სერია A-ს მე-14 ტურში „ნაპოლიმ“ სახლში „ემპოლის“ 2:0 მოუგო.

ტრავმირებული კვარაცხელიას პოზიციაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა სპალეტიმ ელმასის ნაცვლად რასპადორი დააყენა. ნეაპოლელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ერთფეროვნად, ყოველგვარი ფანტაზიის გარეშე უტევდნენ, მხოლოდ ორი მომენტი შექმნეს, რომლებიც რასპადორიმ ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, მასპინძლებს მეტოქის კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდათ. ოსიმენმა თავურით ვერ უწია მიზანს, სტუმრები კი თავს უნარიანად იცავდნენ და მორცხვი კონტრიერიშებით პასუხობდნენ. 69-ე წუთზე მცველთან საჯარიმოში ბურთზე ბრძოლაში ოსიმენი მოედანზე დაეცა, მსაჯმა პენალტი დანიშნა და ნეაპოლელები შეცვლაზე შესულმა ლოსანომ დააწინაურა. შემდეგ „ემპოლის“ მცველი ლუპერტო გააძევეს, 88-ე წუთზე ასევე შეცვლაზე შესულმა ზილენსკიმ გაიტანა და "ნაპოლიმ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლიმ“ ჩემპიონატზე ზედიზედ 10 მატჩი საერთო ანგარიშით 24:7 მოიგო, 38 ქულით ლიდერია და 12 ნოემბერს „უდინეზეს“ უმასპინძლებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - ემპოლი 2:0

გოლები: 1:0 ლოსანო (69), 2:0 ზილენსკი (88)

გაძევება: ლუპერტო (74)

დავით
ვის რად უნდა რაგბი.? სულ 30 ქვეყანა თამაშობს ამ სპორტს.
სოსო
სანამ ხვიჩა რუსეთში იყო,თავიდან მისი გუნდის თამაშებს,თავიდანვე იმ შემთხვევაში ვუყურებდი,თუ ხვიჩა სასტარტოში იყო.სხვა შემთხვევაში კი,მეორე ტაიმიდან გადავდიოდი მათ თამაშზე,როცა შეცვლაზე უნდა გამოეყვანათ.როცა რუბინი მოძლიერდა და სხვა ბიჭებმაც დაიწყეს,ხვიჩას წამხედურობით,ტექნიკური თამაში,უკვე რუბინის გულშემატკივრობაც დავიწყე.დღეს უკვე ხვიჩას არყოფნაშიც ვუყურებ და ვგულვშემავტკივრობ,ნაპოლის.ასე რომ ძველ გულშემატკივარს ვეთანხმები.სჯობდა,დროში აეცდინათ,თუმცა ახლა, ამის შეცვლა,აღარ გამოვა.ამ შემთხვევაში,მე პირადად, არჩევანს,რაგბის მატჩზე გავაკეთებ,რადგან ნაკრების თამაში,წმინდათა წმინდა საქმეა და ყველა სხვაზე წინ ვაყენებ.ბიჭებს,სტადიონიდან, ჩვენი გულშემატკივრობა სჭირდებათ.ნაპოლის თამაშს, ჩანაწერში ვნახავ და თუ მანამდე,შედეგი არ მეცოდინება,ამით ბევრი არაფერი მოაკლდება,ჩემს განცდებს.
zura22-ს
ჯერ ერთი, კვარაცხელია დიდი ალბათობით 12 ნოემბერს ითამაშებს. მეორეც, თუ დაწყების საათი არ გადაიტანეს ნახავთ რომ სტადიონზე 2 ათას კაცზე მეტი მაყურებელი არ იქნება. და ვის ავნებს ეს ყველაზე მეტად?! რა თქმა უნდა ქართველ რაგბისტებს!
zura222
ხვიჩა მაინც არ ითამაშებს 12 ში და რომც ითამაშოს ისტორიას არ ახსოვს ერთი კაცის გამო მთელი თამაში რომ გადადებულიყო ! ერთადერთი ჩრდილო კორეაში ხდება როცა კიმ ჩენ ინს სძინავს და თამაში უნდა ჩატარდეს მაგ დროს გადადებენ ხოლომე რომ ბელადმა უყუროს პირდაპირ რეპორტაჟს (ჩანაწერი არ ეკადრება) რომც გადადონ რას ეტყვიან სამოელებს ? და იმათმა რომ გაიგონ ხვიჩას გამო შეიცვალა თამაშის დროო ხომ გაავრცელებენ მთელ მსოფლიოში და ხომ გავხდებით დასაცინი !
zura222
ტაჯიკეთი და დუშანბეო ? დუშანბე იაპონიის ქალაქია ? PP
ძველი გულშემატკივარი
რატომ სვამთ დისლაიკებს? არ არის სწორად დასმული საკითხი? გთხოვთ მიპასუხოდ
Shoda
სამწუხაროდ ძალიან იმატა ქარფშურობამ ჩვენში.
ძველი გულშემატკივარი
მინდა მივმართო ქართული რაგბის მესვეურებს: 12 ნოემბერს 18 საათზე "ნაპოლი" (ანუ ხვიჩა) ეთამაშება "უდინეზეს". იმავე დღეს, იმავე საათზე დანიშნულია საქართველოს რაგბის ნაკრების თამაში სამოასთან. როგორ ფიქრობთ, ქართველი მაყურებელი უარს იტყვის კვარაცხელიას ძალიან მნიშვნელოვანი (ყველა გაგებით) თამაშის ყურებაზე და, მიუხედავათ რაგბისადმი დიდი სიყვარულისა, წავა საქართველოს ნაკრების ამხანაგურ მატჩზე დასასწრებად? ამიტომ ხომ არ სჯობს რაგბის თამაშის დაწყების დრო გადატანილი იქნეს მაგალითად 15 საათზე (რაც ხშირად ყოფილა). ამით ქართველი გულშემატკივარი მიიღებს ორმაგ სიამოვნებას და რაგბისტებიც ითამაშებენ მრავალათასიანი მაყურებლის თანდასწრებით, რაც წაადგება ჩვენს გუნდს.
დათო
…კრემონეზემ ფრე ითამაშა მილანთან და ორი ქულა მილანს აართვა!!! მადლობა გოჩოს!!!
gio
შეიძლება ჩემი სუბიექტური აზრი იყოს , მაგრამ მაგარი უღიმღამო თამაში იყო. და საერთოდ ეს არ გავდა ტოპკლუბის , მსოფლიო დონის კლუბის თამაშს. ორიენტირებული მარტო მოგებაზე. ნაპოლის თამაშის სილამაზე და სიხალისე ხვიჩას ტექნიკაში , გამბედაობაში და სიხალისეშია. ისე ერთი საშუალო დონის გუნდის თამაში იყო გუშინ.
ჟორა
მართალია ემპოლი საშინლად თამაშობდა, მაგრამ პენალტი აშკარად გამოიგონა მსაჯმა და გაძევებაც აშკარად მეტისმეტი იყო, მხოლოდ მსაჯის ამ მანიპულაციების შემდგომ გატყდა ემპოლი, ასე რომ დიდი გუნდებთან ნაპოლის, ასეთი თამაშით, ხვიჩას გარეშე არანაირი შანსი არ აქვს.
ჟორა
მართალია ემპოლი საშინლად თამაშობდა, მაგრამ პენალტი აშკარად გამოიგონა მსაჯმა და გაძევებაც აშკარად მეტისმეტი იყო, მხოლოდ მსაჯის ამ მანიპულაციების შემდგომ გატყდა ემპოლი, ასე რომ დიდი გუნდებთან ნაპოლის, ასეთი თამაშით, ხვიჩას გარეშე არანაირი შანსი არ აქვს.
ბენდელა
ტაჯიკეთის ,,სპარტაკს" არა მაგრამ დუშანბეს ,,პამირს" ნაღდად გავდა
მიხო
და ნივრის გარეშეც
რაბუ
რა ტრანსფერი ბიჭო ზოგი რეებს წერთ. ყველაზე დიდი სისულელე იქნება ახლა სადმე გადასვლა. აცადეთ წეღან მივიდა გუნდში და მოსაგებია რაღაც რაღაცეები. ტრავმა კოდე თუ აქვს აჯობებს ჩვენ მოვიკლოთ სიამოვნება და დაასვენოს იანვრამდე
დავით 67
მეც არ მომწონს რაღაც რაღაცეები სპალეტის კომენტარებიდან,მაგრამ წელის ტრამვა აქვსო ბიჭს და არ გჯერავს ? აბა იტყუებიან? მწყობრში რომ იყოს არ ათამაშებს?
რა მაფიაა?
შეიძლება ცოტა უხეშად გამოსდის მარა გუნდისთვისაც სწორს აკეთებს სპალეტი და ხვიჩასთვისახ... მიხედავად იმისა რო მართლა სტრატოსფეროა კვარა, ჯერ მხოლოდ პოტენციალითაა ამ დონეზე და სტაბილურობა და უზარმაზარი წნეხის გამკლავება უნდა ისწავლოს... აცადეთ მართლა ამ ბიჭს და ამ გუნდს... კაი გუნდი იმიტოა რო ორი შემადგენლობა ყავს და ამხელა გუნდს მართვა ჭირდება რო ყველას ფორმა და მოტივაცია შენარჩუნდეს...
მალხაზ ჯობავა
ხვიჩას გარეშე ნაპოლი არის, როგორც ხაში არყის გარეშე.
აბო
გამოვა ეხლა სპალეტი და კიდევ იტყვის ელმასმა მაგრად ითამაშაო.)) მოკლედ ამის ტაქტიკა გასაგებია, მოტივაციას არ უკარგავს ვინც სათადარიგოებია. ეშინია არ დატოვონ გუნდი. შე კაი კაცო. თუ ხვიჩა სტრატოსფეროა. მიუშვი რა იფრინოს, ფაილაღოს ბიჭმა. რა დაცვაში ჩასვლა, რაის შეზღუდვები, ეგრევე რეალშია გადასაყვანი. არა აქვს ხვიჩას სპალთის ხუშტურების გამო დასაკარგი დრო.
დავით 67
საერთოდ სუსტი გუნდები ლიდერთან თამაშის დროს განსაკუთრებულად მოტივირებული გამოდიან და არაფერს ერიდებიან, ძირითადად უხეშობას, რაც დღეს პოლიტანოს ფეხებში ურტყეს, ვიფიქრე იქნებ კარგიცაა რომ ხვიჩა არ იყო თქო. ესეთი გუნდები,როგორიც ემპოლია ზიზღს იწვევენ ჩემში, არც თვითონ უნდათ თამაში და არც მოწინააღმდეგეს ათამაშებენ. ეგრეთწოდებული პრესინგი, უხეშობა, დროის გაყვანა პირველივე წუთებიდან, სიმულიაცია და დიდხანს გორაობა მინდორზე. გუშინაც რაი ვალეკანომ რომ მოუგო რეალს,საზიზღრად ეთამაშებოდნენ ( არადა არ ვარ რეალის ფანი). ნაპოლი ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ხვიჩას არ ყოფნა აშკარად ეტყობოდა, პირველ ტაიმში კარში საერთოდ ვერ დაარტყეს. უდინეზესთან იმედია მწყობრში იქნება და გაგვახარებს. მერე 4 იანვრამდე ვეღარ ვნახავთ ხვიჩას ნაპილიში და რა გაგვაძლებინებს მანამდე)
ბესო შიოშვილი
დიდი მადლობა სპალეტის, რომელმაც მთელ საფეხბურთო მსოფლიოს დაანახა, რას წარმოადგენს ხვიჩა კვარაცხელია! ნაპოლის ყველა ვარიანტი გვაჩვენა კვარასთან ერთად და კვარას გარეშე! ზოგი ჭირი მარგებელიაოო...
ბუჯანგა
რაც არ უნდა ილაპარაკოს სპალეტიმ. ხვიჩას გარეშე მეორე დონის გუნდია..უღიმღამო უინტერესო თამაში..მონოტონური გათამაშება ბურთის.ცენტრიდან დაცვაში ან პირიქით..არანაირი პროგრესი..არანაირი იმპროვიზაცია.. შეტევაში რამაც შედეგი უნდა მოიტანოს...ბევრი სპეციალისტის ალაპარაკდა უკვე გუნდზე კვარასთან ერთად და კვარას გარეშე რომ სულ სხვადასხვაა..სამწუხაროდ დაზუსტებულ ინფორმაციას არვინ დებს თუ რა დაემართა ხვიჩას..რა პრობლემა აქვს..ექიმები ხან ორი დგე..ხან ერთი კვირაო..ახლა კიდევ ორი კვირა გააჟღერეს...თუმცა დიდი იმედის გამოთქვამე რომ უფრო ადრე ჩააყენებენ ხვიჩას ფორმაში...ღმერთმა ქნას..და სეზონის შეწყვეტამდე ხვიჩამ კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატაროს..კიდევ ერთხელ ააგუგუნოს მარადონა მისი სახელით...
საბურთალო
დღეს ნაპოლი იყო ტაჯიკეთის "სპარტაკი". წარმოსახვაშიც კი არ არსებობს რაიმე წარმატებაზე ფიქრი , ხვიჩას გარეშე- უბრალოდ არც იოცნებონ.................
სტალინი
იტალიური ორი საშუალო დონის გუნდი თამაშობდა მკვდარ ფეხბურთს ნაპოლის შეცვლებამდე. მერე პენალმა გამოაცოცხლა, მოკლედ ცეცხლი კვარა აკლდა თამაშს, მის გარეშე ნაპოლიმ არაფერზე არ უნდა იოცნებოს, გამორიცხულია სერიოზული წარმატება
ჯუჯი
წელს პირველად ვნახე ასე უსუსური ნაპოლი.მიკერძოებაში არ ჩამითვალოთ ,მაგრამ ხვიჩა მაინც სხვა დონეა.
soso
ატალანტა, ემპოლი, რეინჯერსი. ესეთი დონის გუნდებს რა თქმა უნდა იოლად დაამარცხებენ, მილანი, რომა, ლაციო დაამარცხონ ხვიჩას გარეშე, თან გასვლაზე. ამას ნებისმიერი ფეხბურთის მცოდნე მიხვდება, მითუმეტეს პროფესორი სპალერი.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
ნაპოლიმ კი არა მსაჯმა გატეხა.
ილა
სანამ კვარადონა ისვენებს, წინა პლანზეა ოსიმდონა.დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
beqa
მომწყინდა ამათი ყურება ხვიჩას გარეშე ველოდები უდინეზესთან ხვიჩას გოლს + ასისტს.
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან