გუშინ ნაგოიას ბაშოზე კიდევ ერთი უიღბლო დღე იყო ჩვენთვის - სამივე ქართველმა სუმოისტმა წააგო და ახლა დადებითი ბალანსი არც ერთ მათგანს აღარ შერჩა
გუშინ ნაგოიას ბაშოზე კიდევ ერთი უიღბლო დღე იყო ჩვენთვის - სამივე ქართველმა სუმოისტმა წააგო და ახლა დადებითი ბალანსი არც ერთ მათგანს აღარ შერჩა. განსაკუთრებით ცუდად ჩვენს ელიტელებს წაუვიდათ საქმე - ბაშოს მესამედზე მეტი მიილია და მათ 2-2 მოგებაზე მეტი არ აქვთ.

დასავლეთის კომუსუბი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ბულგარელ ჩემპიონ კოტოოშუს ხვდებოდა. გუშინ სლავმა ყველაფრით აჯობა ქართველს, მავაშიც დროულად მოიხელთა და ილეთიც ბრწყინვალედ განახორციელა. ლევანის 2-4 ბალანსი აქვს. მისი მთავარი ამოცანა ნაგოიაში ტიტულის შენარჩუნებაა. ეს მას გვარიანად გაუჭირდება, რადგან დღესაც ოძეკი ჰყავს მეტოქედ - ესტონელი ბარუტო. ტოჩინოშინი აქამდე ბარუტოს 8-ჯერ შეხვდა და მხოლოდ წინა ბაშოზე შეძლო მისი დამარცხება.

წააგო გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), ვინც ვერას გახდა მონღოლმა ასასეკირიუმ უვატედაშინაგეს ილეთით დააგდო. გაგამარუ დღეს გამოცდილ ვაკანოსატოს შეხვდება. კარგი სტარტის შემდეგ ბალანსი გაიუარესა კოკაიმ (ლევან ცაგურია), რომელმაც ჰოჩიამასთან წააგო. "შავ ზღვას" ნულოვანი ბალანსი აქვს - 3-3. მისთვის ყველაფერი თავიდან იწყება ნაგოიაში.

VI დღე: ჰაკუჰო-გოეიდო (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-კიოკუტენჰო (ოშიდაში), კისენოსატო-კაიო (იორიკირი), კოტოოშუ-ტოჩინოშინი (უვატენაგე), ბარუტო-ტოიონოშიმა (იორიკირი), კაკურიუ-იოშიკაძე (იორიკრი), კოტოშოგიკუ-ამინიშიკი (კოტენაგე), ვაკაკოიუ-ოკინოუმი (სუკუინაგე), ტაკეკაძე-ტამავაში (ჰატაკიკომი), ვაკანოსატო-ტოკიტენკუ (უვატენაგე), კაისეი-ჰომაშო (ცუკიტაოში), არანი-ტოჩიოძანი (იორიკირი), ასასეკირიუ-გაგამარუ (უვატედაშინაგე), მიაბიამა-ტაკარაფუჯი (ჰიკიოტოში), ტოჩინოვაკა-კიტატაიკი (იორიკირი), ტაკაიასუ-საგაცუკასა (ცუკიოტოში), ტოიოჰიბიკი-ტაკამისაკარი (ოშიდაში), ფუჯიაზუმა-დაიდო (ცუკიოტოში), კიმურაიამა-შოტენრო (ცუკიოტოში), ტამაასუკა-ტოჩინონადა (იორიკირი). ძურიო: ჰოჩიამა-კოკაი (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა

6-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (ოძეკი).

5-1: ბარუტო (ოძეკი), კოტოშოგიკუ (სეკივაკე), კაკურიუ (სეკივაკე), ტაკეკაძე (მაეგაშირა 4), ჰომაშო (მ 9), ტაკაიასუ (მ 11), ტოჩინოვაკა (მ 11), ფუჯიაზუმა (მ 15)... 2-4: ტოჩინოშინი (კომუსუბი), გაგამარუ (მ 7).

VII დღე: ჰაკუჰო-ვაკაკოიუ, კაიო-ამინიშიკი, კოტოოშუ-ტოიონოშიმა, ბარუტო-ტოჩინოშინი, ჰარუმაფუჯი-გოეიდო, კოტოშოგიკუ-იოშიკაძე, კისენოსატო-კაკურიუ, კიოკუტენჰო-ოკინოუმი, ტაკეკაძე-არანი, კაისეი-ტამავაში, ვაკანოსატო-გაგამარუ, ტოკიტენკუ-ტოჩიოძანი, მიაბიამა-ჰომაშო, ასასეკირიუ-დაიდო, კიტატაიკი-შოტენრო, ტაკარაფუჯი-ტოჩინონადა, ტაკაიასუ-კიმურაიამა, ტოჩინოვაკა-ტოიოჰიბიკი, საგაცუკასა-ფუჯიაზუმა, ტაკამისაკარი-იოშიაზუმა. ძურიო: კოკაი-მასუნოიამა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა