ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დაისვენა და იტალიის ჩემპიონატის მე-12 ტურისთვის ისე ემზადება. "კვარა" ფეხბურთით ცოცხლობს და ამ მოკლე დროში თამაში, დრიბლინგი და გატანა უკვე მონატრებული ექნება. "ნაპოლი" სერია "ა"-ს მორიგ უქმეებს გახსნის და "სტადიო მარადონაზე" ლიდერის რანგში დღეს, 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე, "სასუოლოს" დაუხვდება.

რა შეიძლება ვთქვათ ამ დაპირისპირებაზე? ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 30 აპრილს, ამავე არენაზე შეხვდნენ და ლუჩანო სპალეტის გუნდმა მოწინააღმდეგისგან ქვა-ქვაზე არ დატოვა (6:1). დღევანდელი შემადგენლობით გოლები ოსიმენის, ლოსანოსა და რაჰმანის ანგარიშზე იყო, თუმცა ერთი წლით ადრინდელი ნეაპოლური შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით (2:0) დასრულდა.

"სასუოლო" სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა და ე.წ. მეორე ეშელონის გუნდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უხერხულია. მაგალითად, მიმდინარე სეზონში ისინი "მილანმა" ვერ დაამარცხა (0:0).

ვინ ითამაშებს კვარაცხელიას წინააღმდეგ? - ეს ამბავი ქართველ გულშემატკივრებს გამსაკუთრებით აინტერესებთ. "სასუოლოს" მარჯვენა მცველი 28 წლის გერმანელი ჯერემი ტოლჯანია, რომელსაც გამოცდილება არ დაეწუნება. ალესიო დიონისის გუნდში, ზოგადად, საინტერესო ფეხბურთელები არიან. ერთ-ერთი ასეთი ახლა შეხვედრას გამოტოვებს - იტალიის ნაკრების ფორვარდი დომენიკო ბერარდი. ნეაპოლელებს კი ტრავმის შემდეგ მნიშვნელოვანი მოთამაშე, ზამბო ანგისა უბრუნდება.

შეხვედრას ანტონიო რაპუანო განსჯის, რომელიც ახლახან პსვ-"არსენალის" (2:0) მეოთხე მსაჯი იყო. მიმდინარე სეზონში "სასუოლოს" ორ შეხვედრას მოემსახურა, ერთ-ერთი უკვე ნახსენები, "მილანთან" დაპირისპირება იყო, სადაც 37 წლის არბიტრი ასევე სათადარიგო არბიტრად მოგვევლინა. ზოგადად, ის ბარათების გამოყენებას არ ერიდება.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" 29 ქულით ჩემპიონატს ლიდერობს და "მილანს" 3 ქულით აღემატება. 15 მატჩი, 7 გოლი, 6 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი - ასეთია ჩვენებურის სტატისტიკა "ნაპოლიში" ყველა ტურნირზე და მისი თამაში, რომელიც ამ მაჩვენებლებზე მაღლა დგას.

.-ს
მართლაც რომ ცარიელი წერტილი ხარ! ეს დაადასტურა თამაშის შედეგმაც - 4:0 ნაპოლიმ მოიგო
გულშემატკივარი
ანუ უკვე ზუსტად ვიცი რომ მოიგებს:)))

ჩემი ვარაუდით დღეს წააგებს ნაპოლი. ურთულესი თამაში იქნება.
ქ. გ.
ეს წაიკითხეთ https://www.tuttonapoli.net/le-interviste/ferlaino-al-i-cds-i-kvara-e-come-aver-vinto-al-totocalcio-complimenti-al-club-520828
kllaus
კვარას შედეგიან თამაშს ველოდები . ლივერპულთან უნდა დაიკიდონ მთავარია 4 ბურთით არ წააგო აი ატალანტაში და სახლში ემპოლისთან უნდა შეაკვდნენ და პირველი წრეც მოგებით დაასრულონ. იანვარის ბოლოს გამოიკვეთება ტიტულისთვის მებრძოლი გუნდები. იანვარში ნაპოლი: ინტერს, რომას, იუვეს, ხვდება
beqa
14 დღეში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება და სხვა რა გამოსავალზე საუბროობ? :))) ომი გინდაა/?
ყველა მაგ დღეშია
თითქმის ყველა გუნდია მაგ დღეშია ევროპაში. ინგლისელებს კიდევ უარესი კალენდარი აქვთ, უამრავ გაურკვეველ თასს თამაშობენ. ლიგის თასიო, ჩვეულებრივი თასიო… გერმანელებს და ფრანგებს ცოტა მეტი დასვენების დრო აქვთ, 34 გუნდია ჩემპიონატში, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა მეტ-ნაკლებად ერთ სიტუაციაშია, მარტო ნაპოლი და იტალიელები ხომ არ არიან ეგრე
გიუშა
კვარა გაიტანს ამ ტურში ასიანი!ანგისა რომ თამაშობს კვარას ბათუმში გონია თავი და უფრო თავისუფლად თამაშობს)))ეჰ...ერთი გონიოც იყიდოს ნაპოლიმ...)))
gio
დღეს ხვიჩამ უნდა გაიტანოს, დღევანდელი თამაში უფრო მნიშვნელოვანია. ლივერპულთან რომც წააგონ არაუშავს, მაინც გასულები არიან.
ექსპერტ ზურას
კიდევ რა გააკეთონ ნეტა? შენი აზრით მაგაზე შენ პირველად ფიქრობ? ეს ქართველები ყველა საქმეში ჩახედული როგორ ვართ )
zura222
ეხლა ჩაატარებენ ხვალ თამაშს და მერე სწრაფად აეროპორტში და ლივერპულისკენ ჰერიი ! ფაქტიურად 1 დღე რჩებათ დასასვენებლად და მერე ამ სეზონის ყველაზე ძნელ თამაშს ჩაატარებენ ! ასე გადაიწვებიან აბა რაა @ უეფა გასაგებია რომ ჩემპიონთა ლიგის კალენდარს არ შეცვლის მაგრამ იტალიის ფედერაცია რატომ არ ეხმარება თავის გუნდებს ? ხომ შეუძლიათ თამასები ისე ჩაატარონ რომ ევროთასებზე მოთამაშე გუნდებს 1 დღით მაინც გადმოუწიონ ან გადაუდონ თამაში @@
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა