ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს Youtube-არხზე საფეხბურთო აგენტმა კრისტიან ემილიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

"მე შევთავაზე კვარაცხელია ბევრ ტოპ კლუბს... აქ არის ჭეშმარიტება, რაც რეალურად მოხდა", - ეს გადაცემის ვიდეოს სათაურია.

"კვარაცხელია გადავიდა "ნაპოლიში" და თამაშობს ისე შესანიშნავად, როგორც ამას ბოლო წლებში რუსეთსა და საქართველოს ნაკრებში აკეთებდა.

ის უბრალოდ ბრილიანტია და ხალხი უკვე საუბრობს, რომ მისმა სატრანსფერო ღირებულებამ შესაძლოა, 100 მილიონი ევრო შეადგინოს.

ხვიჩას იანვარში გაყიდვის ნულოვანი შანსი არსებობს. ვფიქრობ, თუ ასე გააგრძელებს თამაშს, ზაფხულში ქართველი უკვე 100 მილიონი ევრო ეღირება".

ემილი ამბობს, რომ "რუბინში" თამაშის დროს კვარაცხელიას ყიდვა ბევრ გუნდს შესთავაზა, თუმცა მათ თავი შეიკავეს:

"ახლა სიმართლეს გეტყვით... ყველა იმ კლუბის სახელი, რომელიც მედიაში ვრცელდებოდა, სიმართლე იყო და ყველა იყო ხვიჩათი დაინტერესებული... გერმანიიდან, ინგლისიდან, იტალიიდან... ეს ყველაფერი მართლაც ასე იყო...

კლუბებში ფიქრობდნენ, რომ "კვარა" არ იყო დიდი საფეხბურთო ქვეყნიდან და ის, მაგალითად, ბრაზილიიდან არ ჩამოდიოდა.

მათ ქართველი ფეხბურთელების შესახებ დიდი ინფორმაცია არ აქვთ და მხოლოდ რამდენიმე მათგანი იციან. ამიტომ ყველაფერი გაცილებით რთული იყო.

მათ არ სურდათ გადაეხადათ ისეთ ფეხბურთელში 20 მილიონი ევრო, რომლის შესახებაც ინფორმაცია არ ჰქონდათ", - ამბობს ემილი.

ზაზა
მართალი ხარ, ქართველი ერი არის რჩეული ერი და არა ებრაელი ერი, იბერიელი და არა ებრაელი,ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში გამოჩნდება და ვისაც არ სჯერა,ეს იმის პრობლემაა. დიდება ღმერთს, დიდება ჩვენს წმინდანებს,ამ წუთას საქართველოს ჰყავს უდიდესი ცოცხალი წმინდანი მამა ნიკოლოზი,მის ტანჯულ მხრებზე წევს მთელი საქართველო და არა მარტო საქართველო
ბოკინიო
რაც იცის ამ აგენტმა:)) მკითხეთ ფორმულაში ჟურნალისტებს ნაპოლიც ტყუილიაო:))
ბაჩი
მე ძალიან მინდა ასე იყოს და ყველაზე მაგრები ვიყით ყველაფერში მაგრამ ჩვენ რის საფუძველზე ვართ ქრისტეს ყველაზე ერთგული ერი,რა კომპონენტში გამოიხატება ეს?
ქომაგი
8 დისლაიქი აქვს აბსოლუტურად სწორ კომენტარს. რუბინის მესვეურთა გაუმაძღრობის გამო ხვიჩამ ნამდვილად დაკარგა ზრდისთვის აუცილებელი პერსპექტივა. მისი ტალანტის გაფურჩქვნა და ოსტატობის ზრდა მთელი ერთი წლით შეფერხდა. რუბინის მოთხოვნები იყო არარეალური. არავინ მოგცემს 20 მილიონს ფეხბურთელში, რომელიც ნახევარ მილიონად იყიდე და ასპარეზად მხოლოდ რუსეთის პრემიერლიგა აკმარე ანუ მისი ტალანტის გამოსაცდელად ჩემიონთა ლიგა იქით იყოს და კონფერენცლიგის ჯგუფური ეტაპიც ვერ აღირსე. ჭკუა რომ ჰქონოდათ, 3 მილიონადაც უნდა გაეყიდათ და შემდგომი ტრანსფერის 30%-იან წილში უნდა ჩამჯდარიყვნენ, მაგრამ...
GggggG
მესამე მსოფლიო დაიწყება ყარაბაღიდანო უთქვამს ჩვენ საზღვრებთან ახლოსო . 2020 წლის ზაფხულს შეტაკება მოხდა ტოვუზის რაიონში ჩვენიდან საზღვრიდან არი 30 40 კილომეტრი გაჩერდნენ და შემოდგომაზე განახლდა ფაზა გადავიდა ყარაბაღის მიმართულებით ...
jiji
სწორედ ჯუღელის და მისი თათარსტანელი პადელნიკის გაუმაძღრობის გამო დაკარგა ერთი წელი ხვიჩამ თორემ უკვე 100 მილიონი ეღირებოდა. რომ არა ომი დღესაც რუბინში იქნებოდა იმიტომ რომ არარეალური ფასი დაადეს ახალგაზრდა ქართველს.ჯუღელმა ერთი წარმატებული წელი დააკარგინა.
შალვა
საოცარია, მამა გიორგი ბასილაშვილის ფენომენი, ჩვენ ქართველები "განებივრეულები" ვართ ცოცხალი წმინდანებით, და არაა მარტო, მე ეტყობა აღარ მიმიღო მეორეჯერ მამა გიორგიმ მოწამეთაში, მხოლოდ ერთხელ დამასაჩუქრა უფალმა მისი სიცოცხლეში ნახვით, საოცარი პიროვნება, რომლის საუბარმა გაურკვევლობა გამოიწვია ჩვენში, მხოლოდ შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურეს მისი წინათქმა, ბევრი რამე გადმოცემულია მისდამი მიძღვნილ წიგნებში (მგონი, "ფეხით მოსიარულე"), ნათქვამი აქვს - საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობა, ხომ საოცარია, მაგრამ ხვიჩას შემყურე უნდა ვიწამო მისი სიტყვები. ვნახოთ,
Master
ლელა გიცანით

თურმე სიმართლე ყოფილა ყველაფერი რაც იწერებოდა. რუსები კი გვეუბნებოდნენ დაინტერესება არავისგან არის და ქართველებმა ტვინი აურიეს ხვიჩასო, ვითომ უკვე ვარსკვლავია და ევროპის დონეაო. მახსოვს მათი სიტყვები, ხვიჩას გარემოცვამ უნდა იფიქროს, რომ ზედმეტი მოლოდინები არ შეუქმნან ბიჭსო და ღრუბლებში არ იფრინოსო. ღრუბლებშიც უნდა იფირინოს და მის ზემოთაც, იმიტომ რომ უკვე არის უმაღლესი დონის ფეხბურთელი, მაშინაც იყო უბრლოდ ჩვენ რუსები გვეუბნებოდნენ არ არისო და ბევრს ჯეროდა კიდეც. მახსოვს რუბინი რომ წააგებდა, როგორ ეგრევე ხვიჩას დაეტაკებოდნენ კომენტარებში, ამ თამაშით უნდა ევროპაში წასვლაო :) ომი რომ არა და ეს განსაკუთრებული კანონი რომ არა ფიფასგან, კი ვიცი სადაც იქნებოდა და აქ ნახევარზე მეტს ისევ ეჯერებოდა, ქართველებმა გააფეტიშეს თორე ისე დიდი არაფერი ფეხბურთელიაო :)) ის კომენტარებიც მახსოვს: არავის არ უნდა და რას ვიზამთი, ვინ წაიყვანს, ვინ გადაიხდის და ასე შემდეგ.
ზურა
არ მესმის ეს კომენტარი როგორ შეიძლება ქართველ კაცს არ მოეწონოს. ნუ აქაც სანაია თუა შემოპარული არ ვიცი:(
ვახო...
კი ბატონო, ეს უაზროდ დანერგილი სტერეოტიპია, თუ ბრაზილიელი, არგენტინელი ან სხვა საფეხბურთო ქვეყნიდან არ ხარ, სკეპტიკურად გიყურებენ... რისი ნათელი მაგალითიც ხვჩაა... იმედია, ხვიჩას მაგალითი დაამსხვრევს ამ უაზრო სტერეოტიპს და ქართველ და არამარტო ქართველ ნიჭიერი ფეხბურთელებზეც იქნება დიდი მოთხოვნილება მომავალში... უდიდესი წარმატებები ჩვენს მარგალიტს!
semi
ვინც კომენტარზე მიპასუხეთ იმათ გასაგონად ვწერ, და სად თამაშობს ეხლა ხვიჩა? და ვინ არის მისი აგენტი? რუსეთშია ისევ? თუ ჯუღელმა იმუშავა ნაპოლიში გადასვლაზე?
35
ესეიგი ბრაზილია ფეხბურში ის იარაღშიაა...პირველი....ავსტრია შოკოლადის წარმოებაში... :, რას ამბობს მამა გიორგი :(1933-2013 მოწამეთა) ჩვენ ვართ ერი რომელსაც ღმერთი განსაკუთრებულად ზრდის...ჩვენ საცოდავი კიარა უბედნიერესი ერი ვართ...ღმერთი ქართველებს ყველაფერში წინ დააყენებს...არამარტო ფეხბურში სპორტის სხვა სახეობებში მსოფლიო ვარსკვლავები გვეყოლება ...ქრისტეს ყველაზე ერთგულ ერს...მილიონობით ქრისტესთვის დაღვრილი სისხლი...იქნება ის ზღუდე რომელიც ჩვენ დაგვიცავს... ვერცერთი სასულიერო პირი მსოფლიოში ვერ შეედრება ძალით ქართველ წმიდანს...ჩვენი გამარჯვებების დრო ძალიან ახლოსაა...საქართველო იბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს.ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ გჯეროდეთ...მე ეს ნანახი მაქ.
სერგი
და იმაზე რას იტყვი, უამრავმა ფეხბურთელმა რომ დააღწია თავი რუსეთს და უპრობლემოდ გადაბარგდა ევროპაში? ხვიჩამდეც კი. სელტიკში მაგალითად იგივე ხვიჩას რუბინიდან.
35
უპირატესობას ქმნისო ხვიჩა სპალეტიმ მოედანზე...ქმნის იმიტომ რომ დიდი სულის პიროვნებაა ...ამავე დროს უბრალო და თამდაბალი მოკრძალებული.
დავით
რეებს წერ??? თუ ვინმე ოდნავ აგორებდა ბურთს ყველამ თავს უშველა, ხვიჩას პოტენციურმა შემცვლელმა დრეიერმაც კი ! რუბინმა ხვიჩა აგენტის გამო კი არ გაუშვა არამედ იმიტომ რომ არ უნდოდა იმ ფეხბურთელის დაკარგვა უფასოდ , ვისშიც 20 მილიონის აღებას იმედოვნებდა. რუსებს დღეს და ხვალ არ მოეხსნებათ ბანი და ნებისმიერ წამს რისკის ქვეშ იყვნენ რაიმე ახალი წესით საბოლოოდ დაეკარგათ. აქ კითხვა სხვანაერად უნდა დავსვათ : რა უნდოდა 2022 წლის სეზონის დასაწყისში ხვიჩას რუბინში,რომელსაც სუპერ დემოტივაცია ეტყობოდა ,რუსები მის ყოველ თამაშსზე ქილიკობდნენ და სად იქნებოდა ეხლა ხვიჩა ომი რომ არ დაწყებულიყო????
35
ბატონმა მამუკა კვარაცხელიამ ერთ ერთ ერთ გადაცემაში ისაუბრა:ბურთი საუკუნეების გამოიყენებოდა საქართველოში მებრძოლის მოსამზადებელ თამაშებში.აღნიშნა რომ ბევრ წყაროებშია მოხსენიებული ბურთი და საინტერესი თემაა ეს საკითხი.მოსაძიებელია. რას ამბობდა მამა გიორგი (მოწამეთა 1933 -2013) : :ბურთს ჩვენ ოდიდგანვე ვთამაშობდით . ბურთი და მობურთალი სულიერი ტერმინებია .მოედანზე მიდის ბრძოლა ძალებს შორის.
semi
საინტერესოა ის ხალხი რომლებიც ლანძღავდით მამუკა ჯუღელს ისევ იმ აზრზე ხართ? ამ სანქციების ფონზე რაც რუსეთს ადევს ხვიჩას ყიდვას მამუკას გარეშე შეძლებდა ნაპოლი? ან ზურიკო დააღწევდა რუსეთს თავს? ამიტომ როცა არ ხართ დეტალებში ჩახედული ჯუღელის ლანძღვა ადვილია. ეხლა უამრავ ფეხბურთელს უწევს რუსეთში თამაში მათი სურვილის მიუხედავად.
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
რომანო: გადაწყვეტილია, ნეიმარი ყოფილ კლუბში ბრუნდება
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ლუკაკუ კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
მამარდაშვილის მწვრთნელს გაუშვებენ? - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" გადაწყვეტილებაზე
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი "ატალანტაში" გაანათხოვრეს
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
"ეს ჩემი ოცნებაა" - ფაბრიციო რომანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
"ნაპოლიმ" 22 წლის იტალიელი ვინგერი დაიმატა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა