Geo Team ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" დღევანდელ შეხვედრას "ლივერპულთან" მატჩში მომხდარი ტრავმის გამო გამოტოვებს.

როგორც აღნიშნული წყაროს პოსტიდან ირკვევა, ქართველმა დაზიანება ტრენტ ალექსანდრ-არნოლდთან ორთაბრძოლის შემდეგ მიიღო.

"გახსოვთ მომენტი, როცა კუთხურის ხაზთან ალექსანდრ-არნოლმა ხვიჩას ხელი კრა და სარეკლამო ბანერებში გადააგდო? სწორედ მაშინ იტკინა ზურგის ქვედა ნაწილი კვარაცხელიამ, უხერხულად დაცემის მომენტში.

ფეხბურთელი შემოწმებას დღეს ჩაიტარებს და გვეცოდინება, რამდენი დღით მოუწევს ჩვენს ოქროს ბიჭუნას დასვენება", - ვკითხულობთ პოსტში.

კახა
ტრენტი რომ დაამცირა ლივერპულში და "დომიკში" გაუტარა, მეორე წუთზე ძალიან გაამწარა.... სულ მცირე ხანში 15-ე წუთზე მაგ ტრენტმა სპეციალურად, მსაჯისაგან დაფარულად სარეკლამო ბილბორდებისაკენ ძლიერად ხელი უბიძგა და სასტიკად მიაჯახა სარეკლამო დაფას... შედეგად ხვიჩამ ხერხემლის მალების შემაერთებელი პატარა კუნთების ფარული ტრავმა მიიღო. ეს ტრავმა შემდეგ ვარჯიშის დღეს ხვიჩას სპაზმაში გადაეზარდა, როგორც კი კუნთებში სისხლთან ერთად ჭარბი ჟანგბადი შევიდა.... შედეგად ხვიჩა ხერხემლის კუნთების სპაზმის გამო მინიმუმ ორ თამაშს გამოტოვებს.... მე უკვე ვწერდი რომ ხვიჩასნაირ ტექნიკურ ფეხბურთელებს ინგლისში არ გაახარებენ და თვეობით მოუწევს ლაზარეთში კუნთების და მუხლების მკურნალობა.... ერთ-ორი წელი ითამაშოს ნეაპოლში და მერე გადავიდეს სამეფო კლუბში წარმატებული კარიერის გასაგრძელებლად.... სამეფო კლუბის - რეალის ვარსკვლავები მომავალი წარმატებული კარიერის გარანტიაა... დარწმუნებული ვარ რომ წელს ნაპოლი სკუდეტოს აიღებს და ჩემპიონთა თასის აღების შანსიც აქვს ... 50/50.... https://www.youtube.com/watch?v=LMnC1SICfBA
წაკითხულის გააზრების პრობლემა
ზოგადად,ერს რო გვიჭირს რაღაცებიდან აზრის გამოტანა არ ახალია,მარა მაინც არ მეგონა თუ ჩემი კომენტარიდან აზრს ვერ გამოიტანდით. ვინმემ თქვა,რომ დრიბლინგი ულამაზოა ან მეტოქის მოტყუება,თავს უნდა გაუფრთხილდესთქო და ამაზე მქონდა საუბარი მთელი კომენტარში,ნეიმარის მაგალითიც მოვიყვანე. კი,ლივერპულს 4-1 მოუგო ნაპოლიმ და კვარამ ათრია ლივერპულის დაცვა,მარა რა? ლიგა მოიგო უკვე თუ ოქროს ბურთი? გავიდა მეორე თამაშში და სარეკლამო ბანერს შეაჯახა,ტრავმა აქვს ეხლა და თან წელის არეში. ბინძური თამაში იყო,მაგრამ მერე? ეგრე რამოსმა მხარი ამოუგდო სალაჰს,მარა ლიგის მოგება ვერ იზეიმა? ერთხელ გაგიტარებს და მერე აღარ,სეზონი კი ნოემბერში არ მთავრდება და თავს უნდა მოუფრთხილდეს. სულ არ მაინტერესებს ნაპოლი,როცა ნაკრების თამაშები მოვა იქ უნდა იყოს მწყობრში და იქ იქნება საჭირო მისი კლასი. იმდენს არ მოგეწონათ ჩემი კომენტარი,რაც ფეხბურთის არ ცოდნას გაუსვით ხაზი. ფანატიზმი და ქართველი განუყოფელია,მარა არც ასე მეგონა. ბიჭი არის 21 წლის და რა გინდათ,ანანიძსავით 26 წლისამ დაამთავროს კარიერა? ან იცით თუ არა,რა უქნეს იტალიაში რონალდო ნაზარიოს და რას უშვებოდა ბარეზი მარადონას? როცა გუნდს სჭირდება,მაშინ გასაგებია და უნდა აკეთოს ფინტები,მაგრამ როცა თამაში გაკეთებულია,მაშინ არა. ჟონგლიორობა ცირკში ვიცი და არა ფეხბურთში. ტექნიკური ფეხბურთელი არ არის ის,ვინც ბევრს კენწლავს ან ჟონგლიორობს მინდორზე,არამედ ის,ვინც სასურველი ფეხით,სასურველ მანძილზე გააკეთებს პასს და გუნდელს დაასვავს მის ძლიერ ფეხზე. ეს ჩემი სიტყვები არ გეგონოთ,კრუიფის სიტყვებია და იქვე ამბობს,რომ ჟონგლიორების ადგილი არის ცირკში და არა მოედანზე. თქვენ არ გახსოვთ,მაგრამ ყიფიან გვყავდა ეგეთი,ნებისმიერ წერტილში დაგასვავდა ბურთს,როცა კვარაც იგივეს გააკეთებს,მერე ისაუბრეთ რო სუპერ ტექნიკურია. ტექნიკა არის პასი და არა დრიბლინგი,დრბლინგი არის ჟონგლიორობა და თუ ეს მოგწონთ,მაშინ ცირკში იარეთ.
hm
გაუხმა ის ტავი/ხელები მაგ დამპალს!
G.LA
მახსოვ კი არა სუნთქვა შემეკრა სარეკლამო ბანერს რომ მიეჯახა. იმედია ყველაფერი რიგზე იქნება და ემპოლისთან ვიხილავთ ჩვენ ბიჭს.
აზრი
ვარა ეძინა მერე? ეგ ხომ ყველამ დავინახეთ?
100%
მცველი იყავი, თუ ხარ? )))
თერჯოლელი
თურმე არ უნდა მოატყუო,ფეხებშუა არ უნდა გაუტარო,ბურთი თავზე არ უნდა გადაუგდო,არ უნდა გაასწრო,კარებში არ უნდა დაარტყა,შენ პარტნიორს ზუსტი პასი არ უნდა მიაწოდო,თორემ არნოლდასა და მოჯლაყუნე მცველებს ეწყინებათ,მერე ბირჟაზე დაიბარებენ,საქმეს გაურჩევენ,არნოლდა ეტყვის იქაურ ავტორიტეტს ამან მე დღეს ფეხბურთის თამაშის დროს მომატყუა,ისინი ეტყვიან ეს როგორ ჩაიდინე და ჩვენ არნოლდას,როგორ მოატყვილეო და ფულს შეაწერენ,არნოლდა გაიხარებს და სიხარულისგან გაგიჟდება. ანდა, ხომ არ აჯობებს ფეხბურთი,რომ საერთოდ ავკრძალოთ,არნოლდასა და მისნაიერბს,აღარავინ მოატყვილებს და საწყენიც აღარაფერი ექნებათ,ვაი მართლა თქვენს პატრონს.
თერჯოლელი
ჰო ერთი ხელით რომ წააქცევ პენალტი არ ინიშნება,აუცილებლად მეორე ხელი და კიდე ფეხი უნდა ჩაარტყა,უნდა მოტეხო რაიმე და მერე დანიშნავენ პენალტს,ვაი თქვენს პატრონს და ვუი ასეთ მსაჯებს და ასეთ ფეხბურთს.
zura222
ნეაპოლში დარჩაო გუნდს არ გაყვაო და რავიცით იქნება წელის წკივილმა გაუარა და მარადონასავით საკუთარი თვითმფრინავით ჩააკითხა გუნდს ბერგამოში ! DD
ვა რა დონეა
ჯერ პენალტი არ დადო მსაჯმა ხელის კვრისთვის ხოლო ამ მახინჯმა არნოლდა საერთოდ გაიმეტა ტრავმისთვის და თხრილში ჩააგდო დაუნდობლად.ასეთი რამე მესისთვის რომ ვინმეს გაეკეთება წითელს უჩვენებდა.ზოგიერთი ჭკუისკოლოფის აზრით ხვიჩამ დრიბლინგები არ უნდა აკეთოს რომ არ გაბრაზდენ მცველები.აბა სკრიპკაზე დაუკრას თუ ბალეტი იცეკვოს.სწორედ მაგით შეაყვარა თავი მთელ ევროპას რადგან ყველაფერს ლამაზად აკეთებს.თუ გაბრაზდებიან ცივი წყალი დალიონ,ხოლო მსაჯები იმიტომ არიან რომ გაბრაზებულები დასაჯონ.

4:1 რო მოუგო ნაპოლიმ ლივერპულს მაშინ არ ათრია მთელი დაცვა? ენფილეზეც ათრია მაგრამ მსაჯმა უსამართლოდ არ დანისნა პენალი და ასევე გოლი არ ჩათვალა. რადგან წააგო ნაპოლიმ გგონიათ რაიმე უპირატესობა ჰქონდა ლივერს? ალბათ მხოლოდ ანგარიშება ნახულობთ. მისი თამაში იმ ლამაზი დრიბლინგის გამო გვიყვარს და ბურთის ფეხებს შორის გატარების გამო. ფეხებში მორტყმის რომ ეშინოდათ სხვა სტილს აირჩევდა თამაშისას უფრო უსახურს და ფრთხილს. ან საერთოდ დაანებებდა თავს ფეხბურთს
ბუჯანგა
რას იგონებენ..საიდან მოიტანეს არნოლდმა უბიძგა და გადააგდო...ხვიჩა რივოკზე გავიდა..პასის ჩაწოდება მოასწრო და მერე ვერ შეიკავა თავი სველ მინდორზე და გასრიალდა ინერციით დაეჯახა..ტრამვა შესაძლებელია მიიღო როცა კაზიოლმა კანოტემ წელში რომ მიარტყა ხელი მაღალ სისწრაფეზე..და დაამტვრია...ხვიჩამ ძლიერი ტკივილი იგრძნო ვარჯიშზე როცა კარში დარტყმას ასრულებდა..ამის გარდა ბოლო თამაშებში.უამრავი დარტყმები მიიღო ფეხებზე,, გვერდებში...სპალეტიმ არ გარისკა და დაასვენა...მალე მოძლიერებულიყოს და ჯანმრთელად გვენახოს სულ
მარსელ ბარკალაია
ვეღარ გავიგე, თამაშობს თუ არა ხვიჩა დღეს? აქ წერენ არაო, მაგრამ ლაივსქორზე გუნდის შემადგენლობაში ზის ჩვეულებრივ, ტრავმიანებში კი მარტო რაჰმანი უწერიათ.
zura222
საქმეც იმაშია რომ ფოფა-უეფას იდიოტმა შეფებმა დააწესეს რომ ვარი მარტო გოლის პენლის და წეთელი ბარათის მომენტში უნდა ჩაერთოსო და ამიტომ არ ამოწმებენ "უმნიშნელო" მომენტებს @ არადა ხშირად ის "უმნიშვნელო" მომენტი პენალზე უარესია !
zura222
რომ დავწერე იმ თხრილში ჩავარდნის გამო მიიღო მეთქი ტრავმა გამოხტნენ მცოდნე ორთოპედიის პროფესორები და როგორ უნდა მიეღო იქ ტრავმაო @ მთელი სიჩქარით რომ მირბის კაცი და ხელს რომ კრავენ სწორ ზედაპირზე რომ წაიქვეს მაშინაა სახიფათო და მითომეტეს კიდევ სადთაც ორმოში ჩავარდნა @@ სანამ რაღაცა ტრაგედია არ მოხდება მანამ არ ამოავსებენ მიწით იმ თხრილებს @@@ და კიდევ--ხვიჩას პრემიერ ლიგაში გადასვლის მსურველებოო---ერთი თანაში ითამაშა იქ ინგლისში და ეგრევე ლამის მოკლეს @ და წარმოიდგინეთ 40- მდე თამაშს რომ ჩაატარებს რას უზამენ @@ ნაღდი ცხოველები არიან იქ და ძალიან ცუდად დაამტვრევენ @ ისევ უტკინის სიტვებს მობიშველიებ--ბრიტანეთში ნამდვილი მეხორცე (მიასნიკი) მცველები და ნახევარმცბელები თამაშობენო--ერთხელ რო მოატყიებ შეიზლება გაატარონო მეორედ უკვე ფეხებში გირტყამენო და მესამედ შეიძლება საერთოდ მოგამტვრიონ ფეხებიო @@ და ყველაზე უარესი ისაა რომ ბრიტანეთი მოსწონთ ასეთი "ფეხბურთი" და მსაკებიც ახალისებენ იმათ და დააკვირდით ყოველი ბინძური ვარდნის მერე რა ოვაციები იმართება ხოლმე ტრიბუნებზე გეგონება მაკრატელით გაიტანა ბურთი მათმა ფეხბურთელმაო @@@
G.A.L.
მამის შვილია! "კბილების სიმწრით ღრჭიალით", მაგრამ მაინც ითამაშებდა! დარწმუნებული ვარ ყოველი თამაშის შემდეგ ფეხებში მაგარი ნაცემი და ყინულებში ექნება! არნოლდმა (ნაბიჭვარმა) სპეციალურად მოუწყო და თანაც ისე, რომ ბარათიც არ მიუღია. გააწამა ყველა ეპიზოდში სადაც ერთი-ერთზე დარჩა. პენალტის არდანიშვნის ეპიზოდშუც იდაყვი ჰკრეს ზურგში! და საერთიდ მსაჯი მაგრად იკავებდა თავს, როგორც ბარათებზე ისე საჯარიმო სანქციებზე. ყველა ორთაბრძოლა უხეში იყო. ნახევარი ლივერპული გასაყრელი იყო მოედნიდან! ან ყურის ოფსაიდში ყოფნა რა უბედურებაა? მესმის ტორსის ნაწილი ან ფეხი იყოს წინ. არადა ობიექტურად სულ სხვა შედეგი დადგებოდა!!! ალბათ ორი კვირა მოუწევს კიდევ უქმეები. სწრაფად გამოჯანმთელებას გისურვებთ ჩვენო "ოქროს ბიჭუნა"! წარმატებები კვარას და ნაპოლის!
Emre
წესების ცოდნაა საჭირო, ძალიან ბევრი და დეტალური წესებია ფეხბურთში რომლებიც არ ვიცით. იმ მომენტს რაც შეეხება არ ყოფილა მანდ პენალი, მეორე ხელი რო დაეხმარა კონატეს მაგ შემთხვევაში დაინიშნებოდა ...
სიფრთხილე
ჯერ მთელმა ერმა აკატავეთ ვიდეოები,სადაც ლივერპულის მცველებს აბითურებს კვარა,მერე უცხოელებმაც არ დააკლეს ქირქილი ლივერპულის დაცვის მიმართ,ხოდა ის ხალხიც ბრაზდება და ტექნიკურად გაუშვეს ლაზარეთში. ფეხბურთში ჩვეულებრივი მომენტია,როცა შემტევი დამცველს ფეხებს შორის უძვრენს ბურთს,მარა ამის გამო ეიფორიაში არ ვარდებიან. შენ თუ ხარ შემტევი და ჩემს გაბითურებას ცდილობ ყოველ თამაშში,მაშინ სტადიონიდან საკაცით გაგიშვებ და ეს ლოგიკურია. ამიტომ არის რო ნეიმარს ბევრი ხვდება და კვარაც თუ არ გადაეჩვია,მაშინ ტრავმები გააწამებს. ფინტი კარგია,ლამაზია,მაგრამ საჭიროების გარეშე თუ აკეთებ ამას,მაშინ ბევრს მოგარტყავენ ფეხებში. არნოლდმა თავისი სახელი დაიცვა და ხისტად ეთამაშა,რაც სწორია და მცველი ეგრე უნდა თამაშობდეს. ოსიმენსაც მთელი თამაში უბრახუნა დეიკმა თავში და ვერაფერიც ვერ ქნა ვერც ვიქტორამ და ვერც მსაჯმა.გავიგე,რომ ქართველია და გვიხარია,მარა ცოტა ციდან დაეშვით და დათვურ სამსახურს ნუ უწევთ ამ ბიჭს. ჯერ ერთი სეზონიც არ უთამაშია და იმხელა ამბიციები დაისახა ერმა რო მიმიქარავს ბრაზილია. ერთი კარგი დამრიგებელი არ აწყენდა კვარას,უნდა უთხრან რო მოუკლოს მცველების დამცირებას,თორე სერიოზულ ტრავმას გამოკრავს ხელს და მეყოლოს ვარდივით. მთელი ერი ხო ელოდით რო ისევ ათრევდა ლივერპულს,მარა ათრია? ახალია და მცველებს გადაწყობა უჭირთ,რადგან გამოცდილება არ აქვთ მასთან თამაშის,ხოლო როცა გაიგებენ,მერე ეგრე აღარ იქნება. ამიტომ უპრიანი იქნება,თუ თავის ტექნიკურ არსენალს საჭირო დროს გამოიყენებს,ხოლო როცა მისი გუნდი იგებს 3-0,არ არის აუცილებლობა რო ეს აკეთოს. იტალიაში თამაშობს და ყველაზე ბინძური მცველები მანდ არიან,მომღიმარი მჩეხავები არიან და თავს უნდა მოუფრთხილდეს.შეხედეთ კიელინის,სულ გიღიმის და კაი ძმაკაცივით გექცევა,მარა ისე მოგტეხავს ფეხს რო წარბი არ შეერხევა. იტალიური სკოლა ეგრეა ზოგადად. რაც მარადონასთვის აქვთ ჩარტყმული ფეხებში,რეკორდი იქნება უეჭველი. ამიტომ საჭიროა სიფრთხილე.
Lasha
რა არის საოცარი იცით, რომ იძახიან რა უნდა ჩაწყობილ თამაშებს ლიგაზეო, არადა რამდენი შეცდომა ფიქსირდება მიუხედავად ვარისა. მსაჯი მხოლოდ ხვიჩასთან მიმართებაში არ შემცდარა და რაღა აზრი აქვს ვარს თუ მწვრთნელის პროტესტს არ მოუსმინა მსაჯმა?! სადაო მომენტია ხედავ შე ოჯახაშენებულო და არ ამოწმებ ვარზე?! და მერე ძალით აჩენ კითხვებს საზოგადოებაში და შეცდომა რჩება. სადაცილოა, რომ მიუხედავად ტექნიკური პროგრესისა შეცდომები მაინც ხდება და უფრო თვალშისაცემია ეს შეცდომები და გაფიქრებინებს, რომ გამიზნულად!
ფირუზა
თუ ტრავმა ქონდა, გუნდთან ერთად როგორღა ივარჯიშა? დაიწერა რომ პატარა მოედანზე მიიღოო ტრავმა ვარჯიშისას.
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
უეფამ "წლის გუნდი" დაასახელა: 5 ფეხბურთელი "ლივერპულიდანაა"
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
"ნაპოლიში" ასეთი არ ყოფილა" - კაპელომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
ლეგენდები მიდიან. "ლივერპულში" დიდი წმენდა იწყება - მამარდაშვილი ძირითადი მეკარე იქნება
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
განაპირა მცველი - XXI საუკუნის ფეხბურთის უმთავრესი რგოლი
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
კაფუ: ალექსანდრ არნოლდს აქვს "ოქროს ბურთის" მიღების პოტენციალი