კრიშტიანო რონალდომ თავის დიდი ხნის მეგობარსა და ყოფილ თანაგუნდელ ალბერტ ფანტრაუზე ისაუბრა, რომელმაც საკუთარი საფეხბურთო კარიერა რონალდოს შესწირა.

დღეს მოგიყვებით ისტორიას, რას ნიშნავს მეგობრობა და ადამიანის დაფასება.

ალბათ ყველას ახსოვს 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელშიც მადრიდის "რეალმა" იმარჯვა, აღნიშვნის მომენტში რონალდო გუნდს მოშორდა და ტრიბუნისკენ გაემართა, სადაც ერთ-ერთ ადამიანს გულთბილად ჩაეხუტა. მაშინ ყველას გაუჩნდა შეკითხვა, თუ ვინ იყო ის ადამიანი. როგორც ჩანს, ლისაბონის მოედანზე ის ადამიანი ესწრებოდა, რომელმაც კრიშტიანოს აკადემიისა და მომავალი დიდებისკენ გზა გაუხსნა.

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარს, ალბერტ ფანტრაუს. ჩვენ 18 წლამდელთა ჩემპიონატში ერთად გამოვდიოდით. ერთ დღეს თამაშზე სკაუტი მოვიდა და გვითხრა, ვინც ყველაზე მეტს გოლს გაიტანდა, აკადემიაში წავიდოდა.

3:0 მოვიგეთ. ერთი გოლი მე გავიტანე, მეორე - ალბერტმა დიდებული თავური დარტყმით, მესამე საგოლე მომენტში ალბერტი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მოატყუა და ბურთი მე გადმომაწოდა, რათა გამეტანა. მეც შევაგორე ის კარის ბადეში და აკადემიის საგზურიც მოვიპოვე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ალბერტთან მივედი და ვკითხე, რატომ არ გაიტანა თვითონ, რაზედაც მიპასუხა: "შენ ჩემზე უკეთესი ხარ".

რა თქმა უნდა, მსგავსი საქციელი უცნაურია, რადგან იმ დროს, როდესაც კარიერის საწყის ეტაპზე ხარ, შენი თავი გაწირო შენი მეგობარის პოტენციური წარმატების სანაცვლოდ, მოულოდნელი და ასმაგად დასაფასებელია, რა თქმა უნდა, ბიჭს სიკეთე დაუფასდა.

ჟურნალისტი ალბერტს სახლში ესტუმრა და ამ ამბის რეალობაზე ჰკითხა, რაზედაც პასუხად მიიღო, რომ ეს სრული სიმართლე იყო, ისიც დასძინა, რომ მისი კარიერა ამის შემდეგ აღარ განვითარდა და დღეს უმუშევარია.

ჟურნალისტი: მაგრამ როგორ ააშენეთ ასეთი შესანიშნავი სახლი? მანქანები? თქვენ მდიდარ ადამიანს ჰგავხართ. არ მუშაობთ, მაგრამ დიდძალ ქონებას ფლობთ, ძვირად ღირებული მანქანები... საიდან ყველაფერი ეს?

ალბერტი: ეს ყველაფერი რონალდოსგანაა, სახლი, მანქანები... ყველანაირ საჩუქარს კრიშტიანოსგან ვიღებ.

რამდენად დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი სიკეთე ასე ფასდება. ვინ იცის, ფანტრაუს თანამედროვეობისა და ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელისთვის პასი რომ არ გაეკეთებინა, მიაღწევდა თუ არა წარმატებას? ამას ვერ გავიგებთ...

მომზადებულია nairaland-ის მიხედვით

დათიკო
ძალიან კარგი,იმედის მომცემი კომენტარია.გაიხარე.იმრავლოს შენმა გვარმა.
Me ar var Roboti
ბევრ ფეხბურთელს უხდება კრისწინაზე მეტად გოლის გატანა. რობოტულად, ფლეისტეიშენში რო გოლები გადის ისე გააქვს კრისწინასაც. ბენზემას, მბაპეს, სალაჰს, კიდევ ბევრს ბევრად უფრო ლამაზად და გემრილეად გააქვთ :)
Las
ასე არავის უხდება გოლის გატანა როგორც რონალდოს. დაამტავრებს კარიერას და დიდი ეპოქაც დასრულდება. ეპოქა რის გამოც მილიონებს უყვარდა ფეხბურთი.
დავითი
ისტორია ლამაზია, თუმცა, სამწუხაროდ, ყალბია. მარტივად შეგიძლიათ გუგლში გადამოწმება.
ნიკა
ალბერტო ყოფილა კაცი ( რონალდომავ დაუფასა )
გია პაპა
ზეპირად ცოდნია თურმე.
ასეა ეს
კრიშტიანო მემგონი ვეფხისტყაოსანზეა გაზრდილი ისე აღმერთებს მეგობრებს,რომლებიც როგორც კაცს შეეფერება საკმაოდა ყავს.
Status quo
აი ადამიანობა, აი შეგნება და თავგანწირვა.კარგია, რომ რონალდოსაც დაუფასებია.
temo
ეს არის სიკეთის გადახდის უდიდესი მაგალითი.კრიშტიანო ნამდვილი ქრისტიანია.ყველა მადლიან კაცს გაუმარჯოს მსოფლიოში.
თემო
21ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელები რომ რონალდო და მესია,ფაქტია. ხშირად ისმის კამათი თუ რომელი მათგანი სჯობია.ჩემის აზრით ორივე არა მარტო დიდი ფეხბურთელი არის,არამედ დიდი ადამიანიც.
Givi
Udidesi sportsmeni istoriashi,sul dageshilia golze da titulebze ar bezrdeba,amastan adamianis dafasebac codnia ai visgan unda aigon magaliti damwkebma sportsmenebma...
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ