“პორტუს” კოლუმბიელი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო გარსია “ჩელსიში” აღარ გადავა, რადგან 25 წლის ფეხბურთელთმა კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა
“პორტუს” კოლუმბიელი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო გარსია “ჩელსიში” აღარ გადავა, რადგან 25 წლის ფეხბურთელთმა კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება გაახანგრძლივა, - წერს ფიფას ოფიციალური საიტი.

ცენტრალურმა თავდამსხმელმა ახალი ხელშეკრულება 2015 წლამდე გააფორმა, რომლის წყალობითაც კლუბმა ზუსტად განსაზღვრა ის თანხა, რომელიც მისმა მსურველმა კლუბმა უნდა გადაიხადოს - ლაპარაკია 45 მილიონ ევროზე. ძველ ხელშეკრულებაში ეს თანხა 30 მილიონით იყო განსაზღვრული. არადა “ჩელსის” გარდა ფეხბურთელით დაინტერესებულნი იყვნენ “მანჩესტერ სიტი” და მადრიდის “ატლეტიკო”, რომელიც იმედოვნებდა, რომ კოლუმბიელის შესაძენი ფული სერხიო აგუეროს გაყიდვის შემდეგ გაუჩნდებოდა. რადამელმა “ესტადიუ დუ დრაგაუზე” 2 წელიწადი გაატარა და 85 მატჩში 73 გოლი გაიტანა, რაც, დაგვეთანხმებით, ფანტასტიკური შედეგია. თავდამსხმელმა მარტო ევროპის ლიგის ბოლო გათამაშებაში 17 გოლი გაიტანა, რითიც ევროთასების ყველა დროის რეკორდის ავტორი გახდა. ამდენი გოლი იქამდე ერთ გათამაშებაში არავის გაეტანა. საუკეთესო შედეგი იქამდე 1995/96 წლების უეფას თასის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირ იურგენ კლინსმანს ეკუთვნოდა 15 გოლით.

“პორტუმ” ბრაზილიურ “სანტოსთან” შეთანხმებას მიაღწია და უახლოეს ხანებში 20 წლის მარცხენა მცველ ალექს სანდროსთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. “დრაკონებს” პერსპექტიული შემტევი სტილის მცველის დაბევება 9,5 მილიონი ევრო დაუჯდათ. ფეხბურთელი ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრების წევრია და მალე გუნდთან ერთად კოლუმბიაში გასამართ თანატოლთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრება. სანდროს შეძენა “პორტუს” გარდა სურდა ინგლისური პრემიერლიგის ორიოდე გუნდს და ასევე ლისაბონის “ბენფიკას”.

რახან “ბენფიკა” ვახსენეთ, აქვე გეტყვით, რომ დედაქალაქელებმა გუშინწინ საღამოს საბოლოოდ გაინაღდეს ბელგიის ნაკრების ამომავალი ვარსკვლავის, 22 წლის ცენტრალური ნახევარმცველის აქსელ ვიტსელის შეძენა. როგორც ლიეჟის “სტანდარდის” გენერალური დირექტორი პიერ ფრანსუა აცხადებს, აქსელი ლისაბონში 5 წლით დარჩება. კონკრეტული სატრანსფერო თანხა არ სახელდება, მაგრამ ვარაუდობენ, რომ “ბენფიკას” ეს სიამოვნება 6,5-დან 8 მილიონ ევრომდე დაუჯდებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა