ცნობილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კაკამ დანანებით აღნიშნა, რომ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც ხვიჩა კვარაცხელია და ერლინ ჰოლანი არიან, მთავარ საფეხბურთო ფორუმზე, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებენ. საკმაოდ ხშირად ხდება, რომ საკლუბო დონეზე გამორჩეული ფეხბურთელი მუნდიალზე გამოსვლას ვერ ახერხებს. სია ახლაც საკმაოდ გრძელია. ერთია, როცა შენი ქვეყნის ნაკრები საუკეთესოთა შორის არაა, მეორე კი - ის სამწუხარო ამბავი, ტრავმის გამო ასეთ მნიშვნელოვან ტურნირს რომ დააკლდები.

"ნაპოლის" თითოეული წევრი ქართველი გულშემატკივრებისთვის ძალიან ნაცნობი გახდა და მათ ვგულშემატკივრობთ. ასე იქნება მსოფლიო პირველობაზეც. "კვარაზე" უკვე ვთქვით და კატარში ვერც ვიქტორ ოსიმენი იქნება, მისი ნიგერია 32 საუკეთესოს მიღმა დარჩა. ნეაპოლურ კლუბში საკმაოდ ბევრი იტალიელია და კარგად მოგეხსენებათ, "სკუადრა აძურა" მუნდიალზე რომ ვერ ითამაშებს. სპალეტის 5 ფეხბურთელი კატარში გამოვა, ამის შანსი კიდევ სამს ჰქონდა, თუმცა...

კიმ მინ ჯე, მატიას ოლივერა, მარიო რუი

"ნაპოლი" რომ ძალიან დამაჯერებელი და წარმატებულია, ამაში თავისი დიდი წვლილი ახალწვეულ ცენტრალურ მცველს, კიმ მინ ჯეს აქვს. 25 წლის სამხრეთკორეელს საკმაოდ ანგარიშგასაწევი ნაკრები ჰყავს. "ტოტენჰემის" ერთ-ერთი ლიდერი სონი, რომელსაც თვალის პრობლემები ჰქონდა, მომჯობინებას ახერხებს.

სამხრეთ კორეასთან ერთად განა, მარიო რუის პორტუგალია (გასაკვირია, რომ ის სანაკრებო განაცხადს მიღმაა) და "ნაპოლის" კიდევ ერთი უკანახაზელის, მატიას ოლივერას ურუგვაი - ჯგუფი საკმაოდ სერიოზულია.

რაც შეეხება ოლივერას - ურუგვაის ნაკრების მარცხენა მცველის პოზიციაზე უალტერნატივოდ განიხილება. ამ ჯგუფის შეხვედრებს განსაკუთრებით დავაკვირდებით.

ზამბო ანგისა, პიოტრ ზელინსკი, ირვინგ ლოსანო

კატარში "ნაპოლის" ორ ნახევარმცველს ვნახავთ. ერთი ზამბო ანგისაა, რომელიც მართლაც მშვენივრად გამოიყურება და სპალეტის გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა, მეორე კი - არანაკლებ ფორმაში მყოფი პიოტრ ზელინსკი.

ანგისას კამერუნი ურთულეს ჯგუფში მოხვდა. მის თანამემამულე სამუელ ეტო'ოს სასწაულების კი სწამს, თუმცა პლეი-ოფში გასვლა რთული იქნება - ბრაზილია, სერბეთი, შვეიცარია. იმის თქმა ნამდვილად შეგვიძლია, რომ კამერუნელები უბრძოლველად არაფერს დათმობენ.

რაც შეეხება ზელინსკის, თანაგუნდელთან დაპირისპირება მასაც მოუწევს და ის მექსიკელი ირვინგ ლოსანო იქნება. ამ ორიდან ერთ-ერთი ნაკრები არგენტინელებთან ერთად მერვედფინალში უნდა გავიდეს, რადგან ჯგუფის მეოთხე წევრი უსუსტესი საუდის არაბეთია.

პოლონელებს რობერტ ლევანდოვსკის ლიდერობის იმედი აქვთ, მექსიკელთა ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა კი თავად ლოსანოა.

ტანგი ნდომბელე, ჯოვანი სიმეონე

საფრანგეთის ნაკრებს შუა ხაზში კანტე და პოგბა დააკლდება, რაც ტანგი ნდომბელეს გამოძახების შანსებს ზრდიდა, თუმცა დიდიე დეშამმა მინიჭებული უფლება სრულად არ გამოიყენა, განაცხადში ერთით ნაკლები ფეხბურთელი (25) შეიყვანა, ნეაპოლელს კი არ დაეყრდნო.

რაც შეეხება ჯოვანი სიმეონეს, მას "ალბისელესტეს" რიგებში ყოფნის შანსი უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ ეძლევა, რაც არგენტინის ნაკრების წინა ხაზში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არაა.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატი უცნაურ დროს, 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება და გულშემატკივრებში ჯერჯერობით ის მოლოდინი და განწყობები არ იგრძნობა, რაც წინ მსგავს ტურნირს ყოველთვის უძღოდა.

არტ
ფიფა და საფეხბურთო მაფია შეუწყობს ხელს თურმე მესის. ანტონელა ყოფილა თურმე საფეხბურთო მაფიის ფარული შეფი და მესისაც ამიტომ მოუყვანია ცოლად... რა დღეში ხართ ეს ჰეიტერები ემანდ მესი მსოფლიო ჩემპიონი არ გახდესო თავს იზღვევთ და თუ გახდა მაფიამ გახადაო. დაწყნარდით, მესის არაფერი აქვს დასამტკიცებელი არგენტინა მოიგებს თუ არა მსოფლიო ჩემპიონატს მესი მაინც ყველა დროის საუკეთესო იქნება პლანეტის უმრავლესობის თვალში. სანამ ახალი გენიოსი არ გამოჩნდება.
საქართველო
ანუ თუ მესი მსოფლიო ჩემპიონი გახდა,ფიფას მაფიაა და თუ ვერ გახდა რონალდო უფრო მაგარია?! მართლა რა მაფიაა?! სხვა სპორტზე გადართე, მესის დონის ფეხბურთელი დღესდღეობით მოედანზე არ დგას. დიდი იმედი მაქვს როდესაც მეფე "მოკვდება", კვარაცხელია გახდება ახალი მეფე.
დავით 67
მოიცა და საფეხბურთო მაფია არგენტინის ნაკრებს მესის გამო როგორ მოაგებინებს ჩემპიონატს.?ავტომატებით შევარდებიან მატჩის დროს თუ როგორ? ან რაში აწყობთ?მე არ მომწონს მაგრად ეს var-ი, მაგრამ ამან სიაფანდი პენალტები და თამაშგარე გოლები მოხსნა. არგენტინა ჯგუფიდან თუ გავიდა ეს დიდი მიღწევა იქნება, მაგრამ არა მგონია. ამ ნაკრებს მხოლოდ ერთი კაცი ქაჩავდა, მარადონა. მესი კიდევ მარადონა არაა.სხვა წლებში არგენტინა იყო 0. 78-შიც. როდესაც პერუსთან 6-0 ჩააწყვეს და ასე უნამუსოდ ბრაზილია ჩატოვეს, გუნდი რომელსაც იმ ჩემპიონტზე თამაში არ წაუგია! წელს უსუსტესი ნაკრები ჰყავთ!
las
საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობას რო გადახედო რავიცი ამ გუნდს ვინ უნდა მოუგოს. უბრალოდ მონსტრია :) ბრაზილია ძალიან დაბალანსებული და ძლირი ნაკრებია ასევე. არგენტინა რა ვთქვა, შემადგენლობით ერთ-ერთი უსუსტესია რაც მე აეს ნაკრები მახსოვს, მაგრამ გავითვალისიწნოთ მესის ფაქტორი, ფიფა და საფეხბურთო მაფია მაქსიმალურად შეუწყობს ხელს რომ მესიმ როგორმე მოიგოს მუნდიალი :) გერმანიის იმედი ჯერ კიდევ მაქვს, დიდი მწვრთნელი ყავთ და მისი ჩამოწერა არ შეიზლება, მე როგორც წესი ყოველთვის მაინშავტს ვგულშემატკივრობ მუნდიალზე :)
გივი ალექსანდროვიჩ
საინტერესო სტატიაა და ცოტა მართლა გაგვახსენდა, მსოფლიო რომ მოდის. ევროპულ გამარჯვებულს არ ველი
ჰაჰა
ეხლა გამახსენდა იტალია არ გასულა ))))
ეეე
ეხ უშანგი, უშანგი ისევ მთავარ კონვეირთან გახსენი ბუტკა ის ჯობია, არაა ფეხბურთი შენი საქმე.
უშანგის.
წელს, არგენტინა ძალიან მაგარი გუნდია! ასეთი ძლიერი შეკრული გუნდი, არ ყოლია არგენტინას! ისე რომ...
იტალიელები?
იტალიელებიც ხომ წავლენ: რასპადორი, დი ლორენცო, მერეტი, პოლიტანო. არცერთი არ არის გამოძახებული?
უშანგი
და იქნებ მექსიკამ და პოლონეთმა არგენტინა ჯგუფში ჩატოვონ?
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
უკვე შვიდი - რომელმა ნაკრებებმა მოიპოვეს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება
ცნობილია, რომელი სტადიონები უმასპინძლებს 2026 წლის მუნდიალის გახსნით და ფინალურ მატჩებს
რა შანსი აქვს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? - რას გვაძლევს "ერთა ლიგა", ყველაზე რთული და მარტივი მეტოქეები შესარჩევ ეტაპზე...
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
რუსებს UEFA-დან წყარომ უთხრა, რომ მათი თამაში 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამორიცხულია
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
მსოფლიო ჩემპიონატი საუდის არაბეთში - საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
განაცხადი აღარ შევა - 2030 წლის მუნდიალის საუდის არაბეთში ჩატარება გამოირიცხა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან