რუსული პრესა 2 დღეა აქტიურად წერს ნიკოლოზ ბასილაშვილის ქმედების შესახებ, რომელიც ქართველმა ვენის ტურნირზე გააკეთა. მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრობით...

მოგეხსენებათ, ქართველი ჩოგბურთელი 1-თვიანი პაუზის შემდეგ კორტს დაუბრუნდა და ავსტრიის დედაქალაქში 500-ქულიან შეჯიბრებაშიც ჩაერთო, სადაც რუს დანილ მედვედევთან ორ სეტში 2:6, 2:6 დამარცხდა.

აღნიშნულ ტურნირზე ერთი საინტერესო ტრადიცია გახლავთ... ჩოგბურთელების დასასვენებელი ადგილის გვერდით არის პატარა დაფა, სადაც მათ მშობლიურ ენაზე გამამხნევებელ სიტყვებს უწერენ.

წელს ავსტრიელებს შეეშალათ და ნიკოლოზის მხარეს ქართული ასოებით რუსული წინადადება გამოჩნდა - "დავაი ნიკოლოზ", რომელიც ბასილაშვილმა ერთ-ერთი შესვენების დროს პირსახოცით დაფარა.

მაგალითად, შარშან ვენაში ეწერა "მიდი ნიკოლოზ", ახლა კი ტურნირის ორგანიზატორებმა ასეთი შეცდომა დაუშვეს.

ეს ყველაფერი კი რუსულმა პრესამ სულ სხვანაირად და მათ მხარდაჭერად აღიქვა. მაგალითისთვის, mosregtoday.ru წერს, რომ ეს ქმედება ქართველმა რუსი სპორტსმენის სოლიდარობის ნიშნად გააკეთა.

მოგეხსენებათ, ისევე, როგორც სპორტის სხვა სახეობებში, რუსებს შეზღუდვები ჩოგბურთშიც აქვთ დაწესებული. ისინი ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობენ და ბასილაშვილთან შეხვედრაში მედვედევს გამამხნევებელი ფრაზა არა რუსულად, არამედ ლათინურად დაუწერეს და რუსებს მიაჩნიათ, რომ ნიკოლოზმა ეს დანილის დისკრიმინაციად აღიქვა და ქართული წარწერა ამიტომ დაფარა.

"ბასილაშვილი ძალიან კომპეტენტურად მოიქცა და ამით ტურნირის ორგანიზატორებთან მნიშვნელოვანი გზავნილიც გააკეთა! მან აჩვენა, რომ სპორტი პოლიტიკის მიღმაა და მსგავსი სახით რუსი სპორტსმენები არ უნდა ავიწროონ", - ამბობს რუსი ჩოგბურთის მწვრთნელი გენადი კუშნიკოვი.

"ვისურვებდი, კიდევ იყვნენ ნიკოლოზის მსგავსი სპორტსმენები, რომლებიც ჩვენს ბიჭებს მხარს დაუჭერენ! მათ დროშა და ჰიმნი ჩამოართვეს, ახლა გვარების ჩვენებასა და ენასაც გვიკრძალავენ?! იქნებ მაშინ უბრალოდ დააწებოთ ნომრები და დააყენოთ ისინი?", - წერს ერთ-ერთი რუსი გულშემატკივარი.

ბასილაშვილს თავის საქციელთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ალბათ, კარგი იქნება, თუ ის განცხადებას გააკეთებს და ყველა კითხვის ნიშანს წაშლის.

სოსო
ქ.გ-ს.შენს პოსტში ირონიაც არის და სარკაზმიც,მაგრამ სამწუხარო სიმართლეც.სამშობლოს თვითონ არ ვცემთ პატივს და სხვებისაგან მოვითხოვთ!
zura222
რას ბოდიალობ @@@@@
ბექა
კი,ეგეთი ტიპია "ფეხებზემკიდია"
გენა
თუ რუსებს გონიათ, რომ რასაც მაგათი სახელმწიფო აკეთებს ეგ პოლიტიკაა, ძაან ცდებიან. ეგაა კრიმინალი და დამნაშავე ქვეყანა და მის ქმედებებს პოლიტიკასთან საერთო არაფერი არ აქვს. თორე ისე სპორტი და პოლიტიკა გასამიჯნია აბა რა.
jiji
თუ პოლიტიკაში არ ერევა არჩევნებში რატომ დაუჭირა ტელევიზიით მხარი ქართულ ოცნებას? არც ისეთი უბრალოა როგორც თავს გვაჩვენებს.
გოგა
ესენი ყველაფერთან ეთად აზროვნების და დებილიზმის სინდრომითაც არიან დაჯილდოებულები, სპირტით აქვთ ტვინები დამწვარი

ოცეოლა, სპორ ც მენი არ ვიცი და სპორტსმენის საქმეა კარგი თამაში აჩვენოს და კორტზე უნდა მოუგოს მოწინააღმდეგეს. პოლიტიკა თუ მოუნდება, კარიერას რომ დაასრულებს, მერე შევა . დავაი ნიკოლოზ , კი ძალიან მაინტერესებს, ვინ გაუჩალიჩა.

სპორტსმენებს და უბრალო მოსახლეობას რომ სთხოვენ პასუხს პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის, ეს უფრო აღვივებს მათში პატრიოტიზმის გრძნობას და ამიტომ უჭერენ მხარს პუტინის პოლიტიკას, რატომ გერმანელებს არა სთხოვთ პასუხს, რატომ მოუკლეს მამაჩემს მამა????!!!! თუ გერმანელები "ევროპელები არიან" და იმათ არაფერზე მოეთხოვებათ პასუხი?!
SOS
ნიკოლოზი არანაირ განცხადებას არ გააკეთებს, იმიტომ რომ მაგრად კიდია!!!
ქ. გ.
ზოგიერთს ირონია და სარკაზმი არ ესმის.
ჯაბა
იმენა და ვაფშეჩ არაა ქართული ძმაო
G.LA
თუ ქართულად გიტყდებათ სომხურად დააწერეთ ტო...
ქ. გ.
ყველამ უნდა გავიგოთ მარტივი ჭეშმარიტება: რუსი ავად არის; რუსი რას დაწერს ან რას იყვის, არ უნდა გვაინტერესებდეს.
ქ. გ.
ვინ დააწერინა ავსტრიელებს "დავაი, ნიკოლოზ!"? ლუბოი გრუზინსკი ფორუმზე ნახეთ, იმენა რომ ვაფშე ასე ლაპარაკობს ყველა. ატვეჩაი ვარ, კაროჩე. აბა, დავაი, ბიჭებო.
serj
ნიკოლოზ დააიგნორე. ვინმეს თუ ჰგონია რამე, ეგონოს.
ოცეოლა
ანუ სპორცმენი ადამიანი არაა? და პოლიტიკა ყველა ადამიანს არ ეხება, რამე ცალკე მეცნიერებაა?
master
რა იდიოტები არიან.მთელი რუსეთი შოკშია,სულ გამოიმასქნენ...

ცოლმა ხომ სასამართლოებში ატარა 2 წ , ახლა პოლიტიკაში ითრევენ. სპორტსმენია , სპორტსმენი . დავაი, ნიკოლოზ ! ვინც დააწერინა ავსტრიელებს , იმათ მოჰკითხეთ.
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
უმძიმესი ბადე - ბასილაშვილი ვენაში მსოფლიოს მე-4 ნომერს დაუპირისპირდება
ცენტრალურ კორტზე, გადაჭედილ დარბაზში, ნომერ პირველ რუსთან - ბასილაშვილი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ჩოგბურთელს დაუპირისპირდება
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
"წადი ყ**ზე" - რუსეთის პირველმა ნომერმა მამაკაცმა ჩოგბურთელმა მატჩის მიმდინარეობისას ფანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა [VIDEO]
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის