2007 წელს დაბადებულთაგან შემდგარი ქართული გუნდი ევროპის ახალგაზრდული ლიგის პირველი ტურიდან 3 მოგებითა და 2 მარცხით ბრუნდება. ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა გუნდმა ვილნიუსში დაწყებული ევროპის ლიგა მძლავრად, 3 მოგებით დაიწყო, თუმცა პირველი ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა დათმო და ლიდერის პოზიცია დაკარგა. წინ კიდევ 2 ტური და 10 მატჩია, რომლებიც ზამთარსა და გაზაფხულზე გაიმართება და ჩვენს გუნდს წარმატების შემთხვევაში პლეი-ოფში ასპარეზობის უფლება ექნება.

პირველ დღეს 2 გამარჯვების მოპოვების შემდეგ “საქართველო 2007”-მა 30 ოქტომბერს პირველი შეხვედრა მოიგო. ცინცაძის გაწვრთნილმა გუნდმა ფინურ “ჰონკას” 65:37 სძლია. 13 ქულით ბომბარდირი გახდა გიორგი ჭირაქაძე, ხოლო გიორგი ნიკოლაევმა 12 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა.

დღის მეორე შეხვედრაში ქართველები ფინურსავე “ურა ბასკეტთან” დამარცხდნენ, რომელმაც ლიეტუვური ტურის 5 მატჩიდან მხოლოდ აღნიშნული შეხვედრა მოიგო. მატჩი დაძაბული გამოდგა და ფინელთა გამარჯვებით – 55:50 დასრულდა. ყველა მანამდელ მატჩში გამორჩეულ ნიკოლაევს, რომელმაც ამჯერად 12 ქულა მოაგროვა, გიორგი ცაგარეიშვილი შეეხიდა, რომელმაც 11 ქულა მიითვალა.

პირველი ტურის ბოლო მატჩი დღეს გაიმართა და ქართველები ამჯერად ლიეტუვურ “ტაურაგესთან” დამარცხდნენ – 68:59. ქუთაისელმა გიორგი ნიკოლაევმა ამჯერად საუკეთესო სტატისტიკა დააფიქსირა, რომელმაც 27 წუთში 27 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. ჩვენი გუნდის დანარჩენი მოთამაშეებიდან ვერც ერთი ვერ ასცდა 10-ქულიან ზღვარს.

მეორე წრის 5 მატჩი 2023 წლის 12-15 იანვარს, ლატვიურ ვალმეირაში გაიმართება, ხოლო დასკვნით ტურს ესტონური ტარტუ უმასპინძლებს.

GBF.GE

გიო
10 ქულა კი არა ზოგს ქულაც არ ქონდა.დაცვა ნული.19 12 9 10 წუთში მოხსნა ან პასი ან ქულა არ გექნება არც ერთი ჯარიმა რა დაცვაზე საუბარი და რა მოგებაზე.
მოქალაქე
წარმატება თუ უნდათ 4 კალათბურთელი საერთოდ არ არიან წასაყვანი და არ არიან ღირსი ნაკრებში,რადგან შედეგი სტატისტიკის მიხედვით ნული. ამ ოთხი ბავშვის ნაცვლად სხვა ბავშვები რომ წაეყვანათ 100% შედეგი იქნებოდა. არ გვყავდა ბახტაძე დიდი ძალა არის და სხვები. ამ ასაკს კარგად ვიცნობ და დიდი კონკურენციაა ძაან...ძნელია არჩევა ,მაგრამ ამ ნაკრებიდან 4 ბავშვის სტატისტიკა ნახეთ და ახალი უნდა ჩანაცვლდეს როტაციის პრინციპით რომ მივიღოთ ოპტიმალური ნაკრები შემდეგი ევროპის ჩემპიონატისთვის.ამ ასაკიდან ევროპის დონის გუნდი გამოიჭედება ისეთი გასცდება ევროპა.
მოქალაქე
წარმატება თუ უნდათ 4 კალათბურთელი საერთოდ არ არიან წასაყვანი და არ არიან ღირსი ნაკრებში,რადგან შედეგი სტატისტიკის მიხედვით ნული. ამ ოთხი ბავშვის ნაცვლად სხვა ბავშვები რომ წაეყვანათ 100% შედეგი იქნებოდა. არ გვყავდა ბახტაძე დიდი ძალა არის და სხვები. ამ ასაკს კარგად ვიცნობ და დიდი კონკურენციაა ძაან...ძნელია არჩევა ,მაგრამ ამ ნაკრებიდან 4 ბავშვის სტატისტიკა ნახეთ და ახალი უნდა ჩანაცვლდეს როტაციის პრინციპით რომ მივიღოთ ოპტიმალური ნაკრები შემდეგი ევროპის ჩემპიონატისთვის.ამ ასაკიდან ევროპის დონის გუნდი გამოიჭედება ისეთი გასცდება ევროპა.
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა