"ბორჯღალოსნები" 12 ნოემბერს „დინამო არენაზე“ სამოასთან გასამართი მატჩისთვის „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ემზადებიან.

ურუგვაისთან 34:18 მოგებული მატჩის შემდეგ მუხლის ტრავმა მიიღო და 1,5-2 თვე გაუცდება გიორგი კვესელაძეს. მცირე დაზიანება აქვს და სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს ბექა გორგაძე, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ის შაბათის თამაშს მზადყოფნაში შეხვდება.

დღეს "ბორჯღალოსნებმა" გულშემატკივრებისთვის ღია ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

„სამოა ფიზიკური გუნდია და რთული თამაში გველის. ამ კვირაში ჩვენი მთავარი საზრუნავი ენერგიის აღდგენა და საუკეთესო ფიზიკურ კონდიციაში შესვლაა, ასევე, ურუგვაისთან დაშვებული შეცდომების გამოსწორება. დიდი ყურადღება დავუთმეთ დერეფანში თამაშს და დარწმუნებული ვარ, სამოასთან ეს კომპონენტი ბევრად უკეთესი იქნება“ – განაცხადა დერეფნის მწვრთნელმა პოლ ტიტომ.

„სამოელებმა განვლილი თამაში იტალიასთან დიდი სხვაობით დათმეს, თუმცა ძალიან კარგი გუნდია და რთულ შეხვედრას ველით. მოსამზადებლად მოკლე კვირა გვაქვს და მხოლოდ ორი სრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარება მოვახერხეთ. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ მზად ვართ და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ურუგვაისთან ბევრი ბურთი დავკარგეთ და ამ კომპონენტს დიდი ყურადღება დავუთმეთ. იმედი მაქვს, ბურთს მეტად შევინარჩუნებთ და მაყურებელიც უფრო ლაღ და სანახაობრივ შეხვედრას იხილავს“ – დაამატა თედო აბჟანდაძემ.

Rugby.ge

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს