20 წლის ესპანელ მეკარეზე ამბობენ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარში ჩასადგომად ჯერ ძალიან ახალგაზრდა არისო, მაგრამ ფერგიუსონი ასე არ ფიქრობს
20 წლის ესპანელ მეკარე დავიდ დე ხეაზე ამბობენ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარში ჩასადგომად ჯერ ძალიან ახალგაზრდა არისო, მაგრამ ინგლისის ჩემპიონთა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა კრიტიკოსებს უპასუხა:

„მახსოვს, თავის დროზე პეტრ ჩეხის სანახავად ჩავედი და გავიფიქრე, ეს ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მეთქი. იმ სეზონის ბოლოს ის „ჩელსიმ“ 7 მილიონად იყიდა და მას მერე დგას და დგას ლონდონელების კარში. სხვა სიტყვებით, როდესაც პეტრ ჩეხის ან დავიდ დე ხეას მონაცემების მქონე ადამიანზე ლაპარაკი, ასაკი არაფერ შუაშია“.

გოლკიპერს, რომელშიც „იუნაიტედმა“ 18 მილიონი ფუნტი (20,4 მილიონი ევრო) გადაიხადა, „ატლეტიკოს“ შემადგენლობაში მხოლოდ ერთი სრული სეზონი ითამაშა, მაგრამ ფერგიუსონს ეს პრობლემად არ მიაჩნია:

„დავიდი ახალგაზრდაა, სწრაფია, ყურადღებას წამით არ კარგავს, აუღელვებელია და ბურთის მოგერიების შესანიშნავ ტექნიკას ფლობს“.

დე ხეა „მანჩესტერ იუნაიტედს“ ამერიკულ ტურნეზე კვირას შეუერთდება. როგორც 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე, აქამდე ის ისვენებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა