საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თავის კლუბ "შტურმს" "ფეიენოორდთან" უმნიშვნელოვანესი მატჩი მოაგებინა.

ჩვენებურმა როტერდამელებს მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაუტანა, თავის გუნდს 1:0 მოაგებინა და ამით გრაცელებმა ევროპის ლიგის პლეი-ოფისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგეს.

მოგეხსენებათ, "კიტე" ბოლო დროს ტრავმებმა ძალიან გააწვალა. ის მატჩის დასრულების შემდეგ ძალიან ბედნიერი იყო.

"უკეთეს დღეზე ვერც კი ვიოცნებებდი! მოედანზე შევედი, როდესაც ანგარიში 0:0 იყო და ბოლო წუთზე გადამწყვეტი გოლი გავიტანე. ვფიქრობ, ბოლო დროს რაც ტრავმებმა გამაწამა, ყველაფერი სასიკეთოდ დამიბრუნდა და ამ განცდისთვის ამ რთული პერიოდის გადალახვა ღირდა! ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს", - უთხრა მატჩის შემდეგ ქართველმა ავსტრიულ Sky-ს.

შეხვედრის შემდეგ ოთარის გოლზე "შტურმის" მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა თქვა:

"ოთარის გოლის დროს განცდილი ემოცია ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან ძალიან მძიმე პერიოდი გამოიარა, ბევრი იმედგაცრუება და უკან ნაბიჯი... ის არასდროს ნებდება, ბევრს იბრძვის და ამისთვის დაჯილდოვდა".

კიტეიშვილის მიმართ საქებარი სიტყვები არც მისმა თანაგუნდელებმა დაიშურეს:

"ოთარს ყოველდღე ვეუბნები, რომ ის ჩვენი პატარა ჯადოქარია! დღეს მან კიდევ ერთხელ აჩვენა ყველას, თუ რა შეუძლია", - ამბობს "შტურმის" მცველი დევიდ აფენგრუბერი.

"ოთარმა დღეს მთელი გრაცი გააბედნიერა! მან ეს დაიმსახურა! ყველამ ვიცით, თუ რა შეუძლია მას და ეს ქართველმა კიდევ ერთხელ დაგვანახა", - ეს კი "შტურმის" 26 წლის ავსტრიელი მცველის, ივან ლუბიჩის სიტყვებია.

tngh
წარმატებები "კიტეს" და საქართველოს ნაკრებს...
ვაჟა მასწავლებელი
ზურიკო დავითაშვილზეც პოზიტიური სტატია დადეს დღეს რუსულმა საიტებმა, რაღაცას გრძნობენ ალბათ! დაწერეს: - "ზურიკო პირველი ქართველი იქნებაო ფრანგულ ლიგა - 1 - შიო. ამჯერად მათ პირს შაქარი!!!
ზაზა
ოთო მაგარი ბიჭი ხარ ღმერთმა ხელი მოგიმართოს!!!
ირაკლი
ოთარ კიტეიშვილი საქართველოს ნაკრების შეუცვლელი წევრია. მასთან ერთად ჩვენი გუნდის ცენტრი ბევრად დალაგებულად და აზრიანად თამაშობს. ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო კიტეიშვილს და სხვა დანარჩენს ეს ბიჭი არ დაიზარებს და გააკეთებს. პ.ს. უზომოდ მიხარია, რომ ჩაკვეტაძე შედის უკვე ფორმაში და ოთართან ერთად ჩვენი ნაკრების ცენტრი კიდევ უფრო გაძლიერდება.
G.LA
ჩვენც მშვენივრად ვიცით, ჩვენ კიტეს რა შეუძლია და სასიხარულოა ოთოს ასეთი ფორმა. ოთო ჯიგარი ხარ, ყოველთვის გაფასებთ და შენს გვერდში ვართ. გელოდებით ნაკრებში. წარმატებებს გისურვებ.
goga
მგონი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების აღზევების ხანას ვესწრებით დიდება ღმერთს .ეგ ბიჭები ჯანრთელად მიმყოფე და მარტში ვინ დაგვიდგება ჩაკვეც თუ ფორმის პიკზე გავიდა ...
dato
აუ ეგ ბიჭები მარტის თამაშებზე ფორმაში იყვნენ ..ნორვეგიას ჰაერიდან არ დაუშვებთ .
ვაჟა მასწავლებელი
გილოცავთ! კ-აშიას და კ-იტეიშვილის გოლებს! ველით კ-ვარაცხელიას მომდევნო გოლებს! ევროპის სტადიონებზე იწყება ქართველთა "გოლო-სნობა"!
კობა
ღმერთმა სულ გამარჯვებული გამყოფოს ოთარ!!!...
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
ამ გოგონას სექსუალურობამ, თამამმა ჩაცმულობამ და სილამაზემ მსოფლიო აალაპრაკა - ნახეთ, რა ხდებოდა მექსიკური სპორტული არხის პირდაპირ ეთერში [VIDEO]
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
ოთარ კიტეიშვილი: ყველაფრის გამოსასწორებლად დრო გვაქვს!
"ფეინოორდის" მწვრთნელად რობინ ვან პერსი დანიშნეს
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
კიტეიშვილი და მამაგეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "შტურმი" "ზალცბურგთან" დამარცხდა
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
28 წლის გოლეადორი საფრანგეთში - "ლილმა" აიასე უედა დაიმატა
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ფეიენოორდმა" ვან პერსი გაათავისუფლა
ტენ ჰაგი შესაძლოა, სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდეს
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
მამაგეიშვილმა და კიტეიშვილმა გაიტანეს - "შტურმი" მერვედფინალში გავიდა
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა