოსტეგორი (80)

Spain
დავით, მე იმათ გავეცი პასუხი, ვინც იმსახურებდა და ვინც უაზრობებს წერდა ხვიჩაზე, თქვენ თუ არ გეხებათ არავინ გთხოვთ აქ გამომიხტეთ :)) ვისაც ეკუთვნის წაიკითხავს და მიხვდება. თქვენი აზრები თქვენთვის შეინახეთ. წარმატებები!
PIRLO
მე სხვა რა დავწერე ჯიგარო აბა? თან მისწორებენ და თან იგივეს წერენ რაც მე მიწერია... სასწაული ))))))))))))
რატი
დავით, 1000%

კი მაგაში გეთანხმებით, ზოგი ისეთ ნარატივს ავრცელბს, თითქოს მარტო ქოცებს, რუსეთუმეებს და ალტინფოელებს უყვართ ხვიჩა და დანარჩენებს გვძულს. ეს პროდასავლურად განწყობილი ხალხი, ვინც ხვიჩას რუსეთში ყოფნას ვაპროტესტებდით, ვიცოდით რა ტრიუმფიც ელოდა ევროპაში და იმიტომ ვაპროტესტებდით. ჩემნაირი გულშეატკივარი ცოტა თუ ეყოლება მას. ყველა თამაშს ნანახი მაქვს. რუსეთში როცა იყო სულ შიშით ვუყურებდი თამაშებს, ტრავმა რომ მიეღო ვეღარ გასცდებოდა იმ საღორეს. ახლა კი უზომოდ ბედნიერი ვარ მისი ევროპული წარმატებით. ნახეთ რა დღეში ჩააგდო მთელი ევროპა, ყველა მასზე საუბრობს. ყველაზე მეტად თვითონ მას უნდოდა ევროპაში თამაში და ამას ყველა ინტერვიუში ამბობდა. ამიტომ ომის დაწყებისთანავე მასზე ამხელა აგრესიის გადმონთხევა იყო სრული სისულელე და ბოროტება. უამრავ თანამოაზრესთან მომივიდა მაგ დღეებში კამათი. ლამის სამშობლოს მოღალატის იარლიყი მიაკრეს ბიჭს, რომლესაც საქართველოსთვის კარგის მეტი არაფერი მოუტანია და იმ რუსეთში მომატებული თამაშის ხარისხი თუ ფიზიკური მდგომარეობა, სულ საქართველოს ნაკრებისთვის გამოიყენა. ვეუბნებოდი, რომ შემრცხვებოდათ, როცა ხვიჩა იქედან წამოვიდოდა, რომ ქოცები და ალტინფოელები სათავისოდ გამოიყენებდნენ ამას. ზუსტად ასე მოხდა. ამიტომ სანაიას და დანარჩენებს ცოტა ტვინი უნდა გაენძრიათ, უსამართლოდ რომ ეხებოდნენ ამ ბიჭს.
რა მაფიაა?
ყველა კომენტარი წავიკითხე და სპალეტის არავინ ლანძღავდა და არც პანიკა იყო სკამზე რატო დატოვესო და რა ქოთქოთია )) სპალეტიზე ვინმე ცუდს თუ ამბობს ერთმნიშვნელოვნად არასწორია, საუკეთესო ხელშია და დაუკეთესო გუნდშია ჩვენი ბიჭი შესაზლო ვარიანტებიდან... ლიგა და სერია A დაიდოს
გიორგი ვარშავიდან
გეთანხმები ათასი პროცენტით , ხვიჩა მთელი საქართველოს სიხარული და სიყვარულოია !
papai
ეს როტაცია ჩვეულებრივი ამბავია დიდ გუნდებში, ეხლა მსოფლიო თასის დაწყებამდე ყოველ მესამე დღეს თამაში აქვს ნაპოლის და მანდ ქულების დაკარგვა არ გამოვა.. რაც შეეხება ლივერპულთან თამაშს კვარა აუცილებლად უნდა გავიდეს ენფილდზე, ზუსტად ლივერთან მატჩის მერე აღმოაჩინა ნახევარმა ევროპამ ის.. ფორცა ნაპოლი
Dato
ერთხელ შეიძლება თქვა მაგრამ იგივე აზრზე ვარო რომ იძახის სანაია მაგიტომ ეზიზღება ხალხს დღემდე ვერ გაიზრა ზელენსკი პუტინი ბაიდენი თუ ბიძინა მაგრად კიდია კვრას მარტო ფეხბურთიდ ცხოვრობს
gio-ს
1000% ით მართალი ხარ. პოლიტიკაში რევენ ხვიჩას, ვითომ ერთი პარტიის მომხრეებს უყვართ, მეორე პარტიის მომხრეებს არა და ა.შ. არადა რა შუაშია. ზრდილობის ფარგლებში კრიტიკა ნებისმიერი ადამიანის ნორმალურია, ლანძღვა და უზრდელობა არა. სანაიაზე უარესი სანაიას მაგინებელმა ბრბომ გააკეთა უზრდელობით. ის ნაკლებად საგინებელი იყო რომელიღაც დეპუტატი სახ.დამც. კანდიდატს ხვიჩას წარმატება გიხარიაო რომ ეკითხებოდა? აცადეთ ამ ბიჭს ფეხბურთი და საერთოდ ყველამ რომ ნერვები დაიმშვიდოს და ზრდილობაზე და კულტურაზე იფიქროს ყველაზე კარგი ეგ იქნება.
მალაქია
ამ კომენტატორებსაც სჭირდებათ როტაცია ხანდახან.
gio
კარგით რა. ხვიჩა საქართველოსია , ხვიჩა ყველას უყვარს დიდს თუ პატარას და ნუ გარევთ რა სიბინძურეში, ხალხი არ გაპატიებთ, არავინ ცუდს არ უსურვებს ხვიჩას საქართველოში. სანაიამ თქვა რაღაც და მოკლედ ისარგებლეთ ამით, მე სანაიას ადვოკატი არა ვარ , მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენზე ნაკლებად არ უყვარს ხვიჩა. პროვოკატორობას და ხალხის ერთმანეთზე გადაკიდებას თავი გაანებეთ, ამ პატარა ბიჭმა ძლივს აქ მაინც გააერთიანა ეს გაუბედურებული ერი და აქაც ცდილბთ ზიზღის დათესვას.
ჯილდა
1 შია 12 სთ-ზე
ზაზა
ლივერპულთან გასვლაზედაც მოიგებს ნაპოლი ხვიჩას თამადობით ამდენ ხანს ვლაპარაკობ რომ ნაპოლი პირველია ევროპაში ტექნიკურად და სტაბილური შემადგენლობით!!!
თერჯოლელი
სულ მინდოდა,რომ ხვიჩა ერთი ან ორ თამაშით დაესვენებინათ,იმიტომ,რომ რაც ჩავიდა იტალიაში თითქმის არ დაუსვენია და ვფიქრობდი:ამდენი თამაშისა და მასზე ამდენი საქებარი სიტყვებისა {რაც სასიხარულოა}მას დიდ ტვირთად აწვებოდა,ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც,ძალიან გამეხარდა,რომ სპალეტიმ მიცა ხვიჩას საშუალება ამოსუნთქვის და მისი გუნდის თამაშის გვერდიდან ყურების,ამით მას ბევრი ფსიქოლოგიური სიმძიმე მოეხსნება და ძალებსაც აღიდგენს,რაც მომავალ თამაშებში ძალიან გამოადგება.
G.LA
ეტყობა ხვიჩას აღარც დააყენებენ ძირითადში.ჩვენი ბარსაგიანი მინდა ნაპოლში
მოსეხონელი
მართალი ხარ 3:0 რომ მოუგოს ნაპოლის სტუმრად გატანილი გოლის პრინციპი გაუქმებულია და ფრე იქნება.
მიშა
ნაპოლის ეხლა აქვს +16, ლივერპულს +9. სამბურთიანი წაგების შემთხვევაში, ფრე ვერაფრით იქნება. ნაპოლის ექნება +13 და ლივერპულს +12.
Ggg
Kargia napolim xvichas gareshe rom moigo cotas daisvenebs torem yovel 3 dgheshi tamashobs, ise mgonia napoli enfildze didi angarishit mougebs liverpuls, liverpuli tamashs gaxsnis sxva gza ar aqvs da mand daisjeba. Ai atalanta dzalian sashishi gundia, napolivit sul presings tamashoben, eg aucileblad mosagebi tamashia
ქ. გ.
ნაპოლის დირექტორი კრიშტიანო ჯუნტოლი კვარაცხელიასა და მანჩესტერ სიტის შესახებ ჭორებზე საუბრობს: "აბსოლუტურად არაფერია. შემიძლია გითხრათ, რომ კვარაცხელია 100%-ით ხელშეუხებელია. ის აბსოლუტურად არ არის მარკეტზე (არ ვაპირებთ გაყიდვას)" https://twitter.com/FabrizioRomano/status/1585342595517251585
დავით 67
პროვოკაციას ნუ ეწევი! არავინ აგინებს ხვიჩას. სად ნახე აბა უარყოფითი კომენტარი დღევანდელ თამაშზე? ერთმა თქვა რაღაც სისულელე ( სანაია) და მგონი ისიც ნანობს! სულ ჩასაფრებული როგორ უნდა იყოთ.იმან ის თქვა ამან ეს თქვა. თუ გიყვართ ფეხბურთი უყურეთ ხვიჩას თამაშს დატკბით
გეგი
რით უნდა დაეხმარო აბა,მაგათი საშველი აღარაა და თავისი გაჭირვებიათ,მაგ უბედურებს მაგათ.
რატი
ბევრად მეტი მისი მხარდამჭერი ცხოვრობს ამ ქვეყანაში, ხოლო ბოღმიანი ხელმოცარულები ყველას ჰყავს, რაც ბუნებრივია. ხვიჩას ეს ვერაფერს დააკლებს.
G.LA
ყველას ძალიან გვინდოდა ხვიჩას თამაში მარა ალბათ ასეა საჭირო. ისე მინდოდა რომ დარწმუნებული ვიყავი ათამაშებდა. პირველ ადგილიდან გასვლა მნიშვნელოვანია. ახლა თითქმის გარანტირებულია პირველი ადგილი.
Soso
ამ თამაშით კიდევ დამტკიცდა რამაგარია კვარა რომ ძირითადის მოთამაშეა სასუოლოსთან თუ წაიყვანეს კარგად ანგარიში იქაც დროულად უნდა შეცვალოს კიდევ დაისვენოს მერე ლივერპულია და წლევანდელი სერია ას ფინალი ექნებათ ატალანტაში რომელიც აუცილებლად მოსაგებია
Spain
დღეს მთელი იტალიური პრესა წერდა, რომ როტაცია იქნებოდა და მეორე შემადგენლობით ითამაშებდა ნაპოლი. კაი ქართველებმა ვერ გაიგეს ეგ ამბავი და აგერ ზოგი ბედნიერიც კია კვარა სკამს ხეხავსო და ზოგი იგინება, რასქვია სკამზე დასვითო, ეგ აქაურ გულშეატკივარში არ მიკვირს, იმიტომ რომ ვერც წაკითხულიდან გამოაქვს აზრი უმრავლესობას და ვერც მოსმენილიდან. მაგრამ ამ კომენტატორებს რაღა დაემართათ? რაღაც თავის მართლების რეჟიმში რომ საუბრობდნენ, იცით ამას უნდა შევეგუოთ, რომ ხანდახან დაასვენებს კვარას და სულ არ ითამაშებს, ამაში საგანგაშო არაფერია...და ეგეთ სისულელეებს რატომ ლაპარაკობდნენ ვინმე ამიხსნის? ეგ ისედაც ნათელია, რომ როცა ყველაფერი გადაწყვეტილია, ძირითადის შემადგენლობა დაისვენებს და როტაციები იქნება, რად უნდა ამას თავის მართლების რეჟიმში ლაპარაკი? და რა ამით, რისი თქმა გინდათ? რაც ჩავიდა ნაპოლიში კვარაცხელია, ოდესმე ვინმეს იმის საბაბი მისცა, რომ ძირითადში მოხვედრის პრობლემა ექნებოდა? ქართველი უვიცი ვითომ გულშეატკივრის გარდა ეგ არავის უთქვამს. როგორც კი მივიდა, ელმასი ეგრევე სკამზე აღმოჩნდა, აგერ სიმეონე ძაან მაგარი ფეხბურთელია და რასპადორიც მარა თითქმის სულ სკამზე არიან, სათადარიგოდ ითვლებიან, კვარა კი არასოდე ჩათვლილა სათადარიგო ფეხბურთელად. ლიდერად ჩამოყალიბდა და ამაზე კითხვის ნიშანი არც არსებობს. რა საჭიროა ეგ ეჭვებით და შიშით ლაპარაკი, ისედაც არაფერს კითხულობს გულშემატკივარი და კომენტატორი რომ ხარ კიდე რატომ აძლევ იმის საბაბს , რომ ცხვრებივით აყვნენ ერთმანეთს და არასწორად გაიგონ რაც ხდება. მართლა არვიცი რაუნდა ამ ხალხს.
Spain
ზაფხულზე ხალხი რომ იძახდა ,სკამის სახეხად მიჰყავთ ხვიჩა ნაპოლშიო, ან ბურთის მომტანადო, აი ის დაობებული ხალხი დავინახე კომენტარებში, ისევ გამოჩენილან და უხარიათ ხვიჩა ზამენაზე იყოო. რა გიყოთ. რით დაგრხმაროთ. მესმის თქვენიც, რამდენი ხანი ელოდით, ერთი თამაში მაინც ყოფილიყო სკამზე ხვიჩა :)) რა ცუდია ამდენი წარუმატებელი ადამიანი რომ ცხოვრობს ან ქვეყანაში :) ერთი ამხანაგური შეხვედრა დაიწყო კიდე სკამიდან ზაფხულში და მაშინაც ეგ ხალხი წერდა, აი ხო ვამბობდი სკამს გახეხავსო. მართლა ძალიან მებრალებით. გულით
PIRLO
სამბურთიანი არ ყოფნის ლივერპულს, 4 ბურთის სხვაობით უნდა წააგოს ნაპოლიმ რომ მეორეზე გავიდეს. სამი ბურთით რომ წააგოს ფრე იქნება საერთო ჯამში და ბურთების სხვაობით ჯობნის მერე ნაპოლი... ზოგადად ენფილდზე არაფერია გამორიცხული მაგრამ ამ ნაპოლისთან უტოპია მგონია მაგხელა სხვაობით მოგება
ქართველი
კარგია რო ხვიჩამ დაისვენა. ნუ ლანძღავთ ამ შემთხვევაში სპალეტის. შაბათს თამაშიაქვთ და დასვენებულზე შეუტევს
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
ოფიციალურად: "რეინჯერსმა" მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
მთავარი კანდიდატი ჯერარდია - ლეგენდარული ინგლისელი შესაძლოა, "რეინჯერსში" დაბრუნდეს
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
ფლიკის ყოფილი ასისტენტი - "რეინჯერსს" ახალი მწვრთნელი ეყოლება
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"იბერიას" შესაძლო მეტოქე "რეინჯერსს" ერთ-ერთი ლიდერი დიდი ხნით გამოაკლდა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"იბერია 1999"-ის მეტოქე გაირკვა - "იაგელონიამ" "რეინჯერსს" აჯობა
[VIDEO] ჭანტურიშვილმა "რეინჯერსს" ულამაზესი გოლი გაუტანა - მისმა გუნდმა გაიმარჯვა და კონფერენს ლიგაზე გავიდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა