ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა ("ლივერპულთან" 0:2), თუმცა ამით ხასიათი არ უნდა გაეფუჭებინათ, რადგან ლუჩანო სპალეტის გუნდი იტალიის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს. უახლოესი მეტოქე მეორეადგილოსანი "ატალანტაა" - შაბათს, 5 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე. ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა - წელის მწვავე ტკივილის გამო, ქართველი ლეგიონერი შეხვედრას გამოტოვებს. ის გუნდის ოფიციალურ განაცხადში არ იმყოფება. ამ ეტაპზე, ტრავმის სირთულე და სხვა დეტალები უცნობია.

ბერგამოელები გრანდებს ტოლს არ უდებენ, თუმცა, თუკი წინა წლებში ამ გუნდს ბევრი გაჰქონდა და გულშემატკივრების სიყვარული ამით მოიპოვა, ბოლო დროს უფრო პრაგმატული გახდა.

მეტოქეებს შორის სხვაობა 5 ქულაა. შესვენებამდე 3 ტური უნდა ჩატარდეს და გუნდები მომავალი წლისთვის მაქსიმალურად ბევრი ქულის მოპოვებას გეგმავენ, ლიდერის არყოფნა კი დიდი დანაკლისია.

ისე მოხდა, რომ პირველ წრეში ძლიერ მეტოქეებს ნეაპოლური კლუბი სტუმრად დაუპირისპირდა. ამის მიუხედავად, მშვენიერი შედეგები აქვს და ამ სვლის გაგრძელებას ბერგამოშიც ეცდებიან.

შეხვედრას 40 წლის მაურისიო მარიანი განსჯის. ის საერთაშორისო დონეზე საკმაოდ აღიარებული არბიტრია, მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" "მილანთან" სტუმრობას მსაჯობდა, სადაც უხეშობის გამო კვარაცხელიას მეურვეები თამამად გააფრთხილა და მილანელთა თავკაცს შესვენებაზე იძულებუთი ცვლილებების განხორციელება მოუხდა.

ჩვენებურის გუნდი სერიოზული გამოწვევის წინაშეა, 12 ნოემბრამდე კი 2 საშინაო შეხვედრას ჩაატარებს "ემპოლისა" და "უდინეზეს" წინააღმდეგ. "კვარას" მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ!

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.

zura222
ინგლისის სტადიონების უმეტესობებზე არის კარების უკან მინდორი რომ მთავრდება მოედნის მთელ სიგანეზე არის მკვეთრი დაქანება და მერე სარეკლამო ბანერები და აი მაგათ შორის ჩავარდნაა ძალიან სახიფათო ! და თხრილი მე კი არა დეილი მეილის ცნობილმა ჟურნალისტმა (გვარი დამავიწყდა) დაარქვა რუსმა ჟურნალისტმა უტკინმა საერთოდ სანგარი (აკოპი) დაარქვა მაგას DD
ჭიჭიკია
ოეეე, სპალეტი შე ქოსატყუილა)))))
დარტანიანი
სამი მუშკეტერი ნეაპოლშიც ყოლიათ))))) ვინ ჭამს ეხლა მაგას, ჰა სპალეტი?)))
mmm
ატალანტასთან 0:0 . ეს ანგარიში ჩემპიონობაში ხელს არ შეუშლის, სასურველია სხვა თამაშებიც ფრედ დამთავრდეს
kaxa
პატარა მოედანზე, ვარჯიშის დროს დაზიანდა სამწუხაროდ
დათო
ჯანმრთელობა ხვიჩას! მაგრამ ერთი კია, რაც შეიძლება დისტანცირდეს იმ "ტიპებიდან" ვინც "ჯიგრულად"კრიშავს. სამწუხაროდ ეს თემები კიდევ გვხვდება, ჩვენ კი ყველამ ყველაფერი ვიცით და ხმას არ ვიღებთ,
qomagi
რა უცნაურას ჟღერს “ფეხბურთის თამაშის დროს სტადიონზე თხრილში ჩავარდა ფეხბურთელი” :D
.zura222-s
ზურა თხრილი სად ნახე ენფილდ როუდზე? DDD
ჯადო
ჰო, ალიბაბა დახვედრია კიდევ, ორმოც ყაჩაღთან ერთად. ))))))))))))))))
კოსტა-ს
კოსტა, 100-იანი ბერგამოელი ქურდები იქნებოდნენ. ასეა თუ ისე, საწადელს კი მიაღწიეს, ხვიჩა გამოიყვანეს მწყობრიდან.
givi
სად საზარდული და სად წელი?
კოსტა
ჩემი ვერსია ასეთია: ვარჯიშის მერე ბრუმებოდა სახლში და გზაში ის ქურდები დახვდნენ. აი როგორც ინდურ ფილმებშია ხოლმე. ხვიჩამ ცხრა დააგდო და მეათემ წელში ჩაარტყა ჯოხი. იქვე კარაბინიერებიც მოვიდნენ და ქურდები გაბაწრეს.
giorgi3
დღეს, პრესკონფერენციაზე სპალეტის არც უხსენებია ხვიჩას ტრავმა. რამე სერიოზული რომ ყოფილიყო იტყოდა. შეიძლება მეორე ტაიმში გამოუშვას?
მდაა
კომენტარებში წერთ რომ ზაფხულიდან შეუჩერებლად თამაშობსო …რა ზაფხულიდან რის ზაფხულიდან …იანვრის თვეში რომ დაიწყო რუბინმა შეკრება და ჯერ ამხანაგურები შემდეგ თებერვლის ბოლოდან თასის და ჩემპიონატის თამაშები შემდეგ ბათუმში ითამაშა ეგრევე შეუსვენებლად მერე კი უკვე ნაპოლის შეკრება და მალევე ჩემპიონატიც დაიწყო …ასე რომ ამ წლის 2022-ის განმოვლობაში შესვენება არც ქონია თუ არ ჩავთვლით იმ 10 დღეს ( ბოლო 2 თამაში რომ გამოტოვა ბათუმში) როდესაც კონტრაქტს აწერდნენ ხელს …კი ახალგაზრდაა მაგრამ ბოლოსდაბოლოს ისიც ადამიანია მანქანა ხომ არაა რა !!!!!
zura222
ნაპოლის გვერდზე ამაზე არაფერი არ წერია ! ვინ გაავრცელლა და რა გაავრცელა ? რის გამო სტივა წელი გაციების თუ დაზიანების გამოო ?? და თუ მართალია მე ვთვლი რომ ლივერპულთან პირითი ხაზის იქეთ თხრილში რომ ჩავარდა იმის ბრალია @ რომ ამოიყვანა ოსიმენმა ხელზეც იკიდებდა და წელზეც @ რამდენი ხანია ამბობენ რომ ბრიტანულ სტადიონებზე ეგ თხრილები მოაშორონ ! ან რა დანიშნულება აქვთ მაგათ ?? ჯერ კიდევ ალან შირერი მახსოვს რომ ჩავარდა ეგეთ თხრილში (სხვათა შორის ქეცბაიას პასის მერე ბურთს კი დაეწია და ჩაწოდა მაგრამ თავი ვეღარ შეიმაგრა და ჩავარდა იქ) და მძიმედ დაშავდა ! ასევე რუნიც ჩავარდა და დაშავდა ! და კიდევ ვინ იცის რამდებიიიიიი @@@
ტარო
იქნებ დააზუსტოთ, საზარდულის კუნთია თუ უფრო წელი:?
G.LA
მწარე და მწვავე ერთი მნიშვნელობის არ არის? უკაცრავად ჩემი კომენტ. რომ ვერ მოგაწონეთ, მაინც მადლობა თვალს რომ ადევნებთ.
კვარადონა
ყოველთვის სასწაული კომენტარები რატომ გაქვთ? მწარე არ წერია, მწვავეა, სხვას არაფერს ამბობს ოფიციალური გვერდიმ არ იქნება და რანაირად შემოვა?
giorgi 12
რაღაც ძაან ცუდად დაემთხვა ეს ყველაფერი... მაგრამ მეორეცაა ზაფხულიდან შეუჩერებლად თამაშობს და სადღაც თავიც უნდა ეჩინა. სამწუხაროა
G.LA
რა მშრალად გიწერიათ წელის ტკივილიზე. მწარე ტკივილი წელის რას ნიშნავს? ტრამვა არ მიუღია მგონი. იქნებ ძირითადში არ დააწყებინოს და მერე შემოიყვანოს.
გულშემატკივარი
ძალიან სამწუხაროა ხვალინდელ თამაშს თუ გამოტოვებს:( მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!
მეგრელი
ამ თამაშს ველოდებოდი მერამდენე დღეა უკვე. ჩამი...ეს ფანტაზიებში. კვარა გამოკეთდი მთელი საქართველო შენი ყურებით ცოცხლობს მემგონი.
გია
ჯერ მანქანის მოპარვის ამბავი, ეხლა ტრავმა... არ მომწონს.
გულშემატკივარი
წარმატებები ჩვენს ვარსკვლავს და ნაპოლის!!!
beqa
წელს რომელი თამაშიც ვნახე ატალანტასი უხეშობდნენ სულ წვრილ ჯარიმებს იღებდნენ ვნახოთ ხვალ რაფერ ითამაშებენ თან ფორვარდები უბრუნდება კაი თამაში იქნება
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა